ოზურგეთის საკრებულო: წყალში "ჩაყრილი" ზრდილობა და დაწუნებული დადგენილება

პოლიტიკა

ოზურგეთის საკრებულო: წყალში "ჩაყრილი" ზრდილობა და დაწუნებული დადგენილება

21 მაი. 2018, 12:47:29

წყალში "ჩაყრილი" ზრდილობა

18 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, დღის წესრიგის გაცნობამდე, დეპუტატებისადმი შეგონებით დაიწყო:

"მეგობრებო, ნუ იყვირებთ ადგილებიდან. ეთიკის ნორმებს დავემორჩილოთ. ერთმანეთს ვცეთ პატივი. ვინმემ შეგზღუდათ? დარბაზში ყველა ერთმანეთს ესაუბრება. რაა ეს? ზრდილობაა საჭირო. ღმერთმა ნუ ქნას, მაგალითად, ვინმე X-ს ვუთხრა, დატოვე დარბაზიო... მე კი არა, იტყვის ყველა, ის ადამიანი იქნას დარბაზში თუ არა", _ თქვა დარჩიამ და შემდეგ სამსაკითხიანი დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს.

პირველი საკითხის: "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის გასახორცილებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ", _ დადგენილების მიღების თაობაზე, მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ ისაუბრა, რა დროსაც დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები ახმაურდნენ.

_ სიურპრიზი იყო ეს. არც ბიუროზე თქმულა მსგავსი და არც საკრებულოზე. თქვით, რომ ეს დადგენილება ახლა დამიდეთ მაგიდაზე. მისაღები იყო ტარიფიკაცია, ამ თანადაფინანსებით კი ხალხს გაუჭირდება მონაწილეობა. დღეს ვხედავ, რომ ცვლილებაა შესული, _ თქვა "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა შოთა გოგიბერიძემ.

_ რა უჭირს, გადავლენ თურქეთში, იმუშავებენ და გადაიხდიან, _ ჩვეული ხმამაღალი ტონით, ირონია არ დაიშურა "ნაციონალმა" დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა.

_ ა, ჩაიყარა ყველაფერი წყალში! ვისაც აზრის გამოთქმა გინდათ, გამოდით და თქვით. ხომ ვთქვით, რომ არ იყოს წამოძახილები?! _ შექმნილი ვითარება შეაფასა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.

 დაწუნებული დადგენილება

დღის წესრიგის პირველი საკითხის ირგვლივ, ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის გასახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესმა, რაზეც, ხალხის მიერ გასაღები პროცენტული რაოდენობის გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს შოთა გოგიბერიძემ და შალვა თავდიშვილმა. კერძოდ, ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს შემდეგი პროცენტული ოდენობით: შენობის ფასადის შეკეთებისას _ 5%, შენობის სახურავის შეკეთებისას _5%, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების შემთხვევაში _ 15%, სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთებისას _ 10%, სადარბაზოს კარების დამზადებისას _ 20%, ლიფტის შეკეთებისას _ 3%, პანელოვან შენობებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის შემთხვევაში _ 10%, ბინათმესაკუთრეთა მრავალსართულიან სახლებზე სეისმომედეგობის განსაზღვრისას _ 25%, საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენის შემთხვევაში _ 25%.

შოთა გოგიბერიძემ თქვა, რომ "ბიუროზე განხილული ტარიფიკაცია უნდა მიღებულიყო, სადაც კორპუსის მცხოვრებთა თანამონაწილეობის პროცენტულობა იყო უფრო დაბალი. შემდეგ კი, რატომ შეიცვალა ეს და რატომ დაუდგინეს ხალხს უფრო მაღალი პროცენტულობით თანამონაწილეობა, რის გადახდაც ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს უფრო გაუჭირდებათ, გაუგებარია".

საკმაო კამათის და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ წამოაყენა წინადადება, დაეწესებინათ ზედა ზღვარი 10%-მდე.

შოთა გოგიბერიძემ თქვა, რომ ასე უფრო გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ.

დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ხინთიბიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მოხარულია, როცა ამ საკითხს საკრებულო განიხილავს:

_ ეს არის ძალიან კარგი ურთიერთობის ფორმები. საკითხი, რომელიც დააყენეთ, თქვენი პოლიტიკის შესაჯერებელია. სჯობს, თუ პროცენტს დააწესებთ. რა ფორმითაც უნდა მიიღოთ, ეს კარგია და მისასალმებელი, _ თქვა მან.

დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ პროცენტულობის დაწევა არ მიიჩნია მართებულად და საკუთარი თვალსაზრისის განმტკიცებას ეცადა, რაზეც დეპუტატმა ნანული ორაგველიძემ რეპლიკა შეაშველა:

_ მერიის წარმოდგენილი პროცენტულობა ნაკლები იყო და კომისიის დასკვნაში სხვა წერია...

_ ნანული, ხელს ნუ მიშლი, _ გასძახა ბიგვავამ.

თავის მხრივ, ნანული ორაგველიძემ განმარტა, რომ თუკი მერია თანხას გამონახავს, მოემსახურება მოსახლეობას და ისედაც გაჭირვებული ხალხი ნაკლებს გადაიხდის, ეს დეპუტატებს უნდა უხაროდეთ.

_აქ კი რა ხდება? საკრებულოს კომისია, პირიქით, ზრდის ხალხის თანამონაწილეობით გადასახდელ თანხებს? პროექტის საერთო ღირებულების პროცენტები რაც მეტი იქნება, პროცენტულად მეტი გადასახდელი ექნება ხალხს. ამის მიხვედრას რა უნდა? _ თქვა მან.

შეთანხმების მისაღწევად, გიორგი ღურჯუმელიძემ ხუთწუთიანი შესვენება ითხოვა და დეპუტატები მოსალაპარაკებლად გავიდნენ.

შესვენების შემდეგ შეთანხმებულ პროექტს დეპუტატები დაეთანხმნენ.

მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ თქვა, რომ შეთანხმებულ პროექტს წარმოადგენს და რომ რამდენიმე პუნქტში პროცენტულობა, ადრე წარმოდგენილისა და ახლანდელის შეჯერებით, შუალედური სახით დატოვეს, ხოლო დანარჩენი ისე დარჩა, როგორც მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა თავდაპირველად.

დადგენილებას დეპუტატებმა ამ სახით დაუჭირეს მხარი.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წელს გასახორციელებელი, ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე", შენიშვნებისა და რეპლიკების გარეშე მიიღეს.

მესამე საკითხის _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ,"_ იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა:

_ განაკვეთები დგინდება შემდეგნაირად: თითოეულ სამორინე მაგიდაზე გადასახდელი იქნება: _ კვარტალში 20 000 ათასი ლარი, თითოეულ სათამაშო აპარატზე _ კვარტალში 2000 ათასი ლარი, თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე _ საპრიზო ფონდის 10%, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშებზე - კვარტალში 250 000 ლარი, აზარტული ან მომგებიანი თამაშების მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ თითოეულ სალაროზე _ კვარტალში 7 ათასი ლარი, თითოეულ კლუბის მაგიდაზე, კვარტალში 6 000 ლარი.

დეპუტატებმა დღის წესრიგის მესამე საკითხის ადმინისტრაციული წარმოების წესით დაწყებას მხარი დაუჭირეს, რომელიც მომავალ თვეში, 6 ივნისის საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ისაუბრეს თუ რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა საქართველოზეოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა კოვიდ 19-ის გავლენას  ეკონომიკაზე. შეხვედრის მომხსენებელმა კახაბერ დაუშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა  იმ პრობლემებზე, რომელიც კორონავირუსის დროს გაჩნდა მსოფლიოში. დაუშვილის მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წელს კოვიდის გავლენით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 7 მილიარდ ლარს დაკარგავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი მიმდინარე პერიოდის ინფლაცია 6, 1 პროცენტი იქნება. კოვიდ 19 ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის სფეროები კი განსაკუთრებით დააზარალა. კოვიდის ნეგატიური გავლენები ოზურგეთსაც შეეხო.  ტურიზმი და გასართობი სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. ზარალი შეეხო გადამამუშავებელ წარმოებასაც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ  მუშავდება სპეციალური გეგმა, როგორ მოხდეს კრიზისის ... ...
  • სროლა თბილისში -დაჭრილია მამაკაცისროლა თბილისში -დაჭრილია 60 წლის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ... ...
  • თბილისი თუ გურია - ანა დოლიძე გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოს მიიღებს“მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი და დამფუძნებელი ანა დოლიძე შესაძლებელია გურიაში დეპუტატობის კანდიდატი გახდეს.  ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, თბილისში იყრის კენჭს თუ გურიაში, აგვისტოს ბოლოს მიიღებს. “ჯერჯერობით არის დრო დარჩენილი გადაწყვეტილების მიღების ვადამდე და მინდა ეს პერიოდი კარგად გამოვიყენო. მინდა კარგად შევისწავლო, დაკვეთა რა არის მოსახლეობის და მეორე მხრივ,  რამდენად თანაზომიერია ამ დაკვეთაში ჩემი საკუთარი ძალები. ყოველდღე ვმუშაობ მოხალისეთა ჯგუფთან და ყოველდღიურად გვაქვს აქტიური შეხება ხალხთან, რადგან ზუსტად გავიგოთ მათი პრობლემების შესახებ. დღეს ეს არის უსერიოზულესი ბრძოლა  იმიტომ, რომ უზარმაზარი ოლქებია. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება და დაგეგმვა". “ ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე კონკურენცია იქნება დიდი და ის ამ ბრძოლისთვის მზად ... ...
  • საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებსსაქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა. აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლოდ რეგისტრირებულ შემთხვევებს. არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც მეუღლეები ფაქტობრივ თანაცხოვრებაში აღარ იმყოფებიან, თუმცა განქორწინების დარეგისტრირება არ მოუხდენიათ. აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ანა ფუტკარაძემ განაცხადა. ანა ფუტკარაძის განმარტებით, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, მათ შორის სასამართლოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, 2019 წლის მონაცემით, საქართველოში 11, 205 პირი განქორწინდა. 3,918 განქორწინება მომხდარია ქ. თბილისშია. განქორწინების მაჩვენებელი საქართველოს რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება: აჭარა - 309, გურია - 86, იმერეთი - 580, კახეთი - 300, მცხეთა-მთიანეთი - 109, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 324, სამცხე-ჯავახეთი - 110, ქვემო ქართლი - 394 და შიდა ქართლი - 254. განქორწინებლი 11,205 პრიდან 10,039 პირი იმყოფებოდა ქორწინებაში პირველა, ხოლო 972 - განქორწინდა მეორედ ქორწინების პირობებში. სტატისტიკით, მითითებული არ არის 194 პირის შესახებ ინფორმაცია, მათი ქორწინების ხანგრძლივობის შესახებ. განქორწინებილთა მეტი რაოდენობის ასკი მერყეობს 30-35 წლის ფარგლებში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წარსულში განხორციელებული შესწავლილი თანახმად, 2018-2019 წლების განმავლობაში, საქართველოში განქორწინების სტატისტიკა შეადგენდა 37,892 შემთხვევას, თუმცა ეს სტატისტიკაც ხასიათდებოდა მზარდი მაჩვენებლით. განქორწინებების  სტატისტიკა საქართველოში 2015-2018 წლებში ასე გამოიყურება:      2015 წელი - 9 082              2016 წელი- 9 513      2017 წელი- 10 452      2018 წელი- 8 845      სულ-          37 892 „ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ... ...
  • სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გასცადასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია - 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია - 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...