კონკურსგავლილი კადრები შტატგარეშეებად დაქვეითების მოლოდინში

gurianews.com

პოლიტიკა

კონკურსგავლილი კადრები შტატგარეშეებად დაქვეითების მოლოდინში

2017 ივნ 26 13:18:47

"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილების გახორციელებაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები 27 ივნისს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც იმ დღეს გამოიტანენ

მანამდე კი, გამგებელთან გამართულ თათბირზე ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ პირველი ივლისიდან ისინი შტატიან თანამშრომლებად აღარ ჩაითვლებიან და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ხელშეკრულებით გააგრძელებენ.

ამ ფაქტს "გურია ნიუსთან" საუბრისას გამგებლის რამდენიმე წარმომადგენელიც გვიდასტურებს:

"დიახ, გამგებელთან თათბირზე ვიყავით დაბარებულები, სადაც გაგვაფრთხილეს, რომ არ არის გამორიცხული, პირველი ივლისიდან ხელშეკრულებით გავაგრძელოთ საქმიანობა", _ ამბობენ გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

საკრებულოს ფრაქციებსა თუ კომისიებში საკითხზე მსჯელობისას, გამგეობის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსმა, ელიკო იმნაძემ განმარტა, რომ ცვლილება გამოწვეულია კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2017 წლის პირველ ივლისამდე უნდა მოხდეს შტატების დასახელებებში ცვლილება და მათი იერარქიულ რანგებში განაწილება.

გარდა გამგეობისა, ანალოგიური ცვლილებები იგეგმება "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მომსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაშიც.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვეუბნებიან, ცვლილება, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, ძალაში პირველი ივლისიდან შევა და მასში მკაცრად არ არის განსაზღვრული, რომელი ჩაითვალოს მუდმივ თუ არამუდმივ პროფესიულ საჯარო მოხელის შტატად. ამ კუთხით არჩევნის უფლება ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს და მან უნდა განსაზღვროს, რომელია მისთვის არამუდმივი პროფესიული საჯარო მოხელის შტატი.

"საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და "პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობის იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის #125-ე დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამდებობების ფუნქციათა ერთობლიობის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, გამგეობამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც განსახილველად შეტანილია საკრებულოში და დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში შევა", _ ამბობენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში ამირან გიგინეიშვილს დაუშვებლად მიაჩნია მსგავსი ინიციატივა. მისი თქმით, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი, შტატია და არა დროებითი სამუშაო ადგილი. თანაც ეს ადამიანები კონკურსის შედეგად მოხვდნენ ამ თანამდებობებზე:

"კანონი განსაზღვრავს, რომ მუნიციპალიტეტს დასახელებაში შეიძლება ჰქონდეს ადმინისტრაციული ერთეული. ლანჩხუთში არის კიდეც 16 ასეთი ერთეული. ასევე, კანონითაა განსაზღვრული გამგებლის უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც, იგი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება კი განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ანუ თუ უნდა დაინიშნოს და ეს კოდექსითაა განსაზღვრული, ეს ვერ იქნება უშტატო, დროებით სამუშაო ადგილი. თუ გამგებელს არ სჭირდება წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში მუდმივად ხალხთან საკონტაქტოდ, მაშინ ადმინისტრაციული ერთეულის არსებობის აუცილებლობაც შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მერე სამსახურების არსებობაც და ბოლოს გამგებელიც, როგორც ლუდოვიკო მეთოთხმეტე, გამოაცხადებს, მთელი ლანჩხუთი მე ვარო", _ ამბობს გიგინეიშვილი და იმედს იტოვებს, რომ ამ ინიციატივას ლანჩხუთის საკრებულოში სრული მხარდაჭერა არ ექნება:

"იმედია, ამ ინიციატივას მაჟორიტარები მხარს არ დაუჭერენ და პასუხისმგებლობას არ აიღებენ მოსახლეობასთან გაუარესებული კომუნიკაციის გამო", _ დასძენს ამირან გიგინეიშვილი.

ამირან გიგინეიშვილი ამ გადაწყვეტილებაში ერთგვარი ზეწოლის ნიშნებს ხედავს წინასაარჩევნოდ, რადგან ხელშეკრულების გაწყვეტის შიშით, გამგებლის წარმომადგენლები სასურველი შედეგის მისაღწევად უფრო მოტივირებულები იქნებიან.


ნახვა: 354


 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობსჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში :ქართული ოცნების: მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ხელოვნების სასახლის თანამშრომელი კარს გასაღებით კეტავს და დარბაზში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებს, რომლებზეც მითითებას შტაბის წევრები აძლევენ. კითხვა _ რატომ დაკეტეს იმ შეხვედრის კარი, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებდა და რატომ არ უშვებენ ადამიანებს თავისუფლად, უპასუხოდ რჩება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ლანჩხუთსა და სხვა ქალაქებში განვითარებული მოვლენებია _ ზურაბიშვილს "ნაციონალური" მოძრაობის წევრები აქციებით ხვდებიან და ხშირია ფაქტები, როცა დაპირისპირება დარბაზშიც ... ...
  • სოფელ სალხინოში საპილოტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა (R)მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ და საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. მათ  პროექტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტეს და სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილეს. სოფელ სალხინოს გამგეობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.  სალხინოს არეალზე იდენტიფიცირებულია 2900 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია 1665. 963 მიწის ნაკვეთზე განცხადება განსახილველად გადაგზავნილია ვანის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე აღიარების კომისიაში. დარჩენილ მიწის ნაკვეთებზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოძიება და დამატებითი ინფორმაციის შესწავლა.  აღსანიშნავია, რომ სალხინოს საპილოტო არეალზე ქალი და კაცი მესაკუთრეების რაოდენობა თითქმის იდენტურია.  კერძოდ, დარეგისტრირებული  1657 მესაკუთრის უფლებიდან,  ქალ მესაკუთრეთა რაოდენობა 852-ია, ხოლო კაც მესაკუთრეთა 986-ია.  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინო ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.   მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;  მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. (R)   ... ...
  • "არც ერთი ხმა მოღალატეს" _ "ნაციონალებმა" სალომე ზურაბიშვილო სასტვენებით გააცილესხმაურით დასრულდა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ლანჩხუთში. გარეთ გამოსულ დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სასტვენებით და პლაკატებით დახვდნენ. _ არცერთი ხმა მოღალატეს, აფხაზეთი განგრენა არ არის, _ ეწერა პლაკატებზე. აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აქციაში "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრებიც მონაწილეობდნენ. აქციასთან დაკავშორებით კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც. _ ეს არის კომუნიზმი დროიდნელი გადმონაშთი, _ აღნიშნა ... ...
  • სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში აქციით ხვდებიანხმაურია ამ წუთებში ლანჩხუთის კულტურის სახლთან, სადაც "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას მართავს. კულტურის სახლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან შეკრებილნი: _ ზურაბიშვილი ქვეყნის მოღალატეა,_ აღნიშნავენ აქციის მონაწილეები და დარბაზში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატი შენობაში შევიდა, კარები ჩაიკეტა და შიგ შესვლის საშუალება აღარავის ... ...
  • „ხელისუფლება პირდაპირ დაბოლებაზე გადავიდა“ _ გია ხუხაშვილიპარლამენტი მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას, ჯერჯერობით, არ ჩქარობს.  როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს,  საზოგადოებამ კანონპროექტის შინაარსი კარგად ვერ გაიგო, ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტის ეფექტიანობაში საზოგადოების დარწმუნებას თავად აპირებს. _ დიდი საპროტესტო ტალღის შემდეგ, როგორ აპირებს ხელისუფლება საზოგადოების გადარწმუნებას? _ სადავო კანონპროექტზე  ,,გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. _ არ ვიცი, როგორ შეიძლება საზოგადოების გადარწმუნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რაღაც იციან. თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ჯერ დაარწმუნებენ საზოგადოებას კანონპროექტის ავკარგიანობაში და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას,  ცივილიზებული გზაა. მართალია, ხელისუფლებისგან კანონპროექტთან დაკავშირებით დამაჯერებელი არგუმენტები ჯერ არ წარმოუდგენიათ და ერთი ტყლაპოდან მეორეში ხტებიან, მაგრამ კი, ბატონო, აგვიხსნან, რაშია პრობლემა. _ ბატონო გია, საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ხელისუფლება მარიხუანის წარმოებას სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გეგმავს, რაც მათთვის მიუღებელია. რის ახსნას აპირებს ხელისუფლება?  _ კანონპროექტს არავინ იცნობს,  დარწმუნებული ვარ, რომ ინიციატორების გარდა, კანონს არცერთი დეპუტატი არ კითხულობს. ისინი სმს-ით იღებენ ბრძანებას, რომელ ღილაკს დააჭირონ  ხელი. კანონების კითხვით თავს არ იწუხებენ. მიმაჩნია, რომ  კანაფის კულტივაცია გარკვეულ რისკებს უკავშირდება. მარიხუანის მოყვანაზე ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის დაფუძნება  სასაცილო და არასერიოზულია. როგორც ჩანს,  ხელისუფლება პანიკაშია. კანაფით უნდათ ქვეყნის აშენება, იცით, ეს რას ნიშნავს? პოლიტიკური დაბოლებიდან, ნელ-ნელა პირდაპირ დაბოლებაზე გადადიან. ზოგიერთები კანაფის წარმოებიდან მისაღებ მილიარდობით ლარის შემოსავალზე რომ საუბრობენ, არასერიოზულია. უნდა გვესმოდეს, რაც უფრო გაფართოვდება კანაფის კულტივაცია,  კონტროლი უფრო და უფრო  ძნელი იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. _ ბატონო გია, ,,გურია ნიუსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ კანონპროექტის მომზადებაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინეტერესები არ იკვეთება. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის შეთანხმების გარეშე გადაწყდებოდა აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება? მიზეზს ვერ ხედავთ, თუ რატომ შეიძლება ლობირებდეს ივანიშვილი ამ ინიციატივას? _ არ ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება.  ვამბობ, რომ მისი პირადი ბიზნესინტერესები არ იკვეთება. ვფიქრობ, არსებობს ლობისტური ჯგუფი, რომელმაც ჩათვალა, რომ მარიხუანის წარმოებისთვის საქართველოში ძალიან  ნოყიერი ნიადაგია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს კონკრეტული ლობისტური  ჯგუფი დაკავშირებული იყოს საერთაშორისო ნარკომოვაჭრეებთან, იმიტომ, რომ საერთაშორისო ნარკომოვაჭრეები ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ხედავენ, რომ საქართველოში ნარკოლიბერალიზაციის მოთხოვნით 30 ათას კაციანი მიტინგი იმართება, საკონსტიტუციო სასამართლომაც გამოიტანა ნარკოტიკების ლიბერალიზაციის სასარგებლოდ გადაწყვეტილება, ამიტომ ჩათვალეს, რომ საქართველოში საინტერესო ნიადაგია. კონკრეტულად, ვისი მეშვეობით დაიწყეს ამ კანონპროექტის ლობირება, ეს ტექნიკური საკითხია. ფაქტია, რომ ლობისტურმა ჯგუფმა აშკარად იმუშავა“, _ გვითხრა ხუხაშვილმა. საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური ... ...

არქივი

ზაფრანი

ცეკვის რომელი სახეობაა ყველაზე სასარგებლო

ცეკვა ერთდროულად გართობისა და კარგ...

ქათამი დინოზავრის ახლო მონათესავე ყოფილა

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ქათამი მფრინავი...

სიზმრის საიდუმლო, რატომ ვხედავთ სიზმარს

მიჩნეულია, რომ ყველა ჩვენგანი ყოველ...

ზოდიაქოს ნიშანი და კვების რაციონი

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით  ამა თუ...

იურული პერიოდის დინოზავრების კლდე ბოლივიაში

ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს, სალ კლდეზე...

არაჩვეულებრივი გამოგონება

"Lifestraw" არაჩვეულებრივი გამოგონებაა, მან დიდი...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...