ოზურგეთის მერის ანგარიში: "გარდამავალ დროშას მოგცემთ, რომ იყოსო... და ჩვენ ვეძებთ ტალანტებს"

პოლიტიკა

ოზურგეთის მერის ანგარიში: "გარდამავალ დროშას მოგცემთ, რომ იყოსო... და ჩვენ ვეძებთ ტალანტებს"

2019 მაი 7 14:44:12

"გამოჩნდა ვიღაც მაიმუნი და გააქცია კაცი"

1 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგით განსაზღვრული შვიდი საკითხი, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ წარუდგინა დეპუტატებს.

საფინანსო სამსახურის წარმომადგენელმა პავლე ჭყონიამ ვრცლად ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე. მან თქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოს დადგენილებით 18 619.0 ათასი ლარით განისაზღვრა, რომელიც, გახორციელებული ცვლილების შედეგად 16 180.0 ათასი ლარით გაიზარდა და განისაზღვრა 34 799,7 ათასი ლარით.

ჭყონიამ ისაუბრა კონკრეტულ საკითხებზე, სიკეთეებსა თუ ნაკლოვანებებზე და ისურვა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი უფრო პროგრამული და უკეთესი იყოს.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, რატომ დარჩა ბიუჯეტში 2019 წლისთვის შვიდი მილიონი ნაშთი და ხომ არ მიუთითებს ეს ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაზე, პავლე ჭყონიამ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არასწორად გაჟღერდა: "არასწორი ინფორმაცია გავრცელდა არაერთხელ. რეგიონული განვითარების ფონდის ხარჯები ასი პროცენტით არის ათვისებული. საპრეზიდენტო არჩევნები იყო და 2018 წლის აგვისტოდან ცვლილება ვერ მივიღეთ 5 დეკემბრამდე. ამ პერიოდში მოხდა თანხების მობილიზება და გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ამ წლის დასაწყისიდან კი მუნიციპალიტეტი პირველ ადგილზეა რეგიონული ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების მხრივ", _ თქვა მან.

"მაშინ შემოსავლები ყოფილა არასწორად დაგეგმილი", _ უთხრა მას საკრებულოს თანამშრომელმა გივი ყაზაიშვილმა, რასაც კოტე შარაშენიძის რეპლიკა მოჰყვა: "ოჰ, ახლა შენ რო არ გაგეკეთებინა კომენტარი, ხო დეიღუპებოდა საქმე!"

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ შეახსენა მას, რომ საუბარი იყო ტენდერის ჩავარდნაზე, რის შესახებ კომისიის სხდომებზე იყო საუბარი.

"რა ჩავარდნა, რის ჩავარდნა, სად ჩავარდა?! გამეცით პასუხი _ რომელი ტენდერი ჩავარდა?!" _ მიმართა შარაშენიძემ ჭყონიას. ამ უკანასკნელმა მიანიშნა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმართული ტენდერის შესახებ, რომელიც არ შედგა და 2019 წელში გადმოვიდა თანხები.

შარაშენიძე კვლავ გაცხარდა: "ბიუჯეტი არის ცოცხალი ორგანიზმი. ჩავარდნა და წარუმატებლობა ჩვენს მუნიციპალიტეტში არ მომხდარა. 720 ათასლარიანი ტენდერი იყო მოგებული, ვიფიქრე, იპოდრომი წყალს მიაქვს და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ჩავატარებ,-მეთქი. გაიმარჯვა კაცმა და ვიღაცა მაიმუნმა გააქცია აქედან არასწორად გაცემული ლიცენზიების პრობლემის გამო. ვიღაცა სადღაც სიზმარს ნახავს... არაფერი პრობლემა ჩვენ ბიუჯეტთან არ გვაქვს", _ თქვა მან.

 ვინ ჰპირდება მერს გარდამავალ დროშას?!

 საკრებულოს სხდომაზე ყველაზე აქტუალური საკითხი, რამაც დროის ძირითადი ნაწილი მოიცვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კოტე შარაშენიძის ანგარიში იყო.

მან 2018 წლის ბიუჯეტის ანგარიში წარმოადგინა (როგორც ახლახან ვწერდით, საკრებულოს კომისიაზე მერის წარდგენილი ანგარიში, კომისიის წევრებმა სამსახურების ანგარიშიდან გადაწერილად შეაფასეს. ავტ.). მან თქვა, რომ გასული წლის ანგარიში გონივრულ ვადაში ჩააბარა ამომრჩეველს, მოწვეული იყვნენ საკრებულოს წევრები და არ გამოცხადდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ განმარტების გაკეთება მოინდომა _ ის ამბობდა, რომ ინფორმირებული არ იყო, თუმცა, შარაშენიძემ ჯიუტად არ მისცა თქმის საშუალება _ "ვსაუბრობ და მერე ილაპარაკეო".

შარაშენიძემ თქვა, რომ მეორედაც და მეასეჯერაც შეუძლია ბიუჯეტზე ისაუბროს: "2018 წელს, ბიუჯეტის შესრულება რასაც ჰქვია, საანგარიშო პერიოდში ყველაფერი კარგად იყო. ჩემთვის ბევრი თემა არის მტკივნეული, რაც თანხების ხარჯვას ეხება. რასაც ჩვენ ერთად განვიხილავთ, ყველაფერი კეთდება. არსებობს უწყებები, რომლებიც ამ ყველაფერს თვალს ადევნებენ. მთავარია, მინუსში არ ვიყოთ და ჭარბობით თუ გვექნება ფული, კარგია.

არსებობს გურიაში ერთი მუნიციპალიტეტი, ჩვენი, რომლის მეტს საქართველოში არ გააჩნია სოფლის პროგრამებზე ასპროცენტიანი დანამატი და ასეთი თანამონაწილეობა. მე მქონდა შეხვედრა სოფლების დეპუტატებთან. არც ერთი კაპიკი არ მოაკლდება თქვენს სოფლებს", _ თქვა მერმა (თუმცა, თანხებზე, რომელიც სოფლის პროგრამების სახელითაა ცნობილი, არაერთხელ, არაერთგან ირონიულად საუბრობენ, რომ ყოველგვარი ტენდერის გარეშე გადის "ბრუნვაში". ავტ).

შარაშენიძემ, ასევე, ისაუბრა ღიაობაზე და საშვთა სისტემის არარსებობაზე: "ჩვენი კარიც ღიაა, ფანჯარაც და გულიც _ ყველას ვხვდებით. მე მეამაყება, რომ, როცა მერი გავხდი, 41-მა დეპუტატმა აქ ერთხმად დაუჭირა მხარი მერის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს. ამის გამო ვგრძნობ პასუხისმგებლობას. 1 მაისიდან დაიწყება ახალი პროექტების განხილვა. 2019 წლის ბიუჯეტში მოხდება რვა მილიონის ზეგეგმით მობილიზაცია. დააკვირდებიან, რა შესაძლებლობა აქვს ბიუჯეტს. ყოველდღიურად რა ინფორმაციებიც შედის შესაბამის სამსახურებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ლიდერობს. იქ როცა მივდივარ, მეკითხებიან, გავაკეთე თუ არა პროექტი. გვაქვს თანხმობა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან დავაფინანსოთ ჩვენი კულტურის ცენტრი... მე მაქვს სურვილი, სულ მუშა რეჟიმში ვიყო", _ თქვა მან.

დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ კოტე შარაშენიძეს დაუსვა კითხვები ოზურგეთში გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით, ასევე, პარკირების თაობაზე და გამოკვეთილად ჰკითხა სარეზერვო ფონდის არარეალურ ხარჯვაზე, როცა აქედან 92%-ზე მეტი მიმართულია სოციალურ პროექტებზე და ეს არასწორია.

შარაშენიძემ უპასუხა, რომ "ოზურგეთში ამჟამად მხოლოდ 10-12 გარემოვაჭრის პრობლემაა და მალე განთავსდება 10-12 ჯიხური. თან დაამატა, რომ ეს არ იქნება რაღაცა ცემენტის ჯიხურები. მერმა პარკირების საკითხი წარმატებულ პროექტად მიიჩნია, შეადარა თბილისში ათლარიანი გადასახადი ოზურგეთის 50-თეთრიან მოსაკრებელს და თქვა, რომ ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა, საქმე კი გაკეთდა. რაც შეეხება სოციალურ პროექტებზე სარეზერვო ფონდიდან მიმართულ წარმოუდგენელ თანხებს, შარაშენიძემ ძირითადად ეს დაასაბუთა ხალხის გაჭირვებით, ავადმყოფობის გაორმაგებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჯანდაცვის პროგრამა".

დეპუტატმა შოთა გოგიბერიძემ ითხოვა სიტყვა და საკრებულოს წევრებს მიმართა, რომ მერის მუშაობა დადებითად და მოწონებით შეეფასებინათ: "მერმა წარმოადგინა თავისი მოსაზრებები _ ჩვენ თვალწინ სრულდება ზღვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სამთავრობო დონეზე და აქაც არიან ადამიანები, რომლებიც კომპეტენტურად არიან ჩახედული მერის ყველა საქმიანობაში, რაც იმსახურებს, რომ კარგი შეფასება მივცეთ", _ თქვა გოგიბერიძემ.

კონსტანტინე შარაშენიძემ პასუხად თქვა, რომ იმას, რაც კეთდება, მარტო შარაშენიძე კი არა, ყველა აკეთებს:

"მე მეამაყება, როცა მეუბნებიან, გარდამავალი დროშა რომ არსებობდეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადმოგცემთ, მისი ყველა სიკეთეებითო. თუმცა, ეს არ არის, როცა პირველ ადგილზე ხარ და ხარ... ქვედა დონეებში ხდება გადაადგილება", _ თქვა მან. თუმცა, შარაშენიძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ ჰპირდება მას გარდამავალ წითელ დროშას.

 სად ეძებს, როგორ პოულობს და ნიშნავს მერი ტალანტებს?

"გურია ნიუსის" კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა ოთხ სოფელში აქამდე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დანიშვნა, შარაშენიძემ ირონია მოიშველია:

_ ვეძებთ კადრებს, ჩვენ ვეძებთ კადრებს, ტალანტებს ვეძებთ (?!). კანონს არ ვარღვევთ, საქმეს არ ვაფუჭებთ.

_ სანამდე ეძებთ _ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე? რა გასაჭირია ასეთი?

_ ვეძებთ... აგერ, გიორგი ჩაგანავამ მითხრა, ამხელა რაიონის ტვირთი მე უნდა ვზიდოო, ეგერ ეროდი გორდელაძემ კიდევ... _ წაიქილიკა მერმა ლაითურისა და ბახვის მძიმეწონიან წარმომადგენლებზე და დასძინა, რომ "სოფლებში წარმომადგენელთა თანაშემწეები მუშაობენ და საქმე არ ფუჭდება".




 ახალი ამბები
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...