"მისაღებ კანდიდატურას ყოველთვის დავუდგები გვერდში!" (R)

პოლიტიკა

"მისაღებ კანდიდატურას ყოველთვის დავუდგები გვერდში!" (R)

8 სექ. 2017, 21:55:40

გაზეთ "გურია ნიუსის" რედაქციას!

ორიოდე თვის წინ, "გურია ნიუსში", რედაქციის წყაროებზე დაყრდნობით გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ სამ პიროვნებას: დავით ჟღენტს, ირაკლი კუჭავას და გოჩა მეგრელიშვილს, გვსურდა მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. დასმული იყო კითხვა, ვინ გვიმაგრებდა ზურგს ხელისუფლების შტოებისგან, ვისი დახმარებით და რა გზებით ვაპირებდით სასურველი მიზნის მიღწევას.

ბუნებრივია, სამთაგან ორს: მოქმედ გამგებელს და რამდენიმე წინა არჩევნებში გურიის კოორდინატორს ბ-ნ გ. მეგრელიშვილს, როგორც პარტია "ქართული ოცნების" წევრებს, ექნებოდათ სურვილი აქტიურობის და მხარდაჭერის პარტიიდან.

მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილმა გაჟღერებული ინფორმაცია აღიქვა ჩემს სურვილად და გადაწყვეტილებად, თითქოს მიზნად მაქვს დასახული არჩევნებში აუცილებლად მონაწილეობა.

ჩემთან მაშინდელ ინტერვიუში ჩემი პასუხი იყო შემდეგი: "თუ დავინახავ, რომ წამოყენებული კანდიდატების გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ნაკეთები საქმეები არ არის მისაღები საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვის, არ გამოვრიცხავ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა".

ამ პოზიციაზე ვრჩები დღემდე _ მისაღებ კანდიდატურას ყოველთვის დავუდგები გვერდში. დაველოდოთ კანდიდატების დასახელებას. რაც ახლოვდება არჩევნები, ხშირად ვისმენ კითხვებს: რატომ არ ვაქტიურობ და რას ვაპირებ?

მადლობელი ვარ იმ ადამიანების პოზიციით, ვინც მიცნობს და სჯერათ ჩემი. ბევრი მათგანი მეკონტაქტება და გვაქვს აზრთა გაზიარება. მსიამოვნებს, რომ საკმაოდ ბევრნი არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პრობლემის მოგვარების მსურველი მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ პოლიტიკური და პირადი ამბიციების გარეშე, უყვართ ჩოხატაური და უნდათ მის განვითარებაში მონაწილეობა (ერთ-ერთ მათგანად მე და ჩემი ოჯახიც მოვიაზრებთ თავს).

ჟურნალისტის კითხვას, მე მგონი, მაშინ გავეცი პირდაპირი და გულწრფელი პასუხი, რასაც ამჟამად კიდევ უფრო დავაზუსტებ:

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ხელისუფლებაშიც და საზოგადოებაში მყავს საკმაოდ გავლენიანი მეგობრები, ახლო ნაცნობები და შეხედულებებში თანმხვედრი ადამიანები, თავს არასოდეს ვაძლევდი და არ მივცემ უფლებას (არ ვიკადრებ და არც მათ ვაკადრებ) ჩემდამი კეთილგანწყობა გამოვიყენო პირადი მიზნების ან ამბიციების დასაკმაყოფილებლად (რაც ნამდვილად არ მაწუხებს).

ეს ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია, რაც ბევრისთვის (მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც კი) ზოგჯერ გაუგებარია. მაკვირვებს და არ მესმის, რატომ უნდა იაქტიუროს ან ეძებოს მოქალაქემ მფარველები ხელისუფლებაში კანდიდატურების წამოსაყენებლად, როცა ხელისუფლების და პარტიების მოვალეობაა აწარმოონ სწორი საკადრო პოლიტიკა, შეამზადონ კადრები, შეარჩიონ პროფესიონალები, რათა საკრებულოს და გამგებლობის მათმა კანდიდატებმა მოიპოვონ მოსახლეობის მხარდაჭერა.

მოსახლეობამ, ეტყობა, სწორად ვერ აღიქვა, რა მოტივით იყო განპირობებული წინა საპარლამენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობა; ვერც ის, თუ რაზე ვამახვილებდი ყურადღებას ან რატომ დავაყენე თავი და ავტორიტეტი შეგნებულად დარტყმის ქვეშ, როცა შეცვლილი კანონით, ჩოხატაურის წარმომადგენელს არჩევნებში გამარჯვების მინიმალური შანსიც არ ჰქონდა და თუ მაჟორიტარული სისტემა დარჩა, ვერც ვერასოდეს გვეყოლება საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარი. ჩემი მიზანი იყო გვესწავლა თანადგომა, რაიონის ღირსების დაცვა, წინა პლანზე წამოწეულიყო თავმოყვარეობა და ერთად დგომის შეგრძნება. რაც მოხდა, კარგად დავინახეთ (მოვა დრო და ვისწავლით სიტუაციების შეფასებას).

რაც შეეხება უკვე მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს, მოგახსენებთ ჩემს პოზიციას მის შესახებ:

მე საკმაოდ ბევრ არჩევით თუ დანიშვნით თანამდებობებზე მიმუშავია. ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი საქმეს და კარგად ვიცი ამ მძიმე ტვირთის სიმძიმე. ბევრჯერ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ: ჩემი შეგნებული ცხოვრების და საქმიან-პოლიტიკური მოღვაწეობის 46 წლის მანძილზე ერთი წელიც არ გამიტარებია ჩოხატაურის მომავალზე ფიქრის და პრაქტიკული დახმარების გარეშე.

ყოველწლიურად მე და ჩემი ოჯახის წევრები ვცდილობთ, უანგაროდ წავადგეთ რაიონის კეთილდღეობას და ამას ვაკეთებდით და ვაკეთებთ არა განდიდების ან გამორჩენის მიზნით, არამედ გულწრფელად, არ გვაინტერესებს იმ მუდმივად მოქირქილე და ჭორებით მაცხოვრებელი ადამიანების ვიწრო წრის აზრი, რომლებიც თითოეულ ჩვენს გაკეთებულ საქმეს ან ქველმოქმედებას აკავშირებს თითქოსდა წინასწარ განზრახულ ქმედებებთან: ეს იქნება სპორტულ, ახალგაზრდულ, შეჭირვებულთა თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახმარება.

ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის, როგორც რაიონის ადამიანების უმრავლესობისთვის, სულ ერთი არ არის როგორ რაიონში და ქვეყანაში ვიცხოვრებთ. პირადად მე, როგორც ჩოხატაურელს, პროფესიონალსა და პოლიტიკოსს, მუდმივად რაიონის მაჯისცემაზე მიდევს ხელი და ვგრძნობ "პულსის" შესუსტება-ამოვარდნებს. წლების მანძილზე ვაკვირდები აქ მიმდინარე პროცესებს, მიხარია ჩოხატაურის და ჩოხატაურელების წარმატებები და გულს მტკენს შეცდომები. ამიტომ არ მაქვს უფლება, როგორც მოქალაქემ, არ დავაფიქსირო ჩემი მოსაზრებები და შენიშვნები, არ მივუთითო კონკრეტულ შეცდომებზე (ეს არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ჩოხატაურელის ვალდებულებაა).

წინ გველოდება ადგილობრივი არჩევნები: როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხელისუფლების და პარტიების ვალდებულებაა წარმოადგინონ ღირსეული კანდიდატურები. სასურველია გაითვალისწინონ, რომ 2000 წლიდან სახელისუფლებო პარტიებს (ბოლო დროს გაუგებარი "კოჰაბიტაციის" პირობებშიც) ეტმასნებიან კარიერისტი და კეთილდღეობის მაძიებელი ადამიანები, რომლებიც შემდგომ თავისივე გარემოცვით ახერხებენ სამომავლო მიზნის მიღწევას. როგორც წესი, მათი შემდგომი საქმიანობა ვითარდება სულ სხვა მიმართულებით _ შეხედულებები იცვლება და პირადული გამოდის წინა პლანზე.

ცნობილი პოლიტიკოსის სიტყვებია: "როცა სახელმწიფო სამსახურში მიდიხარ არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე, უნდა იფიქრო არა იმაზე _ სამშობლომ და ხელისუფლებამ რა შეიძლება შემოგთავაზოს, არამედ იმაზე, შენ რისი გაკეთება შეგიძლია მისთვის და გაიხარჯები თუ არა ბოლომდე, როცა მიზანს მიაღწევ".

სამწუხაროდ, წლების მანძილზე, თანამდებობა ბევრისთვის მხოლოდ პიროვნული ამბიციების და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებაა. ასეთი მომხმარებლური დამოკიდებულება ცუდად აისახება ქვეყნის განვითარებაზე და მოქმედი ხელისუფლებების იმიჯზე.

მოქმედმა ხელისუფლებამ წარმოადგინა ქვეყნის განვითარების საკმაოდ კარგი პროგრამა, რომლის რიგ თეზისში გარკვეული წვლილი პირადად მაქვს მიღებული, როგორც ექსპერტს.

დღევანდელ ხელისუფლებას გასავლელი აქვს მეორედ არჩეული ვადის რთული პერიოდი. ამ პროგრამის შესრულების ძირითადი ბირთვი ახალარჩეული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები უნდა გახდნენ, ამიტომაც პროგრამის ხალხთან მიტანას ადგილებზე სჭირდება არა პიარი და ფუჭსიტყვაობა, არამედ მაქსიმალური მობილიზაცია და საქმის მცოდნე პროფესიონალები, რომლებმაც პრაქტიკულად უნდა განახორციელონ პროგრამა, რათა სახელმწიფოს მიერ მოძიებული და გამოყოფილი დაფინანსება ყველა სფეროში მიიმართოს მიზნობრივად, ხარისხის დაცვით და შედეგიანად ისე, რომ არ არსებობდეს კითხვები კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და არაპროფესიონალიზმზე.

თუ არჩევნებში დასახელებული რომელიმე კანდიდატის ავტორიტეტი ან პროფესიონალიზმი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუცია აძლევს უფლებას ნებისმიერ მოქალაქეს, საარჩევნო კანონის შესაბამისად დააყენოს თავისი ან სხვა შესაფერისი პიროვნების კანდიდატურა, ან თავისუფალი არჩევნით მიიღოს პიროვნული გადაწყვეტილება.

ამიტომ ყველა თემის, ყველა სოფლის თუ უბნის ამომრჩეველს გვჭირდება დაფიქრება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე დასახელებული კანდიდატები და შემდგომში სოფლის რწმუნებულებად დასანიშნი პირები არის შეთანხმებული მოსახლეობასთან თუ როგორც ხშირად ხდება, ვიწრო პირთა წრის გადაწყვეტილებაა? ასეთ შემთხვევაში, ხომ არ ჯობს მიმოვიხედოთ ირგვლივ და ვიფიქროთ იმ ადამიანების დაწინაურებაზე, ვინც აზროვნებს სახელმწიფოებრივად, აქვს მეტი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ხალხთან მუშაობის, მიდგომის უნარი და სხვაზე მეტი ავტორიტეტი? ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრია ჩოხატაურში და ქვეყანაში, მაგრამ წლების მანძილზე არასწორად შერჩეულმა კანდიდატების დასახელებამ ჩაკლა მათში მებრძოლი სული და მიჰყვებიან თვითდინებას, რაც დანაშაულია. პატრიოტი და საქმის მკეთებელი ადამიანების გარეშე წარმატებული ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერ აშენდება, არ იქნება რწმენა და თავდაჯერებულობა, რომ თითოეულ მოქალაქეს ევალება და შეუძლია თავისი წილი აგურის დადება, რის გარეშე მომავალ თაობას არ ექნება უფროსი თაობის რწმენა და სწავლა-შრომის ინტერესი.

ერთსაც დავამატებ _ სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ მიმდინარე პროცესებზე მრავალწლიანი დაკვირვებებით, ბევრს არ მოსწონს სიმართლის თქმა და შენიშვნების გათვალისწინება; შეცდომებზე მითითებას აღიქვამენ პირად შეურაცხყოფად (ეს მათი პრობლემაა).

პირადად მე, როცა ვხედავ ქვეყანაში და ჩემს რაიონში რაღაც ვერ კეთდება ხარისხიანად და დანიშნულებით, მუდმივად ვცდილობდი და ვცდილობ ტაქტიანად და ზომიერად მივანიშნო ადგილობრივ ხელმძღვანელობებს დაშვებულ შეცდომებზე და ხარვეზებზე, მაგრამ რეაგირება ხდება ნაკლებად ან საერთოდ არ ხდება.

საწყენია, რომ წლების მანძილზე საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა და ხდება გაუთვლელად და არა რაციონალურად, რომელზეც ყურადღების გამახვილება და ზომების მიღება სჭირდება ხელისუფლებას, მომავალ კანდიდატებს და მოსახლეობას.

მე, როგორც ერთი რიგითი ჩოხატაურელი, თავს ვალდებულად ვთვლი უკვე არა პირად საუბრებში, არამედ საინფორმაციო საშუალებებით და ოფიციალურად დაფიქსირებით წარმოვადგინო საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის ხედვა, კონკრეტული მაგალითებით და ფაქტებით, რათა ერთად ვეძებოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების გზები.

 პატივისცემით,დავით ჟღენტი

(R)




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...