„ოცნება“ აფეთქდება და საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება“_ პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტიკა

„ოცნება“ აფეთქდება და საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება“_ პაატა ზაქარეიშვილი

4 მარ. 2019, 15:26:35

„ოცნების“ ხრწნა გრძელდება, გუნდი  ბოლშევიკურ პარტიას ემსგავსება. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ აფეთქდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება, თუ არჩევნებამდე მივიდა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მომდევნო პარლამენტში მაქსიმუმ 35-40 პროცენტს მიიღებს“.

_ ბატონო პაატა, „ქართულ ოცნებაში“ შიდაპარტიული პროცესები უფრო და უფრო იძაბება. პარტიის წევრები გუნდ თითქმის ყოველდღიურად ტოვებენ. როგორ ფიქრობთ, დეპუტატთა ნაწილს რატომ აღარ სურს „ოცნებასთან“ აფილირება?

_ “ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები მოსალოდნელი და ბუნებრივი იყო. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური კონკურენცია მოსპო და შემდეგ თანაპარტიელების ჭამა საკუთარ პარტიაშივე დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ დემოკრატიული პროცესები არ ვითარდება. დღეს „ქართული ოცნების“ ხრწნა გრძელდება, გუნდი  ბოლშევიკურ პარტიას ემსგავსება. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ აფეთქდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება, თუ არჩევნებამდე მივიდა. როდესაც პოლიტიკური პარტია თავის წარმატებას უმრავლესობის რაოდენობით ზომავს, მან უნდა იცოდეს, რომ  არჩევნების დროს ეს საზომი მათივე წარუმატებლობასაც გაზომავს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მომდევნო პარლამენტში, მაქსიმუმ, 35-40 %-ს მიიღებს.

_ 2012 წელს „ქართული ოცნება“ სამართლიანობისთვის ბრძოლ ძალად აღიქმებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი _ ძალადობრივ რეიმად. დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა?

_ პოზიციები არ შეცვლილა, უბრალოდ, „ქართული ოცნება“ „ ნაციონალური მოძაობის“ დონეზე ჩამოლაბორანტდა. „ქართული ოცნება“ ისეთივე ბანალური პარტია გახდა, როგორიც „ნაციონალური მოძრობაა“. ადრე მმართველი პარტია სამართლიანობისთვის მებრძოლი პარტია იყო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტების საწყისი ძალა, მაგრამ დღეს ორივე პარტია ერთსა და იმავე კლასშია და სამწუხაროდ, არ ჩანს მესამე ძალა, რომელიც მათზე ზემოთ დადგება. „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ კი ერთი კლასის ბანალური დისკრედიტირებული პარტიები არიან.

_ თქვენი შეხედულებით, ოდიოზური მოსამართლეების ბედი როგორ გადაწყდება. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯომარის  თანამოაზრეთა ჯგუფი სასამართლო სისტემიდან საზოგადოებისთვის არასასიამოვნო მოსამარლეების გადინებას დასთანხმდება?

_ ეჭვი მეპარება, რომ სასამართლო პროცესი ისე წავიდეს, როგორც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული  „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა ნეობოლშევიკური ჯგუფის მხრიდან. ქართულ საზოგადოებაში კანონი და სამართალი იმდენად არ მოქმედებს, როგორც პიროვნული სახეები და არამგონია, რომ დღევანდელი სასამართლოს უტიფრად მომღიმარმა მოსამართლეებმა წარმატებას მიაღწიონ. „ქართული ოცნება“ ახლა სხვა ოდიოზერ მოსამართლეებს ეძებს.

_ ანალიტიკოსები აცხადბენ, რომ  რუსეთი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლას ყველანაირი მეთოდებით ცდილობს. იზიარებთ აღნიშნულ მოსაზრებას? და ასევე,  როგორ ფიქრბთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიმართ მიმდინარე სამართლებრივი დავა პოლიტიკურად მოტივირებულია?

_ რუსეთს ნამდვილად არ უნდა, რომ საქართველო განვითარდეს. ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ბუნებრივია, რუსეთს არ აწყობს. რაც შეეხება შეტევას „თიბისის“ დამფუძნებლებზე, თავად ბანკის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მათ მიმართ ორკესტრირებული შეტევა დაიწყო და მათი განცხადება ჩემთვის მნიშვნელოვანია. მეც ვიყავი მთავრობაში და ვგრძნობდი, თუ როგორ ხდებოდა ამგვარი საქმეების ორკესტრირება და არაფრისგან შუშის კედლების შექმნა. ასე რომ, ეს აპრობირებული მეთოდია, არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ბიზნესში. ვინც ასეთ მცდელობებით არის დაკავებული, მინდა ვუთხრა, რომ  მორალურად ძალიან სუსტი ადამიანია. ქვეყანაში ძლიერი ავტორიტარული მმართველობა უნდა იყოს, რომ თქვენი გაიტანოთ. „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კი ვერ გააკეთა ასეთი რაღაცები, ქართველი ხალხი ნებას შეაკვდა და ჩამოიშალა. ასეთი მცდელობების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ყველა პარტია ჩამოიშლება.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?