"ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს და პრეზიდენტს სხვა ფუნქცია აკისრია"

პოლიტიკა

"ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს და პრეზიდენტს სხვა ფუნქცია აკისრია"

2017 მარ 30 10:22:25

რეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას 7 აპრილს პრემიერ-მინისტრი დაესწრება. დებატები, რასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, სავარაუდოდ, არ გაიმართება და პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეები გამოვლენ.

უმრავლესობაში კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტი ქარიზმატული არ უნდა იყოს და მისი მთავარი ფუნქცია ვითარების დაბალანსებაა.

„ოპოზიცია ითხოვს დებატებს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს დებატები გაუგებარი ფორმა არის ამ კონკრეტული შემთხვევისთვის. პრეზიდენტი უნდა იყოს ძლიერი დამაბალანსებელი სახელმწიფო სხვადასხვა შტოებს შორის. ქარიზმატული უფრო პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს და პრეზიდენტს სულ სხვა ფუნქცია აკისრია. ქარიზმატულობა მე ვფიქრობ საერთოდ არ არის საჭირო პრეზიდენტისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელ რეალობაშიც ჩვენი კონსტიტუცია არის,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

მმართველი გუნდის განმარტებას აბსურდულად მიიჩნევენ ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მარგველაშვილთან პირადი დაპირისპირების ფონზე, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.

ქართული ოცნება ყველანაირად ეცდება, რომ პრეზიდენტის მოსვლა იყოს არა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა, არამედ ყველანაირად დაამსხვრიოს მნიშვნელობა მისი  მისვლის. მათ აქვთ რაღაც პიროვნული ვენდეტის მსგავსი, ჩემი აზრით ივანიშვილის დავალებით მარგველაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ვენდეტის განხორციელების დროს ვერ ხვდებიან, რომ უპირველეს ყოვლისა აზარალებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.  

ევროპული საქართველოს ლიდერები კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი დამოკიდებულებით, პრეზიდენტის გამოსვლის „მიფუჩეჩებას“ ცდილობს.

ქართული ოცნება ცდილობს, რომ მიაფუჩეჩოს პრეზიდენტის გამოსვლა და ის არ ჩატარდეს პოლიტიკური  დებატების რეჟიმში. გარდა იმ საკითხებისა, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ განვითარებას, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, მედიაპლურალიზმს, პირველი ამოცანა იქნება ჩვენი, ყურადღება გავამახვილოთ ეკონომიკაზე,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

rustavi2.com




 ახალი ამბები
  • ვლადიმერ იმნაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ტაბახმელაში, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო. "დღეს მთელი საქართველო იხსენებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ერთ-ერთი პირველნი შეეწირნენ რუსეთის აგრესიას და იმ წლებში, საქართველოსთვის თავი გასწირეს. სამწუხაროდ, იმ იუნკერებს მიმდევრები ჰყავთ 1992/93 წლებში და მით უმეტეს, 2008 წელს. ყველას უნდა მოგონება და პატივისცემა. ეს ერთიანობის დღე უნდა იყოს, იმიტომ რომ ხალხმა თავი გასწირა."- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძე, პარლამენტის წევრებმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედმა და თადარიგის ოფიცრებმა. 1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ, თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. ... ...
  • კობა კობალაძე: „ქვეყნისთვის სამსახური არ არის მხოლოდ გულში მჯიღის ცემა"პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.  „დღევანდელი დღე არის ნაკრები თავდადების, ტკივილის, პატრიოტიზმის და ამავე დროს უპასუხისმგებლობის - ყველაფერი ერთად აღებული. ეს არის მაგალითი იმის, რომ ალბათ უნდა ვისწავლოთ და უფრო მეტად აზრობრივად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ქვეყნის დაცვა და ქვეყნისთვის სამსახური არ არის მხოლოდ გულში მჯიღის ცემა", - აღნიშნა კობა კობალაძემ. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ... ...
  • სესიაშვილი: "თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, კიდევ გვიწევს ბრძოლა"საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა. სამწუხაროდ, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენ კიდევ გვიწევს ბრძოლა, იმისთვის რომ რუსეთმა დეოკუპაცია განახორციელოს. მაგრამ განსხვავებით 1921 წლისა, საქართველო დღეს არის შემდგარი ქვეყანა და მას გვერდში უდგას ცივილიზებული სამყარო და საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენი ძალა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში მდგომარეობს, ამ გმირი იუნკერების სულში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიაღწევს თავის სანუკვარ თავისუფლებას და მოახდენს ტერიტორიების დეოკუპაციას. ამას ვერანაირი წითელი ან სამფეროვანი რუსეთი წინ ვერ აღუდგება", - განაცხადა ირაკლი ... ...
  • ჩოხატაურელი იუნკერის, მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გმირ მაკარ ბურჭულაძის ხსოვნას მიაგეს პატივი. აღევლინა გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდიც, რასაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,  სოფელ სამების, ამღლების, შუა ამაღლების, ხიდისთავის, ბუკისციხის, გოგოლესუბნის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის, ნიკო მარის სახელობის  N1  სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ჩოხატაურელი იუნკერი, მაკარ ბურჭულაძე სოფელ სამების მკვიდრი იყო. ის  საბჭოთა ოკუპაციის დროს კოჯორში ... ...
  • ოკუპაციის დღე ლანჩხუთშიოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის  ,,ოკუპაციის მუზეუმში" ჩატარდა ექსკურსიები და საქართველოს ოკუპაციის ამსახველი კადრები უჩვენეს. გარდა ამისა, მუზეუმში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია თემაზე ,,1921 წლის 25 თებერვალი- საქართველოს ოკუპაცია". „ოკუპციის მუზეუმში“ სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებიც ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...