„ქართულ ოცნებას“ სასამართლო სისტემა გადაიყოლებს“_ ვახტანგ მაისაია

პოლიტიკა

„ქართულ ოცნებას“ სასამართლო სისტემა გადაიყოლებს“_ ვახტანგ მაისაია

2019 აპრ 15 14:55:21

 „აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ანალიტიკურ საინფორმაციო ველზე წვდომა შეზღუდული აქვს, რაც არაორდინალური შეხედულებების ქონას იწვევს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ, რომელმაც ქვეყანაში არსებულ სოცლიაურ-ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა.

ვახტანგ მაისაია „დაიცავი საქართველოს“ შესახებაც საუბრობს და აცხადებს, პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის შემთხვევაში, იგი „3%-იანი ბარიერის გადალახვას შეძლებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ წარმომადგენლებს შეიყვანს“.

_ბატონო ვახტანგ, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობის მიზნით დაბრუნდა, საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებასა და პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის შემთხვევაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 3%-იანი ბარიერის გადალახვას შეძლებს?

_ პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთდება, რაც დადებითი მომენტია.  ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, კერძოდ, კი 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იძლევა შესაძლებლობას, რომ 2020 წლისთვის ნაკლებად პერსპექტიულმა პარტიებმა პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი შეიყვანონ. ვფიქრობ, „დაიცავი საქართველო“ 3%-იანი ბარიერის გადალახვას შეძლებს და 2020 წელის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ წარმომადგენლებს შეიყვანს.

_“ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეშვიდე წელს, დაშვებული შეცდომების ფონზე,  უკეთ გამოჩნდა, რომ დრო მმართველი პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. იმისთვის, რომ 2020 წელთან შედარებით არჩევნებმა შედარებით ნაკლები იმედგაცრულების გარეშე ჩაიაროს, რამდენად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას მიიღებს?

_ბიძინა ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს. „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე როგორმე მიგორდება. მმართველი პარტიისთვის მთავარი ტესტი 19 მაისის შუალედური არჩევნები იქნება, სადაც საზოგადოების დამოკიდებულება მმართველი პარტიის მიმართ კარგად გამოიკვეთება. უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ ტექნოკრატიულ პარტიად გადაიქცა, მას მოქალაქეთა კავშირის ელფერი დაჰკრავს. თუ გუნდში რებრენდინგი არ განხორციელდა, ბუნებრივია, დრო მათზე უფრო ცუდად იმოქმედებს, რაც არჩევნების შედეგებზე აისახება.

_“ოცნების“ მმართველობს პირობებში  მივიღეთ ვითარება, როცა მმართველმა პარტიამ წინა ხელისუფლების მანკიერი საქმეების შემსრულებელი მოსამართლეები  შეიყვარა და ლიდერებად გადააქცია. ასეთ ვითარებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან იკვეთება იმ ღირებულებებიდან გადახვევა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა. თქვენი მოსაზრებით, 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ მარცხის ფორმულა სხვა შეუსრულებელი დაპირებებთან ერთად, შესაძლოა, სასამართლო სისტემაში არსებული მანკიერებაც გახადეს?

_ ტენდენცია ჩანს იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ სასამართლო სისტემა ისე გადაიყოლებს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიყოლა. ლევან მურუსიძე აბსოლუტურად მართალი იყო, როცა თქვა: მე სასამართლო სისტემის ლიდერი მოსამართლე ვარო. მის მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება სწორედ აქ გამოჩნდა. როგორც კი, ასეთი ე.წ. ინდივიდები ისტორიას ჩაბარდებიან, სისტემა მაშინვე გაუმჯობესდება. სანამ მურუსიძის მსგავსი ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში  საქმეებს აწყობენ, ჩავთვალოთ, რომ სასამართლო სისტემა, ფაქტობრივად, მკვიდრი ორგანიზაციაა.

_“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას  ქვეყანაში არსებული ვითარებების შესახებ საკუთარი ინტერპრეტაცია გააცნო, კერძოდ, პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ხალხს ისე არ უჭირს, როგორც მათ ჰგონიათ.  როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს რატომ სურს ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საზოგადოების ფანტაზიის წარმოსახვის ნაწილად წარმოაჩინოს?

_ზოგადად, პარტიის ხელმძღვანელოს განცხადებებში საზოგადოებამ საკმაოდ სიღრმისეული პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური პორტრეტი დაინახა. აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ანალიტიკურ-საინფორმაციო ველზე წვდომა შეზღუდული აქვს, რაც არაორდინალური შეხედულებების ქონას იწვევს. პარტიის ლიდერი იარაღის გარეშე ცდილობს, ტყვიები მიზანში მოარტყას, ამიტომ ვერ აღწევს შედეგს. გარდა ამისა, მას ირგვლივ შემოკრებილი არ ჰყავს ისეთი გუნდი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რჩევებს მისცემს.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...