"ოცნების" კანდიდატი, რომელიც 2012 წელს სოფელს "ნაციონალების" მხარდაჭერას სთხოვდა _ "არასოდეს ვუარყობ"

gurianews.com

პოლიტიკა

"ოცნების" კანდიდატი, რომელიც 2012 წელს სოფელს "ნაციონალების" მხარდაჭერას სთხოვდა _ "არასოდეს ვუარყობ"

2017 ოქტ 8 11:08:34

 “იყო "ნაცი", გახდა “ქოცის” მორიგი სერია _  2012 წელი, საარჩევნო კამპანია, წითელი მაისურით ავთანდილ სურგულაძე, რომელიც დღეს "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია ჭანიეთში” _  „გურია ნიუსის“ მიერ სოციალურ ქსელში ამ წარწერით გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც შესაბამის ფაქტს ასახავდა,  დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნახევარზე მეტი „ნაცები“ გაქოცდნენ“; „აი, მესმის ფერისცვალება“; „მედროვეები“ _ ფოტოს მოყოლილ ამ და სხვა კომენტარებს თავად ავთანდილ სურგულაძეც გამოეხმაურა და „გურია ნიუსის“ კოლექტივთან დებატები მოითხოვა:

„ქალბატონებო და ბატონებო! ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ უსაფუძვლო განცხადებებისაგან. თუ რაიმე საეჭვო საკითხები გაქვთ ჩემთან მიმართებაში, მზად ვარ დებატებში მოგიწვიოთ მთელი "გურია ნიუსის" კოლექტივი, რათა ნათელი მოვფინოთ საზოგადოებას. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ უაპელაციო განცხადებებისაგან”, _ აღნიშნა სურგულაძემ, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, როცა კანდიდატად დაასახელეს, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

ეთერში არა, მაგრამ საინტერესო დიალოგი გაიმართა სოციალურ ქსელში. ჩვენს კითხვაზე _ იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და იყარა თუ არა სოფელ ჭანიეთში კენჭი ამავე პარტიის სახელით, სურგულაძემ ასე გვიპასუხა:

_ იმ დროს ვიყავი ჩემი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, რასაც არასოდეს ვუარყობ (სტილი დაცულია. ავტ), მაგრამ პიარკამპანიებში არასდროს ვმონაწილეობდი რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად.

_ ბატონო ავთანდილ,  თქვენს სოფელშინაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდით?

დიახ! _ დააკონკრეტა სურგულაძემ.

დიალოგში ჟურნალისტი დავით ხარშილაძე ჩაერთო, რომელიც დაინტერესდა, რას იზამდა სურგულაძე იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდებოდა.

_ ესენი რომ წავიდნენ დანაცები“ მივიდნენ, მერე რას იზამთგულწრფელად დაწერეთ _ ისევ ემსახურებით სოფელს, რომელმაც აგირჩიათ, მაგრამ უმრავლესობაშინაცმოს“ სიით იქნებით?  უშვებთ მოვლენების ასეთ განვითარებას? _ ჰკითხა ხარშილაძემ სურგულაძეს, რაზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ისე მოიქცევა, „როგორც სოფელი გადაწყვეტს“.

„გურია ნიუსის“ კითხვაზე _ როდესაც რამაზ ნიკოლაიშვილი შეხვედრებს მართავდა, ესწრებოდა თუ არა შეხვედრებს და  საზოგადოებას ეუბნებოდა თუ არა, რომ "ნაციონალები" ყველაფერს შეძლებდნენ და რომ დაპირებები შესრულდებოდა, სურგულაძემ გვიპასუხა, რომ მის სოფელში „იმ დროშიც ბევრი რამ გაუკეთებია“

_ ბატონო ავთანდილ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის დროს, იდექით თუ არა რამაზ ნიკოლაიშვილის გვერდით შეხვედრებზე  და ამბობდით თუ არა რომნაციონალები“ და ბატონი რამაზი ყველა დანაპირებს შეასრულებდა?

_ ჭანიეთში კი, _ გვიპასუხა სურგულაძემ.

_ თუ 2012 წელს ბიძინა ცუდი იყო და მიშა კარგი, იქნებ, ისიც გვითხრათ, ახლა რატომ გახდაოცნება“ კარგი?

_  ნახეთ ჩემს სოფელში რაები კეთდება და პასუხიც გაცემული იქნება ყველა კითხვაზე. _ დავჯდეთ და ვისაუბროთ.

_ ვსაუბრობთ, ბატონო ავთანდილ, და გპირდებით, ამ საუბარსგურია ნიუსის“ ვებგვერდის და გაზეთის მკითხველსაც გავაგებინებთ. ამიტომ, იქნებ გვიპასუხოთ რამ გამოიწვია თქვენი პოზიციის შეცვლა და როგორ აღმოჩნდითქართული ოცნების“ კანდიდატად მაშინ, როცა 2012 წელს წარმოადგენდითნაციონალურ მოძრაობას“ , იყავით იმ შეხვედრების მონაწილე, სადაც ამბობდნენ, რომ ბიძინა და მისი მომხრეები მოღალატეები და რუსეთის აგენტები იყვნენ. იქნებ განგვიმარტოთ როგორ შეუერთდით ამ "აგენტურას"?

ეს კითხვა სურგულაძემ, რომელიც დღეს ჭანიეთელებს “ქართული ოცნების“ სიკარგეზე, ზუსტად ისევე ესაუბრება, როგორც 5 წლის წინ „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმატებებზე ესაუბრებოდა, უპასუხოდ დატოვა.

პ.ს. იხილეთ ვიდეო, რომელიც 2012 წელს, სოფელ ჭანიეთში, რამაზ ნიკოლაიშვილის საარჩევნო კამპანიის დროს არის გადაღებული და რომელშიც, სურგულაძე ნიკოლაიშვლს ასაჩუქრებს კიდევაც!

სტატია ქვეყნდება პროექტის "გაცნობიერებული არჩევანი _ დემოკრატიის ფუნდამენტი" ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



 ახალი ამბები
  • ენმ-ის მარტვილის მერობის კანდიდატი: მზად ვიყავი, მონაწილეობა მიმეღო მეორე ტურშიბოლო დღეებში ჩემს მომხრეებზე, ამომრჩევლებზე, მარტვილელებზე ზეწოლის მიუხედავად, მაინც ყველანაირად მზად ვიყავი, რომ მონაწილეობა მიმეღო მეორე ტურში, _ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის მერობის კანდიდატმა, მამუკა დანელიამ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ და როდესაც გააანალიზა, ის დაეთანხმა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას. „ამ წუთებში, როცა აქ ვარ, ფაქტობრივად, ჩვენს საოლქო კომისიაში ჩვენი კომისიის წევრებს უხდებათ მორიგეობა იმისათვის, რათა როგორმე დაიცვან სიტუაცია, რომ ჩვენ ნამდვილად გადავედით მეორე ტურში, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ საკუთარ კომისიის წევრებს უჩივლა და უნდათ შედეგების გაბათილება“, _ განაცხადა დანელიამ. ... ...
  • აზიური ფაროსანას ჭამისას, შინაური ცხოველისა და ფრინველის ხორცს გემო ეცვლებარა საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი ან ფრინველი შეჭამს აზიურ ფაროსანას _ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ  ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი არ არის, მავნებელი დაავადების გადამტანი არ არის, თუმცა, სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი მადონა ჩიტაიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ  შინაური ფრინველის ხორცს გემოვნურ თვისებებს შეუცვლის. აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ის აზიანებს თხილს, ციტრუსსა და  ბოსტნეულს, ასევე, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას. მის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი მედიაკამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ დაიწყო. პროექტს ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, USAID-ის, FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ... ...
  • როგორი იქნება ჩოხატაურის ახალი საკრებულოს შემადგენლობა და ვინ გახდება თავმჯდომარეჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩოხატაურის საკრებულოში პარტიული სიით "ევროპული საქართველო" 2 დეპუტატს შეიყვანს; 1 დეპუტატი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობას; 2 დეპუტატით შედის საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსი"; 1 დეპუტატი ეყოლება "შენების მოძრაობას"; ხოლო 9 დეპუტატი ეყოლება "ქართულ ოცნებას." ოლქში წარდგენილი პარტიული სიებიდან გამომდინარე "ევროპული საქართველოდან" საკრებულოში შესვლა ლია ჩიგოგიძეს და მინდია დოლიძეს უწევს; "ნაციონალური მოძრაობიდან"  _ მამია ბარამიძეს; "პატრიოტთა ალიანსიდან" _  მაია კუტუბიძეს და ირაკლი ახობაძეს; "შენების მოძრაობიდან" _ გოჩა მეგრელიშვილს; ხოლო "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრები გახდებიან: ზაალ მამალაძე; ბექა გამდლიშვილი; მანანა მინდაძე; მარინე ბერაძე; დავით შარაშიძე; თემურ ხუხუნაიშვილი; მაია გიორგაძე; შალვა ჩანტლაძე და ალექსანდრე ყაჭეიშვილი. რაც შეეხება მაჟორიტარებს _ ჩოხატაურის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" 23 მაჟორიტარული ოლქიდან 21 ოლქი მოიგო _ დაბის დეპუტატი დავით ბერძენიშვილი გახდა;ბუკისციხის _ ქეთევან სიხარულიძე; ამაღლების _ ზვიად წეროძე; გოგოლესუბნის _ აკაკი ყაჭეიშვილი; გორაბერეჟოულის _ დავით ტყეშელიაძე; გუთურის _ ლაშა თოლორდავა; დაბლაციხის _ გოჩა ჯიქია; დიდივანის _ გიორგი რამიშვილი; ერკეთის _ ნატო ჩანტლაძე; ზემოხეთის _ ერეკლე უღრელიძე; ვანზ-მოლეთის _ გივი თავაძე; ზოტის _ უშანგი ართმელაძე; კოხნარის _ ენვერ ახალაძე; ნაბეღლავის _ ალექსანდრე შარაშიძე; საჭამიასერის _ ბესიკ ყენია; ფარცხმის _ შოთა ჩხიკვაძე; ქვენობანი-ბასილეთის ბუკნარის _ დავით გუდავაძე; შუა ამაღლების _ ვლადიმერ სიხარულიძე; ჯვარცხმის _ კლოდი მდინარაძე; ხევის _ ზვიად მამალაძე; ხიდისთავის _ კობა კალანდაძე. ჩოხატაურში  მხოლოდ ორ ოლქში გაიმარჯვეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა _ ზემო სურების დეპუტატი ლევან ლომინეიშვილი გახდა; შუა სურების კი იაშა შათირიშვილი. ჯერჯერობით უცნობია როგორ გადანაწილდება თანამდებობები ახალ საკრებულოში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ... ...
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს (R)საქართველოს   სასჯელაღსრულებისა   და პრობაციის   სამინისტროს   დელეგაცია   მინისტრის   მოადგილის,   ზვიად   მიხანაშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარე   წლის   22-27   ოქტომბერს,   ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის   აღსრულების   საერთაშორისო   ბიუროს   (INL)  მხარდაჭერით,   „სასჯელაღსრულების   საერთაშორისო   ასოციაციის   მე-19   ყოველწლიურ კონფერენციაში“ მონაწილეობს,   რომელიც      ლონდონში   იმართება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პენიტენციური სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთს საინტერესო გამოცდილებას უზიარებენ. „ეს გახლავთ ძალზე წარმომადგენლობითი კონფერენცია, რომელშიც 80 ქვეყნის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებაზე საქართველო წარადგენს პრეზენტაციას ჩვენს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე  და პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე დელეგატებს ინფორმაციას მიაწვდის,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.   აღნიშნული   კონფერენცია      სასჯელაღსრულების   სფეროში   ყველაზე მასშტაბური   ღონისძიებაა,   რომელიც   მიზნად   ისახავს   მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ახალი ტექნოლოგიების შესწავლას.  საქართველოს სასჯელაღსრულებისა   და   პრობაციის   სამინისტროს   წარმომადგენლები,  გარდა იმისა, რომ პენიტენციური სფეროს   ექსპერტებს     გააცნობენ სისტემაში გატარებულ   და   მიმდინარე   რეფორმებს, ასევე, იმსჯელებენ   მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა  და   პენიტენციური სისტემის  სარეჟიმო  პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ყურადღებას გაამახვილებენ  მსჯავრდებულთა   რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის   პროექტებსა   და   არასაპატიმრო სასჯელის დანერგვაზე.  ... ...
  • უბნის თავმჯდომარეს საყვედური გამოუცხადეს _ "შევხვდებით სასამართლოში"ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის გოგოლესუბნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ელზა სიხარულიძეს საყვედური გამოუცხადეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ ერთხმად მიიღეს. საყვედურის გამოცხადების მიზეზი "პარლამენტართა საზოგადოების" დამკვირვებლის, ფიქრია მამარდაშვილის მიერ ოლქში შეტანილი საჩივარი და ვიდეოკადრები გახდა, რომელზეც გარკვევით ჩანს, რომ ხმის დათვლის პროცესში დამკვირვებელია ჩართული: _ დამკვირვებელს _ ამ შემთხვევაში მიხო ბერძენიშვილს არ ჰქონდა უფლება ხმის დათვლაში მიეღო მონაწილეობა. თქვენ ვერ შეძელით დაგეცვათ წესრიგი. შეგეძლოთ მიგეთითებინათ ბერძენიშვილისთვის, რომელიც წლების წინ თავად იყო კომისიის თავმჯდომარე არ მიეღო მონაწილეობა ბიულეტენების დათვლაში. ამიტომაც გიცხადებთ საყვედურს, _ უთხრა სიხარულიძეს საოლქო კომიიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ. მისივე თქმით, მამარდაშვილის საჩივრის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ "დაისაჯოს ბერძენიშვილი" ვერ დაკმაყოფილდება, რადგან კომისიას დამკვირვებლის დასჯის უფლებამოსილება არ გააჩნია. მამარდაშვილი ამბობს, რომ ის სიხარულიძისთვის საყვედურის გამოცხადება საკმარისი არ არის: _ გარდა იმისა, რომ ბერძენიშვილი ბიულეტენებს ითვლიდა, იქვე იდო კალამი, რაც კანონით აკრძალულია. მე ვითხოვ უბნის ბათილად ცნობას, რადგან გოგოლესუბანში არცევნები გაყალბდა მიხო ბერძენიშვილის მიერ. თქვენს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, შევხვდებით სასამართლოში, _ მიმართა კუტუბიძეს მამარდაშვილმა. აღსანიშნავია, რომ კომისიის დღევანდელ სხოდმაზე მამარდაშვილის მიერ შეტანილი კიდევ 4 საჩივარი განიხილეს, თუმცა, არცერთი მათგანი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილეს. საოლქო კომისიაში მიმდინარე სხდომა "გურია ნიუსის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ ეთერში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირი საქორწინო კაბა

16 წლის კარლი ო ბრაიენის...

უჩვეულო მეგობრობა

მიესალმეთ სამ განუყრელ მეგობარს -...

ციყვების „ომი“

 კანადელი ფოტოგრაფი ანდრე მოროზოვი ონტარიოს...

სილამაზის საიდუმლო

ამქვეყნად ყველა ქალს სურს ლამაზი...

ყველაზე დაბალი მასწავლებელი

 ინდოეთის ქალაქ ჰარიანის ქალთა სკოლის...

„ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღე

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების ძალისხმევით, 1979...
კარმიდამო ჩემი

ხილის ჩირის სამკურნალო თვისებები

ხილის ჩირში თავმოყრილია ნატურალური ნივთიერებები...

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა

მედიკამენტებით მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის...

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...