ლია მუხაშავრია: "ბიძინა ივანიშვილი პირადად არჩევს გამოსაქვეყნებლად რომელი ფარული მასალა სჯობს"

პოლიტიკა

ლია მუხაშავრია: "ბიძინა ივანიშვილი პირადად არჩევს გამოსაქვეყნებლად რომელი ფარული მასალა სჯობს"

2019 თებ 6 14:30:25

"დაწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი პირადად არჩევს გამოსაქვეყნებლად რომელი ფარული მასალა სჯობს. არ მჯერა, რომ მოსამართლეებს ამ ვიდეოზე ხელი მიუწვდებოდათ და ისე მოახერხეს გავრცელება, რომ კვალი არ დატოვეს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იურისტმა და უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერის გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა.   

მუხაშავრიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები წაგებული აქვს, ამიტომ უზენაეს სასამართლოში მორჩილი მოსამართლეების მეშვეობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება სურს“.

_ქალბატონო ლია, გუშინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მმართველი პარტია გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას არ დაუშვებს.

თუ აღნიშნული განცხადების პათოსს გავითვალისწინებთ, ჩანს, რომ მმართველი პარტიის ლიდერებისთვის ოდიოზური მოსამართლეების თანამდებობებზე განამწესება პრობლემას არ წაროადგენს და უკვე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ  პარლამენტში ოდიოზური მოსამარლეთა სიის წარდგენა უმაღლესი თანამდებობის პირებთან იყო შეთანხმებული. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ პოლიტსაბჭოს განცხადების გაცნობის შემდეგ ?

_სრულიად გეთანხმებით, ბუნებრივია, სიის წარდგენა უმაღლესი თანამდებობების პირებთან იყო შეთანხმებული, რაც პოლიტსაბჭოს განცხადებამ დაადასტურა.  სიმართლე გითხრათ, მოველოდი რომ მოსამართლეთა კლანის გაყვანის მიზნით,  ხელისუფლება მანიპულაციებს დაიწყებდა, ამ პროცესებს  დიდი ხანია ვაკვირდებით და ჩანს, რომ ეს ყველაფერი ახალი მოგონილი არ არის. წლების მანძილზე  ვხედავდით მოსამართლეებს, რომლებიც უმძიმეს დანაშაულს სჩადიოდნენ და ახალა „ქართულ ოცნებას“ მათი  უცოდველ ადამიანებად  გამოცხადება სურს. მმართველ პარტიას ეს პროცესები სადამდე მიიყვანს ძალიან მალე დავინახავთ.

_“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ადამიანები, რომლებიც სასამართლო სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვიან, „ნაციონლურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ძალად გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად, განცხადებაში ნათქვამია: „სასამართლო ხელისუფლებაზე გაგრძელდა პოლიტიკური შეტევა და მედიაშტურმი, რომლის ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და მასთანვე წლების განმავლობაში შეზრდილი და აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები ჩადგნენ“. გასაგებია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ წინა ხელისუფლება სისხლიან მმართველობასთან ასოცირდება, მაგრამ მმართველ პარტიას აპოლიტიკური საზოგადოების „ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივება რაში აწყობს ?

_ თავს უფლებას მივცემ და „ქართულ ოცნებას“ შევახსენებ, რომ 2011 წელს, როგორც  „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, „ქართული ოცნების“ აქციებზე სიტყვით გამოვდიოდი და მათი საპროგრამო დოკუმენტების მომზადებაშიც ვიღებდი მონაწილეობას. „ნაციონალური მოძრაობის“  კრიტიკა მანამდე არ შემიწყვეტია, სანამ თავად „ქართული ოცნება“ არ გახდა გასაკრიტიკებელი. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ უზენაეს სასამართლოში ყოვლად მიუღებელი მოსამართლეები დანიშნოს და სასამართლო ხელისუფლება გააკონტროლოს. „ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგად ესმის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები წაგებული აქვს, ამიტომ უზენაეს სასამართლოში მორჩილი მოსამართლეების მუშაობა სჭირდებათ.

_ განცხადეთ, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართულ ოცნებას“ წაგებული აქვს და უზენაეს სასამართლოში ოდიოზური მოსამართლეების თანამდებობეზე ვადოდ დანიშვნა მმართველი პარტიისთვის ხელისუეფლბაში ყოფნის გარანტიებს უკავშირდება. ამ პროცესების გათვალისწინებით, ხელისუფლბა 2020 წლის არჩვნების გაყალბებისთვის იწყებს მზადებას ?

_დიახ, ხელისუფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ძალიან სერიოზული გაყალბებისთვის ემზადება, რადგან დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ სასამართლოში და განსაკუთრებით, უზენაეს სასამართლოში იმ მოსამართლეების არსებობა სჭირდება,  რომლებიც არჩევნების გაყალბების საქმეებს დაალაგებენ  და ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს გამოიტანენ, რაც აბსოლუტურად ცხადია.  ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი. როცა „ქართულ ოცნებას“ ეკა ბესელია სჭიდებოდა, მისი ერთ-ერთი უმთავრესი დასაყრდენი ძალა იყო და იმასთან შედარებით, რაც ბესელიას დამართეს, ჩვენთვის ფაშისტებად და „ნაციონალურ მოძრაობად“ გამოცხადება დიდი პატივია.

_მოგეხსენებათ, “ქართული ოცნების“ პირობებში მმართველი პარტიის ერთ-ერთი მოწინავე სახე  ეკა ბესელია მორალური ტერორის მსხვერპლი გახდა, რაც მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლებაში განსხვავებული აზრი იდევნება. თქვენი აზრით, ვინ არის დამკვეთი ამ ყოვლად მიუღებელი დიკრედიტაციის? და აღნიშნულ საქმეზე გაქვთ იმედი ადეკვატური გამოძიების?  მაშინ, როცა ანალოგიურ  შემთხვევებზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დამნაშვეები დღემდე არ დასჯილან.

_ამ ჩანაწერის შემოქმედნი არიან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ასეთი საქმეების კეთებით იყვნენ დაკავებულნი. ასეთი ადამიანებიი წინა ხელისუფლების დროს იღებდნენ დავალებებს და ახლაც იღებდნენ, რაც ბიძინა ივანიშვილის თანხმობით ან მისი განკარგულებით ხდება. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი პირადად არჩევს გამოსაქვეყნებლად რომელი ფარული მასალა სჯობს. არ მჯერა, რომ მოსამართლეებს ამ ვიდეოზე ხელი მიუწვდებოდათ და ისე მოახერხეს გავრცელება, რომ კვალი არ დატოვეს.

_გასაგებია, რომ ვვარაუდობთ, ვინ შეიძლება იყოს ეკა ბესლიას ფარულ ჩანწერთა გავრცელების მთავარი ორგანიზატორი, მაგრამ, როცა კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, თქვნი მხრიდან საუბარია  ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერის გავრცელებაში ბიძინა ივანიშვილის ბრალეულობაზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა გაძლევთ აღნიშნულის თქმის საფუძველს?

_სასწორზე დევს ძალიან მაღალი სისხლის სამართლებრივი დარღვევა და რადგან ვხედავთ, რომ არავინ არ არის დაჭერილი, არც 2016 წლის კადრებზე, არც დღევანდელზე, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ, ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე. თუნდაც ეს იყოს კერძო პირის დანაშაულებრივი ქმედება, იმისთვის ვინახავთ ხელისუფლებას და იმისთვის ვუხდით მაღალ ხელფასებს,  რომ კეთილი უნდა იქნებიან დამნაშავე დაიჭირონ და ყველა ფარული მასალა გაანადგურონ. როცა უმოქმედო ხარ და არც ერთს ასრულებ, ყველაფერი ნათელია.

_სასამართლო სისტმაში მიმდინრე პროცესების პარალელურად, მმართველ პარტიაში გუნდურობა დარღვეულია. საქმე იქამდე მივიდა, რომ თანაუნდელები ერთმანეთს პარტიის დატოვებისკენაც მიუთითებენ. „ვისაც გუნდის დატოვება უნდა, კარი ღიაა“_ განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. გუნდში შექმნილი კრიზისისა და დაპირისპირების ფონზე,  ეკა ბესელიას თანამოაზრეთა ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას, ჯერჯერობით, ვერ ბედავს, როგორ ფიქრობთ, რატომ ?

_ ჩვენ ვიცით უძველესი გამონათქვამი _ძალაუფლება რყვნის. ისეთი ძალაუფლების პირობებში, რაც ივანიშვილს აქვს, აბსოლუტურად არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ივანიშვილი მორალური და ზნეობრივი პრინციპებისგან ძალიან შორს აღმოჩნდა. ივანიშვილი ყველას გაწირავს ვინც წინ გადაეღობება. უფრო მეტსაც გეტყვით, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ უკეთ იციან, ვინ არის  ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ფრთხილობენ, თორემ პოლიტიკოსს თავდადება და გაბედულება ყველაზე მეტად უხდება. მიუხედავად უდიდესი შეურაცხყოფისა, ისინი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავენ, რადგან იციან, რა საშიშ ადამიანთან აქვთ საქმე.

 




 ახალი ამბები
  • მამუკა ბახტაძე: "ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმებლობაა"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. როგორც მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამთემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები აქვს, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდადასახელდეს. "სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. "თიბისი ბანკი" არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ "თიბისიბანკი" წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მისშინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ - ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისპოზიცია. "თიბისი ბანკი" არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედანგამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთანარანაირი კავშირი არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს", _- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ასევე ძალიან ცუდი სპეკულაციაა აღნიშნული თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან. "მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლებადროულად დაიწყოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენშევძელით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს მისი დაფინანსების განხილვა. შესაბამისად, ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმებლობაა. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება ის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.   ... ...
  • რა ქონებას ფლობენ ჩოხატაურის მერი და მისი მოადგილეებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს გასული წლის სექტემბერში შეავსო. დოკუმენტის თანახმად, ირაკლი კუჭავა ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 400კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს და 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, აღმაშენებლის #40-ში. მერის საკუთრებაშია, ასევე, მემკვიდრეობით მიღებული 3 000 კვ.მ. მიწის ფართობი დაბა ჩოხატაურში. ირაკლი კუჭავას 2011 წელს შეძენილი აქვს 50 000 კვ.მ. მიწის ფართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში. მისი მეუღლე, ელისო სიხარულიძე ფლობს 100 კვ.მ. მიწის ფართს დაბა ბახმაროში, რომელიც 2011 წელს საკუთრების აღიარების ფორმით აქვს მიღებული. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კუჭავას, 2015 წელს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჩუქრად აქვს მიღებული. დეკლარაციაში მჩუქებლის ვინაობა მითითებული არ არის. ჩოხატაურის მერი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი მეზობელმა აჩუქა: _ ეს ნაკვეთი ჩემი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზეა. ადრე ჩემი ოჯახის საკუთრება იყო. შემდეგ დოკუმენტებით აღმოჩნდა მეზობლის _ მზია ჟღენტის საკუთრებაში და ამიტომ, ქალბატონმა მზიამ ჩუქების სახით დამიბრუნა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ. რაც შეეხება ფულად შემოსავლებს _ დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი კუჭავას სახელფასო ანგარიშზე 2 200 ლარი ჰქონდა; ხოლო მის მეუღლეს _ 3 500 ლარი. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ელისო სიხარულიძემ, როგორც შპს"მედალფა ჩოხატაურის" ექიმმა, 31 652 ლარი მიიღო, ხოლო როგორც სოფელ ზოტის უბნის ექიმმა _ 7 800 ლარი. ირაკლი კუჭავას შემოსავალი 2017 წელს 31 170 ლარი იყო. ჩოხატაურის გამგებლის ოჯახს გასულ წელს გასავალიც ჰქონდა _ ელისო სიხარულიძემ "საქართველოს ბანკში" არსებული სამომხმარებლო სესხის საფასური _ 919 ლარი გადაიხადა. კუჭავაზე რამდენიმე თვით ადრე, 2018 წლის გაზაფხულზე აქვს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია მის პირველ მოადგილეს თამაზ ჯინჭარაძეს. დოკუმენტის თანახმად, იგი ფლობს 2014 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 150 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს და 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, ჯალაღანიას ქუჩაზე. ამავე პერიოდში, ჯინჭარაძეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული 54 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამდენივე მიწის ნაკვეთი ჩოხატაურში, დუმბაძის #11-ში. ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე ფლობს 2014 წელს 8 500 დოლარად შეძენილ ავტომანქანას _ TOYOTA 4runner. ჯინჭარაძის საკუთრებაშია, ასევე, ავტომანქანა HONDA CIVIC, რომელიც 2017 წელს 6 000 ლარად არის ნაყიდი. დეკლარაციის შევსების დროს, თამაზ ჯინჭარაძის სახელფასო ანგარიშზე 15 ლარი და 61 თეთრი იყო. ხოლო მისი მეუღლის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის ოფიცრის, ირინა მამალაძის სახელფასო ანგარიშზე 31 ლარი და 55 თეთრი. დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს თამაზ ჯინჭარაძემ ხელფასის სახით 23 399 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ კი _ 7 425 ლარი. რაც შეეხება გასავლებს _ თამაზ ჯინჭარაძემ 4 701 ლარი გადაიხადა "ლიბერთი ბანკსა" და "საქართველოს ბანკში" დადებული სასესხო ხელშეკრულებების შესაბამისად; სესხის თანხა _ 3 660 ლარი აქვს გადახდილი მის მეუღლესაც. კიდევ ერთი გასავალი, რაც დეკლარაციაში თამაზ ჯინჭარაძეს უწერია, სარემონტო ხარჯებია _ მერის პირველმა მოადგილემ 2017 წელს რემონტში 6 200 ლარი დახარჯა. რაც შეეხება მერის მეორე მოადგილეს _ მინდია ჟღერიას, მის საკუთრებაშია 24 კვ.მ. ფართის ბინა და ამდენივე არასაცხოვრებელი ფართი ბათუში, ჭავჭავაძის #33-ში, რომელიც მას ჩუქების სახით აქვს მიღებული. მინდია ჟღერიას მეუღლე _ ქეთევან მეფარიშვილი ფლობს ავტომანქანა აუდი A4-ს, რომელიც 2015 წელს 4 500 დოლარად აქვს შეძენილი. დეკლარაციის შევსების დროს მინდია ჟღერიას სახელფასო ანგარიშზე 3 ლარი და 44 თეთრი ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს, რომელიც "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია, 87 ლარი. მინდია ჟღერიამ 2017 წელს ხელფასის სახით 20 800 ლარი აიღო; დეკლარაციის თანახმად, 9188 ლარის შემოსავალი ჰქონდა მის მეუღლეს. მერის მოადგილემ 7 936 ლარი გადაუხადა "საქართველოს ბანკს" ორ სესხში, ხოლო მისი მეუღლის გასავალი, რომელიც, ასევე, სესხის თანხად არის მითითებული, 3 314 ლარი ... ...
  • ბოლო ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით გაიზარდაBloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, 5.17 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, ამ დროისთვის ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 314-ე ადგილზეა. როგორც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნული, მისი ქონება ბოლო ერთ თვეში 100 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ცნობისთვის, 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, მისი ქონება 5.07 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 5.17 მილიარდი დოლარით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.93 მილიონი უნცია ოქრო და 78 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0267%-ს, მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 0.1%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 82%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შეწირულობის 1.31%-ს. აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი – 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული. „ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ – იუწყება გამოცემა. ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. ... ...
  • შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა _ დაკავებულია 4 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ლ.ც. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე მარკეტი დანის მუქარით დააყაჩაღა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.ც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მარკეტიდან გატაცებული ფული - 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ი.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.მ. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თავს დაესხნენ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის - ა.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს 1984 წელს დაბადებული ვ.მ. დაკავებულმა თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაახლოებით, 400 ლარი და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გაიტაცა. პოლიციამ, ვ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხა, სიგარეტები, დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით ... ...
  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ჰ.გ. და ყაზახეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ჟ.ი. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც დაკავებულები დროებით ცხოვრობდნენ, ნარკოტიკული საშუალების 133 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...