„მასე „გურია ნიუსი“ ათას სისულელეს წერს“ _ ოზურგეთის მერის მოადგილე

პოლიტიკა

„მასე „გურია ნიუსი“ ათას სისულელეს წერს“ _ ოზურგეთის მერის მოადგილე

2018 მაი 17 16:23:28

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა  შედგა. თუმცა, ვიდრე საკითხებს განიხილავდნენ, ხმაური მოჰყვა სხდომაზე მოსულ, ქალაქ  ოზურგეთის, კოსტავას ქუჩის  მრავალსართულიანი ბინის მცხოვრებთა  შემოსვლას. ისინი ითხოვდენ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის აღდგენას. მათ ისაუბრეს უმწვავეს პრობლემაზე, რომ ხშირად მაღალი სართულების კიბეებიდან ჭირს ავადმყოფის ჩამოყვანა ან პირიქით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს უჭირთ დახმარების გაწევა. ასევე მოხუცებს არ შეუძლიათ  პურის საყიდლად ჩასვლა.

ბიუროს სხდომაზე ითქვა,  ახლახან ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის პოზიციას  გამოხატავდა:  „ჩვენ გვინდა ამ დადგენილების დაჩქარებული წესით მიღება, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ვიმედოვნებთ, საკრებულო არ შეეცდება საკითხის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას“.

 საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილემ,  გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ  ჰკითხა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს,  ოსიკო თოთიბაძეს, არის თუ არა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული განცხადება მერიის ოფიციალური პოზიცია.

ოსიკო თოთიბაძემ ეს იუარა და ღურჯუმელიძეს ასეთი პასუხი გასცა:

_ მსგავს საკითხზე   არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს მსგავსი კომენტარი არ გაგვიკეთებია. მასე  „გურია ნიუსიც“ ათას სისულელეს  წერს და ყველაფერზე კომენტარს ხომ არ გავაკეთებთ? _ თქვა მან.

ოსიკო თოთიბაძემ „გური ნიუსთანაც“ გაიმეორა, რომ მსგავსი კომენტარი მერიის თანამშრომლებს არსად გაუკეთებიათ.

_ ხომ თქვით ახლა, რომ „გურია ნიუსი“ ათას  სისულელეს წერს. იქნებ,  დაგვისახელოთ ამ ათასიდან ერთ-ერთი...

_წადით და ნახეთ, რამდენიც გინდათ.

_კონკრეტულად დამისახელეთ...

_მოვძებნი და გამოგიგზავნით. დამანებეთ ახლა  თავი.

_  კონკრეტულად ერთი სისულელე დაგვისახელეთ

_არ გავაკეთებ მე კომენტარს, მივდივარ...  დამანებეთ თავი, წავედი...

წასვლამდე თოთობაძეს შევახსენეთ, რომ ხვალ, რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის  საკრებულო ეთიკის კოდექსს იღებს ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ბიუროს სხდომის  დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის გასახორციელებლად  გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის“ შესახებ,  საკრებულომ მოისმინა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2 მაისს. იმ სხდომაზე  მერიის წარმომადგენლებს არ მოუთხოვიათ და არც არანაირი მოსაზრება არ გამოუთქვამთ, რომ დაჩქარებული წესით უნდა განხილულიყო დადგენილება. 2 მაისის საკრებულოს სხდომა გემახსოვრებათ, ესწრებოდა ,როგორც „გურია ნიუსის“, ისე სხვა მედიის წარმომადგენლები. ასეთი საკითხებისთვის ბიუჯეტში 80 ათასი ლარია გათვალისწინებული, პროექტების გასახორციელებლად. ასევე, მერიას აქვს სარეზერვო ფონდი, 350 ათასი ლარი, საიდანაც   შეიძლებოდა დაეფინანსებინათ,   გადაუდებლობით თუ დაასაბუთებდნენ. ასევე , დღემდე მოქმედებს ძველი წესი და  შეეძლოთ, არ დალოდებოდნენ ახალის მიღებას, ისე ესარგებლათ. რაღაცას დროულად ვერ გააკეთეს  და  საკრებულოს  გადააბრალეს. ხალხი კი კითხულობდა, თურმე მერია აკეთებდა იმ ლიფტებს და საკრებულო უშლიდა ხელს. ეს შეიძლება?“ _ გვითხრა ღურჯუმელიძემ. 




 ახალი ამბები
  • ზურაბიშვილი: საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები (R)საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ჟურნალისტებმა ქალთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, არიან თუ მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პიარკონსულტანტები ისრაელიდან, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არ არიან ჩართული რუსი პიარსპეციალისტები". პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის" წევრებს შეხვდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ... ...
  • "მერი გვეკაიფება" _ რატომ დაუპირისპირდნენ დაბა ლაითურის მაცხოვრებლები ოზურგეთის მერსოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის #2 საბავშვო ბაღში ახალის ნაცვლად ძველი საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს - ამის შესახებ დაბის მცხოვრებლებმა “გურია ნიუსს“ დაუკავშირდა. “კარგად დააკვირდით ამ სურათს და არ გაგიკვირდეთ _ ეს ის დაპირებაა, რომელიც რამდენიმე დღის უკან ბატონმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ლაითურს მე-9 რაიონის მოსახლეობას მისცა და  რომელსაც დიდი სიხარულით ელოდნენ. თქვენთვის მომინდია, დაარქვით სახელი _  ეს შეურაცხყოფაა, დაცინვაა თუ სხვა რამ მსგავსი, რადგან ასეთი და ცოტა უკეთესი უკვე ლაითურის #2 საბავშვო ბაღში დგას 50 წელია. რატომ ჩათვალა მერმა, რომ ჩვენ ამითაც კმაყოფილი ვიქნებოდით, მაშინ როცა თავისი სახლის წინ ეზოში აშენებს ახალ პარკს.  ეჭვი გვაქვს ეს სწორედ იმ პარკიდან ამოიღო და გამოგვიგზავნა იმ ადამიანებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს და მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს  _ ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს?“ - ეს წერილი ფოტოებთან ერთად „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან გამოუგზავნეს. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ საბავშვო ბაღში მიტანილი ატრაქციონები დაზიანებული _ ერთ-ერთი კი დაჟანგულია. დაბაში არ მალავენ, რომ შარაშენიძის საქციელით შეურაცხყოფილები არიან: _ მერი გვეკაიფება _ სხვა არ ვიცით რა ვიფიქროთ. ასეთი აგდება და შეურაცხყოფა გინახავთ სადმე? ხელისუფლების კანდიდატისთვის ხმა კი უნდათ და დაპირების შესრულება არა! ნურავის გონია, რომ ასე ადვილად მოტყუვდება ხალხი. თუ დაგვცინიან არც ჩვენ დავრჩებით ვალში და არჩევნებზე გავცემთ საკადრის პასუხს, _ აღნიშნავენ დაბაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის თანაშემწის რეზო მესხიძის თქმით, ატრაქციონები ლაითურში გვიან ღამით მიიტანეს: _ კომუნისტების დროინდელი ატრაქციონებია, მაგრამ ვინ მოიტანა არ ვიცით. ჩვენთვის არავის არაფერი არ უთქვამს. მუნიციპალიტეტის მერიისგან იყო დაპირება, რომ საბავშვო ატრაქციონებს მოიტანდნენ _ ხალხიც ელოდებოდა და მოიტანეს ძველი ატრაქციონები. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ესენი სხვაგან იდგა და ჩვენთან გადმოისროლეს. არადა, მასეთი ატრაქციონები დგას დაბაში _  უბრალოდ, ერთს ცალი ფეხი არ აქვს და მეორე კიდევ გაფუჭებულია, _  გვითხრა რეზო მესხიძემ. ვინ და საიდან მიიტანა ძველი ატრაქციონები დაბაში უცნობია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დაბა ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატის გია ჩაგანავასთვისაც. „გურია ნიუსმა“ კი გაარკვია, რომ ატრაქციონები, ოზურგეთის მერის სახლთან მდებარე პარკიდან წაიღეს, რომლის ნაცვლად შარაშენიძის მეზობლად არსებულ სკვერში ახალი იდგმება. ის, რომ ატრაქციონები ნამდვილად ოზურგეთიდანაა წაღებული „გურია ნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ: „ეს საბავშვო ატრაქციონები ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე პარკიდან, სადაც ააჯამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გუშინ, მერიის გადაწყვეტილებით წაიღეს. როგორც მერისგან გავიგე,  ადგილზევე მოხდება ატრაქციონის დამონტაჟება, რესტავრაცია, შეღებვა და განახლება,“  _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა აუცილებელია. აღნიშნულ საკითხზე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალები საქართველოში ამომრჩეველთა 53 პროცენტს წარმოადგენენ, მაგრამ პოლიტიკაში სათანადო ადგილი არ აქვთ. „ქალების ჩართულობა აუცილებელია. ქალები წარმოადგენენ ამ ქვეყნის ამომრჩევლების 53 პროცენტს, მაგრამ არ აქვთ სათანადო ადგილი პოლიტიკაში. ამ დროს ქვეყნის ყველა სხვა დარგში, პრაქტიკულად, ქალები არიან წარმოდგენილი. ისინი არიან ძალიან ძლიერები, ზოგჯერ, ძალიან წარმატებულიც, მაგრამ არა პოლიტიკაში, არც ადგილობრივ დონეზე და არც პარლამენტში. მაგალითი, რაც მე მინდა, შემოვიტანო ქართულ პოლიტიკაში, რომ როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში, საქართველოსაც ეყოლება ქალი პრეზიდენტი, ეს არის მაგალითისა და შემდეგი ბრძოლისთვის, რაც უნდა გავიაროთ, რომ საზოგადოება თანამედროვეობისკენ შეიცვალოს და ამავდროულად, შეინარჩუნოს ყველაზე ღირებული ტრადიციები. ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა. ეს არის ამ ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც მთავარი ძალა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე. პრეზიდენტობის კანდიდატმა მოძრაობის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი მისი ფოტოს შეცვლის შესახებ: მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონსსაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ბილბორდებიდან მისი ფოტოების ნაცვლად ოცნების  ლიდერების გამოსახულებით ჩანაცვლებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია ბანერების შეცვლით და განმარტავს, რომ პირველი ტურისთვის გადაღებული ფოტო მას არ მოსწონდა. „განცდა იყო, რომ ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ, რომ ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა. მე არ ვიცი, თქვენი მოსაზრება როგორი არის, მე ძალიან მომწონს ახალი სურათი და პირველი ტურის დროს, მე სულ ვამბობდი, რომ მე მეგონა, რომ ჩემი სურათი ცოტა ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი იმიტომ, რომ ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს და მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონს, იმედი მაქვს, თქვენც,“  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ორგანიზაცია ქალები სამართლიანობისთვის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რომელიმე სხვა ქვეყნის „კოპიო“, არამედ თანამედროვე და ქართული“. ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა, ბანერზე მხოლოდ ქართული ოცნების დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული.  ... ...
  • საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე ღარიბი მოსახლეობასაქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს. ამ რეგიონში შემწეობას იქ მცხოვრები მოსახლეობის 41%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 7% იღებს. 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას კი საქართველოს მასშტაბით 418 351 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 11.2%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 3 729 633 ადამიანი ცხოვრობს. “ბიზნესპრესნიუსმა” სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. ამის შედეგად გამოჩნდა, რომ ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთშია, სადაც 30.246 ადამიანი ცხოვრობს, აქედან საარსებო შემწეობას 12413 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 41%- ს შეადგენს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთს მოსდევს შიდა ქართლი, სადაც 259 251 ადამიანი ცხოვრობს, აქედან სოციალურ შემწეობას 43 920 ადამიანი იღებს, რაც რეგიონის მოსახლეობის 17%-ია. შიდა ქართლის შემდეგ შემწეობას ყველაზე მეტი ადამიანი მცხეთა-მთიანეთში იღებს. აქ სულ 93.897 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას კი 15.6% (14 655) იღებს. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში მოსახლეობის 15-15% იღებს სოციალურ შემწეობას. კერძოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობა 320.805 ადამიანია, საიდანაც შემწეობას 48 018 ადამიანი იღებს. რაც შეეხება გურიას, აქ მოსახლეობა 110.524 ადამიანი, ხოლო სოციალურ შემწეობას 16 597 ადამიანი იღებს. ერთი პროცენტით ჩამორჩება კახეთის რეგიონი, სადაც სოციალურ შემწეობას მოსახლეობის 14% იღებს. რეგიონში სულ 314.681 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას კი 44 300 ადამიანი იღებს. რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში სულ 507.038 ადამიანი, აქედან კი 59 932 სოციალურ შემწეობას იღებს, ეს კი რეგიონის მოსახელობის 12%-ს შეადგენს. რაც შეეხება რეგიონებს, სადაც სოციალურ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია. ეს რეგიონებია – აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და თბილისი. კერძოდ აჭარაში 346 347 ადამიანი ცხოვრობს, აქედან სოციალურ შემწეობას 10%-ს (34 734) ადამიანი იღებს. ქვემო ქართლი კი 432 264 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას კი 9.6% (41 763) ადამიანი იღებს. პროცენტულად ყველაზე ცოტა ადამიანი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, სამცხე-ჯავახეთშია. ამ რეგიონში 155.903 ადამიანიდან შემწეობას მხოლოდ 10 572 ადამაინი იღებს, ეს კი რეგიონის მოსახლეობის 7%-ია.რაც შეეხება ქვეყნის დედაქალაქს, თბილისში სულ 1 158 677 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 91 447 ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, რაც თბილისის მოსახლეობის 7.9%-ს შეადგენს. ... ...

არქივი

ზაფრანი

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...

ყველაზე არაპროგნოზირებადი და სახიფათო ცხოველები

თაფლიჭამია თაფლიჭამია, იგივე რეიტელი, მართალია,...

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემა...

7 თვისება, რომლითაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს ამოიცნობთ

ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?