„ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მიზანია, ამომრჩეველი საკუთარ პარტიებში ნახირივით შეტენოს“_ ხუხაშვილი

პოლიტიკა

„ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მიზანია, ამომრჩეველი საკუთარ პარტიებში ნახირივით შეტენოს“_ ხუხაშვილი

2019 მარ 19 17:44:05

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ამომრჩეველი, რომელსაც არცერთი პარტია მოსწონს, არჩევანის გარეშე დატოვოს და ნახირივით საკუთარ პარტიებში შეტენოს, ეს უნდა დამთავრდეს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ განაცხადა, რომ ინიციატივა ოდიოზური მოსამართლეების ინტერესების გატარებას ემსახურება.

_ ბატონო გია,  სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მწვავე პროტესტის მიუხედავად, „ქართული ოცნება“  პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივის ნაკლოვანების შესახებ საუბრობენ, მათი აზრით, აღნიშნული კანონპროექტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ კლანს შესაძლებლობას აძლევს, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა კანდიდატებად მათთვის სასურველი ადამიანები დაასახელონ. თქვენი აზრით, აღნიშნული ინიციატივა სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების ფონზე, რამდენად მართლზომიერად შედგენილია?

_ ხელისუფლებამ საზოგადოების ნების საწინააღმდეგო არჩევანი მაშინ გააკეთა, როცა ოდიოზურ მოსამართლეებს გაურიგდა. ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, ბუნებრივია, არსად წერია, რომ ინიციატივა სასამართლო სისტემაში გაბატონებულ კლანზეა მორგებული, მაგრამ ვხედავთ, რომ კანონპროექტი ოდიოზური მოსამართლეების ინტერესების გატარებას ემსახურება. ხელისუფლებისთვის სასიცოცხლო ამოცანად იქცა მართლმსაჯულების სისტემაში კოლექტიური მურუსიძეების შენარჩუნება, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მომავალზე, ბუნებრივია, დადებითად ვერ აისახება.  

_ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის აზრით, სასამართლო  სისტემის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა უნდა არსებობდეს, ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? და ასევე, თქვენი აზრით, პრეზიდენტი ღიად რატომ არ საუბრობს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ?

_სალომე ზურაბიშვილს მისთვის მოსახერხებელი პოზიცია აქვს არჩეული. რაზეც არ უნდა კომენტარის გაკეთება, ამბობს, ჩემს კომპეტენციაში არ არისო, რაც არის სტატუსით და კაბინეტით, მოგზაურობითა და მარშუტით კმაყოფილი ადამიანის საქციელი. ზურაბიშვილს, რომელიც არაფერს აკეთებს (მთავარია, არაფერი გააფუჭოს), ერთადერთ რამეს ვურჩევდი, გარდერობი განაახლოს.  

_ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას, რომელშიც ყურადღება სასამართლო სისტემაში არსებულ  კლანურ მმართველობაზეა გამახვილებული, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფანტაზიები და ჭორები უწოდეს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თვალში ამგვარი განცხადებები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას კიდევ უფრო აკნინებს. თქვენ როგორ აღიქვით  მწვავე დასკვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებები?

_ როგორც ჩანს, იუსტიციის  უმაღლეს საბჭოში ძალიან ნიჭიერი ხალხი გვყავს. საქმე გვაქვს საბჭოს წევრების მიერ გამოთქმულ აბსოლუტურად კატასტროფულ აზროვნებასთან. ყველაზე ბნელ პერიოდშიც კი საჯარო პირისგან ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება წარმოუდგენელი იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ განცხადებებით არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არა აყენებენ შეურაცხყოფას, არამედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს.  

_მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე  „თიბისი ბანკის“ აიტისამსახურმა კიბერთავდამსხმელების ჯგუფს მიაკვლია და მასალები შს სამინისტროს გადასცა, ბანკის მიმართ ხუთი თვის წინ განხორციელებულ კიბერშეტევის შესახებ  საგამოძიებო უწყებას დამნაშავეები არ გამოუვლენია. როგორ ფიქრობთ, საგამოძიებო უწყება განძრახ აჭიანურებს გამოძიებას თუ საქმის დაუსრულებლობას საფუძვლად ობიექტური მიზეზები უდევს?

_აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილის განცხადება საკმაოდ არადამაჯერებელი იყო. ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ასეთი სერიოზული დანაშაულის შესახებ შს სამინისტროს თავად აცნობა, საიდანაც სრული იგნორი მიიღო. როცა საზოგადოება აღნიშნულზე აქტიურად საუბრობს და სამინისტრო კვლავ გაუგებარ განცხადებებს აკეთებს, ბუნებრივია, საქმესთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები ჩნდება. ფაქტია, რომ სამინიტრო აღნიშნული საქმის გამოძიებას აჭიანურებს.




 ახალი ამბები
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...
  • აშშ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობსამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ პომპეომ დღეს განაცხადა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. „ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში. ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“,_ წერია ... ...
  • რას წერს REUTERS მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შესახებსაქართველოს ყოფილი  პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა REUTERS-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც გამოცემის მიერ დაწერილ ტექსტშია ნათქვამი, ციხიდან გამოსული ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს, ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა, მას შემდეგ რაც ძალაუფლების გადამეტებაში, თანხის გაფლანგვაში და სხვა კრიმინალურ დაშაულში ცნეს დამნაშავედ, რასაც ის უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს უწოდებდა. მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა, ვიდრე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებოდა ქართული ოცნების მიერ, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. „შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი რომ გავაგრძელო ბრძოლა ამ რეჟიმის მოსაშორებლად“,_ განაცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „გაძლევთ გარანტიას, რომ წელს ეს ხელისუფლება დასრულდება“. მერაბიშვილს ციხის გარეთ უამრავი მხარდამჭერი დახვდა. მათ შორის ყოფილი ხელისუფლების წევრები. როგორც REUTERS აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი ყოფილი ოფიციალური პირი დააკავეს, ძალაუფლების გადამეტების და კორუფციის ბრალდებით. ოპოზიციური პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მისი ოპონენტების წინააღმდეგ ომობს. მაუწყებლის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე კრიმინალური საქმე გაიხსნა და დააკავეს ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციების პერიოდში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგ იმართებოდა. REUTERS-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გასულ ზაფხულს დაიწყო და სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სამხრეთ კავკასიის  ქვეყნის მთავრობამ, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გამოიყენა შერჩევითი სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რასაც ოფიციალური პირები ... ...
  • საკუთარ დაბადების დღეზე ცეკვის დროს გარდაცვლილი გოგო დღეს დაკრძალეს 20 წლის ‌ანა ენგიბარიანი, რომელიც მოსკოვში, საკუთარ დაბადების დღეზე, ცეკვის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა, დღეს, მშობლიურ სამტრედიაში დაკრძალეს. ‌რა გახდა 20 წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმა სახელდება.  ამავე თემაზე: სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა იელი გოგონას ცეკვა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...