" მთელ რიგი კანონდარღვევები" _ EMC პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას ასაჩივრებს

პოლიტიკა

" მთელ რიგი კანონდარღვევები" _ EMC პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას ასაჩივრებს

2019 აპრ 22 09:53:28

პანკისის ხეობის ადგილობრივი მაცხოვრებლების სახელით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის საკითხზე დავა დაიწყო. კერძოდ, აღნიშნული დავა შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მდინარე სამყურისწყალზე, შპს ,,ფერი“-ს მიერ დაგეგმილი 26.28 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს მშენებლობას, რომელზეც სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნებართვების გაცემა ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ჩართულობისა და კვლევების გარეშე განხორციელდა.

EMC, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, მოითხოვს ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა პანკისის ხეობაში აღნიშნული ჰესის მშენებლობა.

"სამართლებრივი დავა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, განიხილავს; 2. ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციის საკითხზე ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან დაკავშირებული სარჩელი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განიხილება", _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მა პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს მდინარე სამყურისწყალთან, ალაზანთან და მიმდებარე ბუნებრივ გარემოსთან ღრმა სოციალური კავშირი აქვთ.

"ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობა მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხეობაში სასმელი წყლის რესურსის ნაკლებობას, რაც მძიმე სოციალურ ტვირთად დააწვება ადგილობრივებს. წყლის რესურსის შემცირებას გარემოზე ასევე დამაზიანებელი ეფექტი ექნება, ადგილობრივები ხეობის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ტურიზმს, განსაკუთრებით კი, ეკო-ტურიზმს განიხილევან, ეს კი, მდინარე სამყურისწყალის ტერიტორიაზე, ხელუხლებელ ბუნებაში, ჰესის ინფრასტრუქტურის, გვირაბის, მისასვლელი გზისა და გადამცემი ხაზების მშენებლობის პირობებში არსებითად შეუძლებელი გახდება", _ აცხადებენ არასამტავრობო ორგანიზაციაში.

პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის მტკივნეულად დგას ის საკითხიც, რომ პანკისის ხეობაში სახელმწიფოს მიერ უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვები სხვა ჰესების მშენებლობაზე. მათ შორის, იგივე კომპანიის მიერ იგეგმება სოფელ ბირკიანთან „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა, რომლის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გააჩნიათ.

"პანკისის ხეობაში, ფაქტობრივად ჰესების კასკადის გაუაზრებელი მშენებლობა გარემოსთვის შესაძლო ზიანს კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის.

,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს საპროექტო დოკუმენტაცია მთელ რიგ კანონდარღვევებსა და ურთიერთშეუსაბამობებს მოიცავს, რაც საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების პირობებში გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ, მასზე ნებართვების გაცემის შესაძლებლობას.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სახელმწიფომ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზა კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარების გარეშე გასცა და კომპანიას მათი წარმოდგენის ვალდებულება ნებართვის მიღების შემდგომ დააკისრა, რაც მთლიანად ილუზორულს ხდის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების არსს და გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ ჰესების მშენებლობისას რისკების შეფასებას სრულიად ფორმალურ პროცესად აქცევს.

მაგალითად გზშ-ს დოკუმენტის შესაბამისად, კომპანიამ სახელმწიფოს ნებართვის მიღების შემდგომ უნდა წარუდგინოს ისეთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და კვლევები, როგორიცაა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, საშიში გეოდინამიკური პროცესების, შედეგების და მოსალოდნელი გარემოსდაცვითი რისკების შეფასების შედეგები; წინასამშენებლო კვლევების ჩატარება პროექტის გავლენის ზონაში ცხოველთა სახეობების არსებობასა და მათზე მოსალოდნელი ზემოქედებების სახეობებზე, ასევე მცენარეების ჭრა-განადგურებით მიყენებულ ზიანზე; ინფორმაცია, თუ როგორ განხორციელდება „ეკოლოგიური ხარჯის“ გაშვება ქვემო ბიეფში თევზსავალის მუშაობის პერიოდში; სანაყაროების და რეკულტივაციის პროექტი; ინფორმაცია რაბის ტიპის თევზსავალი ნაგებობის მუშოების ეფექტურობის შესახებ;

აღსანიშნავია, რომ მითითებული კვლევები, თუ რისკების შეფასება სწორედ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე უნდა იქნას განხორციელებული და მხოლოდ ამის შეფასების შემდგომ უნდა გაიცეს დადებითი აქტები, რაც მითითებულ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილი იქნა. აღნიშნულის გარდა, ასევე არასათანადოდ არის ჩატარებული კვლევები ან წარმოდგენილია ორაზროვანი შეფასებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე", _ აცხადებენ ცენტრში.

მკვლევარების თქმით, ბოლო პერიოდში, მაღალმთიან რეგიონებში ჩანს პრაქტიკა, როცა სახელმწიფო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და თუ გარემოსდაცვითი მიდგომებისა და პრინციპების უგულებელყოფით, სათანადო კვლევებისა და შეფასებების გარეშე ჰესების მშენებლობაზე იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული პროექტები მათი უსაფრთხოების რისკების, გარემოს დაზიანების, ადგილობრივი სოციალური წესრიგის და კულტურის რღვევის ნიშნების მიღმა, პრობლემურია ადგილობრივი ეკონომიკების მდგრადი და სამართლიანი განვითარების პოტენციალის განადგურების გამო.

"ამ დამაზიანებელი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კრიტიკისა, თუ სოციალური პროტესტის ჩახშობას კი სახელმწიფო სოციალური კონტროლის გაუმართლებელი საშუალებებით ცდილობს და უარყოფს პრობლემების დემოკრატიული და სამართლებრივი გადაჭრის გზებს. სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ მოქმედებს როგორც საჯარო ინტერესების დაცვის გარანტორი, ის არსებითად და მხოლოდ კერძო ინტერესები დამცველია და სათანადოდ არ იაზრებს საკუთარ რეგულატორულ ფუნქციას. მსგავსი პოლიტიკა არსებითად უპირისპირდება დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოს იდეას", _ ამბობენ EMC-ში და იმედოვნებენ, რომ  რომ სასამართლო ხელისუფლება იქნება ის მექანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ რეალური კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებურ პოლიტიკაზე და დაიცვან საკუთარი საცხოვრებელი გარემო, ბუნება და მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური ინტერესები.




 ახალი ამბები
  • შემთხვევა მყინვარწვერზე_ 4 000 მეტრის სიმაღლიდან კაცი ყინულის ნაპრალში ჩავარდამაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მყინვარწვერზე მყოფი ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი.  სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მამაკაცი მაშველებმა ამოიყვანეს და თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა ... ...
  • აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა (R)საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავსებაში ჩართული იყო როგორც  ანგარიშსწორების ბანკი, და ასევე იქნება ამ ობლიგაციებისთვის კალკულაციისა და  საგადამხდელო აგენტი. ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება კი „გალტ ენდ თაგარტმა“ უზრუნველყო. ADB-ის მიერ მსგავსი ორტრანშიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა საქართველოს კაპიტალურ ბაზარზე 2015 წლის შემდეგ მესამედ განხორციელდა. ობლიგაციების გამოშვება ორ ტრანშად მოხდა. მათგან პირველის ვადიანობა - 3 წელი, მეორე ტრანშის ვადიანობა კი 5 წელია. ობლიგაციის განაკვეთი არის ცვლადი და ის საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი დეპოზიტის განაკვეთთან არის ინდექსირებული. ADB პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ობლიგაციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებულ სისტემაში გამოუშვა და განათავსა საჯარო აუქციონის გზით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის დეკემბერში დაინერგა და ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, რისთვისაც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას იყენებს. ADB-ის ფასიანი ქაღალდები ასევე განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდების მფლობელები ქართული ინსტიტუციური ინვესტორები გახდნენ. „ADB ძალისხმევას არ იშურებს, რათა განვითარდეს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები. ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ეროვნულ ვალუტაში გაიცემა თანხები არა მხოლოდ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ ამით ხელს ვუწყობთ განვითარებას, რაც საქართველოს მოწინავე ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობით გამოიხატება“,- განაცხადა „ADB“-ის ხაზინის უფროსმა პიერ ვან პეტეგემმა. „მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკმა ობლიგაციების მასშტაბური განთავსებისთვის პარტნიორად სწორედ საქართველოს ბანკი აირჩია. საქართველოს ბანკი შეასრულებს კალკულაციისა და საგადამხდელო აგენტის როლს და 60-მილიონიან ტრანზაქციაში წარმოადგენს ანგარიშსწორების ბანკს. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ შესამჩნევ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ ენდ თაგარტის“ როლი ამ მნიშვნელოვან გარიგებაში. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ პარტნიორი მსგავსი ტრანზაქციების განხორციელებაში არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ იმ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ,  მოიპოვონ კაპიტალის დამატებითი წყაროები.  მსურს, მივულოცო მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ მნიშვნელოვან გარიგებაზე“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. ... ...
  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენსაქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. წყარო: ... ...
  • ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდებაქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს ... ...
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვალოს„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...