"ოცნების" ოზურგეთის საარჩევნო შტაბი: "წერტილი დაესვა შარაშენიძის შტაბის წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას" (R)

gurianews.com

პოლიტიკა

"ოცნების" ოზურგეთის საარჩევნო შტაბი: "წერტილი დაესვა შარაშენიძის შტაბის წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას" (R)

2017 ნოე 9 21:33:33

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის განცხადებას ავრცელებს და დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

 "მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის, რითაც წერტილი დაესვა კოტე შარაშენიძის შტაბის მიერ წარმოებულ ორდღიან დეზინფორმაციულ კამპანიას. გიორგი როყვა ოზურგეთშია და მისი უფლებები დაცულია.

ახლა უკვე ცხადია, რომ ეს ე.წ. სპექტაკლი კოტე შარაშენიძეს დასჭირდა ერთადერთი მიზნისთვის: როგორმე გადაეფარა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი როყვას მონაცემების გაყალბებით შეტანა საკუთარ საარჩევნო წარმომადგენელთა სიაში, რის შესახებაც როყვამ თავად მიმართა მედიასაშუალებებს.

შარაშენიძემ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ როყვა მისი საინიციატივო ჯგუფის წევრი და მხარდამჭერია - სინამდვილეში გიორგი როყვა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრია და დოკუმენტურად დასტურდება, რომ ადგილობრივ არჩევნებში ის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იყო.

შარაშენიძემ ასევე იცრუა, როდესაც გიორგი როყვას გაუჩინარებაზე განცხადებები გააკეთა და აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენა, მაშინ როდესაც გიორგი როყვას ოჯახს პოლიციისთვის არც კი მიუმართავს და ოჯახის წევრები მას გაუჩინარებულად არ მიიჩნევდნენ.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტი საკუთარ საარჩევნო კამპანიას შანტაჟსა და დეზინფორმაციაზე აგებს. ჩვენ თავს ვიკავებდით წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან. დღეს უკვე შეგვიძლია მოვუწოდოთ, შესაბამის სამსახურებს და დამკვირვებლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და პირის თანხმობის გარეშე მონაცემებით მანიპულირებას სათანადო შეფასებები მისცენ, " _ აღნიშნულია განცხადებაში.


ნახვა: 883


 ახალი ამბები
  • ე.წ. მუხიანის აგარაკებზე 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. მას შემდეგ რაც მამაკაცთან დაკავშირება შვილმა ვერ შეძლო მეზობლებმა ფანჯარა შეამტვრიეს და კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არ არის გამორიცხული ის რამდენიმე დღის დაღუპული იყოს. სიკვდილის მიზეზს ექსპერტები იკვლევენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ... ...
  • ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების თოვის, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე იკრძალება  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ... ...
  • საზარელი ავარია თბილისში დაახლოებით, ერთი საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. კინო საქართველოსთან, 25-წლამდე ბიჭს, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა, "volksvagenis" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. "საშინელების შემსწრე გავხდი, შოკში ვარ, ერთიანად დაკეცილი იყო, ხელ-ფეხი მომტვრეული ჰქონდა", _ თქვა მან. მისივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე ... ...
  • შსს-მ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ზ., ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტზე ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, გ.ზ.-მ მაღაზიის შესასვლელი კარის მინა დააზიანა და მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.ზ. სოფლიდან რამდენიმე დღით გაუჩინარდა. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მხილებული პირი გამოკითხეს, რომელმაც სოფელ შემოქმედში, ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი აღიარა და ჩადენილის მოტივად ანგარიშსწორება დაასახელა. გ.ზ.-მ გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, აღნიშნული მაღაზიის მეპატრონის კუთვნილი სხვა ობიექტიდან დედამისი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მან მომხდარი ასეთი ფორმით გააპროტესტა. გამოძიება აფეთქებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარიაამ წუთებში, თბილისში,  ე.წ. "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი სახურავიდან გაჩნდა.  თბილისის სახანძრო სამსახურის უფროსის, ანდრო გუჯაბიძის თქმით, ხანძარი საავადმყოფოს უმოქმედო ნაწილში გაჩნდა. ადგილზე მუშაობს 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მისივე თქმით, დაშავებული არავინაა და ხანძარი რამდენიმე წუთში იქნება ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...