„ქართულ ოცნებას“ სახლში არჩევნების ან რევოლუციის გზით გავუშვებთ“_ გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკა

„ქართულ ოცნებას“ სახლში არჩევნების ან რევოლუციის გზით გავუშვებთ“_ გუბაზ სანიკიძე

2019 მარ 27 15:35:00

“ორი გამოსავალი არსებობს, „ქართულ ოცნებას“ სახლში არჩევნების ან რევოლუციის გზით გავუშვებთ. როგორც ვატყობ, „ქართულ ოცნებას“ რევოლუცია  არ აცდება”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.

სანიკიძე ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერების გავრცელების მორიგ ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ შეწყდება.

_ბატონო გუბაზ, ეკა ბესელიასა და მმართველი პარტიის ლიდერებს შორის  მწვავე დაპირისპირების ფონზე, „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში კვლავ გავრცელდა. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული ვის მიერ არის  დეპუტატის ანგარიშსწორების იარაღად გამოყენებული?

_ ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მიერ. იქამდე, სანამ მმართველი პარტია ხელისუფლებაში იქნება, ფარული ჩანაწერები ყოველთვის გამოქვეყნდება. პრობლემა მხოლოდ ფარული ჩანაწერის გამომქვეყნებელი კი არა,  მისი მნახველიც არის. ჩვენ უკულტურო საზოგადოება ვართ, რატომ აქვს ხალხს აღნიშნულის ნახვის ინტერესი?! პირადად არც ერთი ჩანაწერი არასდროს მინახავს, რადგან ვთვლი, რომ ეს დიდი უზნეობაა.  ადამიანის პირადი ცხოვრება არავის საქმე არ არის. ზოგადად, „ქართული ოცნების“ ბნელი ლაბირინთების სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ და  რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ მმართველი პარტიის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას, საზოგადოებისთვის მით უფრო კარგი იქნება. იმ ფონზე, როცა აშშ-ს შტატებმა გოლანის მაღლობები ისრაელის სახელმწიფოს დაუმტკიცა, ჩვენ ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძის ბოქსაობაში ვართ ჩართული, რაც არასერიოზულია. ერთ ოთახში შეკრებილან და აფეთქებულან. ეს დაპირისპირება საზოგადოების ბედ-იღბალზე გავლენას ვერ ახდენს და ამიტომ არც მე მაინტერესებს.

_ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის ცვლილებას 2024 წლამდე არ აპირებს. მილიონი ხელმოწერის შემთხვევაშიც კი, ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დაითანხმებს?

_ორი გამოსავალი არსებობს, „ქართულ ოცნებას“ სახლში არჩევნების ან რევოლუციის გზით გავუშვებთ. როგორც ვატყობ, „ქართულ ოცნებას“ რევოლუცია  არ ასცდება. ვფიქრობ, რომ ხალხი რევოლუციისთვის მზად იქნება, შემოდგომაზე საზოგადოება პოლიტიკოსებისგან რევოლუციას აუცილებლად მოითხოვს. სომხეთის სცენარი საქართველოში გამეორდება. მით უფრო, როცა საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობა განულებულია. ის, ფაქტობრივად, ცარიელი ადგილია.

_ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, კრიმინალთან ბრძოლა სერიოზულ გამოწვევად რჩება, რომელის მაჩვენებელი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 54% -ით გაიზარდა. რით ხსნით “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეშვიდე წლისთავზე კრიმინალის კიდევ უფრო მომძლავრებას?

_ხელისუფლების წარმომადგენლებმა კრიმინალის ზრდა აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას დააბრალეს, იქნებ მიხეილ სააკაშვილსაც დააბრალონ. ეს ყველაფერი ცინიკურია და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს. ფაქტი ერთია,  კრიმინალის ზრდის მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ტკბილ ურთიერთობაშია კრიმინალებთან, რომელთან ერთადაც არჩევნებს აყალბებს.

_ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთის კლანჭებში არ დატოვებს, საქართველოს მოუწოდა, ალიანსში ინტეგრაციისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. როგორ აფასებთ საქართველოში სტოლტენბერგის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს?

_ სტოლტენბერგმა გადაამოწმა, რა ჭკუაზეა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. ვფიქრობ, მისი ვიზიტი პოზიტიური და  მნიშვნელოვანი იყო პროდასავლურად განწყობილი ამომრჩევლებისთვისაც და პრორუსულებისთვისაც. თუ დავაკვირდებით რუსულ საიტებს, პრესას და საექსპერტო წრეების საუბრებს, მიხვდებით, რომ მათ საქართველოს მიმართ რიტორიკა გამოცვლილი აქვთ. 2008 წლის ომთან დაკავშირებით მუქარის მაგივრად გადაფასებები ჩანს, რაც ძალიან პოზიტიურია. ძალიან ბევრი ვარიანტია, როგორ შეიძლება მოგვარდეს აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემა და ამ საკითხში რუსეთმა პოზიტიური როლი აუცილებლად უნდა ითამაშოს.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...