„მტყუანს შეს...ს შენზე ბანძმა“ _ ეკა ნინიძე „ნაციონალების“ ლიდერის ფეისბუქპოსტის გასაჩივრებას გეგმავს

gurianews.com

პოლიტიკა

„მტყუანს შეს...ს შენზე ბანძმა“ _ ეკა ნინიძე „ნაციონალების“ ლიდერის ფეისბუქპოსტის გასაჩივრებას გეგმავს

2018 ივლ 17 15:18:19

ოზურგეთელი „ნაციონალების“ ლიდერის, დავით მჟავანაძის წინააღმდეგ განცხადების შეტანას, ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილი  დირექტორი,  ეკა ნინიძე ჯერ ოზურგეთის საკრებულოში აპირებს.

_ ჯერ მივმართავ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და  ეთიკის კომისიას, შემდეგ კი, თუ საჭირო გახდა, საქმეში ძალოვან  სტრუქტურებსაც ჩავრთავ. ახლა დასასვენებლად ვიმყოფები, ჯანმრთელობა ყველაფერზე მეტად მიღირს, უახლოეს პერიოდში კი, ოზურგეთში  დაბრუნებისთანავე  მჟავანაძის წინააღმდეგ  ვიმოქმედებ, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ეკა  ნინიძემ _ შეგიძლიათ, ნახოთ ჩემს ფეისბუქგვერდზე როგორი სტატუსი გააკეთა დავით მჟავანაძემ, ოზურგეთელი ნაციონალების ლიდერმა.

დღეს, 21-ე საუკუნეში, პოლიტიკოსმა ისე როგორ ვერ უნდა მოახერხოს ოპონირება ოპონენტთან, რომ შეურაცხყოფების კორიანტელი არ დააყენოს? აუცილებლად მივმართავ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და ეთიკის კომისიას წერილობითი განცხადებით. იმედია, იმსჯელებენ ეთიკის კომისიაში. თუ საჭირო იქნება,   ძალოვან სტრუქტურებსაც მივმართავ. მე საკრებულოს  წევრის, დავით  მჟავანაძის მიმართ მაქვს კითხვა: ასე მიმართავს ამომრჩევლებს და  საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს  გამოცდილება აქვს და ასე გაგრძელებას აპირებს?

ეკა  ნინიძემ განმარტა, რომ აღნიშნული სტატუსის გამოქვეყნების შემდგომ მალე მოუწია დასასვენებლად წასვლა, რასაც ვერ შეწყვეტდა „მჟავანაძის ყოვლად შეურაცხმყოფელი სტატუსის გამო“, თუმცა, როგორც მან აღნიშნა,  დაბრუნებისთანავე გასცემს პასუხს.

„გურია  ნიუსი“  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“,  ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დავით მჟავანაძეს ესაუბრა.

_ თუ ეკა ნინიძე თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, შეუძლია მიბრძანდეს სასამართლოში. მე გავაკეთე  ისეთი კომენტარი, რის დაწერაც მივიჩნიე  საჭიროდ. სხვა სერიოზულ კომენტარს მე ეკა ნინიძის არასერიოზულ და არაადეკვატურ გამოსვლებზე ვერ გავაკეთებ.

_ რატომ მიიჩნევთ არასერიოზულად და ერთ კონკრეტულ მაგალითს თუ დაასახელებდით, როგორც თქვენ, ამბობთ, ამ არაადეკვატურობის ან არასერიოზულობის გამომხატველს?

_ მაგისთვის დროს ვერ დავკარგავ. თუ საჭიროდ თვლის, მიმართოს სასამართლოს, _ გვითხრა მჟავანაძემ.

ფეისბუკსტატუსი, რამაც ეკა ნინიძის და დავით მჟავანაძის დაპირისპირება გამოიწვია, ასეთი შინაარსისაა:

ეკა  ნინიძე (საკუთარ გვერდზე წერს) : „მოშიმშილე ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს ბოდვითი აშლილობა დაეწყო,  ლეიბის ქვეშ თაგვივით ხურხნის  ფონზე. ისემც მაგას რა ვუთხრა, ნაშიმშილარი ეგ არ იყოს.

ციც, დათული, გაგიგეს და  მიგიხვდნენ!!! რამდენი გადაგიხადა  ნიკანორმა, თქვი ბარემ? იმას  გაუყავი?  პროვოკაციების მამას?  მედროშეს?

დავით მჟავანაძე კი იქვე ასე პასუხობს: „მტყუანს შეს...ს შენზე ბანძმა, დღეში სამჯერ, ნუ, შაბათ-კვირის გამოკლებით“.

შეგახსენებთ, რომ ივნისში,   ოზურგეთის  საკრებულოში ნაციონალი დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს, ოზურგეთში აქციები მოჰყვა, შემდეგ კი „ნაციონალმა“ დეპუტატებმა ოზურგეთის საკრებულოში შიმშილობის  აქცია გამართეს,  საკრებულოს სხდომის მოწვევის  და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება  მოჰყვა  სოციალურ  ქსელში.  მჟავანაძის და ნინიძის   დაპირისპირებაც ამ ამბების პარალელურად  მოხდა.


ნახვა: 1011


 ახალი ამბები
  • “ჩემო პოზიტიურო დედი“ _ ემოციური წერილი, რომელიც შვილმა უკანასკნელად მისწერა დედასდღეს, 15 წლის მოზარდმა, ნ.ბ-ძემ სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ამ ეტაპზე, ზუსტი მიზეზი რა გახდა მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, უცნობია.  ადგილობრივები საუბრობენ, რომ გოგონას არანარი დეპრესია არ აღენიშნებოდა. ფეისბუქ გვერდზე გოგონამ ბოლო პოსტი 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. მან დედას  დაბადების დღეს ულოცავდა. “დედი, ჩემო დაუღალავო. სულ მომღიმარო. ჩემო პოზიტიურო დედი. გილოცავ დაბადების დღეს. პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს გისურვეებ ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად. შემდეგ კი, რაც ყველაზე მთავარია, ჩემს გაძლებას. შენ ხარ ქალი! რომელიც ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. ქალი, რომელიც სულ იმედით სავსეა და ქალი, რომლის შვილობაც ყველაზე დიდი ბედნიერება და სიამაყეა ჩემთვის. ვიცი, საკადრისად ვერ გიფასებ ჩემს ღრმა ბავშვობაში თეთრად ნათენებ ღამეებს და სიყვარულს, რომელსაც დღემდე გამოყოფ ჩემ მიმართ. ვიცი, ხშირად გაბრაზებ, მაგრამ შენც იცი ამდენი გაბრაზების მიუხედავად, ყველაზე ძვირფასი ხარ და ყველაზე წინ დგახარ ჩემს ცხოვრებაში... მინდა, ძალიან დიდხანს ვხედავდე შენს თვალებს. თვალებს, რომელშიც მუდამ იკითხება სიკეთე, სითბო და სიყვარული. ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს შენი თავი. დედი, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყველაზე ბედნიერი ვარ ამქვეყნად რომ ... ...
  • "ეს იყო ხუმრობა" _ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის"ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, ხანდახან ხუმრაბო შესაძლებელია. "ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები ყოველთვის. ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", - აცხადებს ზურაბიშვილი. მანამდე პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მედიის წარმომადგენლებს ურჩია ტვინი გაენძრიათ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ... ...
  • რა დაწერა გოგონამ თვითმკვლელობამდეროგორც უკვე ვწერდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 16 წლის გოგონამ ნ. ბ.-მ თავი მოიკლა. ნ. ბ.-მ თავი ჩამოიხრჩო და როგორც გვითხრეს, სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ ეს ნაბიჯი შეყვარებულის გამო გადადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ოზურგეთში 15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩოოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. მერის წარმომადგენელის თქმით, გოგონამ თავი საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ჩამოიხრჩო. სოფელში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რატომ მოიკლა მოზარდმა თავი. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ წუთას იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. საქმე აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ... ...
  • ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბორჯომში 1992 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ის მოტოციკლს მართავდა და სატრანსპორტო საშუალება ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც, მშენებარე სახლს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით კი გარდაიცვალა. უწყება მომხდარს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...