,,ოცნების“ შავი საქმეების შემსრულებელი _ ვინ არის ოთარ ფარცხალაძე

პოლიტიკა

,,ოცნების“ შავი საქმეების შემსრულებელი _ ვინ არის ოთარ ფარცხალაძე

2018 ოქტ 12 13:12:42

ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ,,ქართული ოცნების“ შავი საქმეების შესრულებაში ადანაშაულებენ? _  1976 წელს დაბადებული ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის რანგში 2013 წლის 7 ნოემბერს გამოჩნდა. ამა წლის 30 დეკემბერს კი თანამდებობის დატოვება მოუწია, რაც, სავარაუდოდ, მის შესახებ სკანდალური ფაქტების გასაჯაროებას, კერძოდ, დიპლომის გაყალბებასა და გერმანიაში მის ნასამართლეობას უკავშირდება.

მთავარი პროკურორად  ყოფნის პერიოდში ოთარ ფარცხალაძის მიმართ არაერთი ბრალდება ისმოდა. მათ შორის, საპატიმროში მყოფი ვანო მერაბიშვილი ოთარ ფარცხალაძეს  საკნიდან გაყვანისთვის და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფინანსური საქმიანობის შესახებ ჩვენების მიცემის იძულებისთვის სდებდა ბრალს.

ამ საქმეზე გამოძიება 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ფაქტის დაუდასტურებლობის გამო, 2017 წლის თებერვალში გამოძიება შეწყდა. ამის შემდეგ საქმე სტრასბურგის სასამართლომ განიხილა და შემთხვევის არასათანადოდ გამოძიება დაადგინა.

ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს მთავარ პროკურატურაში, საუბარია 2017 წლის მაისში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ფარცხალაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას თბილისის ერთ-ერთ კლუბში დაესხა თავს.

როგორც ლაშა თორდიამ განმარტა, თავდასხმის მიზეზი ფარცხალაძისა და მერიას შორის შესაძლო კორუფციული გარიგებების ფაქტები იყო, რასაც აუდიტის სამსახური იკვლევდა.

2018 წელს ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფარულ ჩანაწერებშიც გამოჩნდა, რაც  სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის სარდაფში შესაძლო ჩაკეტვასა და მისი ცემის ფაქტს უკავშირდება.

ამასთან, “ომეგა ჯგუფის” მფლობელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ოთარ ფარცხალაძეს, ბიძინა ივანიშვილის სახელით, 4 მილიონი ლარისა და სიგარეტის ბიზნესიდან წილის მიღების მოთხოვნაში ადანაშაულებს.

ქვეყნის უმაღლეს ორგანოებზე ოთარ ფარცხალაძის შესაძლო გავლენებზე  ,,გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.

_ ბატონო გია, როცა  საქმე უკავშირდება ყოფილ მთვარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს,  გამოძიება, ხშირ შემთხევაში, დროში იწელება ან საერთოდ ჩერდება. მაგალითად, გავიხსენოთ ვანო მერაბიშვილის საქმე, რომელზეც  ქართულმა სასამართლომ გამოძიება შეწყვიტა, ხოლო  სტრასბურგის სასამართლომ  ქართული მართლმსაჯულება საქმის არასათანადოდ გამოძიებაში დაადანაშაულა. 

აგრეთვე, გავიხსეოთ აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსზე ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტი, რომლიც  2017 წლის მაისის შემდეგ, დღემდე გამოუძებელია.  

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რა გადაწყვეილებას მიიღებს საგამოძიებო ორგაო, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა სახელმწიფოს განწყობით თუ ვიმსჯელებთ, ამ საქმეზეც გამოძიება  ჩვეული სცენარით წარიმართება.

რა გამოდის, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეუხებლია ოთარ ფარცხალაძე?

_ ეს მხოლოდ ჟურნალისტის კითხ არ არის, მთლიანად საზოგადოება გაჟღენთილია ამ კითხვებით. ბუნებრივია, ხელსუფლბა თავისი ქმედებით ამ სავარაუდო დანაშაულების მონაწილე ხდება.

ხელისუფლბის პრობლემა თავის თავში გაზრდილი ურჩხულია, ანუ სისტემა ხელს აფარებს კრიმიალს. რეალურად ხელფლების ღირსებისა და პრესტიჟის სამე უნდა იყო ასეთი რეზონანსული სამეების გამოძიება. თუ ამას არ აკეთებს, ბუნერივია, ის საზოგადოების თვლში დამნაავედ იქცევა.

ოთარ ფარცხალაძის ყველა საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ხელისუფლბა ვერ სარგებლო უდანაშაულობის პრეზუმფციით. იმით განსხვავდება ხელისუფლება დანარჩენი საზოგადოებისგან, რომ მტკიცების ტვირთი მასზეა.

როცა საზოგადოებაში ჩნდება კითხვბი ოთარ ფარცხალაძესტან დაკავშირებით, ხელისუფება ვალდებულია, რომ ეს გამოიძიოს. თუ ხელისუფლბა ამას არ აკეთებს, ფაქტობრივად, თვითონ ხდება დანშაულში ეჭვმიტანილი.

_ როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, ოთარ ფარცხალაძე პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან, კერძოდ, ფულის გამოძალვის სქემაში ის, ივანიშვილსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შუამავლის როლს ასრულებს...

 რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილისა და ოთარ ფარცხალაძის კავშირებზე?

_ მე რაღაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ვერ ვხედავ. ვიხრები ვერსიისკენ, რომ არიან თაღლითური ჯგუფები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სახელის გამოყენებით საკუთარ კეთილდღეობას იწყობენ.

თუ ბიძინა ივანიშვილი ასეთ ხმაურიან ბრალდებეზე ხმას არ ამოიღებს, მაშინ დუმილი დანაშაულში მონაწილების დასტურია. არადა, მას მაინცდამაინც დიდი დრო არა აქვს, რომ გაემიჯნოს ამ სიბინძურეს.

დღეს ვიღაცები იმაზეც საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ადამიანების მძევალია, ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა.

ზუსტად ვიცი, რომ  ოქუაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს საელჩოები აკვირდებიან და ყველა დეტალს აწვდიან თავისი ქვეყნების სპეცსამსახურებს.

თუ შეერთებულ შტატებში სპეცსამსახურებს გაუჩნდათ განცდა, რომ აქ რაღაც კორუფციულ გარიგებებთან გვაქვს საქმე, არ გამორიცხოთ, რომ იქაც აღიძრას საქმე. ეს ხელისუფლბისთვის რას ნიშნავს, ხომ წარმოგიდგენიათ?!“, _ გვითხრა ხუხაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძის ქონება საგრძნობლად გაიზარდა.

ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, უკვე 5 წელია ოთარ ფარცხალაძე ბიზნესშია ჩართული. მოსიაშვილის თქმით, მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია, რასაც კომპანიის მფლობელ „საპარტნიორო ფონდი“ არ ადასტურებს.




 ახალი ამბები
  • სეზონის გახსნა შეკვეთილში და უამრავი გახარებული ბავშვი 15 ივნისს შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციად  ქცეული შეხვედრა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან, ასევე, ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან არც ამჯერად დარღვეულა. აქ  უამრავ ბავშვს უმასპინძლეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით , ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან,  350 სოციალურად  დაუცველი ბავშვი ესტუმრა ატრაქციონების ქალაქს. აქ მოსვლამდე ბავშვებს დაურიგეს უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეული,   პარკში სეზონის გახსნის შემდეგ კი მათ ყველა გასართობი საშუალებით უფასოდ ისარგებლეს. _ როგორც შევძელით, მოვეფერეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. რაც მთავარია, ბედნიერებაა, რომ გურიაში ასეთი ზღაპრული ადგილი არსებობს, რომელიც სტუმარს და მასპინძელს, დიდს თუ პატარას ერთნაირად იზიდავს. ბავშვების დღევანდელი სიხარული კი ორმაგი სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ. ატრაქციონების პარკში ბავშვებს  შეხვედრა მოუწყვეს  ზღაპრების კეთილმა პერსონაჟებმა. პარკის გვერდით მდებარე პარკში "საქართველო მინიატურებში", სადაც  მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები,   გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გახსნის ღონისძიების მხატვრული ნაწილი მიჰყავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარინა ჯაფარიძეს და ამავე სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს, მაიზერ ცელაძეს. მათ ბავშვებს, ასევე, აქაურ და უცხოელ სტუმრებს პარკში,  ვირტუალური ხელოვნების მოშველიებით,  სრულიად საქართველო მოატარეს.  ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა კობა დუნდუას ხელმძღვანელობით, ჩვეული მაღალი კლასით წარმოადგინა  საქართველოს ყველა კუთხის  ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობა. _ დღეს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს .  ,,ციცინათელა” და მინიატურების პარკი  არის ის ადგილი,  რომელიც ბევრ ტურისტს სასიამოვნოდ გააოცებს. ტურიზმის განვითარება კი  ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, –  თქვა სეზონის გახსნაზე  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.             ... ...
  • ვინ ინიშნება სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსადსურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად შალვა პეტრიაშვილი ინიშნება. წყაროს ცნობით, სეს-ის ეროვნული სააგენტოს უფროსი,  ზურაბ ჩეკურიშვილი მას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს გურიაში. პეტრიაშვილი ჯერ მცხეთაში მუშაობდა ანალოგიურ სამსახურში, შემდეგ კი _ თბილისში. წყაროს ცნობით, პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა წყაროს თქმით, მის გათავისუფლებაზე ხელი მოწერილი არ ... ...
  • "დაიცავი დავით გარეჯი" _ "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზეამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იწყება "პატრიოტთა ალიანსის" აქცია. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, აქციის მიზანია დავით გარეჯის დაცვა. აქციას დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აჭარასა და გურიიდან ჩამოსული ადამიანები ქაშვეთის ეკლესიიდან მსვლელობით ... ...
  • „თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ  აბიტურიენტებს შეხვდნენ.  პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი  პროგრამების შესახებ,  თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის.  ასევე,  თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის  მიხედვით, მობილობების  მაჩვენებლი ყოველ წელს  უკეთესობისკენ  იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში  აქვთ  საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს,  სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება. _ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება  შეცვალოთ  უკეთესობისკენ,  ილიაუნი   საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია  ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ. _მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან  შეხვედრებს, _ გვითხრა ... ...
  • შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი: „ჩვენ გვსურს ყველა ღონისძიებაში ჩავერთოთ“14 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულების  აღსანიშნავი ღონისძიება შედგა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც  პროექტის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გახსნა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. _ პროექტმა, „ჩვენ შეგვიძლია“,  რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა თავი საზოგადოების წევრებად. ცალკე დგომით  ვერავინ ვერაფერს შეძლებს, ძალა  ერთობაშია.  წავიდა  ის დრო, როცა არსებობდა რაღაც სტიგმა, რომ შშმ პირები უნდა ყოფილიყვნენ სახლებში.  ადაპტირებული, მორგებული გარემო  უნდა იყოს ირგვლივ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით  კი მათთვის,  _ თქვა გოგა ჩანადირმა და მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელ პირებს იმის გამოც, რომ სწორედ მათი ძალისხმევით, გურია ხდება  რესპუბლიკაში პირველი, ვინც ასე აზარტულად შეუდგა ამ საქმის კეთებას. „სლოგანი _ „ჩვენ შეგვიძლია“ მასშტაბურად მოედო მთელ გურიას, მთელ საქართველოზე ასე გავრცელდება“, _ თქვა მან. კვირეულის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულები გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ  დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნარდში ასაკით ყველაზე უფროსმა შშმ პირმა, ჩოხატაურელმა იამზე კეკელიძემ დაისაკუთრა.  ყველა  გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო.  სცენაზე ავიდნენ სამივე მუნიციპალიტეტის შშმ პირები. შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომრები. იგრძნობოდა მათი საოცარი, ემოციური ერთიანობა. _ ჩვენ დღეს უსაზღვროდ ბედნიერები  ვართ.  გვინდა, მომავალში, გამოყოფილი არ ვიყოთ მხოლოდ შშმ პირთა ღონისძიების სახელწოდებით და ჩართული ვიყოთ ნებისმიერ ღონისძიებაში, _ ემოციურად ისაუბრა შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციით  შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულ, უჩვენეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოფილმი.  ყველამ ერთად კი  შეასრულა საფინალო სიმღერად მოაზრებული: „ჩემი საქართველო აქ ... ...

არქივი

ზაფრანი

რომელი ნაყინი არ ასუქებს

იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას,...

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს

ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის...

აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა...

საინტერესო ცნობები ალკოჰოლის შესახებ

მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის...

რა ზიანი მოაქვს ვადაგასულ კოსმეტიკას

მეცნიერების გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...