ქიბარ ხალვაში რეგისტრაციას დღესვე მოითხოვს ხალვაშის ადვოკატი

პოლიტიკა

ქიბარ ხალვაში რეგისტრაციას დღესვე მოითხოვს ხალვაშის ადვოკატი

2019 ივლ 18 13:57:46

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, ბიზნესმენი რეგისტრაციას დღესვე მოითხოვს. ამის შესახებ ის „ქრონიკას“ ესაუბრა. 

„დღესვე მოხდება მოთხოვა რეგისტრაციის შესახებ. ეს უკვე შემიძლია ოფიციალურად დაგიდასტუროთ. მე უკვე ვესაუბრე ქიბარ ხალვაშს ვერდიქტის თაობაზე და ის ძალიან ბედნიერია. მოხარულები ვართ სტრასბურგის გადაწყვეტილების და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქიბარ ხალვაშს დავუბრუნოთ ის უფლება, რაც მას 2017 წლის მარტში მიენიჭა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯია გავაკეთოთ ყველაფერი იმის შესაბამისად, რაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. ბედნიერი ვარ როგორც ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი. ძალიან კარგი დღეა მისთვის, ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის, ვინაიდან დაამტკიცა ევროპულმა სასამართლომ, რომ ქართული სასამართლო თავისუფალია და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა“, - განუცხადა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პიტერ ლაუმ „ქრონიკას“.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

ამასთან, სტრაბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო. 

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.




 ახალი ამბები
  • სუფთა ჰაერი, ნისლი, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _Sunset Fest Bakhmaro დასრულდა სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _ აი, ასე დახვდა Sunset Fest Bakhmaro 2019 სტუმრებს. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები 10 საათზე მეტ ხანს უკრავდნენ და მრეროდნენ. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua, Kraumur _ ამ შემსრულებლების მოსასმენად ბახმაროში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია რაც ტარდება და უკვე მოიპოვა პოპულარობა,  „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა და მისი თანადამფინანსებელი საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო იყო. უკვე მეორე წელია, ფესტივალის გენერალური სპონსორი „წყალი მარგებელია“. სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ ... ...
  • საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო (R) Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს 2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank New York-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2017-2018 წლებში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Operational Excellence Award ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს. ამისთვის კი მიუკერძოებელი ჟიური შეისწავლის კორესპონდენტი ბანკების შეფასებებს, და ასევე, ბანკის მიერ განხორციელებული გადახდების ხარისხსა და ტრანზაქციების რაოდენობას. სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასების შედეგად ვლინდებიან გამარჯვებული ბანკები. წელს კი ეს აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, Deutsche Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STP პროცესებისთვის. ... ...
  • დაინიშნება თუ არა სეს-ის გურიის სამმართველოს უფროსად კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი მანანა ერქომაიშვილისანდო წყაროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ამავე სამმართველოს სპეციალისტი, მანანა ერქომაიშვილი ინიშნება. იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კოტე შარაშენიშის დეიდაშვილია და ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, მისი ძალისხმევით ხერხდება ეს საქმე.„გურია ნიუსმა“ სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურიშვილთან სცადა დაკავშირება, თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვნელმა თეა შველიძემ გვითხრა, რომ ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებს. სამაგიეროდ, თითქმის დაგვიდასტურა ინფორმაცია სამმართველოს სპეციალისტმა მანანა ერქომაიშვილმა._ჯერ ვერ გეტყვით დაზუსტებით. მე თვითონ დაგირეკავთ._ქალბატონო მანანა, სანდო წყაროს ინფორმაციით, თქვენ კოტე შარასენიძის ძალისხმევით ინიშნებით. მართალია ეს? ადასტურებთ თუ არა?_კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი რომ ვარ, ამიტომ არ მნიშნავენ, არ შეგიყვანოთ ვინმემ შეცდომაში. მე გაცილებით ადრე ვმუშაობდი სისტემაში და ეს აქ არ წყდება, მუნიციპალიტეტში, თბილისი წყვეტს, _ „აგვიხსნა“ ... ...
  • ვინ გახდა ბახმაროს დოღის მთავარი პრიზის მფლობელი და რა საჩუქრები მიიღეს გამარჯვებულებმაბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნა, საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო და სახალხო ზეიმით გაგრძელდა.  ზღვის დონიდან 2050 მეტრზე ასულ სტუმრებს, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტის პარალელურად, ადგილობრივ ოსტატთა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაზე მისვლა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების „სტუმარ-მასპინძლის“ კუთხეებში შესვლაც შეეძლო. გამოვლინდა „ბახმაროს ფალავანი", რომლის დასრულების შემდეგ ტრადიციული დოღი დაიწყო. I გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი) 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, რომელშიც სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა. 2 გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც დაიმსახურა. 3 გარბენი 2400 მეტრზე (ნახევრად წმინდა ჯიშის ცხენები), "ნაბეღლავის თასი და 1000 ლარი ზუგდიდელმა საბა ეხვარიამ მოიპოვა. საბა ეხვარია, ასევე, მთავარი პრიზის _ "მარულას" მფლობელი გახდა და ჯილდოდ 2500 ლარი გადაეცა. დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი კომპანია "New Road"-ისგან გადაეცა. აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსნებმა, ფულადი პრიზების გარდა, კომპანია "გალფისგან" პერსონალური კომპიუტერები მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულ დოღი, ბახმაროში, მეორე წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით იმართება. ამავე თემაზე: ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის ... ...
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...