"ორი ანსამბლის დასაფინანსებლად 70 000 ლარია საჭირო"

პოლიტიკა

"ორი ანსამბლის დასაფინანსებლად 70 000 ლარია საჭირო"

2019 მარ 14 13:45:03

 2019 წლის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს ოზურგეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე.

ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილისგან, კობა ბანძელაძისგან კომისიის წევრებმა ახსნა-განმარტება იმ 70 ათას ლარზე ითხოვეს, რომელიც ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული ა(ა)იპ-თვის არის გაწერილი. როგორც მან აღნიშნა, ეს თანხა დამატებითი ანსამბლების შექმნისთვისაა გამოყოფილი.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა კობა ბანძელაძეს. მისი თქმით, დაგეგმილია ორი ანსამბლის შექმნა:

"საუბარია "რეხეულის" და "ალილოს" შექმნაზე. ორივე ანსამბლში იქნება 25 ადამიანი და ამისთვის საჭიროა 70 000 ლარი. მე ვფიქრობ, ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და მათი დაფინანსება კარგი იქნება", _ გვითხრა კობა ბანძელაძემ.

სხდომის გადადება ითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" წევრებმა.

ფრაქციამ სხდომის გადადების აუცილებლობა ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის დამატებითი განხილვის მიზნით ითხოვა.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ტარიელ აროშიძემ აღნიშნა, "მაშინ, როცა ბიუჯეტში ცვლილება 16 მილიონით არის დაგეგმილი, მნიშვნელოვანია ყველა იმ შენიშვნაზე იყოს პასუხი გაცემული, რომლებიც კომისიებმა განხილვების პროცესში მერიას წარუდგინეს":

_ სამწუხაროდ, დეტალურად არ არის წარმოდგენილი გასახორციელებელი ღონისძიებები. ასევე, საკრებულოს ინიციატივაა და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის, 8 მარტთან დაკავშირებით წახალისებისთვის გამოიძებნოს გზები, აღნიშნულზე ინფორმაცია მხარის რწმუნებულსაც მივაწოდეთ. დემოგრაფიული მიმართულებით მუნიციპალიტეტში სტატისტიკური მონაცემების გაანალიზების შედეგად, შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, ინიციატივა გავაჟღერეთ ყოველ ახალშობილ ბავშვზე ერთჯერადად 300-ლარიანი დახმარების გაცემის თაობაზე, ამ კონკრეტულ წინადადებებზე განხილვების პროცესში უნდა მოვისმინოთ მერიის პოზიცია", _ თქვა აროშიძემ.

სწორედ ამ საკითხების გამო გადაიდო საკრებულოს სხდომა, რომელიც წინა კვირას იყოს ჩანიშნული.

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსის პავლე ჭყონიას თქმით, საკრებულოს დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია:

"სოფლის პროგრამები ჩავშალეთ და ისე მივაწოდეთ საკრებულოს. ყველა საკითხი გავიარეთ მერიაში და შესაბამისად, ყველაფერზე პასუხი გაცემულია", _ გვითხრა პავლე ჭყონიამ.

მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხზე.

"როდესაც დაიგეგმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ბაღებისთვის, დანამატების თანხა არ იყო გათვალისწინებული.  გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ არის მიღებული და განხილვის პროცესშია. არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და არც ბაღების გაერთიანების დირექცია ამ დანამატების გაცემის წინააღმდეგი არ ვართ. უბრალოდ, მიდის საუბარია თანხების მოძიებაზე. კარგად ვიცით, რომ არ არის ის თანხები საკმარისი, რასაც ბაღების თანამშრომლები იღებენ. ჩვენ გვინდა ხელფასების მომატება და ვნახოთ, რა მოხდება", _ გვითხრა ჭყონიამ.

რაც შეეხება 300-ლარიან დახმარებაზე, როგორც პავლე ჭყონია ამბობს, სავარაუდოდ, ამ პროგრამის ამუშავება მიმდინარე წელს ვერ მოხერხდება:

"დღესდღეობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 10-ზე მეტი სპეციალური პროგრამაა, რომელიც ეხება სოციალურ დაუცველებს, 6-წლამდე ბავშვებს, ასევე, სარეზერვო ფონდიდანაც სოციალურ მიზნით დახმარებები. ამ ეტაპზე მოკლებული ვართ იმ შესაძლებლობებს, რომ ამ კუთხით მოხდეს ბიუჯეტიდან დაფინანსება. ჯერჯერობით, ამის საშუალება არ არის. ზოგადად, ეს არის სახელმწიფო პროგრამა. მომავალ წელს უფრო დიდი შანსია დამტკიცდეს ეს საკითხი და 2020 წლის ბიუჯეტში შევიდეს", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს პავლე ჭყონიამ.




 ახალი ამბები
  • სანდრა რულოვსი: თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის რომ არ ვხუმრობ თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვხუმრობ. სოფელ-სოფელ ვივლი, როგორც ზვიად გამსახურდია, მიიღებთ საქვეყნო პროტესტს, _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა. რულოვსი ამბობს, რომ არჩევნები მოიგო: „ჩვენ გვაქვს მოგებული პირველი ტური და ჩვენ არ დავუშვებთ მეორე ტურს, რადგან არ გვჭირდება, ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. რატომ? იმიტომ, რომ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ. თუ ისინი მაინც პირველ ტურში გამარჯვებას გამოაცხადებენ, მაშინ, ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი, მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ, ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ“, – განაცხადა სანდრა ... ...
  • მუშაობდა თუ არა თალაკვაძე რულოვსის თანაშემწედ _ უმრავლესობის ლიდერი განმარტებას აკეთებსგავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2013 წლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სანდრა რულოვსის თანაშემწედ მუშაობდა თალაკვაძე გამოეხმაურა. სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ, არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან - სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში, _ აღნიშნა ... ...
  • უბანი, რომელზეც სანდრა რულოვსმა მისცა ხმა, გეგა შენგელიამ მოიგოზუგდიდის #82 საარჩევნო უბანი, სადაც ხმა გაერთიანებული ოპოზოციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მისცა, ოცნების კანდიდატმა მოიგო. აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მონაცემების თანახმად, ამ უბანზე 290 ხმა მიიღო გეგა შენგელიამ, ხოლო 200 _ სანდრა ... ...
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...