ლევან ბერძენიშვილი: ბილწებთან არშეკვრის ნიმუშია რესპუბლიკური პარტიის უკანასკნელი გადაწყვეტილება

პოლიტიკა

ლევან ბერძენიშვილი: ბილწებთან არშეკვრის ნიმუშია რესპუბლიკური პარტიის უკანასკნელი გადაწყვეტილება

2018 ნოე 4 16:51:25

"როგორც ვატყობ, რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს გრიგოლ ვაშაძეს, მოჰყვა კარგად ორკესტრირებული გამოხმაურება, რომლის მესიჯბოქსში, ძირითადად, სამი შეტყობინება დომინირებს: „ბოდიში“, „პორტირება“ (მისი მოადგილე „მიგრაციით“) და „ზნეობა“.

ქართული ოცნების იდეოლოგები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ  სააკაშვილმა ბერძენიშვილს ბოდიში მოუხადა და ეს რესპუბლიკურ პარტიას ისე გაუხარდა, რომ ვაშაძეს დაუჭირა მხარი; რესპუბლიკელები პორტირებულები არიან ქართული ოცნებიდან ნაციონალურ მოძრაობაში და რესპუბლიკელები უზნეოები არიან," _ წერს სოციალურ ქსელში "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი და იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ დაუჭირა მხარი მისმა პარტიამ გრიგოლ ვაშაძემ.

"1 _ რესპუბლიკურმა პარტიამ, როგორც ოპოზიციურმა პარტიამ, სერიოზული შიდაპარტიული მსჯელობის საფუძველზე დაუჭირა მხარი ოპოზიციის კანდიდატს. ეს გასაოცარი არ არის, გასაოცარი ის იქნებოდა, ოპოზიციურ პარტიას სახელისუფლებო „დამოუკიდებელი“ კანდიდატისთვის რომ დაეჭირა მხარი; კიდევ უფრო გასაოცარი იქნებოდა, პარტიას ხალხისთვის მოეწოდებინა, არც ერთ კანდიდატს არ დაუჭიროთ მხარი და არჩევნებზე არ მიხვიდეთო, ანუ პოლიტიკური თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინა. ბოდიშის მოხდა სწორი იყო და მე ეს მესიამოვნა, მაგრამ გადაწყვეტილება პარტიამ ახალი პოლიტიკური რეალობის მიხედვით მიიღო — ზურაბიშვილის დამარცხების რეალური შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

2_  „ქართული ოცნების“ იდეოლოგები ვერ ერკვევიან ტერმინ „პორტირების“ მნიშვნელობაში და დარწმუნებული არიან, რომ მაინც გააცურებენ ამომრჩეველს, რომელიც, მათი აზრით, მით უმეტეს ვერ უნდა ერკვეოდეს ამ ტერმინის მნიშვნელობაში. ეს ტერმინი პოლიტიკურ დისკურსში შემოვიდა ნაციონალების სახელისუფლებო პარტიაში გადასვლასთან დაკავშირებით. კარგად დაფიქრდნენ „იდეოლოგები“ ამ ტერმინის გააქტიურებით რას აკეთებენ. გარდა ამისა, მე არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე რესპუბლიკელი ახლა ნაციონალურ მოძრაობაში გადადიოდეს.

ასე რომ, რესპუბლიკელების მისამართით „პორტირების“ გამოყენებით ქართული ოცნების ადეპტები და „მიგრაციის“ გამოყენებით სხვები მხოლოდ თავის ენობრივ უუნარობას ადასტურებენ, კარგად ვერ ერკვევიან „აღსანიშნისა“ და „აღმნიშვნელის“ ურთიერთმიმართებაში. როგორც ჩანს, ეს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის თავისებური ხერხია; ეტყობა, ამშვიდებენ კანდიდატს, მარტო შენ არ გიჭირს ქართულიო.

3 _ რესპუბლიკელებს ანამუსებენ, შეახსენებენ, რაც უნდა ავი მამკერძონ, ბილწთ არ შევეკვრი ზავითაო. ამას აკეთებენ ბოტასების ქურდ ფარცხალაძესთან შეკრული „ზნეობრივი“ გმირები, საყდრისის ამფეთქებლები, სასახლეთმშენებლები, მექრთამეები, პორტირებულები, მესამე სექტორთან მებრძოლები, შვილმკვდარი მამის დამპატიმრებლები და შვილმკვდარი მშობლების პოლიტიკაში ჩამრთველები. სწორედ ბილწებთან არშეკვრის ნიმუშია რესპუბლიკური პარტიის უკანასკნელი გადაწყვეტილება", _ წერს ბერძენიშვილი.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...