კობახიძე: ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას

პოლიტიკა

კობახიძე: ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას

21 დეკ. 2017, 11:49:30

„ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვისას მომხდარ ინცინდენტს.

 „ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. ასეთი ქმედებებით ჩვენ ვერ წავწევთ წინ საპარლამენტო კულტურას, პოლიტიკურ კულტურას ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მმართველმა გუნდმა  ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დაპირება შეასრულა და ეს მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარია პოზიტიური დღის წესრიგი.

ჩვენ არჩევნების წინ წარვდექით კონკრეტული დაპირებებით ამომრჩევლის წინაშე, მათ შორის იყო პოლიტიკური დაპირებები და ერთ-ერთი მთავარი დაპირება მდგომარეობდა იმაში, რომ განვაცხადეთ ძალიან მკაფიოდ: არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ეს დაპირება, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პირნათლად შევასრულეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა და ეს ვაჟკაცობა ჩვენმა კოლეგა დეპუტატებმა ოპოზიციიდან, კონკრეტულმა კოლეგებმა, სამწუხაროდ,  დღეს ვერ გამოავლინეს. თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ გავყვეთ ჩვენს დადებით დღის წესრიგს, პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული  უმრავლესობას, მმართველ გუნდს, საქართველოს მთავრობას და დღეს სწორედ ამ საკითხებზე უნდა ვკონცენტრირდეთ, დღეს უნდა განვიხილოთ სიღრმისეულად ის დოკუმენტი, რომელიც არის წარმოდგენილი კიდევ ერთხელ მთავრობის მიერ, კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ მთავრობის შემადგენლობასთან იმ გეგმებზე, რომლებიც აქვს დასახული მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამავე თემაზე: კვირიკაშვილმა პარლამენტში მელიას აგინა: "შენ ნაბიჭ..... შენ მოგიტ..." (ვიდეო)

ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე დანარჩენი" _ პრემიერი ბოდიშს იხდის

 





 ახალი ამბები
  • როგორ აღინიშნა გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების დღედღეს ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გურიაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერნებს ოჯახებში ესტუმრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ლანჩხუთში 2 ვეტერანია. „დღეს არის  ფაშიზმზე გამარჯვების დღე. დღეს მუნიციპალიტეტში 2 ვეტერანი გვყავს. ვიყავით მისული თითოეულ მათგანთან. გადავეცით ფინანსური საჩუქარი და ტკბილეული. ვიყავით ასევე ერთ-ერთ სოფელში და გვირგვინით შევამკეთ მემორიალი“,_ გვითხრა ალექსანდრე სარიშვილმა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ - ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილე, ირაკლი სირაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 4 ვეტერანს ფულადი პრემია - 500-500 ლარი და ფასიანი საჩუქრები გადასცა. ,,9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა, ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. საქართველომ ამ ბრძოლაში უდიდესი მსხვერპლი გაიღო, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში. მეორე მსოფლიო ომში ოზურგეთიდან 11 653 ადამიანი გაიწვიეს, აქედან 639 დაიღუპა. ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენი სახელოვანი ვეტერანების, შოთა მანჯავიძის, შოთა გოგატაძის, დიმიტრი სარიშვილის და ანასტასია მჟავიას წინაშე! თაობები ყოველთვის დააფასებენ მათ ღვაწლსა და თავგანწირვას,“ - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ. ჩოხატაურში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით,  ადგილობრივი ხელისუფლებისა და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ჩოხატაურის ბიუროს წარმომადგენლები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ოჯახებში ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს. ცნობისთვის, ამ დროისთვის ჩოხატაურში 3 ვეტერანია, მათგან 1 ამ ეტაპზე თბილისშია. ადგილობრივი თვითმმართველობისაგან,  ვეტერანებს  ერთჯერადად ფულადი დახმარება გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა 500 ლარის ოდენობის ერთჯერადი სოციალური დახმარება ... ...
  • სტიქიამ საგარეჯოში რამდენიმე სოფელი დააზარალასტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთში და მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბადიაურში, იორმუღანლოსა და დუზაგრამაში ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ხეები წააქცია და ცენტრალური გზები ჩახერგა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით ადგილზე გამოცხადდა ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი მერის წარმომადგენლებთან ერთად და დროულად დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. ჩახერგილი მონაკვეთები გამოთავისუფლებულია და ტრანსპორტის გადაადგილება უკვე ... ...
  • ქარტია: მედიაზე თავდასხმის ყოველი გამოუძიებელი შემთხვევა ახალისებს ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტის - მეუფე ანტონის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ფაქტს ეხმაურება. ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გუშინ 8 მაისს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა - მეუფე ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება და ბოლოს ფიზიკურადაც უპირისპირდება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. 2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. კადრებში ჩანდა, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 2021 წლის 4 მაისს დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია. თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. ქარტიას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მედიისთვის შეიქმნას თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო ... ...
  • რიონის ხეობის დამცველები ოზურგეთში იმყოფებიანამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში რიონის ხეობის დამცველები იმყოფებიან. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებს და ის ე.წ. ჭადრების ბაღში უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდოს გამო ოზურგეთის თეატრის გარე ფოეში ტარდება. ფოტო: ვახუშტი ... ...
  • "მაღალ მთაში წამოთოვს"- მოსალოდნელი ამინდი გურიასა და საქართველოშისაქართველოში ამინდი გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთ დასავლეთიდან ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერი, რის გამოც მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და  ქარი. „შავი ზღვის ჩრდილოეთ დასავლეთიდან ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერი, რომელიც შენარჩუნდება ხვალაც. მოსალოდნელია წვიმა,ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოშ, ამ დროისთვის, დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერებულია და შენარჩუნდება საღამომდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 4 საათიდან იქროლებს.  ძლიერი ქარი ნალექის ინტენსივობას შეამცირებს, მაგრამ მანამდე არ არის გამორიცხული აღინიშნოს სეტყვა ბოლნისში, ძლიერი პროცესია  კახეთში, დედაქალაქშიც, მაგრამ ქარის გაძლიერების შემდეგ ნალექი შეწყდება. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია 27-28 მ/წმ-ის დაქროლვა ჰქონდეს. ტემპერატურა იკლებს. დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში დაბლობ რაიონებში +12, +13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მთიან რაიონებში + 8, +10, მაღალ მთიან რაიონებში 0, +5 გრადუსი და წამოთოვს. დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა ხვალ შესუსტდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შეწყდება.  ზოგან ღამის საათებში შენარჩუნდება. 11 მაისს გამოიდარებს,  მაგრამ მაღალ მთაში თოვა შენარჩუნდება. ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს შიდა ქართლში.  11 მაისს შესაძლებელია +1 გრადუსი დაფიქსირდეს. გურიაშიც იწვიმებს, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალ მთაში მოთოვს.  11 მაისიდან კი ტემპერატურა ისევ მოიმატებს“,_ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...