"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააორმაგოს საკარანტინე ადგილები" _ გიგა ბოკერია

პოლიტიკა

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააორმაგოს საკარანტინე ადგილები" _ გიგა ბოკერია

6 აპრ. 2020, 14:57:20

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააორმაგოს საკარანტინე ადგილები მომავალი 10 დღის მანძილზე, დღევანდელი რაოდენობა არ არის საკმარისი მგზავრთა ნაკადის მისაღებად - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას გააკეთა.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს 6 000 იდან 10 000-ს მოქალაქემდე, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას.

"კორონავირუსის ეპიდემიისა და საერთაშორისო ფრენების შეჩერების გამო, საქართველოს 6 000 იდან 10 000-ს მოქალაქემდე, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ეს მათი უფლებაა და ამაზე საქართველოს სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ბუნდოვანი პასუხით შემოიფარგლებიან და მოქალაქეების ასეთ შეყოვნებას ფრენების სირთულით ხსნიან. დისკუსია თვითმფრინავების "შოვნაზე" სრულიად არაზუსტია,რადგან დღეს ფრენების შეჩერების გამო, თითქმის ყველა ავიაკომპანიისთვის მარტივია ასეთი შეკვეთის მიღება.

სინამდვილეში პრობლემა ისაა რომ საკარანტინე ადგილების დღევანდელი რაოდენობა არ არის საკმარისი მგზავრთა ნაკადის მისაღებად. დღეს საქართველოში კარანტინში 5067 ადამიანია. ხელისუფლების მიერ აღებული ამ ტემპით, საქართველოს იმ მოქალაქების დაბრუნებას, ვისაც ამის სურვილი აქვს, მინიმუმ 2 თვე დასჭირდება, რაც სრულიად დაუშვებელია. ფაქტია რომ სასწრაფოდა არის დასაწყები საკარანტინე ადგილების მინიმუმ გაორმაგებისთვის მუშაობა. ხელისუფლებისთვის მობილიზაციის პირობებში არც ეს წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას, რადგან ტურისტული ნაკადების შეწყვეტის გამო, საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა სასტუმრო ცარიელია. ასევე არაზუსტია დისკუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების შემდეგ, პრობლემა იქნება მათთვის საკარანტინო სივრცეების მოძებნა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ბევრი კერძო სასტუმრო, რომელიც დღეს ვეღარ მუშაობს ტურისტების ნაკადის შეწყვეტის გამო, შესაბამისი ანაზღაურების ფასად მზად არის დათმოს შენობები.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • გააორმაგოს საკარანტინე ადგილები მომავალი 10 დღის მანძილზე და ამისთვის გამოიყენოს, მაგალითად, კერძო სასტუმროები, რომლებიც ისედაც მოწადინებული არიან მიიღონ სტუმრები.
  • ამის პარალელურად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში, ვინც უკვე დააფიქსირა წამოსვლის სურვილი საქართველოს საკონსულოებში უახლოეს 1 კვირაში. ამ პერიოდში, თუ ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დაბრუნება, მათ უნდა მიეცეს კომპენსაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისი ოდენობით (თუ 1 კვირა - თვიური მინიმალური ხელფასის 1/4 და ა.შ.). თუმცა, ეს ოდენობა, კვირის განმავლობაში არ უნდა იყოს 600 ევროზე ნაკლები.
  • იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მომავალში დააფიქსირებენ სურვილს საქართველოს საკონსულოებში, დარეგისტრირებიდან 10 დღის განმავლობაში მათი ვერ ჩამოყვანის შემთხვევაში მათ სახელმწიფომ ასევე უნდა გადაუხადოს კომპენსაცია. ამ ადამიანებს ასევე უნდა მიეცეთ კომპენსაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის შესაბამისი ოდენობით (თუ 1 კვირა - თვიური მინიმალური ხელფასის 1/4 და ა.შ.). თუმცა, ეს ოდენობა, კვირის განმავლობაში არ უნდა იყოს 600 ევროზე ნაკლები.
  • კომპენსაციის გადახდა არის საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მოახერხონ ადგილმსაყოფელ ქვეყნებში მინიმალურ პირობებში თავის შენახვა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება." - განაცხადა გიგა ბოკერიამ.




 ახალი ამბები
  • საზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ ქალი დაიღუპასაზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ 30 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა. სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში  2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ელისო ლომაიას  2 დღეში  დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.  ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. როგორც მთელს ქვეყანაში, ისე სამეგრელოშიც ადამიანები სიკვდილთან მარტო არიან დარჩენილები. ბრიგადები, რომ საკმარისი არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები რუხში მდებარე საავადმყოფოში ოჯახის წევრებს საკუთარი მანქანებით მიჰყავთ. მძიმე მდგომარეობას კი ჯანდაცვის მინისტრი როგორც ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ადგილები არის, მაგრამ პაციენტებს ხედები არ მოსწონთ და უკმაყოფილოებიც ამის გამო ... ...
  • "სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან" _ ასმათ ტყაბლაძე მთავრობას მიმართავს"სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან", _ ამ მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას ასმათ ტყაბლაძე. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, დღეს,თბილისში, ხორავას ქუჩაზე სახანძროს დაგვიანებას ფატალური შედეგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ... ...
  • "გენაცვალე ბაბუ" – "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ბაბუასგან საჩუქარი მიიღოქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი,  ხატია ჭყონია ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. “ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ... ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია - ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ - წერს ხატია ... ...
  • გიორგი გახარია - მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავსრაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. „რაც შეეხება აქციებს - საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ყრილობების შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან. რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის არ ვიცი. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების მოწყობის. არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას დეპუტატების შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, რადგან არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის. რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული ... ...
  • ვინ მიიღებს 300 ლარიან დახმარებას და ვის გადაუვადდება სესხებიიქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, 300 ლარიანი დახმარების გარდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, დაეხმაროს სესხის გადავადებაში. „რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სოციალური და ბიზნესის დახმარების მეოთხე ტალღას - ჩვენი ბიზნესის და სოციალური დახმარების წინა სამი ტალღა იყო უკიდურესად მიზნობრივი. თუ პირველი ტალღის პირობებში იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდით ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის შედეგების მასშტაბი,  ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად გადანაწილებული ყველა სოციალურ ჯგუფზე. დღეს უკვე გამოვყოფთ წერტილოვნად, თუმცა დაფარვის პრინციპსაც ვინარჩუნებთ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.  ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში. არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი", - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...