„ოცნების“ მახინჯი სისტემა ახალ სახეებს არარაობად აქცევს“_ დავით უსუფაშვილი

პოლიტიკა

„ოცნების“ მახინჯი სისტემა ახალ სახეებს არარაობად აქცევს“_ დავით უსუფაშვილი

1 მარ. 2019, 14:21:29

„ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების გაკეთების რესურსი ამოეწურა. „ქართულ ოცნებას“ ახალი სახე ვერ უშველის, რადგან ახალი ადამიანი ისეთ ძველ და მახინჯ სისტემაში ექცევა, რომელიც მას არარაობად აქცევს. როდესაც ადამიანი მცდარ გზაზეა დამდგარი, მას აღარც სისხლი შველის და აღარც რჩევა-დარიგება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, „მე და ბევრი სხვა ადამიანი სახელმწიფოებრივი მშენებლობის საკითხებში ძალიან სწორ ინიციატივებს ვაყენებდით, რომელთა გაზიარება მმართველ პარტიას არ სურდა“.

_ ბატონო დავით, „ქართულ ოცნებაში“  შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე, თქვენ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მმართველი პარტიის მისამართით განაცხადეთ, ციტირება _ „მზად ვარ გავიღო სისხლი, თუ გჭირდებათ სისხლის გადასხმა და რეზუსი თუ დაემთხვა“.  პოლიტიკური გაყრის შემდეგ  გსურთ, რომ ქვეყანაში და პარტიაში არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით, მმართველ პარტიას დაეხმაროთ?

_ ვუპასუხე გადაცემის წამყვანს, რომლიც ბრძანებდა, რომ მმართველ პარტიას ახალი სისხლი სჭიდებოდა.  „ქართული ოცნება“ შვიდი წელია ხელისუფლბაშია და ამ დროის განმვლობაში რით ვერ მონახეს ისეთი სისხლი, რომელიც მათ სწორ გზაზე დააყენებდა. ვთქვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი სისხლი უშველით, მზად ვარ, ჩემი სისხლი მივცე. ცხადია, ამ კონტექტში ვგულისმობ ჩემს გამოცდილებას, რჩევებსა და არგუმენტებს. მე და ბევრი სხვა ადამიანი სახელმწიფოებრივი მშენებლობის საკითხებში ძალიან სწორ ინიციატივებს ვაყენებდით, რომელთა გაზიარება მმართველ პარტიას არ სურდა. „ქართული ოცნება“ არავის აღარ უსმენს. მათ უკვე საკუთარი შესაძლებლობები ამოწურეს. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების გაკეთების რესურსი ამოწურა. „ქართულ ოცნებას“ ახალი სახე ვერ უშველს, რადგან ახალი ადამინი ისეთ ძველ და მახინჯ სისტემაში ექცევა, რომელიც მის შრომას არარაობად აქცევს. როდესაც ადამინი მცდარ გზაზეა დამდგარი, მას აღარც სისხლი შველის და აღარ რჩევა-დარიგება.

_ როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშილი აცნობირებს, რომ “აღმავალი და აღმშენებლური“ ქვეყნისგან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლბაში მოსვლიდან  შვიდი წლისთავზე საქართველო ჯერ კიდევ ძალიან შორს არის?

_ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე კარგად აცნობიერებს და ქვეყანაში არსებული ვითარების გამოსწორების ნაცვლად, მეტ და მეტ შეცდომას უშვებს. „ქართულ ოცნებას“ წარუმატებლობის კასკადი დაადგა. მმართველი პარტია ერთადერთ წარმატბას არჩევნებში აღწევს და ისიც გაყალბების საშუალებით, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში კარგად გამოჩნდა. დღეს ყველა მიმართულებაში, მათ შორის, ეკონომიკაში და სოციალურ საკითხებში სერიოზული პრობლემებია. ისეთ მასშტაბურ კრიზისებთან გვაქვს საქმე, რომ მმართველი პარტია თავად აცნობიერებს რამხელა პრობლემის წინაშე დგას.

_“ქართულ ოცნებას“ პარტიის მუშაობით უკმაყოფილო დეპუტატები ტოვებენ და როგორც ჩანს, გუნდში ურჩი დეპუტატების რაოდენობა უფრო და უფრო გაიზრდება. თქვენ რას უკავშირებთ მმარველი პარტიიდან დეპუტატების გადინების პროცესს?

_ სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ზოგი დეპუტატი თვლის, რომ “ქართულ ოცნებასთან“ ერთ წარმატებას ვერ მიაღწევს და ალტერნატიულ გზას ეძებს. ზოგს მიაჩნია, რომ მათ პარტია აღარ დაიყენებს გვერდით და გაგდებას სჯობს, თავად წავიდნენ. ფაქტია, „ქართულ ოცნებაში“ შემავალ თითქმის ყველა დეპუტატს გარკვეული საფრთხის განცდა აქვს. წამსვლელი წავიდა და ვინც პარტიაში დარჩა, ვაი მათ დარჩენას, ყველას ვირ-პირი ჩამოსტირის. დარჩენილებს განცდა არ აქვთ, რომ თავიანთ საქმეს კარგად ვერ აკეთებენ. ეს დემორალიზება სახელისუფლებო სისტემაში კი სრულიად აშკარაა.

_ ჩვენთან ინტერვიუში „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ციტირება _ „ჩემი ამოცანა ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება არ არის“. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ბედავს ბესელია პარლამენტის თავმჯომარისა და მისი თანამოაზრეების გაკრიტიკების ნაცვლად, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ დაუპირისპირდეს?

_ ეკა ბესელიას ტაქტიკა ასეთია და ჩემგან ძალიან შორს არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის პროექტია. საკითხის ისე დაყენება, თითქოს რაღაც შეთქულებასთან გვაქვს საქმე, აბსურდულია.

_ გუშინ პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა. იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო უწყებას ახალი არაფერი უთქვამს პაატა ღაღაძის სახელითა და გვარით დაინტერესების გარდა, რას ემსახურებოდა აღნიშნული განცხადება?

_ საკმაოდ აბსურდულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ეროვნულმა ბანკმა, რომლისგანაც საჯარო განმარტებებს მოველოდით, ჩათვალა, რომ „თიბისი ბანკის“ შესახებ ლაპარაკი არ შეუძლია. პროკურატურა, რომელიც სესხების გაცემაზე და საფინანსო წესების დარღვევაზე სასაუბროდ ეროვნულ ბანკთან შედარებით, ბუნბრივია, ნაკლებად კომპეტენტურია, აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრა. ასე რომ, აბსურდთან გვაქვს საქმე. პროკურატურის განცხადება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ „თიბისი ბანკის“ დაფუძნებლების წინააღმდეგ დაწებული სამართლებრივი დავა პოლიტიკურად მოტივირებულია. საქმე გვაქვს ისეთ პოლიტიურ სკერთან, რომელშიც  პროკურატურა და ეროვნული ბანკი ერთობლივად არის ჩართული, ბიძინა ივანიშვილი კი ამ ინსტიტუტების ნგრევით არის დაკავებული. 

_მიუხედავ იმისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში სახელმწიფო თავად არის ჩართული, როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლა ან სულ მცირე, ამ საქმეში „თიბისის“ დამუძნებლების ჩამოშორება სურს?

_ამ დრომ ბევრმა ფაქტმა მოიყარა თავი და უკეთესად გამოჩნდა, რომ ამ საქმეში ივანიშვილს  საკუთარი კერძო ინტერესები გააჩნია. რადგან გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში აღარ არის, ბიძინა ივანიშვილი ვიღაცას ხომ უნდა ებრძოლოს.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალადობა არ წყდება- მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მარნეულის მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან  "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. „კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება. ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ,,ქართული ოცნების" შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.  ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ( ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს) ,  რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების" წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და  დაწყებულია გამოძიება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან მათ არჩევნებში იციან, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები. კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს,  მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ ,, ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს  ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მოვუწოდებთ  საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა“,_ განაცხადა ... ...
  • სოფლის ცენტრში, ტუალეტში ბამბუკია ამოსული : „გაკეთებული საქმეების „მშვენება“ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა წყალსადენის მშენებლობაა, რომლის  პროექტირებაც  უკვე  დაწყებულია. აქაურები ითხოვენ  სოფლის ყველა უბანში გზის გაკეთებას, რომლის მოასფალტება შეუძლებელია თუ ჯერ წყლის გაყვანა არ მოხდა. „გურია ნიუსი“ სოფელს ეწვია. ჩვენ  გავეცანით  აქაურთა პრობლემებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბევრი საქმე  გაკეთდა, განსაკუთრებით  კი  დვაბზუსა და გაღმა დვაბზუს შორის, მდინარე  მაღელაზე  ხიდის  აგებისთვის,  გამოთქვამენ კმაყოფილება, სომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  აიგო.  მათივე თქმით, ძველი დროიდან მოყოლებული, ერთ დიდი პრობლემას წარმოადგენდა. სოფლის ცენტრში, საბავშვო  ბაღის შენობის  მიმდებარედ, სადაც ასევე სამედიცინო უბანია განთავსებული,   ტერიტორიის მოზრდილი ფართობია, რომლის უკანა კუთხე ეკალ-ბარდითაა დაფარული.  ხოლო იქვე მდგარ, ამჯერად უფუნქციოდ დარჩენილ ტუალეტში , ბამბუკის ხეებია ამოსული.   ბარდები და  და ჭინჭარია ასევე  ამოსული სამედიცინო უბნის კედლების გასწვრივ. ჩვენს კითხვაზე, თუ   რატომ არის  აქ ასეთი მდგომარეობა და შესაძლებელია თუ არა აქვე მომუშავეთა მიერ,  დასუფთავების დღის მოწყობა,  ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ   სოფელში გაკეტებული ბევრი კარგი სქმის „მშვენება“, ნამდვილად არ უნდა იყოს ცენტრში ასეთი ანტისანიტარიული  ადგილი. _მოვახერხებთ, დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ აქაურობა, - გვითხრეს მათ.   ჩვენის მხრივ, ვიტყვით, რომ აქაურობის იერ-სახეზე, დასუფთავებასა და მოვლაზე,  ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს , დეპუტატს  თუ აქვე , სხვადასხვა სფეროში მომუშავეებს, ერთნაირად  უნდა შესტკიოდეთ   გული და საკუთარი ინიციატივით უნდა აწყობდნენ „დასუფთავების დღეებს“. _აქ მალე სკვერი უნდა გაკეთდეს. ზოგადად, კოორდინირებული მუშაობით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით _ გვითხრა მუნიციპალიტეტის  მერის წარმომადგენელმა სოფელში, მამუკა გოგოუაძემ. დვაბზუს მცხოვრებთაგან, დღეისთვის სამ მცხოვრებს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი (ისინი ქობულეთის ფაბრიკის, „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები არიან)  და ყველა გადაყვანილია ბათუმში. „გურია  ნიუსი“ ვრცლად,  დვაბზუში  არსებული პრობლემების თუ   გაკეთებული საქმეების ირგვლივ, საგაზეთო სტატიაში ... ...
  • 2 დაღუპული და 2 დაშავებული_ ავარია ავტობანზეავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ორი მამაკაცი ემსხვერპლა,  ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • „თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ : ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასის კიდევ ერთი ახალი  ფორმულაა ძალაში - ამჯერად ერთი კილოგრამი შვიდლარნახევარი ღირს,  სულერთია, „ბერძნულაა “ თუ „გულშიშველა“.  ოღონდ  ათი ცალი გატეხილი თხილიდან, რვა მაინც საღი უნდა იყოს _ ასეთია თხილის მიმღები  პუნქტების ოპერატორთა ლოგიკა. კითხვაზე, თუ  ერთ ცალ საღ გულში აპირებენ 80 თეთრის გადახდას, თან ზოგი ამბობს, რომ ათიდან, რვა რომ იყოს საღი, მაინც რვა ლარს გადავიხდითო, ეს რა ლოგიკაა? _ ვკითხეთ მათ. _ის ლოგიკაა, რომ მაგდენი საღი თხილი არცერთ ვარიანტში არ   გამოვა. ტყუილა იძახიან, _ თავ-თავის „ლოგიკას“  იშველიებენ ფასებზე და ერთმანეთზე   აღრენილი  თხილის მიმღები ოპერატორები. _არაფრით არ შეიძლება ათი ცალიდან ათივე საღი გამოვიდეს,    „ბერძნულა“   ნამეტურ. ამიტომ ნუ ამბობთ და ნუ წერთ რომ, ერთი კილოგრამი რვა ლარი  ღირს. მასეც რომ იყოს, მაინც არავინ გადაიხდის შვიდლარნახევარზე მეტს. რატომ,  იცით?   გარჩეული, მზა ნედლეული, ერთი კილოგრამი თხილი დღეს  ღირს 18 ლარი. ერთ კილოგრამ გარჩეულ თხილს 2,400 კგ გაუტეხავი თხილი სჭირდება. ახლა იანგარიშეთ, რამდენია? 19 ლარს აჭარბებს გარჩეული თხილის გულის ფასი, თუ გაუტეხავში 8 ლარს გადაიხდიან.  ვინმე წაგებაზე წავა? ამიტომ, ვინც იძახის, რომ ერთ  ცალში 80 თეთრს იხდის და შესაბამისად,  ერთ კილოგრამში 8 ლარს მიიღებთო, გატყუებთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში. რაც შეეხება წაბლის ფასს, რომელიც  ერთი კვირაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, ერთ კილოგრამს 2 ლარად იბარებდნენ.  თუმცა,  დღეს  ერთი კილოგრამის  ფასი  ერთი ლარია. _თხილის  ფას კი მიფრინავს, ერთი ეს გვითხარით, წაბლი რომ ღირდა 2 ლარი, ახლა რატომ განახევრდა ფასი?  ეს საქმეა?  თან საკმაოდ კარგად  ასხია წელს,_   სვამდნენ კითხვებს წაბლით სავსე ჩანთებით მოსული სოფლის მცხოვრებლები. _ხომ გითხარით, აზერბაიჯანში გაჰქონდათ, ახლა ომიაო და ამიტომ შეჩერდა გატანა. აქით თურქეთიც ჩაკეტილია, ამიტომ დაეცა ფასი. თქვენზე უფრო გვინდა ჩვენ, მაღალი ფასი რომ ჰქონდეს _ განმარტებებს არ იშურებდნენ თხილის პუნქტებიდან. _ თხილის ფასს  არ ეხება ომი და  წაბლისას   აფარჩაკებს?  _ უპასუხოდ დარჩა იმ ქალბატონების კითხვა, რომლებაც  პირი იბრუნეს და ჩასაბარებლად წამოღებული წაბლი ისევ შინ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდასაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.  კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული. „საქართველოს ბანკი  ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს  ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls