,,მისი მინისტრობის წლებს დარაჯიც კი კოშმარად იგონებს“_ ცინცაძე ზურაბიშვილს კრიტიკულად აფასებს

gurianews.com

პოლიტიკა

,,მისი მინისტრობის წლებს დარაჯიც კი კოშმარად იგონებს“_ ცინცაძე ზურაბიშვილს კრიტიკულად აფასებს

2018 ივლ 18 15:39:17

პოლიტიკის ექსპერტი, სოსო ცინცაძე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, შესაძლოა, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს, ნეგატიურად აფასებს. მისი თქმით, ზურაბიშვილს ქართული საზოგადოებისთვის თავი არაფრით დაუმახსოვრებია, ამიტომ ის დადებით შეფასებას არ იმსახურებს.

პოლიტოლოგი, 10 ოპოზიციური პარტიის მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უფრო იწონებს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

,,სალომე ზურაბიშვილი ისე არის დამოუკიდბელი, როგორც ვარ დალაი-ლამა. დამოუკიდებლობის მას არაფერი სცხია. სალომე ზურაბიშვილმა როგორ გაიმარჯვა მთაწმინდის ოლქში, ესეც საკითხავია. ამ ქალს ისტორიული მოგონებების გარდა, არაფერი აკავშირებს  საქართველოსთან.

მან პირდაპირ აღა-მაჰმად-ხანივით გადაუარა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩოხებით რომ გამოჰყავდა ჩვენი ელჩები დაგავიწყდათ? თითქოს სუხიშვილების მოცეკვავეები იყვნენ. რითი დაამახსოვრა თავი ზურაბიშვილმა საკუთარ ქვეყანს? რა დამსახურებით? გარდა იმისა, რომ მისი მინისტრობის წლებს დარაჯიც კი კოშმარად იგონებს.

გრიგოლ ვაშაძე გაცილებით  სოლიდურად  გამოიყურება, ვიდრე ზურაბიშვილი, მაგრამ არასოლიდურად გამოიყურება ის 10 პარტია, რომელთა მარგი ქმედბის კოეფიციენტი არაშთამბეჭდავია. ამავე დროს ორ წამყვან ოპოზიციურ პარტიას ჯერ არ დაუსახელებია საკუთარი კანდიდატი.

თუ საპენსიო ასაკში არ ხარ და იმას არ ფიქრობ, რომ მემუარები წერო, პრეზიდენტის თანამდებობაზე კანჭი არ უნდა იყარო. პოლიტიკოსისთვის ცოტა შეურაცმყოფელიც კი არის ეს თანამდებობა“, _ განაცხადა ცინცაძემ.

ცნობისთვის, 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. ამ დრომდე კანდიდატი დასახელებული არ ჰყავს ,,ქართულ ოცნებას“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი გუნდი კანდიდატს არ დაასახელებს და მხარს დაუჭერს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს.


ნახვა: 947


 ახალი ამბები
  • “ჩემო პოზიტიურო დედი“ _ ემოციური წერილი, რომელიც შვილმა უკანასკნელად მისწერა დედასდღეს, 15 წლის მოზარდმა, ნ.ბ-ძემ სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ამ ეტაპზე, ზუსტი მიზეზი რა გახდა მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, უცნობია.  ადგილობრივები საუბრობენ, რომ გოგონას არანარი დეპრესია არ აღენიშნებოდა. ფეისბუქ გვერდზე გოგონამ ბოლო პოსტი 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. მან დედას  დაბადების დღეს ულოცავდა. “დედი, ჩემო დაუღალავო. სულ მომღიმარო. ჩემო პოზიტიურო დედი. გილოცავ დაბადების დღეს. პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს გისურვეებ ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად. შემდეგ კი, რაც ყველაზე მთავარია, ჩემს გაძლებას. შენ ხარ ქალი! რომელიც ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. ქალი, რომელიც სულ იმედით სავსეა და ქალი, რომლის შვილობაც ყველაზე დიდი ბედნიერება და სიამაყეა ჩემთვის. ვიცი, საკადრისად ვერ გიფასებ ჩემს ღრმა ბავშვობაში თეთრად ნათენებ ღამეებს და სიყვარულს, რომელსაც დღემდე გამოყოფ ჩემ მიმართ. ვიცი, ხშირად გაბრაზებ, მაგრამ შენც იცი ამდენი გაბრაზების მიუხედავად, ყველაზე ძვირფასი ხარ და ყველაზე წინ დგახარ ჩემს ცხოვრებაში... მინდა, ძალიან დიდხანს ვხედავდე შენს თვალებს. თვალებს, რომელშიც მუდამ იკითხება სიკეთე, სითბო და სიყვარული. ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს შენი თავი. დედი, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყველაზე ბედნიერი ვარ ამქვეყნად რომ ... ...
  • "ეს იყო ხუმრობა" _ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის"ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, ხანდახან ხუმრაბო შესაძლებელია. "ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები ყოველთვის. ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", - აცხადებს ზურაბიშვილი. მანამდე პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მედიის წარმომადგენლებს ურჩია ტვინი გაენძრიათ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ... ...
  • რა დაწერა გოგონამ თვითმკვლელობამდეროგორც უკვე ვწერდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 16 წლის გოგონამ ნ. ბ.-მ თავი მოიკლა. ნ. ბ.-მ თავი ჩამოიხრჩო და როგორც გვითხრეს, სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ ეს ნაბიჯი შეყვარებულის გამო გადადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ოზურგეთში 15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩოოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. მერის წარმომადგენელის თქმით, გოგონამ თავი საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ჩამოიხრჩო. სოფელში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რატომ მოიკლა მოზარდმა თავი. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ წუთას იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. საქმე აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ... ...
  • ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბორჯომში 1992 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ის მოტოციკლს მართავდა და სატრანსპორტო საშუალება ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც, მშენებარე სახლს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით კი გარდაიცვალა. უწყება მომხდარს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...