მდინარაძე: „დადასტურდა ის, რაზეც 9 თვეზე მეტია ვსაუბრობთ“

პოლიტიკა

მდინარაძე: „დადასტურდა ის, რაზეც 9 თვეზე მეტია ვსაუბრობთ“

3 აპრ. 2020, 17:21:07

„ბუნებრივია, სახალხო დამცველის ანგარიში ვერ იქნება კრიტიკას მოკლებული, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რასაც ჩვენ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით - ის, რომ უკანონო ბრძანება გასროლაზე   არავის გაუცია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

 სახალხო დამცველის ანგარიშზე საუბრისას, სადაც ომბუდსმენი 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანგარიში ადასტურებს - უკანონო დავალება არავის გაუცია.

„აქვე, აბსოლუტურად არარელევანტურია მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს იქ მონტაჟის კვალი არსებობს ან რაციების ჩანაწერიდან ვიღაცამ რაღაც ამოჭრა, რადგან ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მონტაჟის კვალი აქ არ არსებობს. შესაბამისად, დასტურდება ისიც, რომ უკანონო დავალება არავის არ გაუცია - პოლიციელები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტზე იყო მიტანილი შტურმი და რამდენიმე საათის განმავლობაში,  ყველანი ვხედავდით, რომ პოლიციელებს აყენებდნენ მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. რეაქცია ამაზე, შემთხვევებში, არის გამოსაძიებელი, მაგრამ რაც მთავარია, დადასტურდა ის, რაც ჩვენ არაერთხელ ვთქვით - ბრძანება გაცემული არ ყოფილა",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




 ახალი ამბები
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედისახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. 2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ  შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.  ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5 მლნ ლარისა იქნება 10 მლნ ლარი. ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით სესხის აღების შემთხვევაში, გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი. ლიზინგის ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის მოცულობა და ნაცვლად 5 000 000 ლარისა განისაზღვრება 10 000 000 ლარით, ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას (ნაცვლად არაუმეტეს 24 თვისა) წლიური 12%-ის ოდენობით. თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.  კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში. პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისათვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა 12 ... ...
  • ცოტა რამ გველგესლას შესახებკავკასიური გველგესლა დასავლეთ საქართველოში ერთადერთი შხამიანი გველის სახეობაა, რომელიც ბინადრობს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე. ის არ არის აგრესიული და ყოველთვის ცდილობს თავის გარიდებას. გავრცელებულია ძალიან ფრაგმენტულად, საქართველოში მხოლოდ ათამდე ადგილასაა ნანახი. კავკასიური გველგესლა დღის გველია, ხშირად თბება მზეზე, თუმცა ძირითადად ახასიათებს მალული ცხოვრების წესი. კავკასიური გველგესლა „წითელი ნუსხის“ სახეობაა წყარო:კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდი; ფოტო: ნათია ... ...
  • პროფსასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადებას შეძლებენპროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტები სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადებას შეძლებენ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „დღეს განათლების სამინისტრო სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს. ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადებაა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას და არ შეაფერხებს გაწვევის პროცესს, ვინაიდან ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადება იქნება. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12- ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადებაა“, - განაცხადა ... ...
  • ექნებათ თუ არა ​აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს პირბადის მოხსნის საშუალებამთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. „იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერთით, გამოცდის ჩატარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ყველა საგამოცდო სივრცეში ფანჯრები ღია უნდა იყოს, მაგრამ თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავა, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6-25 ივლისს ... ...
  • რა ახალი წესები ამოქმედდება ევროკავშირში შესვლის მსურველი ავიამგზავრებისთვის1-ელ ივლისს ევროკავშირი თავის საზღვრებს მესამე სამყაროს ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილთან გახსნის. თუმცა უახლოეს მომავალში ამ ჩამონათვალის გაფართოებაც იგეგმება. რომელი განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს შეუშვებენ მალე ევროკავშირში და როგორ უნდა მოიქცნენ ევროპაში გაფრენის მსურველი მგზავრები? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხი Deutsche Welle-მ გასცა. რა იცვლება 1-ლი ივლისიდან? ევროკავშირში შესვლის შეზღუდვა განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეთათვის 1-ლი ივლისიდან ეტაპობრივად მოიხსნება. თავდაპირველად მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ინიციატივა დასავლეთ ბალკანეთის მხოლოდ 6 ქვეყანას შეეხება. ესენია ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი. ამის მიზეზი არის ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ანალოგიური ან უკეთესიც კია, ვიდრე - ევროკავშირში. სამომავლოდ, ამ ჩამონათვალის გაფართოება იგეგმება და სავარაუდოდ, მათ შორის იქნება საქართველოც. რაც შეეხება შენგენის ზონის შიდა საზღვრებს, ის 15 ივნისიდან უკვე გახსნილია. შესაბამისად, სასკოლო არდადეგების დაწყებამდე, შენგენის 26 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ შიდა ავიამიმოსვლით ესარგებლათ. ამიტომაც სწორედ ამ მიმართულებით ტურისტულმა სააგენტოებმა და ავიაკომპანიებმა სარეკლამო რგოლები გაააქტიურეს. ამ დროს განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა თვითმფრინავებსა თუ აეროპორტებში შემუშავებულ და განხორციელებულ უსაფრთხოების ზომებზე, რომელთა დაცვაც ახალი კორონავირუსული ინფექციის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია. კონკრეტულად რა წესებზეა საუბარი და როგორ უნდა მოიქცეს ევროპაში გაფრენის მსურველი მგზავრი? ნიღაბი როგორც თვითმფრინავში, ასევე - აეროპორტის შენობაში აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ევროპაში გაფრენის მსურველი ადამიანისთვის ნიღბის ტარება სავალდებულოა. ევროკავშირის სტრუქტურების მიერ გამოქვეყნებული სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის ინსტრუქციის თანახმად, ამ წესის დაცვა აუცილებელია "გამგზავრების მიზნით, აეროპორტის შენობაში შესვლის მომენტიდან დანიშნულების აეროპორტიდან გასვლამდე". გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ 6-წლამდე ასაკის ბავშვები და ის პირები, ვისთვისაც ნიღბის ტარება სამედიცინო მიზეზების გამო დაუშვებელია. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მგზავრებმა ნიღაბი ყოველ 4 საათში შეიცვალონ. მათ ხელები რეგულარულად უნდა დაიბანონ და დეზინფექცია ჩაიტარონ. როგორც წესი, ფრენა 4 საათზე მეტხანს გრძელდება, ამიტომაც მგზავრს, სულ ცოტა, 1 სათადარიგო ნიღაბი მაინც უნდა ჰქონდეს. თვითმფრინავის სალონში ხელბარგის ატანა გერმანიის აეროპორტების უმრავლესობაში დაინერგა წესი, რომლის თანახმადაც, მგზავრს სალონში მხოლოდ ერთი ცალი ჩანთის ატანა შეუძლია. სავარაუდოდ, ამან მგზავრის ბარგის შემოწმების პროცესი უნდა დააჩქაროს და აეროპორტში ინფიცირების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. ბარგის შემოწმებისას 1,5-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. ამისათვის კი ავიაკომპანიებმა სახმელეთო სამსახურებთან ერთად აეროპორტებში სპეციალური ნიშნულები უნდა გააკეთონ და მგზავრებისთვის დამატებითი სარეგისტრაციო პუნქტები გახსნან. სამედიცინო კონტროლი აეროპორტებში ამ დროისთვის გერმანიის აეროპორტებში თერმოსკრინინგი ყველა მგზავრისთვის აუცილებელი არ არის. თუმცა ყველა აეროპორტი ვალდებულია, ტემპერატურის საზომი აპარატურა ჰქონდეს და სიტუაციის შესაბამისად, მასობრივი თერმოსკრინინგის დასაწყებად ნებისმიერ დროს მზად იყოს. თუმცა ავიაკომპანიებს შეიძლება საკუთარი წესები ჰქონდეთ. მაგალითად, Lუფტჰანსა უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ მგზავრებს ახალ კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირება შესთავაზოს. აღნიშნული მომსახურება მიუნხენისა და ფრანკფურტის (მაინის) აეროპორტებში იგეგმება. ტესტის შედეგები 4 საათში ცნობილი იქნება. ავიაკომპანიის განცხადებით, ამ მომსახურებაზე მოთხოვნა, უპირველეს ყოვლისა, ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მიემგზავრებიან ქვეყნებში, სადაც შესვლა მხოლოდ ახლახან ჩატარებული შAღშ-ჩოV-2-ის ტესტის პასუხით არის შესაძლებელი. რამდენად დიდია ბორტზე ინფიცირების რისკი? ბორტზე ინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ ის არც თუ ისე დიდია- ამტკიცებენ ავიაკომპანიებისა და თვითმფრინავების მწარმოებელი ევროპული კონცერნის- Aირბუს-ის წარმომადგენლები. ამას კი იმით ხსნიან, რომ თვითმფრინავის სალონში ჰაერის მიმოქცევა ზევიდან ქვევით ხდება. ამიტომაც მგზავრების მიერ ამოსუნთქული ჰაერი სხვა წვეთებთან ერთად დაუყოვნებლივ სალონის იატაკზე ეცემა და გვერდით მჯდომს არ ხვდება. ”ჩვენს თვითმფრინავებში ჰაერწვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც რომელიმე გერმანული კლინიკის საოპერაციოში”, - წერს თავის ვებგვერდზე ავიაკომპანია ჩონდორ-ი. გერმანელი ვირუსოლოგი იონას შმიდტ-ხანასიტი (ჟონას შცჰმიდტ-ჩჰანასიტ) ასეთ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს. ჰამბურგის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გვახსენებს, რომ თვითმფრინავში ჰაერის ფილტრაციის ყველაზე თანამედროვე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი ფრენა ინფიცირების რისკს თავისთავად შეიცავს. რაც უფრო ხანგრძლივია ეს მგზავრობა, საფრთხეც მეტია - აღნიშნავს ვირუსოლოგი. იქნება თუ არა შუა ადგილები ცარიელი? ევროკავშირის ავიაკომპანიებს არ ევალებათ, ფანჯარასა და გასასვლელს შორის არსებული შუა ადგილები ცარიელი დატოვონ. გადამზიდველს ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის დატვირთვა ამის საშუალებას მისცემს. ამრიგად, მგზავრებს ავიაკომპანიისგან შუა ადგილების გამოთავისუფლების მოთხოვნის უფლება არ აქვთ. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...