„ორივე მხარის მოსახლეობას დაბრკოლებებს უქმნის“_ EUMM ატოცში უკანონო ბორდერიზაციაზე

პოლიტიკა

„ორივე მხარის მოსახლეობას დაბრკოლებებს უქმნის“_ EUMM ატოცში უკანონო ბორდერიზაციაზე

2018 ნოე 9 17:47:08

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ატოცში, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან 400 მეტრიანი ახალი ღობის გასაკეთებლად სამუშაოები მიმდინარეობს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება ისეთ სასაზღვრო საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის უფლებების სფეროზე.

ასეთი ინფრასტრუქტურა ზღუდავს თავისუფალ მოძრაობას  და ორივე მხარის ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით დაბრკოლებებს უქმნის.

სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს უსაფრთხოების აქტორებს თავი შეიკავონ დაძაბულობის გამზრდელი ნაბიჯების გადადგმისგან“,_წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ გასული დღეების განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ინფორმაციის მოსაპოვებლად ცხელი ხაზი აამოქმედა და პროცესს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ასევე აღნიშნავს, რომ ატოცში არსებული ვითარება ხაზს უსვამს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების მნიშვნელობას.

 ცნობისთვის, ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, პროცესის შესაჩერებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

 

„ორივე მხარის მოსახლეობას დაბრკოლებებს უქმნის“_ EUMM ატოცში უკანონო ბორდერიზაციაზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ატოცში, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან 400 მეტრიანი ახალი ღობის გასაკეთებლად სამუშაოები მიმდინარეობს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება ისეთ სასაზღვრო საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის უფლებების სფეროზე.

ასეთი ინფრასტრუქტურა ზღუდავს თავისუფალ მოძრაობას  და ორივე მხარის ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით დაბრკოლებებს უქმნის.

სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს უსაფრთხოების აქტორებს თავი შეიკავონ დაძაბულობის გამზრდელი ნაბიჯების გადადგმისგან“,_წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ გასული დღეების განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ინფორმაციის მოსაპოვებლად ცხელი ხაზი აამოქმედა და პროცესს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ასევე აღნიშნავს, რომ ატოცში არსებული ვითარება ხაზს უსვამს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების მნიშვნელობას.

 ცნობისთვის, ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, პროცესის შესაჩერებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

 

 




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება _ "ერთად გავაკეთოთ პრინციპული არჩევანი" (R)15 ნოემბერს ოზურგეთში, ვიქტორ დოლიძის ქუჩაძე (რკინიგზის სადგურის წინ) პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება. მონაწილეობენ: სალომე გოგიაშვილი, აჩი ფურცელაძე, სოფო ხალვაში, თეატრალურის კვარტეტი, ნინი ქარსელაძე, ქუჩის ბიჭები, თემო თათარაშვილი, შვიდკაცა და ალილო. დასაწყისი: 19 ... ...
  • განმუხურის არარსებული ბოტანიკური ბაღი, რომლის შენახვა ზუგდიდის ბიუჯეტს 120 ათასი ლარი დაუჯდა2016 წელს, წინასაარჩევნოდ, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებდა. განმუხური რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ადმინისტრაციულ საზღვართან“ მდებარეობს. მას შემდეგ, რაც ბაღის გაშენების შესახებ ივანიშვილმა ისაუბრა, განმუხურში არსებული, ჭაობიანი, 83.5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სახელმწიფომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა. ხოლო მუნიციპალიტეტმა, თავის მხრივ, ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“ დააფუძნა და მიწა მას უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით მისცა. ამ ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 16 658.4 ლარად არის შეფასებული. 2016 წლის სექტემბერში, განმუხურში ჩასულმა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნულ ტერიტორიაზე არა მხოლოდ ბოტანიკური ბაღის, არამედ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებაზეც ისაუბრა, რომლის მშენებლობაში, ფონდ „ქართუსთან“ ერთად, თანაინვესტირების ფონდიც ჩაერთვებოდა. თუმცა, მიმდინარე წლის ივლისში, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენება გადაიფიქრა, რადგან, მისი თქმით, ამ ყველაფერს შეეძლო იქაური კლიმატი შეეცვალა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რა მოცულობის დაფინანსებას იღებდა და რა ბედი ეწია ბიძინა ივანიშვილის დაპირების გამო დაფუძნებულ ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკურ ბაღს“. „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“ 2016 წლის 26 აგვისტოს დარეგისტრირდა და მისი საშტატო ნუსხა 9 ერთეულით განისაზღვრა, ხოლო რეალურად დასაქმებული 8 პირი იყო. 2016 წლის ზუგდიდის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ს სუბსიდიის სახით 20 ათასი ლარი გამოეყო, ხოლო ბიუჯეტის რეალურმა შესრულებამ 18.8 ათასი ლარი შეადგინა. 2016 წელს ა(ა)იპ-მა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების 74.1% ხელფასებში დახარჯა, ხოლო 23.7% კომპიუტერული ტექნიკის შეძენაში. მაგალითად, 2016 წლის 22 ნოემბერს, წლის ბოლომდე, „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ ხელშეკრულება შესყიდვების სპეციალისტთან გააფორმა, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება 1 100 ლარით განსაზღვრა. ამავე პერიოდში ა(ა)იპ-მა სულ 5 გამარტივებული (პირდაპირი წესით) ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულებამ ჯამში 5 195 ლარი შეადგინა. ე.ი. „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ 5 195 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის და საკანცელარიო ნივთების შესაძენად სპეციალისტს 1 400 ლარი გადაუხადა. 2017 წელს „განმუხურის ბოტანიკურ ბაღისთვის“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო შესრულებამ 101.4 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წელს „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების 92.9%, 94.2 ათასი ლარი, შრომის ანაზღაურებაში დახარჯა, 3.3% (3.3 ათასი ლარი) საწვავის, 2.1% (2.1 ათასი ლარი) კი მივლინებების ხარჯებში. აღსანიშნავია, რომ 2017 წელსაც, 12 თვის მანძილზე, ბოტანიკურ ბაღს დაქირავებული ჰყავდა შესყიდვების სპეციალისტი, რომელიც ანაზღაურებამ 13 200 ლარი შეადგინა, ხოლო 2017 წლის მანძილზე ა(ა)იპ-ის მიერ პირდაპირი წესით (გამარტივებული) შესყიდვის 7 ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საერთო ღირებულება 6 359 ლარია. ამ წელს „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელ სპეციალისტის ანაზღაურებაზე ორჯერ უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე მთლიანად მის მიერ განხორციელებული შესყიდვის ღირებულება. "ფლანგვის დეტექტორი" დაინტერესდა 2016-2017 წლებში „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ მიერ გაწეული საქმიანობით, რისთვისაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ორჯერ მივმართეთ, მაგრამ, როგორც გაირკვა, ა(ა)იპ-ს ასეთი ანგარიში არ აღმოაჩნდა და მსგავსი რამ არც მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარუდგენია. ა(ა)იპ-ის ხარჯების და საქმიანობის შესახებ საუბრისას მისი დირექტორი ზვიად ქარჩავა commersant-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ პირველ წელს ა(ა)იპ-მა კვლევები ჩაატარა და თანამშრომლები გადაამზადა. თუმცა, აღნიშნული საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები ორგანიზაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებაში არ ჩანს. ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ რეორგანიზაცია მოხდა და 2017 წლის 21 დეკემბერს „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრად“ გარდაიქმნა. ხოლო, 2018 წლის 14 მარტიდან მას ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა, რომლის რეაბილიტაციას „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს. 2018 წელს, თავდაპირველად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის“ 200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 20 აგვისტოს ბიუჯეტში შესული ცვლილების შემდეგ, დამატებით 50 ათასი ლარი გამოიყო. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადაცემის შემდეგ ა(ა)იპ-ის საშტატო ნუსხა 29 ერთეულით განისაზღვრა და 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 29 პირს შეადგენდა, თუმცა 30 სექტემბერს 19 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ცენტრს მათთან ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ამ დროისთვის, ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში“ 10 პირია დასაქმებული. ა(ა)იპ-ის დირექტორის განმარტებით, 2018 წელს თანამშრომლების საქმიანობა ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა პასპორტიზაციას და არქეოლოგიურ გათხრებს უკავშირდება.  2018 წელს, პირველ სექტემბრამდე, ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა“ 168.7 ათასი ლარი დახარჯა, სადაც 145.6 ათასი ლარი (86.3%) ხელფსების ხარჯია, ხოლო დანარჩენი 23.1 ათასი ლარიც სხვა ადმინისტრაციული ხარჯები. "შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ 2016-2017 წლებში ბიძინა ივანიშვილის დაპირების მოლოდინშიშემქმნილი ა(ა)იპ არსებობდა, რომელსაც საკუთრებაში მხოლოდ 83.5 ჰექტარის მოცულობაზე არსებულიჭაობი გააჩნდა და ამავდროულად ბიუჯეტიდან იღებდა დაფინანსებას, რომელმაც 2016-2017 წლებში 120.2 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან 108.1 ათასი ლარი (91%) იქ დასაქმებული 8 პირის შრომისანაზღაურებისთვის დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი 12.1 ათასი კომპიუტერული ტექნიკის, საკანცელარიონივთების, საწვავის შეძენის და წარმოადგენლობითი/სამივლინებო ხარჯებში" _ აღნიშნულია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო. სუს-ის მიერ ამ საკითხზე გამოიკითხნენ ცენტრის დირექტორი და ზუგდიდის ყოფილი ... ...
  • "კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა საუბრობს მაღალ მატერიებზე" _ კობახიძეაბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პირდაპირ ვიტყვი - კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა" საუბრობს მაღალ მატერიებზე - ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზეგანაცხადა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგია საქართველოს ორი ისტორიულირეგიონის სრული ოკუპაცია. „უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ დანაშაულის შედეგია ძალიან მძიმე - სრული ოკუპაცია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის, შეგახსენებთ დანაშაულებს: ასზემეტი დაკარგული სოფელი, ათი ათასობით ახალი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასობით დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი. თქვენი დანაშაულის შედეგია ეს ყველაფერი დაამას თქვენ უწოდებთ „შეცდომას". ეს არის თქვენი დანაშაული, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ, როდესაც თქვენ მხარი დაუჭირეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. უკვე 5 პასუხი მიიღეთ და მიიღებთკიდევ ერთ პასუხს. ეს არის უმძიმესი კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა. ეს იყო ერთერთი დანაშაული, რაც მე ვთქვი, როდესაც მან ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიული სცენარის განხორციელებას",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „ეს იყო მარტო ერთერთი დანაშაული". მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში და ამის გარანტი ქვეყანაში ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემაა. „ჩვენ გვახსოვს უამრავი სხვა დანაშაული: ადამიანების წამება, მამაკაცების გაუპატიურება. ეს უბედურება არის ის, რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ". ეს არის მათი სახე. მათ არ აქვთ სარკეში ჩახედვისრესურსი, მათ არ შეუძლიათ, შეხედონ საკუთარ თავს სარკეში და ამიტომ ვერ აღიქვამენ იმას, სადაც არიან და არიან იქ, რაც თქვა გვარამიამ. ზუსტად თქვა, არიან ნაციონალები - ეს არის ზუსტი დახასიათებაიმ მდგომარეობისა, რა მდგომარეობაშიც არის დღეს „ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა" იქვე დარჩეს სადაც თქვა ნიკა გვარამიამ. ეს აუცილებლადშესრულდება და იქნება ასე. ეს არის კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში და ამის გარანტია არის, ბუნებრივია, ის დემოკრატიული სისტემა,რომელიც არის ჩვენთან ჩამოყალიბებული", - განაცხადა ირაკლი ... ...
  • ჩატარდა თუ არა ლანჩხუთში აუქციონი ფარულად _ აჟიოტაჟი შენობის გასხვისების გამოშუხუთის კულტურის სახლის ყოფილი შენობის დემონტაჟი ბოლო ხანია ლანჩხუთში აქტუალურ თემად იქცა. საქმე ისაა, რომ ეს შენობა მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავის დროზე საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანა და ცოტა ხნის წინ აუქციონის შედეგად იმ ორგანიზაციის ვინაობაც გაირკვა, ვინც აღნიშნული შენობის დემონტაჟს განახორციელებს. საგულისხმოა, რომ ამ შენობის ირგვლივ საუბარი კარგა ხანია მიმდინარეობს. აზრი ორად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი თვლიდა, რომ შენობა დემონტაჟს არ საჭიროებდა და შესაძლებელი იყო მისი რეაბილიტაცია. მეორე ნაწილი კი პირიქით _ კატეგორიულად ითხოვდა ამ ავარიული შენობის დანგრევას და ამბობდნენ, რომ ეს უსახური შენობა საფრთხეს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ამ შენობის სამომავლო ბედთან დაკავშირებით პოლემიკა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, დაახლოებით, ორი წლის წინ ლანჩხუთის მაშინდელ გამგებელს ზაზა ურუშაძესა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს კაკო იმნაიშვილს შორისაც გაიმართა. მაშინ მუნიციპალიტეტის პირველი პირი  ამბობდა, რომ აღნიშნული შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა და არგუმენტად ექსპერტიზის დასკვნას იშველიებდა. სოფლის მაჟორიტარი კი  აქცენტს შენობის უნიკალურობაზე აკეთებდა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოწვევას ითხოვდა. საბოლოოდ, დემონტაჟის გადაწყვეტილება მიღებულია და სამუშაოებიც იწყება, თუმცა, შუხუთელთა ერთი ნაწილი აპროტესტებს ადგილობრივი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. მათ შორის არის შუხუთში მცხოვრები ცნობილი იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია. მუხაშავრია თვლის, რომ შენობა ძალიან იაფად და რაც მთავარია, ჩუმად გაიყიდა მაშინ, როცა შეთანხმება არსებობდა, რომ არ მოხდებოდა მისი ამ სახით დემონტაჟი. ლია მუხაშავრიას თქმით, ადგილი, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა და სადაც უამრავი ტურისტი, არ უნდა იყოს ასეთი ფარული გადაწყვეტილების მსხვერპლი. მისივე თქმით, შეიძლებოდა არსებული შენობის რეაბილიტაცია და ადრე დაანონსებული „ლელოს“ მუზეუმისთვის შესაფერისი თანამედროვე ფართის შექმნა. მითუმეტეს, რომ, როგორც თავად გვეუბნება, მან პირადად მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და სთხოვა ამ ადგილს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა.როგორც ლია მუხაშავრია "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, ამ თემას სიხარულით შეხვდნენ თავად სააგენტოში, რადგან საყოველთაოდ ცნობილია ლელოსადმი დიდი ინტერესი და რომ ამ მოვლენას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, რაც საფუძველია იმისა, რომ მალე მოხდეს იუნესკოში „ლელოს“ ტრადიციის დარეგისტრირება და შემდგომ საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მინიჭება. ეს კი თავისთავად გამოიწვევს შუხუთის ტურისტული პოტენციალის ათვისებას და ამ პროცესში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლების გაჩენას. მუხაშავრია საუბარში იმასაც ამბობს, რომ აღნიშნული შენობის ბედით შუხუთის მკვიდრი, ბიზნესმენი გიორგი ჩხაიძე დაინტერესდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ საკუთარი ხარჯებით დაშლიდა შენობას, სამშენებლო მასალას დაასაწყობებდა და სამომავლოდ „ლელოს“ მუზეუმის ასაშენებლად გამოიყენებდა. როგორც საუბრიდან ირკვევა, ამაზე შეთანხმებაც ყოფილა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მაგრამ, როგორც ამას ქალბატონი ლია ამბობს, შენობა ჩუმად გაიტანეს აუქციონზე და 600 ლარად გაყიდეს, მაშინ, როცა მისივე თქმით, მარტო ტუფის ქვით ნაშენი შენობის ნარჩენი თლილი ქვის ღირებულება 40 ათას ლარს აღწევს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ შუხუთის მაჟორიტარ დეპუტატს აკაკი იმნაიშვილს, რომელიც წლებია დაინტერესებულია აღნიშნული შენობის რეაბილიტაციით და საკრებულოს თითქმის ყველა სხდომაზე ითხოვდა პრობლემის რაც შეიძლება სწრაფ დროში გადაჭრას. „სამწუხაროდ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. პირდაპირ ვიტყვი, რომ არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება მერიასთან, რომ აღნიშნული შენობის დემონტაჟი მოხდებოდა და გამოცხადდებოდა პირობიანი აუქციონი, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა, რომ აუქციონში გამარჯვებული ორგანიზაცია დაშლიდა შენობას და სამშენებლო ნარჩენებს ადგილზე დაასაწყობებდა. ამ პირობაზე შევთანხმდით, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ვიგებ, რომ აუქციონი ჩატარებულა და არა იმ პირობით, რაზეც შევთანხმდით. რატომღაც, არ ჩამაყენეს საქმის კურსში და ეს ძალიან ცუდია. ვნახოთ, გვპირდებიან, რომ ამ საქმეს გამოასწორებენ, მაგრამ როგორ, ეს არ ვიცი“, _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი და ადასტურებს, იმასაც, რომ შენობის დემონტაჟი აუცილებელი იყო, რადგან ექსპერტიზამ დაადასტურა მისი უვარგისობა, ოღონდ, მისი ინფორმაციით, ეს იყო არა სამხარაულის ბიუროს დასკვნა, არამედ რომელიღაც კერძო ბიუროს.„გიორგი ჩხაიძე „ლელოს“ მუზეუმის დაპროექტების ხარჯებს საკუთარ თავზე იღებდა და შემდგომ მშენებლობისთვის საჭირო ხელშეწყობისთვისაც მზად იყო, მაგრამ რატომღაც მერიაში არჩიეს, რომ საქმე სხვა გზით წაეყვანათ და ზემოთ ნახსენები შეთანხმებაც დაარღვიეს. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ აუქციონზე გამარჯვებულ ორგანიზაციას სულაც არ აქვს ვალდებულება, სამშენებლო ნარჩენები სოფელს დაუტოვოს და საკუთარი მიზნებისთვის არ გამოიყენოს. მაშინ, როცა სოფლისთვის საკეთილდღეო საქმე კეთდებოდა მაშინ, როცა იყვნენ დაინტერესებული ადამიანები, ვინც ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. რატომ მოხდა არა მარტო მათი, არამედ მთლიანად სოფლის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილის იგნორირება? მეტიც, რატომ დადის ხმები, თითქოს ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ ადამიანებს დაბრალდეს, რომლებიც პირად ინტერესზე მეტად სოფლის ინტერესს ახმოვანებდნენ და გამოდის, რომ ამ მიჩქმალურ გასხვისებაში სულ სხვა ადამიანების ინტერესი და ელემენტარული გულგრილობა შეიძლება დავინახოთ, რომლებიც აქეთ არიან გადაბრალების რეჟიმში“, _ ამბობს შუხუთელთა ის ნაწილი, ვინც სოფლის კულტურის სახლის ყოფილ შენობასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან მირებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. შუხუთის კულტურის სახლის დემონტაჟთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ლანჩხუთის მერიის გამოხმაურება მოჰყვა. „შუხუთის კულტურის სახლის შენობა სრულად ამორტიზებული და ექსპლუატაციისთვის უვარგისია, რაზედაც არსებობს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნა. ამავე დასკვნის თანახმად, შენობა ექვემდებარება დემონტაჟს. უფრო მეტიც, ავარიული შენობა საფრთხეს წარმოადგენს შუხუთელებისთვის და განსაკუთრებით, მოსწავლეებისთვის, შეგახსენებთ, რომ შენობის გვერდით მდებარეობს შუხუთის საჯარო სკოლა და რისკის ალბათობა საკმაოდ დიდია“, _ ვკითხულობთ მერიის მიერ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. მერიაში, ასევე, აბსურდულად მიიჩევენ განცხადებას აუქციონის მალულად ჩატარებასთან დაკავშირებით. „ელექტრონული აუქციონის ჩუმად ჩატარება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ინფორმაცია აუქციონის ჩატარების თაობაზე ქვეყნდება www.eauction.ge-ზე, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან ერთად შეიქმნა 2010 წლის მარტში.  ასევე მცდარია აზრი იმის თაობაზე, თითქოს შუხუთის კულტურის სახლის შენობა გაიყიდა ჩალის ფასად, 600 ლარად.  კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შენობა შეფასდა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა ვარგისი მასალების ღირებულება, რაც 9495 ლარს შეადგენს და არა 40 ათას ლარს, როგორც ლია მუხაშავრია ვარაუდობს. დემონტაჟის ღირებულება ამავე დასკვნის საფუძველზე, შეადგენს 8850 ლარს, ხოლო რაც შეეხება ექვსას ლარს, ეს არის აუქციონის ჩატარებისთვის საწყისი ღირებულების პირობა და არა შესასყიდი თანხა“, _აცხადებს ლანჩხუთის მერია და აქვე გამოთქვამს მზადყოფნას შუხუთის მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, სოფლის ცენტრში დაიგეგმოს ლელოს მუზეუმის ინფრასტრუქტურული პროექტის ... ...
  • ხანძარი ახალციხეში_დამწვარია 3 000 კვადრატული მეტრის ფართობიახალციხეში, სოფელ აწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად ხმელი ბალახი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 3 000 კვ.მ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ამ დროისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

წიწიბურის დიეტა

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია...

როგორ ვამხილოთ მოღალატე მეორე ნახევარი

ბევრი, ვისაც მეორე ნახევარი ღალატობს,...

მკურნალი ძაღლები

ძაღლებს განსაკუთრებულად ძლიერი ყნოსვა აქვთ....

რამდენი კილოგრამი მიიჩნევა სიმსუქნედ?

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 40...

„გულახდილი“ ჯენიფერ ლოპესი

რამდენიმე დღის წინ ტინდერის "Swipe...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?