"ნაციონალების" და "ოცნების" გარიგება _ რა მოხდა ოზურგეთის საკრებულოში

პოლიტიკა

"ნაციონალების" და "ოცნების" გარიგება _ რა მოხდა ოზურგეთის საკრებულოში

31 ივლ. 2018, 15:51:58

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს. რამდენიმე წუთის წინ გამართულ სხდომაზე თავმჯდომარედ გელა ჩავლეიშვილი აირჩიეს, რომელიც ამ დრომდე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ჩავლეშვილმა ტარიელ აროშიძე ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობიდან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის გამო გადადგა და დღეიდან მოადგილის პოსტი დაიკავა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, აროშიძემ და ჩავლეიშვილმა ადგილები გაცვალეს, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს დროებით _ სულ რაღაც ორი თვით.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, "ქართულ ოცნებაში" გარიგება შედგა _ აროშიძეს თანამდებობა ორი თვით, ხმაურის ჩასაწყნარებლად დაატოვებინეს, სანაცვლოდ კი "ნაციონალურ მოძრაობას" პროკურატურაში წერილის შეტანა მოსთხოვეს, რაზეც ეს უკანასკნელები დაეთანხმნენ _ წყაროს თქმით, ბესო ქათამაძემ, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად აროშიძის დასჯას და თანამდებობიდან გადადგომას აქციებით და შიმშილობით ითხოვდა, პოლიტიკური ქულების დაწერის სანაცვლოდ _ რაც ფრაქციის თავმჯდომარის გადაყენებას გულისხმობდა, პროკურატურაში წერილი შეიტანა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას აროშიძესთან პრეტენზიები არ აქვს.

სწორედ ქათამაძის წერილს მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას ბრიფინგი, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ აროშიძე თანამდებობას ტოვებდა.

პროკურატურაში წერილის შეტანის ფაქტს ბესო ქათამაძე "გურია ნიუსთან" ადასტურებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიაში მიიღეს:

_ ჩვენ გამოვიჩინეთ ჰუმანურობა, რადგან არ გვინდა ვინმე ციხეში წავიდეს, _ აღნიშნავს ქათამაძე და ამბობს, რომ აროშიძეს ბრალიც კი დაუმძიმდა.

"ქართული ოცნების" წევრების მიერ გალახული "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი პრობლემას ვერც იმაში ხედავს, რომ  აროშიძე ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მხოლოდ ორი თვით გადადგა:

_ მარტო აროშიძე არ ყოფილა იქ _ იყვნენ გოჩა კილაძე, დავით ჭაკნელიძე, გენო ჩავლეშვილი. ჩვენ ამ ადამიანების დასჯასაც ვითხოვთ და ვამბობთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაული, _ ამბობს ქათამაძე.

დანაშაულზე არა, თუმცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს ტარიელ აროშიძე _ "ქართული ოცნების" ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე მოადგილე, ქათამაძის ცემის შემდეგ  პირველ კომენტარს "გურია ნიუსთან" აკეთებს და აღნიშნავს, რომ მას თანაგუნდელების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ სურდა:

_ მე გადავდექი იმიტომ, რომ ჩემი თანაგუნდელები  უხერხულ მდოგმარეობაში არ ჩამეყენებინა. იმ ინცინდენტს დიდი ხმაური მოჰყვა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე, _ გვითხრა აროშიძემ.

კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ორ თვეში თანამდებობაზე გვიპასუხა, რომ არ იცის, რა იქნება ორი თვის შემდეგ, თუმცა, აღნიშნავს, რომ გარიგებას ადგილი არ ჰქონია:

_ არ ვიცი, რა გარიგებაზე მესაუბრებით. მოხდა ის, რაც მოხდა. არავითარი გარიგება არ ყოფილა, _ ამბობს აროშიძე.

_ ბატონო ტარიელ, თქვენი გადადგომის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ქათამაძემ პროკურატურაში წერილი შეიტანა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თქვენს მიმართ პრეტენზიები არ აქვს...

_ ეს ბესოს გადაწყვეტილება იყო...

_ და ამის შემდეგ თანამდებობას ტოვებთ თქვენ და დროებით ადგილს უცვლით მოადგილეს..

_ მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

_ ბატონო ტარიელ, ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ შიდა პარტიული შეთანხმებით, თქვენი სახელფასო ანაზღაურება იგივე იქნება, რაც ფრაქციის თავმჯდომარეობისას _ იმ სხვაობას, რაც მოადგილის და თავმჯდომარის ხელფასებს შორისაა, ჩავლეიშვილი გაასწორებს

_ მე არ ვიცი მასეთი გარიგების შესახებ, _ გვითხრა აროშიძემ.

გარიგებას უარყოფს გელა ჩავლეშვილიც, რომელიც 2012 წელს სოფელ ბოხვაურში "რესპუბლიკელების" კვოტით იყრიდა კენჭს, ახლა კი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. აროშიძის მსგავსად ისიც აღნიშნავს, რომ არ იცის, რა მოხდება ორი თვის შემდეგ.

ფრაქციის ახალ თავმჯდომარესთან ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული კიდევ ერთი ინფორმაცია გადავამოწმეთ _ წყარო ამბობს, რომ ჩავლეიშვილი, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს, 2017 წლის თვითმმართველობის არჩვენების დროს ":ქართული ოცნების" კანდიდატის ბეგლარ სიორიძის წინააღმდეგ მუშაობდა და დღევანდელ მერს კონსტანტინე შარაშენიძეს ეხმარებოდა.

ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სწორი არ არის და დღეს, მას მერთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აქვს.

მისივე თქმით, ასევე, არასწორია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტარიელ აროშიძეს ხელფასიდან ყოველთვიურად 400 ლარი უნდა მისცეს _  სწორედ 400 ლარია განსხვავება ფრაქციის თავმჯდომარის და მოადგილის ანაზღაურებას შორის.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი_ ბესო ქათამაძე, რომლის ცემის შემდეგაც დაიწყო ეს პროცესები, შესაძლო გარიგებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. იგი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "ქართულ ოცნებაში" შესაკრებთა ადგილის გადანაცვლება შიდა პარტიული საქმეა და მას არ ეხება.




 ახალი ამბები
  • რატომ მიუვიდათ მომხმარებლებს გაზრდილი კომუნალური გადასახადები სუბსიდიის ამოწურვის შემდეგ„არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე“, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის კომუნალურებზე შეღავათების პროგრამის პირველ ეტაპზე მომხმარებლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა. კერძოდ, როგორც მოქალაქეები წერდნენ, საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მათ გაზრდილი კომუნალური გადასახადები მიუვიდათ. როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ყველა კომპანიის შემთხვევაში, სააგნარიშო პერიოდი თვის სხვადასხვა რიცხვიდან იწყება, შესაბამისად, დარიცხვებიც სწორედ ამ თარიღის მიხედვით მოხდა. „არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე“, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის კომუნალურებზე შეღავათების პროგრამის პირველ ეტაპზე მომხმარებლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა. კერძოდ, როგორც მოქალაქეები წერდნენ, საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მათ გაზრდილი კომუნალური გადასახადები მიუვიდათ. როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ყველა კომპანიის შემთხვევაში, სააგნარიშო პერიოდი თვის სხვადასხვა რიცხვიდან იწყება, შესაბამისად, დარიცხვებიც სწორედ ამ თარიღის მიხედვით მოხდა. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა მეორე ეტაპზეც - მიმდინარე წლის ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალშიც აუნაზღაურებს. კომუნალურებზე შეღავათების პროგრამა იგივე პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს კი ექნებათ შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე უარი თქვან. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებმა სუბსიდირებით მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და მაისშიც ისარგებლეს. მაშინ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 170 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ხოლო სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი სამი თვის განმავლობაში 9 600-მა მოქალაქემ თქვა. „ბევრმა მომხმარებელმა არასწორად გაიგო 3 და 4 თვის სუბსიდირება. მოგეხსენებათ, საანგარიშო პერიოდი კომპანიებისთვის არ არის 1-ლი რიცხვიდან 31-რიცხვამდე. ყველა კომპანიას აქვს თავის საანაგარიშო პერიოდი, ეს შეიძლება დაიწყოს 10, 15 ან 28 რიცხვიდან. შესაბამისად, როდესაც დასრულდა პირველი პროგრამა სუბსიდირების და ივნისში მიუვიდათ მაისის თვის დარიცხვა, მომხმარებლებმა გააპროტესტეს. ჩვენ კარგად შევისწავლეთ საკითხი, ძალიან ბევრი საჩივარი იყო შემოსული. ინდივიდუალურად შევისწავლეთ ყველა და გავუგზავნეთ პასუხები, სადაც მოყვანილი იყო როდის დაუსუბსიდირდათ. ანუ მაგალითად 1-ლი მარტიდან რომ იწყებოდა პროექტი, რეალურად ბევრს 15 თებერვლიდან 15 მარტამდე რაც მოიხმარა, ის დაუსუბსიდირდა. ჩვენ შევისწავლეთ ასეულობით საკითხი და ყველა შემთხვევაში სწორად იყო დაანგარიშებული. აქ პასუხისმგებლობა გადადის კომპანიებზე, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მთავრობას, ვინც ახდენს სუბსიდირებას. იმ თვეებში, როცა ეკუთვნოდა მომხმარებელს სუბსიდიის მიღება, ეს გაკეთებული იყო, არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე. ეს ძალიან მკაცრად გაკონტროლდა და ახლაც გაგრძელდება. მითუმეტეს, რომ უკვე შესწავლილი გვაქვს საკითხი და უფრო მომზადებულები შევხვდებით“,- განაცხადა გიორგი ფანგანმა. წყარო: ... ...
  • "ჩვენი მხარდამჭერები დაიღუპნენ" _ ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებსნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს გორთან მომხდარი ავტოავარიის დროს მისი მხარდამჭერების და წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით: “რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა– ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ ტრაილერი დაეჯახა. მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“– ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში. თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე,  გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა  ამ დროისთვის ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 10 ადამიანი. ისინი გორის კლინიკაში გადაიყვანეს. მიკროავტობუსს, რომლითაც თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მყოფები ზუგდიდში ბრუნდებოდნენ, სატვირთო ტრაილერი შეეჯახა. გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით ... ...
  • 5 დაღუპული და 11 დაშავებული _ შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ... ...
  • მერის წარმომადგენლის ოფისი გაქურდეს - წაღებულია კომპიუტერის პროცესორებიფოთში,  მალთაყვის უბანში, მერის წარმომადგენლის ოფისი გაქურდეს.  გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია  კომპიუტერის ორი პროცესორი. ქურდობის ფაქტს ადასტურებს მერის წარმომადგენელიც. უჩა დოლიძის  თქმით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. "კარები დაკეტილი დაგხვდა ჩვეულებრივად. სავარუდოდ, ფანჯრიდან არიან შესულები. სამართალდამცველები  დაადგენს  ყველაფერს“, – ამბობს უჩა ... ...
  • რას აღნიშნავდნენ ჩოხატაურში ნინო შეწირული-გობრონიძის მხარდამჭერებირამდენიმე წუთის წინ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსის“ კანდიდატის ნინო შეწირული-გობრონიძის მხარდამჭერებმა ჩოხატაურს მანქანებით, საყვირების ხმით შემოუარეს. იმის გასარკვევად, რას აღნიშნავდნენ პარტიის მხარდამჭერები "გურია ნიუსი" პარტიის კანდიდატს ნინო შეწირული-გობრონიძეს დაუკავშირდა. "დღეს, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში გავუშვით ჩვენი მხარდამჭერი 10-10 ახალგაზრდა, ჩვეულებრივად ჩაცმულები და არა ჩვენი მაისურებით. მათ გამოკითხეს, დაახლოებით, 100 ადამიანი, რომელთაგან, თითქმის, ყველა ჩვენი მხარდამჭერი აღმოჩნდა. ამ მარშის საბაბი, ესეც იყო გარკვეულწილად და გარდა ამისა, ჩვენ მოსახლეობას რუპორებით მივმართეთ და შევახსენეთ, მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაგვიჭირონ", _ გვითხრა ნინო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...