„ოცნება“ ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაშიც დამარცხებულია“ _ პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტიკა

„ოცნება“ ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაშიც დამარცხებულია“ _ პაატა ზაქარეიშვილი

2018 ნოე 8 18:57:23

„გურია ნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

_ ბატონო პაატა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მმართველი პარტია, საზოგადოების გულის მოგების მიზნით, გარკვეულ პოლიტიკურ კომპრომისებზე წავიდა, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამ“  პარლამენტიდან  კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროეტი უკან გაიწვია და  ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა.

როგორ ფიქრობთ, „ოცნების“ მხრიდან ახლა განხორციელებული „დათმობების პოლიტიკა“ ამომრჩეველის განწყობაზე რაიმე  გავლენას მოახდენს? 

_ “ქართული ოცნება“ ძალიან რთულ ვითარებაშია, თუმცა კარგია, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.  ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, უარესი იქნებოდა და მეორე ტურს აუცილებლად წააგებდნენ. კომპრომისები არ არის გარანტია, რომ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებენ, მაგრამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გულს ნამდვილად მოიგებენ.

„ქართულ ოცნებას“ ნუ ექნება იმის ილუზია, რომ არჩევნბი, მაინცდამაინც, მათი გამარჯვებით დასრულდება. წაგებასაც უნდა შეეგუონ, ხელისუფლბაში ორი წელი იქნებიან და ამ დროის განმავლობაში ამომრჩევლებს აჩვენონ, რისი გამკეთებლები არიან.

საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა რომც გაიმარჯოს, „ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია, რადგან ლეგიტიმაცია აღარ ექნება. არჩევნების დღეს ხალხი გამოვა და ხმას  მისცემს არა „ქართული ოცნებას, არამედ მიხეილ სააკაშვილის წინააღმეგ დააფიქსირებს საკუთარ განწყობას, რაც სხვადასხვა რამეა.

არჩვნბის გაყალბება დაუშვებელია. „ქართულ ოცნებისთვის“ გაყალბება დამარხვის ტოლფასია, თუ ასე მოხდა, ვადამდელი არევნები გარდაუვალი იქნება. ნუ გადააყოლებენ ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, თავის ბედს და საბოლოო ჯამში, საქართველოს.

_ “ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდმარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუის ოპოზიციისთვის დათმობასაც აპირებდა. ახლა, როცა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შანსი საკმაოდ მაღალია, ხელისუფლბა სამოქალაქო ომზე გვესაუბრება. ქვეყანას „ოცნება“ მართავს და ასე რამ შეაშინა მმართველი პარტია? 

_ ეს ნიშნავს, ამ ქვენის ბატონ-პატრონად თავს ვერ გრძნობენ. „ქართული ოცნება“ არ ელოდა, რომ ოპოზიცია ასეთ წარმატებას მიღწევდა, რაც მათ სისუსტეზე და არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. ბიძინა ივანიშვილი დაწმუნებული იყო, რომ სალომე ზურბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა და გრიგოლ ვაშაძეს ამხელა მხარდაჭერა არ ექნებდა, ამიტომ ვეძახი მას ფარისევლუ პარტიას. გული მწყდება, რომ ფარისევლობით უნდოდათ გაეტანათ სიტუაცია, რაც არათუ მე, არამედ არავინ აპატია.

დღეს მმართველი პარტიის ხელშია ძალაუფლბა, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდნენ ხელიუფლებაში.

 „ქართული ოცნება“ საკუთარი ისტერიკით ოპოზიციის კიდევ უფრო აძლერებს. როცა ძაღლი გრძნობს, რომ მისი გეშინია, კიდევ უფრო აგრესიული ხდება. დღეს ოპოზიცია გრძნობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი ეშინია, რაც კიდევ უფრო აძლიერებთ.  

„ქართული ოცენება“ დამშვიდეს, დაწყნრდეს, არც დამარცხებაა ტრაგედია. თუ დამარცხდებიან, ოპოზიციურ კანდიდატს გამარჯვება მიულოცონ. თავისი საქმე მშვიდად და თანმიმდევრულად აკეთონ.

_ „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძე  ამბობს, რომ  თუ დასჭირდა, ქუჩაში 50 ან 100 ათას მოქალაქეს გამოიყვანს. საპრეზიდენტო კანდიდატი  საკუთარ ძალაუფლებაზე უსვამს ხაზს, თუ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პირდაპირ დესტაბილიზაციას აანონსებს?

_მაშინ ქვეყანა არ გვქონია! გამოდის, ექვსი წელის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას აშენების ნაცვლად, ანგრევდა. იმ შემთხვევაში, თუ ისეთი უუნარო ინსტიტუტის ხელმძღვანელს,  გრიგოლ ვაშაძეს შეეძება ამ რაოდენობით ხალხის გარეთ გამოყვანა, ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ.

ქართველმა ხალხმა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ დასაჯა, 6 წლის თავზე_ „ქართული ოცნება“. ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, რა უნდა, თუ ხალხი ვაშაძეს ქუჩაში გამოჰყვა, ესე იგი, არეულობა სურს.

_ ბოლო კვირების განმავლობაში, საზოგადოებამ პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოისმინა. ივანიშვილმა ქვეყნის აღმშენებლობის შესახებ ნათქვამი სიტყვები მაშინ უარყო, როცა მეორე ტურში განცდილი წარუმატებლობა არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას დააბრალა, რაც საზოგადოებისთვის კარგა ხანია ცნობილი იყო. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ვერ ამჩნევდა?

_ არ სჯეროდა. გარშემო ფარისევლები, მლიქვნელები ჰყავს, რომლბიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქობენ. უქმნიდნენ ილუზიებს, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში 27 % აქვს ოპოზიციასო, ბიძინა ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ და გული მწყდება, რომ ასეთ დღეში ჩაიგ თავი.

როცა მის გარშემო ნამდვლი გამოცდილი პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებიც გაკრი, რა მიიღო შედეგად? მლიქვნელები, ფარისევლები, მედროვეები და კარიერისტები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ, სახელმწიფო საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ.

ივანიშვილი გადალახავს კომპლექსს და იტყვის, მე შევცდი ამ ხალხთანო?! როგორც თავის დროზე „ნაცონალურ მოძრაობას“ ვაკრიტიკებდი, ისე ვაკრიტიკებ დღეს „ქართულ ოცნებას“. დაფიქრდნენ, დღემდე არ უღიარებია, რომ ოალიციის დაშლა დიდი დანაშაული იყო.  პარტიები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გადალაგდნენ და ვხედავთ, როგორ გააძლიერეს.

_ გავრცელებული ინფრმაციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩვნების შემდეგ, შესაძლოა,  პარლამენტის თავმჯდომარის იმპჩმენტი საკითხი დღის წესრიგში დადგეს. როგორ ფიქრობთ, უმაღლესი თანამდებობის პირების პერსონალური გადახალისება აუცილებელია?

_ პარლამეტის ვმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, რომლებიც გაუგებარია, როგორ მოხვდნენ ამ თანამდებობებზე, არ არის მთავარი. ის პოლიტიკაა მთელი გაუგებრობა, რომლმაც ასეთი ხალხი მოიყვანა ხელიუფლბაში.

რა მნიშვნელობ აქვს, ერთი კობახიძის შეცლას მეორე კობახიძით?! ან ყოფილი „ნაციონალი“ ბახტაძის შეცლას მეორე „ნაციონალი“ ბახტაძით?! „ქართულ ოცნებას“ უნდოდა ძველი გვარდის გაშვება და მათი სათბურში გაყვანა, რაც არ გამოვიდა.

თუ წყალში არ ჩახტი, ნაპირზე ცურვას ვერ ისწავლი. „ოცნებას“ უნიკა, გამოდილი პოლიტიკოსები ჰყავდა. ახლა კი, ე.წ.  „ოცნების“ ბიჭებს წარმოდგნა არ აქვთ, რას აკეთებენ  პოლიტიკაში.




 ახალი ამბები
  • კახა კალაძე: რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის"მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია.  რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის, თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედი-LIVE-ის ეთერში. მერის აზრით, ნაციონალურ მოძრაობას „სხვა ენა არ ესმის“, თუმცა ეს გამამართლებელი არ არის. 18 იანვარს კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რომელსაც დიდი გამოხმარება მოჰყვა.   „ჩვენ იქ ​გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ. ნუ, მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები“, – განაცხადა კახა ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...