"მოხდა ხმების ყიდვა" _- საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები და ეუთოს უმწვავესი დასკვნა

პოლიტიკა

"მოხდა ხმების ყიდვა" _- საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები და ეუთოს უმწვავესი დასკვნა

1 მარ. 2019, 12:15:15

ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის აკრძალული მეთოდები გამოიყენა, რომელიც სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია _ ამის შესახებ ეუთოს მიერ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დასკვნაშია ნათქვამი. 

დოკუმენტის შინაარსი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.

მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ კრძალავს, მერები, გუბერნატორები და პარლამენტარები, რომლებიც წარმოადგენდნენ ქართულ ოცნებას, თან დაჰყვებოდნენ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სააგიტაციო შეხვედრებზე. ყველა ამ ქმედებამ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, რაც არ შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებსა და საერთაშორისო პრაქტიკას.

ორივე ტურის დროს ამომრჩევლის მონაცემთა შეგროვებამ და პოლიტიკური უპირატესობის აღნიშვნამ, არჩევნების დღეს ამომრჩეველზე თვალთვალის ჩათვლით, გააჩინა კითხვები ამომრჩევლის პოტენციურ დაშინების და თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე, ხმის მიცემის შესაძლებლობასთან დაკავშირებით,“ _ აღნიშნულია განცხადებაში.

ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

ოდირის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ კამპანიისთვის ინსტიტუციური ვებ-გვერდების გამოყენების მაგალითები და სამუშაო საათების დროს საჯარო მოხელეების მონაწილეობა სააგიტაციო ღონისძიებებში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამას გარდა, დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის მიერ 600 ადამიანისთვის სესხების ჩამოწერა, ხმების ყიდვად არის მოხსენიებული. დოკუმენტის 27 გვერდზე ნათქვამია, რომ მოხდა ხმების ყიდვა. 

„მეორე ტურის წინ მთავრობის განცხადება 600 ათასი პირისთვის "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ვალის ჩამოწერის შესახებ, ასევე ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ინიციატივებიც მოქალაქეებისთვის შეღავათების უზრუნველსაყოფად, ოდირისსადამკვირვებლო მისიამ და სხვებმაც ჩათვალეს ხმების ყიდვის ფორმად. ეს პრაქტიკა იკრძალება საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსით,“ _ აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო




 ახალი ამბები
  • როდის შეძლებს გორაბერეჟოულის პროფესიული სასწავლებელი სტუდენტების მიღებასჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ კოლეჯ "ჰორიზონტის" დაკვეთით, შპს "ელ ჯორჯია", მათ მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, გორაბერეჟოულის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას ახორციელებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მშენებლობა 2020 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. პანდემიის პირობებში, რა ეტაპზეა პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რომლის მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ინტერესი აქვს და როდის შეძლებს სასწავლებელი პირველი სტუდენტების მიღებას? _ ამ საკითხის გასარკვევად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძეს ვესაუბრეთ. ზაალ მამალაძის თქმით, პანდემიის გამო პროფესიული სასწავლებლის პირველი კორპუსის მშენებლობა 2 თვით შეჩერებული იყო, ამჟამად კი სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და გადახურვითი პროცესი მიმდინარეობს. "პანდემიის გამო, მშენებლობა შეჩერებული იყო 2 თვით მაინც, ახლა განახლებულია. მუშაობა თვეზე მეტია მიმდინარეობს. გადახურვის სამუშაოებზე არიან უკვე გადასულები. თუ პანდემიის გამო რამე არ შეიცვალა, ალბათ, ოქტომბრისთვის შეიძლება მიიღოს უკვე სტუდენტები", _ გვეუბნება ზაალ მამალაძე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მეორე, ძირითადი კორპუსის აშენების მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას ელოდებიან. "რაც შეეხება მეორე, ძირითად კორპუსს, ის არის სოფლის მეურნეობის სეგმენტი გორაში. ამასთან დაკავშირებით ტენდერიც გამოცხადებულია, გამარჯვებულს ველოდებით და დაიწყება ძირითადი კორპუსის მშენებლობა გურამიშვილის ქუჩაზე", _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ. მამალაძის თქმითვე, სასწავლებელი 60 სტუდენტზე იქნება გათვლილი, პედაგოგების არჩევა კონკურსის წესით მოხდება. ძირითადი კორპუსის აშენების შემდეგ  კი განისაზღვრება ფაკულტეტების სრული რაოდენობა. "ეს არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის სეგმენტი და ამიტომ იქნება 60 სტუდენტზე გათვლილი. ძირითადი კორპუსი რომ ჩაერთვება, მაშინ განისაზღვრება რა ფაკულტეტები უნდა იყოს. არ იქნება მხოლოდ სოფლის მეურნეობის. შეიძლება სხვა ფაკულტეტებიც დაემატოს. ზოგადი განათლებისაც და ა.შ. რაც შეეხება თანამშრომლებს, როგორც ზაალ მამალაძემ გვითხრა, განათლების სამინისტრო კონკურსის წესით შეარჩევს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გორაბერეჟოულის თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულება ძირითადად, აგრარული მიმართულების იქნება. როგორც სამინისტროში ამბობენ, დაგეგმილია მეტყევეობის, მევენახეობა-მეღვინეობის, მეფუტკრეობის შემსწავლელი და რეგიონის განვითარებისთვის საჭირო სხვა პროგრამების ამოქმედება. ... ...
  • „გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი“ _ დავით ჭიჭინაძე„გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი. გარდა იმისა, რომ სწორედ მისი მსგავსი პოპულისტური, უვიცი განცხადებები ასხამენ ბანკების წისქვილზე წყალს, გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლის იდეაც მიითვისა, რადგან ამ იდეის ავტორი რეალური ადამიანები არსებობენ", _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გამაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, "ადამიანი, რომელიც ამბობს, პრემიერი რომ გავხდები, პროცენტებს შევამცირებო, ეს ნიშნავს რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს". "რადგან,  კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და რომელმა მთავრობამაც გაბედა ეროვნულ ბანკთან მიკარება, ის მთავრობა საკმაოდ ხისტად დაისაჯა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის მიერ. და  ასე რომ ადგე და პროცენტები გაანახევრო, ამის უფლებას არავინ მოგცემს. ანუ, ბანკირებს თავისი წრე აქვთ და იმ წრეშიც კი, ორმა - სამმა თუ იცის რა სისტემას ქმნიან და როგორ „ახრჩობენ“  ხალხს.  ასეთი უცოდინარი, პოპულისტი  ადამიანები კი, ისევ ბანკების წისქვილზე ასხამენ წყალს. მოკლედ, ის, რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური  საქმიანობა და ეს კანდარღვევაა; ის, რომ ეროვნული ბანკი, კონსტიტუციითა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში  ფასები  იყოს სტაბილური  და ამას არ ასრულებს ; რომ ფულის ემისიის უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს და ამას კომერციული ბანკები ახორციელებენ, რითაც ისევ კონსტიტუცია ირღვევა; აი, ამ ყველაფერზე უნდა მოვთხოვოთ პასუხი ბანკებს!  ამის გამო უნდა მიეცენ პასუხისგებაში და არა პროცენტების განახევრებაზე ვისაუბროთ! მითუმეტეს, რომ პროცენტის განახევრება ხალხის გათავისუფლებას ნამდვილად არ ნიშნავს. მე  ამას ვებრძვი რაც პოლიტიკაში ვარ და განსაკუთრებით  2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული,  არაერთხელ წარვადგინე ( ამას ყოფილი პრემიერებიც დაადასტურებენ) პუნქტობრივად,  როგორ უნდა შეიზღუდოს  ბანკების არაპროფილური საქმიანობა და თან ეს ისე  უნდა გაანალიზდეს,  რომ ჯანმრთელად განხორციელდეს და ეკონომიკისთვისაც არ იყოს  დამრტყმელი. მევახშეებთან მიმართებაშიც დაშვებულია პრეცენდენტი.  ნინო ბურჯანაძეს როგორც წაართვეს ერთ დოლარად მიცემულ შენობა, საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, ასევე შეგვიძლია უკან  დავაბრუნოთ მიტაცებული ასობით ბინა, მიმტაცებლები კი დავაჯარიმოთ. გიორგი ვაშაძეს რაც შეეხება,  ის არა მარტო პოპულისტურ, ცარიელ ფრაზებს ისვრის, მან  იუსტიციის სახლის იდეაც კი  მიითვისა და ის ფაქტი, რომ ეს მისი კი არა, სხვისი პროექტია, მალე გამოაშკარავდება, რადგან არსებობენ  ადამიანები ვინც ეს  პროექტი რეალურად შექმნა. ვაშაზემ  და მისმა ოჯახის წევრმა, ვანო ჩხარტიშვილმა კი, ჯერ მოპარული ფული დააბრუნონ და მერე ესაუბრონ ხალხს!“ _ განაცხადა "ტრიბუნას ... ...
  • ფოთში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენფოთში, მდინარე რიონში, 19 წლის გოგოს სამძებრო ღონისძიებები მესამე დღეა, უშედეგოდ გრძედება. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი,  ასევე, 4 ნავი, ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას და დრონი. შეგახსენებთ, სუიციდის ფაქტი 3 აგვისტოს მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • როდის განახლდება სასწავლო პროცესიგანათლების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება. „დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყება 15 სექტემნბერს,  ასევე უნივერსიტეტებში- აუდიტორიებში. მზად ვართ ყველა სცენარისთვის. საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება“,_ განაცხადა ... ...
  • თბილისში ტრანსგენდერი ქალების ცემის ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...