“ოცნების“ მთავრობაში გიორგი ქობულია ყველაზე დიდი გაუგებრობა იყო“_ ლადო პაპავა

პოლიტიკა

“ოცნების“ მთავრობაში გიორგი ქობულია ყველაზე დიდი გაუგებრობა იყო“_ ლადო პაპავა

2019 მაი 7 15:39:02

„რა მნიშვნელობა აქვს გიორგი ქობულია თანამდებობიდან მოხსნეს თუ გადადგა?!  ამ კაცის მთავრობაში ყოფნა შეცდომა იყო. ქობულია პროფესიით ექიმია, რომელიც მენეჯერული საქმიანობით იყო დაკავებული, მას უშუალოდ ეკონომიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეკონომისტი მარტო გამოცდილებით ვერ გახდები. ეკონომიკა ისეთივე მეცნიერებაა, როგორიც, თუნდაც, მედიცინა, რომელსაც სწავლა უნდა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პროფესორმა ლადო პაპავამ.

პაპავა პარლამენტის მიერ “საერთო სასამართლოების შესახებ“ მიღებული კანონის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი ყველა “სახელგატეხილ მოსამართლეს“ სასამართლო სისტემის მაღალ თანამდებობებზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

_ ბატონო ლადო, პარლამენტმა „საერთო სასამართლების შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც ოდიოზურ მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გამწესების საშუალებას აძლევს. გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეოის მსურველთა სიაში საკუთარი კანდიდატურის მოხვედრა არ გამორიცხა. ამ ფონზე, როგორ ფიქრობთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს კვლავ იმ სახელები და გვარებით დაკომპექტებულ სიას შესთავაზებს, რომელთა წარდენას მაღალი საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა?

_ სასამართლო სისტემაში ისეთი მოსამართლეები არ უნდა მოხვედრილიყვნენ, რომელთაც საზოგადოებაში არანაირი ავტორიტეტი და რაც მთავარა, ნდობა არ გააჩნიათ. სამწუხაროდ, პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ისეთი კანონი მიიღო, რომელიც ყველა სახელგატეხილ მოსამართლეს იმის შესაძლებლობას უნარჩუნებს, რომ კვლავ გააგრძელოს თავის საქმიანობა, თანაც სასამართლო სისტემის მაღალ თანამდებობებზე. არ შეიძლება ადამიანი საამართლოში მიდიოდეს და მოსამართლის მიმართ აშკარად გამოხატული უნდობლობა გააჩნდეს. ნამდვილად არ მესმის „ქართულ ოცნებას“ ოდიოზური მოსამართლეები რაში სჭირდება და რატომ არ ასრულებს იმ დანაპირებებს, რომლებიც მმართველმა პარტიამ თავის დროზე გასცა.

_ იმ ფონზე, როცა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ვენეციის კომისიის, აშშ-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციები სრულად არ ასახულა, როგორ ფირობთ, “ოცნების“  სტრატეგია  კანონპრექტის ბუტაფორულ განხილვებს წარმოადგენდა?

_“ქართულმა ოცნებამ“ სცადა ილუზიის შექმნა, თითქოს კანონში სხვადასხვა მოსზრების გათვალისწინ აპირებდა. მმართველმა პარტიამ  აღნიშნული კანონპროექტი ისე განიხილა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნსაც არ დაელოდა. ეს უკვე დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ კანონპროექტთან დაკავშბით შენიშვნების გათვალისინებას არ აპირებდა.

_ ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიას პოსტიდან გადაყენების შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდა საუბარი საქართველოში არსებული არაფორმალური მმართველობის შესახებ. როგორ ფირობთ, რას შეეწირა ქობულიას თანამდებობა, პირად თუ სახელმიფოებრივ ინტერესებს?

_ ქობლია პროფესიით ექიმია, რომელიც მენეჯერული საქმიანობით იყო დაკავებული, მას უშუალოდ ეკონომიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, გიორგი ქობულია მოხსნეს თუ გადადგა?!  ამ კაცის მთავრობაში ყოფნა შეცდომა იყო. ამ ადამიანს მიერ გაკეთებული რამე ღირებული საქმე გახსოვთ?! საერთოდ, ქობულია რა მოსაყვანი და მინისტრად რა დასანიშნი ადამიანი იყო?! კაცი პროფესიით ექიმია, რომელსაც გამოცდილება აქვს მენეჯერულ საქმიანობაში. ეკონომისტი მარტო გამოცდილებით ვერ გახდები. ეკონომიკა ისეთივე მეცნიერებაა, როგორიც, თუნდაც, მედიცინა, რომელსაც სწავლა უნდა. არაპროფესიონალი ხალხი კი ხშირად შეცდომებს უშვებს ან საერთოდ არაფერს აკეთებს. პრობლმა ის კი არ არის, რომ  ქობულია თანამდებობიდან გაუშვეს, პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ჩამოიყვანეს. გიორგი ქობულია თანამდებობიდან ისე გაუშვეს, როგორც ნებისმიერ მინისტრს უშვებენ. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, რატომ ატყდა ამაზე აჟიოტაჟი, ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება „ოცნების“ ლიდერებთან მის უთანხმობებს, ამის შესახებ თავად უნდა ისაუბროს. თუ თანამდებობიდან გადაყნების მიზეზი მისი არაპროფესიონალიზმი იყო, მივესალმები, თუ მიზეზი სხვა რამეა, მაშინ გულდასაწვეტია, რომ მთავრობა ვერ მიხვდა, ეკონომიკის სამინსტრო თუ როგორი არაპროფესიონალი მართავდა. ვერ ვიტყვი, რომ მთავრობაში სხვას აქვს გამორჩეულად მკაფიო ეკონომიკური ხედვები, მაგრამ ქობულია „ქართული ოცნების“ მთავრობაში ყვლაზე დიდი გაუგებრობა იყო. ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ამ პიროვნების შელამაზება აწყობს, რომ თურმე, რეფორმატორი იყო. მითხარით, ქობულიამ რა გააკეთა?  სისულელეების მეტი არაფერი უკეთებია.

_ სუს-ის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილედ, შესაძლოა, შევარდნაძის მმართველობის ერთ-ერთი ჩინოვნიკი შენგელი ფიცხელაური დაინიშნოს, რომელიც უშიშროების სამსახურში, საგამოძიებო მიმართულებას 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა. ძველი კადრების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, თქვენი აზრით, “ოცნების” საკადრო კრიზისზე მიუთითებს?

_ ბატონ ფიცხელაურს არ ვიცნობ, ჩემგან დარგით ძალიან შორს არის.  ფაქტი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ ძველ კადრებს მაღალ თანამდებობაზე ნიშნავს, შეიძლება ორი არგუმენტით აიხსნას. პირველი _ „ქართულ ოცნებაში“ საკადრო კრიზისია და მეორე _  მმართველი პარტია ძველ კადრებთან მუშაობით არ არის დაკომპლექსებული. თუ ადამიანი რომელიღაც ეპოქაში გაჩნდა, ეს მისი დანაშაული არ არის.

_ დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ მეზობელი ქვეყანის მიერ უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა. დღეს კი აღნიშნულ ტერიტორიას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გაზრდილი რაოდენობით აკონტროლებდნენ. როგორ ფიქრობთ, საქართველოსა და აზერბაიჯანის დემარკაციის პროცესში სადავო ტერიტორიის კუთვნილება ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდება?

_ საკითხის გადასაჭრელ მუშაობაა საჭირო ჩვნს მეზობელ აზებაიჯანთან, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ძლირი სტრტეგიული პარტნიორია. ძალიან ფრთხილი და ფაქიზი მუშობა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ამბიციბი, სულისკვთება და მოთხოვნილებები მაქსიმალურად დაცული იყოს. აღნიშნულს რუტინული მუშაობა სჭიდება და არა პიარკამპანიები, რომლბიც საქმეს აფუჭებს.

_საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პიარკამპანიად უთვლით დავით გარეჯის მონასტრიდან საზღვრის დემარკაციის შესახებ გაჟღერებულ განცხადებას, რომელსაც აზერბაიჯანული მხარის გაღიზიანება მოჰყვა?

_ ქალბატონ სალომე ხშირად ძალიან უცნაური განცხადებების გაკეთება სჩვევია. ის ჩვენი ქართული სხეულისთვის უცხო ნაწილია. მან არ იცის, საქართველო როგორ ცხოვრობდა და აქამდე როგორ მოვდა. თუ ზურაბიშვილს კარგი ექსპერტთა ჯგუ ეყოება, რომელთანაც წინას კონსულტაციბს გაივლის იმასთან დაკავშირებით სად, რა და როგორ ვას, უკეთესი იქნება.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...