“ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შემთხვევაში გადარჩება“_ გია ხუხაშვილი

პოლიტიკა

“ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შემთხვევაში გადარჩება“_ გია ხუხაშვილი

2018 დეკ 26 17:45:17

2018 წლის მთავარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით „გურია ნიუსს“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

_ ბატონო გია, 2018 წელი „ქართულ ოცნებასა“ და საზოგადოებას შორის ხაზგამყოფი აღმოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნებში საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ  დაუმტკიცა, რომ მმართველ პარტიას ხალხთან დაპირიპირება ძვირი უჯდება. როგორ შეაფასებდით 2018  წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს და რა ტენდენციებს გამოყოფდით ? 

_ 2018 წლის საარჩევნო ციკლმა აშკარა გახადა, რომ საქართველომ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან დაიხია. გარდა ამისა, გაზრდილია კორუფციული და სოციალური რისკები,  გამოიკვეთა მმართველობითი სისტემის სერიოზული კრიზისი. ამ პროცესების შეცვლის მცირე იმედები გაჩნდა, რაც  პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის რეინტეგრაციას უკავშირდება. ქვეყანაში არსებული პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ინსტიტუციური და მართვის ცენტრები ერთმანეთთან აცდენილია. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით კი გაჩნდა განცდა, რომ  ეს ორი ელემენტი ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდოდა. პარტიული დისციპლინის დამყარების კუთხით პირველი ნაბიჯი  გადაიდგა, თუმცა სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტის მხრივ, ჯერჯერობით, კარგს ვერაფერს  ვხედავთ. საბოლოო ჯამში, 2018 წელს განვითარებული მოვლენების ბალანსი უარყოფითია და ძალიან ახლოსა იმ წითელ ხაზთან, რომლის გადაკვეთა მმართველ პარტიას ძვირი დაუჯდება.

_“ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა ექვს წელიწადში ვერაფერი გააკეთა და ერთ წელში შეძლებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გამოსწორებასო?! როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მიერ წინასაარჩვნოდ გაცემული დაპირებების შესრულების პერსპექტივა ამჟამად ჩანს?

_ ერთ წელიწადში ყველა პრობლემა ვერ გამოსწორდება. ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირების შემდეგ, ქვეყანაში კარგს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ხელისუფლების წარმომადგენლები ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობენ.  სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით სკანდალურია. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თამაშიდან გაყვანის მიზნით, ქვეყანაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

_ საპრეზიდენტო არჩვნბის პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ხელისუფლბა საზოგადოებასთან გარკვულ კომპრომისზე წავიდა, მათ შორის,  პარლამენტიდან მარიხუან კულტივაციის შესახებ კანონპროეტი გაიწვია და ყოფილ მთვარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა. წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია და როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ საზოგადოებისთვის მიუღებელ არჩევანს  კიდევ ერთხელ გააკეთებს და „მიხეილ სააკაშვილის ეპოქის“ მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ განამწესებს?

_ჩვენ არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვაზე, „ქართული ოცნება“ მძევალია ამ მანკიერების და მასთან გარიგებაშია, თუ კიდევ აქვს სისტემის  გაჯანსაღებისკენ წასვლის პოტენციალი?! ამ ხელისუფლებას საზოგადოებამ, უარესის მოსვლის შიშით, ბევრი რამ აპატია. ჯერჯერობით,  მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მორალური უპირატესობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით თითქმის დაკარგა, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ მას კიდევ აქვს პროცესების გამოსწორების შესაძლებლობა. თუ „ქართული ოცნება“ ამ უბედურებაზე ხელს მოაწერს, მას ქვეყნის ისტორიაში სათანადო ადგილს მივუჩენთ.

_ შვილმოკლული მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშილი სამართალს ერთი წელია ეძებენ. ამასთან, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეც  ჯერ კიდევ გამოუძიებელია.  აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით  სამართლანობის აღდგენის მოლოდინი გაქვთ?

_ ხელისუფლებას ამ საქმეების გამოძიება აღარ შეუძლია, რადგან თავად არის ამ სისტემის მძევალი. სარალიძის საქმეში იმდენი ხარვეზი იყო, რომ  სისტემურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, იგივე შეიძლება ითქვას მაჩალიკაშვილთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება პირველი პრეზიდენტის საქმეს, ეს ყოველთვის იყო პოლიტიკური იწილო-ბიწილოს თემა. ზვიად გამსახურდიას საქმე სპეკულაციად აციეს. სამწუხაროდ, ხუთი წელიც გავა ან საერთოდ დაივიწყებენ ამ საქმეს, ან საარჩევნო დივიდენდის მისაღებად, კიდევ ხუთი წლით გააგრძელებენ გამოძიებას. ის, რომ ზვიად  გამსახურდიას ან ზურაბ ჟვანიას საქმე გამოძიებული იქნება, მხოლოდ ილუზიაა.

_ მიხეილ სააკაშვილი გაზაფხულზე ემიგრანტებთან ერთად საქართველოში დაბრუნებას აანონსებს. ყოფილი პრეზიდენტი არ მალავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლბის შეცვლა რევოლუციის გზით სურს.  სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელება რამდენად რეალურია?

_თუ „ქართულმა ოცნებამ“  ქვეყნის განვითარება ასეთი ტემპით გააგრძელა, რა თქმა უნდა, სერიოზული სახელმწიფოებრივი კრიზისი ჩამოყალიბდება. პრობლემები, რომლებზეც ვსაუბრობ, დეგრადაციის ინდიკატორებია, რაც უსასრულოდ არ გაგრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციური სცენარის ლიდერად ნაკლებად წარმომიდგენია.  არადამაჯერებელია, ქურდმა მუდმივად ხელი მეორე ქურდისკენ იშვიროს. ამ ბრძოლის ლიდერი ეს მოძრაობა ვერ გახდება.

_ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი წლის შემდეგ, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკონომიკურ გუნდთან ერთად გადადგეს. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე დაბრუნებას აპირებს?

_ ბიძინა ივანიშვილი რას აპირებს, არ ვიცი და ამაზე ფიქრს არ დავიწყებ. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა გადარჩენის შანსი გაუჩნდეს და სახელმწიფოებრივადაც წინ წაიწიოს, ინსტიტუციური ძალის ცენტრები თანხვედრაში უნდა მოიყვანოს, ამის ერთადერთი საშუალება კი ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებაა. თუ ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ თავადაც იზარალებს, „ქართული ოცნება“ პერსპექტივას დაკარგავს და ქვეყანაც არ აღმოჩნდება კარგ მდგომარეობაში. ფაქტობრივად, სტაგნაციის პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივდება.




 ახალი ამბები
  • ჩაშლილი პროექტი და „წყალში გადაყრილი ფული“ _ რატომ არ აშენდა ლანჩხუთში რაგბის მოედანილანჩხუთში, მერიის შენობის მიმდებარედ, სარაგბო კომპლექსის აშენება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაანონსდა და ადგილზე გარკვეული სამუშაოებიც გახორციელდა, თუმცა, ირკვევა, რომ პროექტი ჩაშლის პირასაა. კომპლექსის მშენებლობის  იდეის ავტორი და დამფინანსებელი  რუსეთში მცხოვრები, სოფელ ქვიანის მკვიდრი, გიორგი ფირცხალაიშვილი გახლდათ. მისი ერთადერთი ვაჟი რუსეთის ქალაქ როსტოვის სარაგბო გუნდის წევრი იყო და დიდი მომავალიც ჰქონდა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ 19 წლის  ვაჟკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. სწორედ  შვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად გადაწყვიტა გიორგი ფირცხალაიშვილმა, სპორტის ეს სახეობა აეღორძინებინა ლანჩხუთში და  საკუთარი ხარჯებით ქალაქის ცენტრში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, სარაგბო კომპლექსის აეშენებინა, რომელსაც შემდეგ  უსასყიდლოდ  გადასცემდა  მუნიციპალიტეტს. ამ  ჩანაფიქრს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დადებითად შეხვდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე, წინასწარი, სიტყვიერი თანხმობით,  მიწის ფართიც გამოყო სარაგბო კომპლექსის ასაშენებლად და ასევე, სიტყვიერი გარანტიაც შეაშველეს ბიზნესმენს, რომ ეს  საქმე ბოლომდე მივიდოდა.  წინასწარი მონაცემებით, ქალაქის ცენტრში უნდა მოწყობილიყო ორი სარაგბო სტადიონი _ ძირითადი და სათადარიგო, თავისი ინფრასტრუქტურით, გასახდელებითა და სველი წერტილებით. ძირითად მინდორს გაუკეთდება ტრიბუნა, დაახლოებით, 750 ადამიანზე გათვლილი და თანამედროვე ტაბლო. ასევე, ადმინისტრაციული შენობა, სატრენაჟორო დარბაზი და პატარა სასტუმრო, რომელიც საწვრთნელ შეკრებებს მოემსახურებოდა. აღნიშნული პროექტის ჩაშლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ  საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, კახა ასკურავამ გააკეთა. „საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სრულიად უსასყიდლოდ მოეწყო რაგბის სტადიონი, ყველა თავისი საჭირო მოწყობილობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც თავად მერიამ შესთავაზა,  უარი განაცხადა. ათი ათასი ლარი, რომელიც უკვე დახარჯული ჰქონდა, მითითებული ადგილის მოსასწორებლად, უბრალოდ, წყალში გადააყრევინეს. დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში, მერიამ ის ვერ გაარკვია, მათსავე მითითებულ ადგილზე შეძლებდა თუ არა საბოლოდ ამ კეთილ ადამიანს მოეწყო სტადიონი. საბოლოოდ კი, ამ მეტად საშურის საქმის ჩაშლის მიზეზი, უაზრო ბიუროკარტიული ბარიერების გარდა, კერძო პირების პირადი ინტერესებიც გახდა...“ _ წერს ასკურავა და აქვე აანონსებს, რომ „ის მაგარი კაცი მაინც მოაწყობს რაგბის სტადიონს, ოღონდ თავად მიიყვანს მის წამოწყებულ საქმეს ბოლომდე. საქმის ბოლომდე მიყვანის ყველანაირი გაგებით“.  მერიაში აღნიშნული პროექტის შეჩერების ფაქტს ადასტურებენ და ზოგადი განმარტებით შემოიფარგლებიან, რომ მშენებლობის შეჩერება  გარკვეულმა ობიექტურმა მიზეზმა გამოიწვია.  თუმცა,  კონკრეტულად რა „ობიექტური პრობლემების“ გამო ემუქრება პროექტს ჩაშლა, ამაზე მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის მიერ გაკეთებული განმარტებით, ის ყველანაირად გვერდში დაუდგა ამ პროექტს, მაგრამ  მოხდა გაურკვევლობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თუმცა, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ კარგი საქმის ბოლომდე მიყვანა მოხერხდეს. ის, რომ აღნიშნულ პროექტს ჩაშლა ემუქრება, ფაქტია, თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, არა  ბიუროკრატიული ბარიერების გამო, არამედ კერძო პირების ინტერესების  გადაკვეთის მოტივით. მათი არგუმენტით, ტერიტორია, სადაც ბიზნესმენი მერიასთან შეთანხმებით  სარაგბო კომპლექსის აშენებას გეგმავდა, „კონფლიქტში მოვიდა“ იქვე არსებულ ორ ბიზნესთან _ ჩაისა და თხილის გადამამუშავებელ საწარმოებთან. აქვე, მერიის მიერ რაგბის მოედნისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე, „გამწვანების სახელით“  ხეებია დარგული ერთ-ერთი კერძო პირის მიერ. ის, რომ ტერიტორიასთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა მართლაცაა,  რაგბისთვის გამზადებულ ფართსა და მის მომიჯნავედ უკვე არსებულ მცირე ბიზნეს შორის, ამას მხარეები  პირად საუბრებში არ უარყოფენ, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარი არც ერთ მხარეს არ სურს. ერთადერთი, რასაც ბიზნესმენი  გიორგი ფირცხალაიშვილი ამბობს, ისაა, რომ იგი  დაღალა გაურკვევლობამ. „ერთი წელია უკვე თითქმის გასული, რაც ეს საქმე წამოწყებულია და კონკრეტული პასუხი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერ მივიღეთ. ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელზე ვაკეთებ ამ ყველაფერს და არ მინდა ვინმესთან სადაო დარჩეს რამე, ამიტომ მირჩევნია, ეს სტადიონი ჩემსავე სოფელში გავაკეთო, ტერიტორიასაც თავად შევიძენ და ყველაფერს პირადად მივხედავ“, _ ამბობს გიორგი ... ...
  • ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას_ ელენე ხოშტარია შს მინისტრს ყავაზე ეპატიჯებათუ აშინებს პარლამენტის კედლები, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ვეპატიჟები, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას. „დღეს შს მინისტრთან ძალიან სერიოზული კითხვებია და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი’,’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, შს მინისტრის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფარგლებში მაისის პირველ კვირას იგეგმება პლენარულ სხდომაზე, თუმცა „ევროპული საქართველო“ გახარიას კომიტეტზე მისვლას სთხოვს. მოთხოვნას გამოეხმაურა გიორგი გახარიაც. „თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე“, - განაცხადა მინისტრმა. „მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ, დაველაპარაკები“, _ განაცხადა შს მინისტრმა გიორგი ... ...
  • „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია“_ ლია მუხაშავრიაიურისტი ლია მუხაშავრია  „გურია ნიუსთან“ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს და პასუხისმგებლობას შს სამინისტროსა და მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს. მისივე თქმით, „ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე პასუხისმგებელი პირადად გიორგი გახარიაა“. „პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს“, _ ამბობს იურისტი. _ ქალბატონო ლია, პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირების მოხდენის მიზნით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამაც ადგილზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. როგორ ფიქრობთ, “ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან  რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება? _პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი მთლიანად შს სამინისტროა. ის, რაც აღნიშნულ რეგიონში მოხდა, მტრის წისქვილზე ასხამს წყლის.  პანკისელები არიან საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მოქალაქეები, რომლებსაც ისევე შესტკივათ გული საკუთარ მიწა-წყალზე, როგორც საქართველოს  სხვა კუთხის მაცხოვრებელებს. ხელისუფლების მხრიდან პანკისელების დასჯის მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ მათ აიძულონ საქართველო აღარ უყვარდეთ. პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს. _ შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელზე, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ადგილზე იქნა გაგზავნლი, თავდასხმა განახორციელა. მინისტრის ამ განცხადებას როგორ აფასებთ? _ ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე  პირადად გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი. მინისტრს პასუხისმგებლობისგან ვერანაირი განმარტება დაიცავს. მეტიც, ხელისუფლებიდან გახარიას წასვლის შემდეგ, პანკისში განვითარებული მოვლენების შედეგებზე მისი პასუხისმგებლობა არ მოიხსნება. _არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საქართველოში ჰესების მშენებლობის შესახებ არაობიექტური დასკვნები გაიცემა. მაგალითად,  „დარიალ ჰესის“ მშენებლობის დასკვნაზე, რომელმაც გაუთვლელი პროგნოზების შედეგად ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შენიშვნები არ ჰქონია. როგორ ფიქრობთ, გარემოს დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება რატომ ვერ ხერხდება? _ ჰესების მშენებლობაში მთავარი პრობლემა კორუფციის არსებობაა. ხელისუფლების სათავეში მოსულ პირებს დიდი სურვილი აქვთ იმისა, რომ ჰესების მშენებლობისა და ამ მშენებლობის ნებართვის გაყიდვის ხარჯზე ძალიან დიდი ფული იშოვონ. ასეთი ქმედებები პროფესიონალი ბუნების დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, სამწუხაროდ, გრძელდება, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოსა და ბუნებას, უფრო მეტად წაადგება ქვეყნის ენერგოგანვითარებას, რაც ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისმინოს.  _“ოცნებამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შემომწირველი და პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ მსხვილი ბიზნესის ლობისტად მიჩნეული მაღალჩინოსანი ნათია თურნავა განამწესა. ფლობთ ინფორმაციას მსხვილ ბიზნესმენებთან თურნავას საეჭვო კავშირების შესახებ? და ასევე, როგორ შეაფასებდით მინისტრის პორტფელის ჩასაბარების მიზნით  რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი გიორგი ქობულიას გათავისუფლებას? _არამგონია, რომ ქალბატონი თუნავა კორუფციაში ჩართული იყოს და მისი დაწინაურება აღნიშნულით იყოს განპირობებული. მას ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვა და კვალიფიკაციით არავის ჩამოუვარდება. რაც შეეხება გიორგი ქობულიას, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის სხვა პლანეტაზე მოხვდა. მისი ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც მის არაადეკვატურობას უსვამდა ხაზს, იმაზე მეტყველებდა, რომ ექსმინისტრი საქართველოში არსებულ ვითარებას საერთოდ არ იცნობდა. ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებების პროცესი გაგრძელდება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის შეცვლაც არ არის გამორიცხული, რადგან “ქართული ოცნება“ საზოგადოებაში არსებულ მზარდ უკმაყოფილებას ... ...
  • "დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში შექმნის კაპიტალის ბაზარს, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე"საპენსიო სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებით კომერციული ბანკები კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლებას დაკარგავენ. საპენსიო დანაზოგებით კი შეიქმნება მეტი საინვესტიციო ინსტრუმენტი და თავისუფალი ფული. ,,დღეს საქართველოში არის საინვესტიციო ინსტრუმენტების სიმცირე, იმიტომ რომ არ არის არ არის საინვესტიციო კაპიტალი. აქ არის ლატენტური მოთხოვნა. ზუსტად იმიტომ რომ საპენსიო დანაზოგები გააჩენს ქვეყანაში მასშტაბური კაპიტალის ბაზას, თავისუფალ ფულს, რომელიც იქნება გრძელვადიანი, რომელიც იქნება მოქნილი, რომელიც იქნება უფრო იაფი ვიდრე კომერციული ბანკები. დღეს კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლება მხოლოდ კომერციულ ბანკებს რომ გააჩნიათ, აი ახლა, ამ მექანიზმის და ამ ფულის საშუალებით შეიქმნება ალტერნატიული კავშირის საშუალება რომელიც სხვათა შორის კომერციული ბანკების ფულის ფასზეც იმოქმედებს და ეს ფული, ეს კავშირი იქნება უფრო მრავალძარღვოვანი. ერთი კრედიტ ოფიცერი კი არ გადაწყვეტს ვის მისცეს ფული, არა, ბაზარი დაარეულირებს ამ ფულის მოძრაობას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე.“, _ განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან ... ...
  • "ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით, ისე როგორც გაწერილია კანონში“ დეპუტატები საპენსიო სააგენტოს დირექტორს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მუშაობის შედეგებს აჯამებს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ,,რეფორმა და კანონი ითვალისწინებს რომ საპენსიო შენატანების ინვესტირება უნდა მოხდეს სხვადასხვა კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ის რომ ჩვენ დეკემბერში არ შევქმენით საბჭო ეს არის ნორმალური, არც იანვარში გვჭირდებოდა ეს საბჭო ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი რომ თვითონ დანაზოგის მოცულობა უნდა იყოს ისეთი რომ შეიქმნას დივერსიფიცირებული პორტფელი. იქ 50 მილიონით ნამდვილად ვერ შექმნით პორტფელს და ეს არის მნიშვნელოვანი და ის იქნება უფრო რისკიანი, ამიტომ რაღაც გარკვეული კრიტიკული მოცულობა უნდა შეიქმნას და ეს მოცულობა იქნება ზუსტად იმ დროს როდესაც გვეყოლება საინვესტიციო საბჭოც, უფროსი საინვესტიციო ოფიცერიც, რისკის კონტროლის მექანიზმიც უახლოეს ორ თვეში. შესაბამისად მე არ მიმაჩნია რომ ჩვენ რაიმეს ჩამოვრჩით ან რაიმე გავაკეთეთ და მერე ვიფიქრეთ, არა, ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით. ისე როგორც გაწერილია კანონში", _ აღნიშნა ლევან ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...