"მაიმუნობა", "ჯეოსელის" ამონაწერი და "უჯმაჯურიძის სმს-ების საქმე" გამოძიების მოლოდინში

პოლიტიკა

"მაიმუნობა", "ჯეოსელის" ამონაწერი და "უჯმაჯურიძის სმს-ების საქმე" გამოძიების მოლოდინში

2018 დეკ 7 13:37:36

„გამარჯობათ! თქვენთან, სამსახურში, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს თანამშრომლებს _ ყველანი მივიდნენ არჩევნებზე და რა თქმა უნდა, ხმა მისცენ 48-ს. ნუ შეიქმნიან პრობლემას. ჯონი", _ ამ სმს-ის სკრინი, რომელზეც ტელეფონის ნომერიც იკითხებოდა, არჩევნების წინა დღეს, 27 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 ხაბეიშვილმა ისიც დაწერა, რომ სმს-ის ავტორი ჩოხატაურის თანამედროვე გალერეის ხელმძღვანელი ჯონი უჯმაჯურიძე იყო.

"სმს-ებით მუქარა საკუთარ თანამშრომლებზე რაიმე სიახლეა?! ფეხები ვერავის მოჭამოს ჯონიმ და მისნაირებმა!" _ მიმართა ჩოხატაურის შტაბის უფროსს ირაკლი კუჭავას ხაბეიშვილმა.

ჯონი უჯმაჯურიძემ იმავე დღეს, „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სმს-ები არავისთვის გაუგზავნია:

 _ დღეს ფოტოშოპით ყველაფრის გაკეთება შეიძლება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მე არაფერი გამიგზავნია, _ გვითხრა უჯმაჯურიძემ.

ამ ყველაფრის პარალელურად კი მან  2 ტექსტური შეტყობინება მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი დავალება შესრულებულია:

ბატონო ჯონი! დავალება შესრულებულია. ყველა გაფრთხილებულ-დარიგებულია. თანამშრომლები მზად არიან და 48-ს აძლევენ ხმას.  ხვალ დიდი დღეა! არა _ ნაცებს, არა _ მიშას! არა _ გრიშას!“; „ბატონო ჯონი! მივიღეთ თქვენი შეტყობინება! აუცილებლად გავაკეთებთ ხვალ იმას, რაც დაგვავალეთ, ყველა თანამშრომელიც მობილიზებული იქნება. უღრმესი პატივისცემით! 48 გაიმარჯვებს! ძირს ნაცები!“ _ აღნიშნულია სმს-ებში, რომელთა ავტორებიც, როგორც გავარკვიეთ, თბილისის მცხოვრებლები არიან.

„მე არ ვარ გურიის ამომრჩეველი. თბილისში ვცხოვრობ. უბრალოდ, მე და ჩემმა რძალმა, მას შემდეგ, რაც ვნახეთ ნიუსები უჯმაჯურიძის მიერ გაგზავნილი სმს-ების შესახებ, „ვიმაიმუნეთ“ იმისთვის, რომ წყნარად დაეძინა“, _ გვითხრა ერთ-ერთი სმს-ის ავტორმა.

როგორც გავარკვიეთ, ამ საკითხზე მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც, უჯმაჯურიძე ჯერ არ დაუკითხავს.

_ როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, თუმცა, მე არავის დაუკითხივარ, _ გვითხრა უჯმაჯურიძემ, რომელმაც 7 დეკემბერს „გურია ნიუსის“ ოფისში საკუთარი ტელეფონის ნომრიდან გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების ამონაწერები მოიტანა. ამ დოკუმენტის მიხედვით, 27 ნოემბერს, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამოქვეყნებული უჯმაჯურიძის ნომრიდან _ 555412741 მხოლოდ ერთი სმს-ია გაგზავნილი და ისიც, ააიპ-ის ბუღალტერთან.

უჯმაჯურიძე ყურადღებას ამახვილებს, რომ  სმს-ის გაგზავნის დრო არ ემთხვევა ლევან ხაბეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სკრინში დაფიქსირებულ დროს _ 10 საათსა და 59 წუთს. „ჯეოსელის“ ამონაწერით, 27 ნოემბერს უჯმაჯურიძეს სმს გაგზავნილი აქვს 11 საათა და 20 წუთზე.

_ ეს დოკუმენტი დასტურია იმისა, რომ მე არაფერი გამიგზავნია. არ ვიცი, ვის და რატომ დასჭირდა ამის მოგონება, ჩემი სახელით სარგებლობა, მაგრამ ფაქტია, რომ გააკეთეს და იმედი მაქვს, გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს, _ გვითხრა უჯმაჯურიძემ.

გამოძიების შედეგებს ელოდება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილიც:

_ საერთოდ არ ვიცი, ვინაა ჯონი უჯმაჯურიძე. მისი არსებობაც კი არ მქონდა გაგებული. გალერეის თანამშრომელმა გაგზავნილი სმს მანახა ტელეფონში. პირადად ვნახე ეს სმს, რომელიც დავსკრინე და გამოვაქვეყნე, მას შემდეგ რაც სატელეფონო ბაზაში გადავამოწმე ნომრის მფლობელის ვინაობა.

მე არ ვიცი, რა მოგაწოდათ თქვენ უჯმაჯურიძემ, მაგრამ ვიცი, რომ გაგზავნილი სმს პირადად ვნახე. დანარჩენი უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიებისთვის იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც სმს გაუგზავნა, ჯერ არ უთქვამს:

„გამოძიებას ეს არც უკითხავს და თუ მკითხავენ, მერე რა ვიცი. დაველაპარაკები იმ კაცს და ვნახოთ. უბრალოდ, ფაქტია, რომ სმს საკუთარი თვალით ვნახე და ვიღაცის მიერ მოწოდებულ სკრინებს არ დავყრდნობივარ“,“ _ გვითხრა ხაბეიშვილმა.

სანამ გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე მივა და ამ საქმის მტყუან-მართალი გაირკვევა, მანამდე „გურია ნიუსს“ რამდენიმე წყარომ უთხრა, რომ ხაბეიშვილს უჯმაჯურიძის მიერ გაგზავნილი სმს-ის შესახებ გალერეის თანამშრომელმა, გურამ ბერძენიშვილმა შეატყობინა, რასაც კატეგორიულად უარყოფს ბერძენიშვილი:

_ მე არანაირი სმს არ მომსვლია და ვერც ვერავის ვერაფერს ვაჩვენებდი. არანაირი ურთიერთობა „:ნაციონალურ მოძრაობასთან“ მე პირადად არ გამაჩნია და არც არანაირი სურვილი არ მაქვს. არ ვიცი, ვინ დაყარა ეს ჭორები, მაგრამ ვინც აგზავნის, ვინც აქვეყნებს, მათი პრობლემაა და არა _ ჩემი.

შემიძლია, ყველა ჩემ მიერ გაგზავნილი და მიღებული სმს-ების სია ამოვბეჭდო, რომ არანაირი სმს არ მიმიღია. ამ საშუალებით არ მაქვს ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა, _ ამბობს ბერძენიშვილი.

_ ბატონო გურამ, ფლობთ თუ არა ინფორმაციას, რომ უჯმაჯურიძის მობილური ტელეფონით ამ ტიპის სმს დაეგზავნა გალერეის თანამშრომლებს?

_ ნამდვილად არ ვიცი.  მე სხვა საქმიანობას _ მხატვრების პოპულარიზაციას ვეწევი და  ვინ სად რას აგზავნის, ნამდვილად ვერ გეტყვით. კარგი იქნება, თუ სხვა ადამიანები დაინტერესებიან ჩემი, როგორც ხელოვანის საქმიანობით და არა იმით, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც გაუგზავნა.

ისე, ვინც მადანაშაულებს, შეუძლია ესეც თქვას და ისე ნუ გამაკეთებინებენ, მე დავაჭერინო ცილისწამებისთვის. მე ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი და თქვენ თუ არა, მე ჩავყვები. ამ მხარეს მიხედონ, ჯობს, იმ ადამიანებმა რომლებმაც ეგ მოიფიქრეს თავიდანვე. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომელმაც ეს ყველაფერი მოიფიქრეს და დაგეგმეს.

_ ვის გულისხმობთ?

_ არ ვიცი. მე ეს ამბავი მას შემდგე გავიგე, რაც მედიაში გამოქვეყნდა. მეტი არაფერი ვიცი. მე მხოლოდ ის მინდა გითხრათ, რომ ცუდ ადამიანებს გადასცეთ _ გურამს დაანებონ თავი! გურამი მასე არ თამაშობს. გურამი სერიოზულ საქმეს აკეთებს და ვინც თამაშობს, იმათ მიხედონ, _ აღნიშნა ბერძენიშვილმა.

 




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...