მარგველაშვილის სცენარი სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აცილებას გულისხმობს

gurianews.com

პოლიტიკა

მარგველაშვილის სცენარი სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აცილებას გულისხმობს

2018 იან 9 14:21:41

საქართველოში სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისათვის სამწლიანი პატიმრობის შეფარდების ფაქტს  პოლიტიკური სივრცესა და სამოქალაქო სექტორის ნაწილში უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. საკითხთან დაკავშირებით მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ დევნის საფუძვლად იმ მუხლის გამოყენება, რომელიც კონსტიტუციით აქვს გარანტირებული, შემაშფოთებელია. როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის პატიმრობის შეფარდება იმ უფლებამოსილების გამოყენებისთვის, რომელიც მას კანონიერად გააჩნია _ ამ თემაზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს ესაუბრა. როგორც მჟავანაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, სააკაშვილმა საკუთარი უფლებამოსილება არაკეთილსინდისიერად გამოიყენა. უფლებადამცველი მარგველაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიხეილ სააკაშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს.

„თავად გიორგი მარგველაშვილს ძალიან საეჭვო გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, მაგალითად, მარგველაშვილმა შეიწყალა თავისი ცოლისძმა, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ იყო ნასამართლევი. საქართველოს პრეზიდენტს ჰგონია, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ანალოგიურად  შეექმნება პრობლემები. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ხელისუფლების დანაშაული გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი  კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ნამდვილ სახეს.  სწორედ, ეს ხალხი „აპრავებდა“ სააკაშვილის რეჟიმს. როცა სააკაშვილის დროს ციხეებში გაუპატიურება ხდებოდა  ,,ენჯეოები“, ,,საია“, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ხმას არ იღებდნენ სისტემურ დანაშაულზე. სწორედ , ეს არის ილუსტრაცია იმისა, რომ ეს ადამიანები დაკავშირებულნი არიან  მიხეილ სააკაშვილთან. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო ინსტანციას არ სცა პატივი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ  მარგველაშვილი და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ალიანსში არიან მიხეილ სააკაშვილთან, რაც  ,,ქართულმა ოცნებამ“ არ შეისმინა. მარგველაშვილი ამბობდა, რომ მისი მეგობარი რამიშვილი იყო და როგორ შეიძლებოდა ამ კაცის პრეზიდენტად გამწესება. სამწუხაროა, როცა ქართული მედია იმ არასამთავრობოებს სცნობს სამოქალაქო სექტორად, რომლებიც სოროსის ფონდიდან და სხვა საერთაშორისო ფონდებიდან ფინანსდებიან. თუკი დანაშაულს ჩაიდენს პრეზიდენტი, მას ხელი არ უნდა ვახლოთ?  როცა უცხოეთში პრეზიდენტს ასამართლებენ, კონსტიტუციას თელავენ?  ეს არარეალურია. საქართველოში ცდილობენ, რომ სააკაშვილს ტანჯულის მანტია მოარგონ. მე არ გამოვრიცხავ, რომ  მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალოს, რადგან მარგველაშვილის სცენარი სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აცილებას გულისხმობს“ , _  განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  იურისტი გიორგი გოცირიძე უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პოლიტიკურ განცხადებას უწოდებს და  ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ შეფასება არასწორია. როგორც გიორგი გოცირიძე აცხადებს,  კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ  პრეზიდენტმა შეწყალების უფელბამოსილების გამოსაყენებლად რაიმე პროცედურული ხასიათის ვალდებულება უნდა დაიცვას.

,,ჩვენ ანგარიში გვაქვს მომზადებული სააკაშვილის პერიოდში სავარაუდო პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით და ასევე, ანგარიშები გვაქვს მომზადებული იმ პერიოდში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური განცხადება და ამაზე კომენტარს  ვერ გავაკეთებ, რადგან შეფასება არასწორია. რაც შეეხება სააკაშვილის განაჩენს, ჩვენი პოზიციის დასაფიქსირელად მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, ამის  შემდეგ გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია, რაც შეეხება, ზოგადად, შეწყალების უფლებამოსილებას, ეს არის  პრეზიდენტის აბსოლუტური ხასიათის უფლება.   კონსტიტუციაში  წერია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს მსჯავრდებულს. კონსტიტუცია არ ამბობს, რომ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ამ უფლებამოსილების გამოსაყენებლად  რაიმე  პროცედურული ხასიათის ვალდებულება უნდა დაიცვას პრეზდიდენტმა. გარდა ამისა,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიენტს არ სჭირდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  მოთხოვნების დაცვა  და არ არის სავალდებულო, რომ დასაბუთებული იყოს ეს აქტი ან ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა რაიმე სამართლებრივი ხასითის მოთხოვნით, არამედ  მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. უცნაურია ის, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ გარკვეული მოთხოვნები დაუდგიანა პრეზიდენტს   შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებისთვის იმიტომ, რომ  კონსტიტუცია არ ითვალისწინეს პრეზიდენტის შეზღუდვას რაიმე სამართლებრივი ხასიტაის მოთხოვნიეს, როდესაც ის შეწყალების აქტს გადმოსცემს“, _  განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისთვის.


ნახვა: 312


 ახალი ამბები
  • კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა _ ირაკლი კობახიძეპარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა. კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა. „პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განვიხილეთ ძირითადი პრინციპები. პრინციპების დონეზე შევთანხმდით და ამის საფუძველზე პრემიერი წარმოგვიდგენს თავის გეგმას მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ... ...
  • მეუფე შიო: "ასეთმა შეიძლება მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში ეს მონობაა""როცა წერ სოციალურ ქსელში ტექსტს, რომელიც სავსეა ზიზღით, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი თხოვნა შეასრულოს?! ასეთმა შეიძლება მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას და ამით იყოს კმაყოფილი, მაგრამ სინამდვილეში ეს მონობაა" , _ ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა: „დღესაც ხშირია მსგავსი რჩევები, მოიარე თორმეტი ეკლესია ფეხშიშველმა, მოიარე სალოცავები, ჩაატარე რიტუალები, ასე გვგონია, რომ რიტუალების აღსრულებით ვემსახურებით ქრისტეს. რამდენი რიტუალიც არ უნდა შეასრულო, თუ ეს მხოლოდ გარეგნულადაა სწორად ჩატარებული, უფალი წყალობას ვერ მოგცემს. ან მწირ წყალობას მიიღებთ, რადგან ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი. ამაზე დავფიქრდეთ, რამე ხომ არაა ცხოვრებაში, რაც უნდა შევცვალოთ. ესაა პირადი, თუ თუნდაც საქვეყნო საქმეები. როდესაც გვაქვს სიძულვილი, უხეშობა, უსიყვარულობა ჩვენს გულში, უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს. შეიძლება არ იყოს სიძულვილი, მაგრამ იყოს გულგრილობა. თქვენც ხედავთ როგორი ხშირია, როცა მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვხედავთ ასეთ დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, უხეშობას, უცენზურობას. აფექტის დროს შეიძლება წამოსცდეს ადამიანს მსგავსი სიტყვები, მაგრამ როცა წერს სოციალურ ქსელში ტექსტს, რომელიც სავსეა ზიზღით, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი თხოვნა შეუსრულოს, რა თქმა უნდა არა, არასდროს შეასრულებს. ასეთმა შეიძლება მიაღწიოს გამოხატვის თავისუფლებას და ამით იყოს კმაყოფილი, მაგრამ სინამდვილეში ეს მონობაა. თავისუფლებაა, როდესაც დავძლევთ ჩვენს სიძულვილს, უხეშობას, უკულტურობას და ვიმარჯვებთ ამ თვისებებზე. ვიმარჯვებთ და შემდეგ ვიღებთ ღვთის მადლს," _ განაცხადა მეუფე ... ...
  • "ქართუ" "უკანასკნელი დღეების აურზაურის" მიზეზებს განმარტავს _ "ივანიშვილი საქმის კურსში არ ჩაგვიყენებია" "გიორგი შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით", _ აღნიშნულია საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქართუს" განცხადებაში, რომელიც ფონდმა რეჟისორის ბრალდებების საპასუხოდ გაავრცელა. "ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რეჟისორ გიორგი შენგელაიასთვის ფონდი „ქართუს“ ფულადი დახმარების შეწყვეტის თაობაზე. ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ფონდის ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს კომენტარი. პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. გ. შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით. გ. შენგელაია არის ფონდის ერთ-ერთი უძველესი ბენეფიციარი, ფულად დახმარებას ის იღებს თითქმის 20 წლის განმავლობაში. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ყოველთვიური სტიპენდიისა, ფონდმა დააფინანსა მისი მხატვრული ფილმის „მიდიოდა მატარებლის“ გადაღება. ფონდი „ქართუ“ ერთ-ერთი უძველესი და უდაოდ ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. თავისი არსებობის 23 წლის განმავლობაში ფონდმა დახმარება გაუწია ათასობით ხელოვანს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს. ამავე დროს, ფონდის ისტორიაში არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, რომ ფონდს შეეწყვიტა ფულადი დახმარების გაცემა ბენეფიციარისთვის მისი პოლიტილური ან მსოფლმხედველობითი შეხედულებების გამო. თუმცა, 2012 წელს ფონდის ზოგიერთმა ბენეფიციარმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავად თქვა უარი ფონდის დახმარებაზე. მაგალითისთვის შეიძლება ისეთი პირების დასახელება, როგორიც არიან: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, არტისტი ვახტანგ კიკაბიძე, სპორტსმენი ნანა ალექსანდრია და სხვა. რიგ შემთხვევაში, იმავე პოლიტიკური მოტივით ფონდის დახმარებაზე უარის თქმა მოხდა კოლექტიურადაც, კერძოდ კახიძის მუსიკალური ცენტრის, მუსკომედიის თეატრისა და სხვა დასების მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ ფონდი „ქართუს“ ერთადერთ დონორს წარმოადგენს ივანიშვილების ოჯახი. ვინაიდან გიორგი შენგელაიამ არაერთგზის საჯაროდ გააკრიტიკა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და გამოხატა თუ რაოდენ მიუღებელია მისთვის ბ. ივანიშვილის პიროვნება, ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი ამჟამინდელი პოზიცია განპირობებებულია პოლიტიკური შეუთავსებლობით. ფონდის გამგეობა დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა ბ-ნ გიორგის სურვილი, სხვების მსგავსად, თავისი ინიციატივით უარი ეთქვა ფონდის დახმარებაზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორს. პასუხად შევიტყვეთ, რომ გ. შენგელაიას ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, არა თუ არ სურს მის ფულზე უარის თქმა, არამედ სასამართლოშიც კი უჩივლებს ფონდს, თუ მას ამ დახმარებას შეუწყვეტენ. გ. შენგელაიას პასუხის შემდეგ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ბოლოდროინდელი საჯარო აქტიურობის მამოძრავებელ მოტივს არა პოლიტიკური, არამედ პირადი ხასიათის სარჩული გააჩნდეს. წლების განმავლობაში გ. შენგელაია უკმაყოფილო იყო მისი სტიპენდიის ოდენობით და თვლიდა, რომ მას სხვა ბენეფიციარების მსგავსად უფრო მაღალი ფულადი დახმარება უნდა მიეღო. წლების განმავლობაში ის ითხოვდა ყოველთვიური დახმარების 5000 ლარამდე გაზრდას. ამ საკითხის განხილვისას ფონდის ადმინისტრაცია ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ გ. შენგელაიასთან ერთად ფონდის დახმარებას მისი ოჯახის სხვა წევრიც იღებს და ამიტომაც არ თვლიდა მიზანშეწონილად მისი სტიპენდიის დამატებით გაზრდას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფონდის გამგეობის აღნიშნული პოზიცია გ. შენგელაიას გაღიზიანებას იწვევდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვფიქრობთ რომ უკანასკნელი დღეების აურზაურის მიზეზს შესაძლოა სწორედ ეს გარემოება ედოს საფუძვლად. ბოლოს ცალსახად უნდა ითქვას, რომ მსგავსი თემების შესწავლა და განხილვა ფონდის გამგეობის პრეროგატივა და ვალდებულებაა. შესაბამისად, ფონდის გამგეობას საქმის კურსშიც კი არ ჩაუყენებია ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით," _ აღნიშნულია საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გიორგი შენგელაიას განცხადბით, მას  "ქართუ ჯგუფმა" სტიპენდია გაუუქმა. რეჟისორმა ეს  მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას დაუკავშირა,  სადაც მან ბიძინა ივანიშვილს "გაუნათლებელი კაცი" უწოდა. შენგელაიამ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ დაურეკეს ფონდიდან და პირდაპირ უთხრეს, რომ ტელეთერით გაკეთებული მისი განცხადება მიუღებელი იყო. "ჩემი გამოსვლის მერე, სადაც მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი უკითხავი კაცია მეთქი, სხვა არაფერი სალანძღავი სიტყვა არ გამომიყენებია, დამირეკა ვინმე ჩხეტიანმა, ეს არის "ქართუს ფონდის" მმართველი თუ თავმჯდომარე და მითხრა ეგეთი რამე - ბატონო გიორგი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგხსნათ სტიპენდიიდან, პირდაპირ თქვა ჩხეტიანმა, რომ რაც დაწერეთ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. მე ვუთხარი, რომ ამას მივიღებ მხოლოდ იმის მერე, რაც ოფიციალურ წერილს გამომიგზავნით-მეთქი. ჯერჯერობით წერილი არ მოსულა. შეიძლება გადაიფიქრეს, რაც მეეჭვება იმიტომ, რომ ის საშინელი ჯიუტი კაცია. თუ რამეს უბრძანებს ვინმეს, შემსრულებლები გააკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ წლის კონტრაქტს ვერ გამიუქმებს. ეს არის ყოველწლიური ხელშეკრულება, ყოველ წელს აგრძელებენ და ამას ვერ გამიუქმებს. ივანიშვილი ჩემს ღვაწლს ვერ წაშლის, ამაშია მთელი საქმე. მე ყველას ვუყვარვარ", _ აცხადებდა შენგელაია, თუმცა, როგორც "ქართუს" განცხადებიდან გაირკვა, მისთვის სტიპენდია არ ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.კ., 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1988 წელს დაბადებული ლ. მ., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 ივნისს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღები - სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 20 ივნისს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • პრემიერის დამალული წარსული _ ბახტაძის ბიოგრაფიაში "ცენტრ პოინტში" მუშაობის წლები ბიოგრაფიიდან წაშლილიასაქართველოს პრემიერის დამალული წარსული - მამუკა ბახტაძე, თითქმის, ორი წლის განმავლობაში კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტს ხლმძღვანელობდა, თუმცა, ეს წლები მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან წაშლილია. ბახტაძე ამ თანამდებობაზე მაია რჩეულიშვილმა 2007 ნოემბერში დანიშნა და სადამფუძნებლო დოკუმენტების საქაღალდეში ყველა ეს საბუთი ინახება.   კომპანია ცენტრ პოინტ ინვესტმა, რომელსაც მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა, ასობით ადამიანის ფული მიითვისა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცენტრ პოინტის ხელმძღვანელი, გუკა რჩეულიშვილი, ამბობს, რომ კომპანია ცენტრ პოინტ ინცესტი, რომელსაც მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა, მოქალაქეებისგან ინვესტიციებს ანუ ნაღდ ფულს იზიდავდა და მათ ბანკზე ბევრად მაღალ პროცენტს ჰპირდებოდა. მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ცენტრ პოინტ ინვესტს საქართველოში 2007 წელს ასობით მოქალაქემ მიმართა, ხალხმა ბინები გაყიდა და კომპანიაში ფული შეიტანა. საუბარია, ჯამში, რვა მილიონ დოლარზე. მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2009 წლის 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ცენტრპოინტს ინვესტი უკვე გადახდის უუნარო იყო და ასობით მენაბრე ფულის დაბრუნებას ითხოვდა. მაშინ კომპანია სამართავად დექსუსს გადაეცა, რომელსაც კრიზის უნდა დაეძლია. გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ მამუკა ბახტაძე დროებითი მენეჯმენტის შესვლის წინააღმდეგ იყო. ამავე კომპანიაში ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელად ბახტაძის დედა - მანანა ნანიტაშვილი, მუშაობდა. ის გელოვანის გამზირზე დაკიდული ბაღების მენეჯერი იყო. მანანა ნანიტაშვილისგან ბინა სვეტა დანელიამ იყიდა და 23 ათას დოლარიანი ბინიდან 4000 დოლარი პრემიერის დედას ხელზე მისცა, თუმცა, ქვითარი არ მიუღია. ახლა სვეტა დანელიას აღარც ბინა აქვს და აღარც ფული. ერთი წლის წინ დანელიამ მანანა ნანიტაშვილს პროკურატურაში უჩივლა, თუმცა, საქმე თაროზე შემოდეს და დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. პრემიერის დედა ცენტრ პოინტის სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, მან სახელმწიფო ბრალდებას მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის წინააღდეგ ჩვენები მისცა. უცნობია, რატომ არ იძიებს პროკურატურა პრემიერმინისტრისა და მისი დედის საქმიანობას, რომელიც ცენტრპოინტის ხმაურიან საქმეს პირდაპირ უკავშირდება. მამუკა ბახტაძე, რომელიც ცენტრ პოინტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, მითვისებული თანხების საქმეზე არც კი დაუკითხავთ, რის გამოც, ოპოზიცია ამბობს, რომ სახეზეა შერჩევითი სამართალი. ქუჩაში მოქალაქეები ბინებს და ცენტრ პოინტ ინვესტში ჩადებულ ფულს ამ დრომდე უშედეგო ითხოვენ. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დააკავეს. მობინადრეებს ჰპირდებიან, რომ კუთვნილ ფართებს მიიღებენ, თუმცა, ჯერ ბინა უბინაოდ დარჩენილებს თვალით არ უნახავთ. ვრცლად იხილეთ: ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...