კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები

პოლიტიკა

კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები

27 მაი. 2020, 23:56:09

"დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა. მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა.

„სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით.

ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების" კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით.

დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა

„ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის ფინანსური მხარადჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდასაქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის მარანი აშენდა. მარანში  4 ქვევრი  განთავსდება თითოეულის მოცულობა 700 ლიტრია. ქვევრები კომპანიამ უკვე შეიძინა და ამ ეტაპზე მისი მონტაჟი მიმდინარეობს. კომპანია ჩხავერის ჯიშის ღვინოს თავად აწარმოებს. ვაზი 1 ჰა-ზეა გაშენებული და მოსავალი წლიდან წლამდე იზრდება. შპს „მარიკა შოშაშვილი“ წელს 3 ტონა ყურძენის მოსავალს ელოდება. მოყვანილი ყურძნით კომპანია „მეფარიშვილის მარანს“ ეტიკეტირებულ ბოთლებში ასხამს, თუმცა მანამდე მას ქვევრში, ტრადიციული წესით ინახავს. კომპანია მოგვიანებით კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საოჯახო სასტუმროს გახსნას აპირებს. ღვინის მარნის ასაშენებლად ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ჩადებულმა ინვესტიციის საერთო  მოცულობამ  70 000 ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. „მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის საოჯახო მარანი აშენდება. საოჯახო მარნები ევროპაში, მაგალითად იტალიაში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საოჯახო მარნის პოპულარიზაციას, ღვინის ბიზნესს და ამით წავახალისოთ ტურიზმი.  ახალი მარნის გახსნა ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • რა შემთხვევაში აღდგება სასწავლო პროცესიჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწავლო პროცესი შესაძლოა ისევ ონლაინ გაგრძელდეს, თუ ეპიდსიტუაცია გართულდება. „იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ... ...
  • ვლადიმერ ბორცვაძე- ხანძარის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობსშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძებასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის მიერ, მცხეთაში მომხდარი ხანძრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. „ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და  მიმდინარეობს. გუშინ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი თუ გარკვეული გაუფრთხილებლობა იყო. შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები. ეს არის გამოძიების საგანი- ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს“,- განაცხადა ვლადიმერ ... ...
  • საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმასაქართველოს ბანკმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგრამის  ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან („EIB ჯგუფი“) 60 მილიონი  ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. InnovFin საგარანტიო ხელშეკრულება საქართველოს ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული თითოეული სესხის 50%-ს დააზღვევს და მიმართულია ისეთი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ინვესტიციებს და საბრუნავ კაპიტალს, ასევე, განვითარებისთვის საჭირო კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებისთვის. პროგრამის ფარგლებში, EIB ჯგუფი 80%-ით დააზღვევს ასევე საქართველოს ბანკის მიერ გაცემულ სესხებს საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად იმ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებსა და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებზე, რომელთა საქმიანობაზეც COVID-19 პანდემიამ ნეგატიური ეკონომიკური გავლენა იქონია.   “მოხარული ვარ რომ საქართველოს ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის თანამშრომლობა InnovFin გარანტიის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა. ეს პარტნიორობა ბანკს მისცემს შესაძლებლობას შესთავაზოს ფინანსური სერვისები  ისეთ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებს, რომლებიც არიან ინოვაციებზე ორიენტირებულნი და ინვესტიციებს მიმართავენ კვლევებისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით. ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიც InnovFin გარანტიაა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ბიზნესების მოდერნიზაციისთვის და მათი სტანდარტების ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან მიახლოებისთვის. როგორც ფინანსური ინსტიტუტი, მოხარული ვართ, რომ ერთის მხრივ, გვექნება შესაძლებლობა, ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესებს, განსაკუთრებით მიმდინარე გლობალური COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, და მეორეს მხრივ, შევძლებთ შევინარჩუნოთ ჯანსაღი სასესხო პორტფელი. მინდა მადლობა გადავუხადო  EIB ჯგუფს ამ მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა. „ევროკავშირის ბანკის დაფინანსება ქართველი ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს კიდევ უფრო ინოვაციური, მწვანე ეკონომიკის შექმნას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. მცირე ინოვაციურ საწარმოთა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა EIB ჯგუფის COVID-19 კრიზისზე საპასუხო გეგმის ძირითადი კომპონენტია. ეს ოპერაცია InnovFin SME Guarantee პროგრამის ფარგლებში EIB ჯგუფისა და მისი სანდო პარტნიორის, საქართველოს ბანკის მიერ ერთობლივად ხორციელდება. საგარანტიო პროგრამის ახალი მახასიათებლები, რაც EIF–ს აძლევს შესაძლებლობას, გააფართოვოს გარანტიებისა და კონტრ-გარანტიების პირობები, სტიმულს მისცემს ფინანსურ ინსტიტუტებს შეძლონ იმ მცირე და საშუალო ბიზნესების საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება, რომლებიც დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური ზემოქმედების შედეგად“,- განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლილიანა პავლოვამ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ბანკის  ოპერაციებზეა პასუხისმგებელი. „მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი საქართველოს ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ამ კომპანიების უმრავლესობა დაზარალდა COVID-19-ის კრიზისის გამო. მოხარული ვართ, რომ ევროკავშირმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მეშვეობით, შეძლო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც მათ დაეხმარებათ დაძლიონ არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარებისთვის ინოვაციებში ინვესტიციები განახორციელონ“,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,  კარლ ჰარცელმა. (R)   ... ...
  • "ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი"- შს მინისტრის მოადგილე გავრცელებულ კადრებზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტყუილია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ იაკობ ბრეგვაძე თბილისში „შკოდას“ ტიპის ავტომობილით ჩამოიყვანა.  „რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს... „შკოდას“ ტიპის ავტომობილს-ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, ვინაიდან, გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები, სადაც, ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამენ მოქალაქეებს, სინამდვილეში არის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი და არის ტაქსი. დადგენილია აღნიშნული ტაქსის მძღოლი, დაკითხულია და ეს ფაქტი დასტურდება. რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ, „შკოდას“ ფირმის ავტომობილით, მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. გელაშვილი იმ ღამით, მორიგე არ იყო და დადასტურებულია , რომ იმყოფებოდა ქარელში, თავის საცხოვრებელ სახლში“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...