"ნაციონალების" და "ოცნების" გარიგების შედეგი _ აროშიძე თავმჯდომარედ დააბრუნეს

პოლიტიკა

"ნაციონალების" და "ოცნების" გარიგების შედეგი _ აროშიძე თავმჯდომარედ დააბრუნეს

4 ოქტ. 2018, 10:37:19

"ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" გარიგების შედეგი ოზურგეთში _ საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი ისევ ტარიელ აროშიძეს ჩაბარდა.

აღნიშნულის შესახებ, გუშინ, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

აროშიძეს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან 30 ივლისს, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მის მიმმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბესო ქათამაძის ცემის გამო.

აროშიძის გადადგომა რომ ფიქცია იყო და ეს ნაბიჯი მხოლოდ რამდენიმე თვით, ხმაურის ჩასაყნარებლად გადადგეს, "გურია ნიუსი" 31 ივლისს წერდა _მაშინ, როცა აროშიძე გელა ჩავლეშვილმა ჩაანაცვლა. 

იმ დროს ჩვენი წყარო ამბობდა, რომ  "ქართულ ოცნებაში" გარიგება შედგა _ აროშიძეს თანამდებობა ორი თვით, ხმაურის ჩასაწყნარებლად დაატოვებინეს, სანაცვლოდ კი "ნაციონალურ მოძრაობას" პროკურატურაში წერილის შეტანა მოსთხოვეს, რაზეც ეს უკანასკნელები დაეთანხმნენ.

წყარო ამტკიცებდა, რომ  ბესო ქათამაძემ, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად აროშიძის დასჯას და თანამდებობიდან გადადგომას აქციებით და შიმშილობით ითხოვდა, პოლიტიკური ქულების დაწერის სანაცვლოდ _ რაც ფრაქციის თავმჯდომარის გადაყენებას გულისხმობდა, პროკურატურაში წერილი შეიტანა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას აროშიძესთან პრეტენზიები არ აქვს.

სწორედ ქათამაძის წერილს მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას ბრიფინგი, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ აროშიძე თანამდებობას ტოვებდა.

პროკურატურაში წერილის შეტანის ფაქტს ბესო ქათამაძე "გურია ნიუსთან" ადასტურებდა და ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიაში მიიღეს:

_ ჩვენ გამოვიჩინეთ ჰუმანურობა, რადგან არ გვინდა ვინმე ციხეში წავიდეს, _ აღნიშნავდა ქათამაძე და ამბობდა, რომ აროშიძეს ბრალიც კი დაუმძიმდა.

"ქართული ოცნების" წევრების მიერ გალახული "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი პრობლემას ვერც იმაში ხედავდა, რომ  აროშიძე ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მხოლოდ ორი თვით გადადგებოდა:

_ მარტო აროშიძე არ ყოფილა იქ _ იყვნენ გოჩა კილაძე, დავით ჭაკნელიძე, გენო ჩავლეშვილი. ჩვენ ამ ადამიანების დასჯასაც ვითხოვთ და ვამბობთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაული, _ ამბობდა ქათამაძე.

დანაშაულზე არა, თუმცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობდა ტარიელ აროშიძე:

_ მე გადავდექი იმიტომ, რომ ჩემი თანაგუნდელები  უხერხულ მდოგმარეობაში არ ჩამეყენებინა. იმ ინცინდენტს დიდი ხმაური მოჰყვა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე, _ აღნიშნავდა 31 ივლისს "გურია ნიუსთან" 

კითხვაზე, დაბრუნდებოდა თუ არა ორ თვეში თანამდებობაზე გვიპასუხა, რომ არ იცის, რა იქნება ორი თვის შემდეგ, თუმცა, აღნიშნავდა, რომ გარიგებას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ მაშინ ისიც გავარკვიეთ, რომ შიდა პარტიული შეთანხმებით აროშიძის სახელფასო ანაზღაურება იგივე იქნებოდა, რაც ფრაქციის თავმჯდომარეობისას _ იმ სხვაობას, რაც მოადგილის და თავმჯდომარის ხელფასებს შორის იყო  ჩავლეიშვილი გაასწორებდა:

_ მე არ ვიცი მასეთი გარიგების შესახებ, _ გვითხრა მაშინ აროშიძემ.

გარიგება უარყო გელა ჩავლეშვილმაც, თუმცა, როგორც ფაქტებმა დაადასტურა "გურია ნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტი აღმოჩნდა _ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტარიელ აროშიძეს თანამდებობა დაუბრუნეს.

ამავე თემაზე: "ნაციონალების" და "ოცნების" გარიგება _ რა მოხდა ოზურგეთის საკრებულოში




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls