პაატა სალია არის “რუსთავი 2″-ის ჯალათი” _ ნიკა გვარამია

პოლიტიკა

პაატა სალია არის “რუსთავი 2″-ის ჯალათი” _ ნიკა გვარამია

2019 აგვ 13 13:03:15

ივანიშვილის ინტერესია, რომ გაქრეს ბრენდი “რუსთავი 2”, მას ეს ბრენდი სძულს, _ ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“არავითარი ტელებიზნესი იქ აღარ იქნება. ამ ტელევიზიის შემძენი იქნება ივანიშვილი ჩხარტიშვილის ხელით. ეს ტელევიზია აღარ იარსებებს, გეუბნებით. იქ იქნება კორპუსი, კორპუსი, კორპუსი. დასრულებული ისტორიაა. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ინტერესია, რომ გაქრეს ბრენდი “რუსთავი 2”, მას ეს ბრენდი სძულს.  ბოდიში, მაგრამ ვერც ერთი სხვა არხი ვერ იტყვის ამას. ამ არხის კარები დღეს გამოკეტა პაატა სალიამ. პაატა სალია არის “რუსთავი 2″-ის ჯალათი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.




 ახალი ამბები
  • განცხადება გაეროს კეთილი ნების ელჩის, ნინო სუხიშვილის შესახებსაქართველოში გაეროს წარმომადგენლობას არ შეუჩერებია ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა.  თითოეული კეთილი ნების ელჩისგან  გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და  მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის ,,არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას. გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას  ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება  ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას. თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება  დროებით და  ელჩები ექვემდებარებიან ... ...
  • ზვიად კვაჭანტირაძე: "დღევანდელი დღე იქნება ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი „ქართული ოცნების“ ისტორიაში"„პრაქტიკულად, დღეს, ყველაზე პრინციპულ საკითხებზეც კი „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს უმრავლესობა არც ხელისუფლებაში და არც პარლამენტში, ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავისი ნებით, თავისთავს აცხადებს არალეგიტიმურად", _ ეს განცხადება პარლამენტის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ,,გურია ნიუსთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს, რომელიც მდგომარეობს ახალი კორექტირებული კანონპროექტის პარლამენტში შეტანით. _ დღევანდელი დღე იქნება ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი „ქართული ოცნების“ ისტორიაში _ პრაქტიკულად რომ ვივარაუდოთ, ეს არ არის სპექტაკლი, არ არის თავიდან ბოლომდე დაგეგმილი პარტიის ლიდერშიპის მიერ. მოხდა ის, რომ პარტიის წარმომადგენლების სერიოზულმა ნაწილმა გაილაშქრა პარტიის და პარტიის ლიდერშიპის წინააღმდეგ, ანუ ფაქტობრივად, ზედაპირზე ეს დევს, თუ, რა თქმა უნდა, ვივარაუდებთ, რომ ეს არ არის დადგმული სპექტაკლი. ამით მართველი პარტია თავად აცხადებს, რომ კრიზისი დაუდგათ და უნდა გაითვალისწინონ და გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა. პრაქტიკულად დღეს ყველაზე პრინციპულ საკითხებზეც კი, „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს უმრავლესობა არც ხელისუფლებაში და არც პარლამენტში, ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავისი ნებით, თავის თავს აცხადებს არალეგიტიმურად. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი არის იმაში, რომ თუ კი ბიძინა ივანიშვილს არ სურს, რომ მისი ქმედებები და დღევანდელი გადაწვეტილება შეფასდეს პოლიტიკურ თაღლითობად, პოლიტიკურ სულელობად და თუ კი მართლა ამის პოლიტიკური ნება გააჩნიათ, რაც დაპირდნენ ქართულ საზოგადოებას, ის შეასრულონ. ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი ამისთვის, ამიტომ მათ სასწრაფოს უნდა შემოიტანონ განსახილველად ახალი კანონპროექტი, კორექტირებული, მეტნაკლებად დაბალანსებული, თუნდაც იმ ვითომდაც ამბოხებული მაჟორიტარების მიერ გამოთქმული პრეტენზიების გათვალისწინებით. ვგულისხმობ იმას, რომ დღევანდელ კანონცვლილებასთან დაკავშირებით აპელირება და პრეტენზიები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ იყო გათვალისწინებული რეგიონების ინტერესები, მაგრამ შეიძლება იგივე კანონპროექტი შემოვიტანოთ, რომელშიც იქნება რეგიონული პრეფენციული ან პროპორციულ-პრეფენციული პრინციპები დაცული. თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს, ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ მე არ მაქვს ამის ილუზია, რომ არსებობს ეს პოლიტიკური ნება. ეს ნება რომ არსებულიყო, მათ ჩემზე ნაკლებად კი არ იციან ეს შესაძლო ვარიანტი. ეს ხშირად გაჟღერებულა განხილვებისას, მაგრამ ამაზე არ წამოვიდნენ. როგორც ჩანს, დაგეგმილი იყო ის სცენარი, რაც დღეს გათამაშდა. არ რცხვენიათ, რომ თავიანთი სახე წაიბილწეს და შეირცხვინეს იმ ამომრჩევლის წინაშე, ვისაც დღემდე მართლა სჯეროდა მართველი პარტიის. _ ბატონო ზვიად, მოსალოდნელია თუ არა ამ პოლიტიკური კრიზისის დროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? _ ჩვენ ყველაფრისთვის ვიქნებით მზად, მაგრამ საკითხავია, სჭირდება თუ არა ეს ქვეყანას. არც მალავენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მიიღეს თითქოსდა გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად, ანუ, ფაქტობრივად, პარტიულ ინტერესებს შესწირეს ქვეყნის ინტერესები _ ეს არის სამარცხვინო. ასეთი განცხადებას არასდროს არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ გააკეთებს არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ ამათ გააკეთეს. _ ბატონო ზვიად, როგორ შეაფასებდით დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვებას? _ დღეს დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვებას რა ეფექტი ექნება, არ ვიცი. ეტყობა, ჩემი მეგობრები, კოლეგები თავიანთ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობენ და არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება იმ გადაწყვეტილებაზე, რაც დღეს უმრავლესობამ მიიღო. _ დღეიდან როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? _ ვფიქრობ, საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება იმისკენ, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა. საზოგადოება ამ დღეებში თავისი ერთიანობით, თავისი ძალისხმევით და სინერგიით ყველანაირად შეეცდება ხელისუფლებას ეს ცვლილება მიაღებინოს, თუ არადა შემდგომ მომავალი გვიჩვენებს, რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ აბსოლუტურად კოორდინირებულები ვიქნებით ჩვენს ... ...
  • ოპოზიციური პარტიები გიორგი გახარიას გადადგომასა და ვადამდელ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ„ლეიბორისტულ პარტიაში“ შეკრებილი ოპოზიციური გაერთიანებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. როგორც შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საერთო მოთხოვნაა, რომ ვადამდელი არჩევნები პროპორციულ წესით დროებითი მთავრობის პირობებში გაიმართოს. „სხვა მხრივ, ჩვენ რაც არ უნდა პროცესი ვწელოთ და რაღაც პროცესში შევყვეთ „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს, ისევ მოგვატყუებენ. რაც მთავარია, დღეს მათ ღირსება აგვყარეს, ეს ღირსება უნდა დავიბრუნოთ, აღვიდგინოთ ჩვენი ღირსება და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი არის თავისუფლებისთვის მებრძოლი. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ნორმალური ქვეყანა და არა ქვეყანა, სადაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს და იმ ვითომ თავისუფალი არჩევანის მქონე დეპუტატებს, რომლებიც სუს-ის მიერ არის ჩასმული სიაში“, – აღნიშნა ვაშაძემ. გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას აქციების გზით გეგმავენ. “ვადამდელი პროპორციული არჩევნებისთვის არის კონკრეტული პროცედურები, ამაზეც სამართლებრივად გვქონდა საუბარი. ბიძინა ივნაიშვილმა არათუ ამოწურა თავის თავი, თავზე დაგვახია კონსტიტუცია და სილა გაგვაწნა. ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვაპატიებთ. უნდა ვიყოთ შეურიგებლები. თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, გამოდით, იწყება უწყვეტი საპროტესტო პროცესი, რომელმაც უნდა მიიყვანოს საქართველო გამარჯვებამდე. ღირსება უნდა აღვიდგინოთ“, _ აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. წყარო: ... ...
  • გრიგოლ ვაშაძე: "გავხევთ ნაკერავზე ამ ხელისუფლებას"„გავხევთ ნაკერავზე ამ ხელისუფლებას და მოვიგებთ“, _ ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ. „საქართველოში პარლამენტარიზმი მოკლეს, მოგვტაცეს სახელმწიფო. ახლა თბილისურად გეტყვით _ გაგხევთ ნაკერავზე ყველანაირი სისტემით და მოვიგებთ“, _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ... ...
  • ირმა ინაშვილი: “ორჯერ წამართვეს გამარჯვება საგარეჯოს არჩევნებში““ორჯერ წამართვეს გამარჯვება საგარეჯოს არჩევნებში. სხვათა შორის, საგარეჯოში დღეს მე ვგონივარ პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი და დეპუტატი. ხშირად მომართავენ, როგორც მაჟორიტარს“, _ ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა. ირმა ინაშვილის თქმით, "ყველას კარგად ესმის, შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც კი უმრავლესობას შეუძლია ვითარების გამოსწორება, შეუძლია მცირედი ცვლილება გააკეთოს ჩავარდნილ კანონპროექტში და თავიდან შემოიტანოს პარლამენტში მცირედი ცვლილებით. ამისი გაკეთება უმრავლესობას შეუძლია, მაგრამ არ ვიცი ახლა, რაზე მსჯელობენ ისინი. როგორც ჩანს, ამას არ გააკეთებენ. ამიტომ, ჩვენ ხვალ პარლამენტში შევიტანთ იგივე კანონპროექტს მცირედი ცვლილებით, მცირედი ცვლილებით შეტანის უფლება ჩვენ გვაქვს. აი, მაგალითად, მცირედი ცვლილება იქნება ის, რომ ბარიერი შეიცვლება 0,7%-ით. ამ ცვლილებით შევიტანთ პარლამენტში კანონპროექტს ხვალვე", _ აცხადებს ირმა ინაშვილი. მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსი“ იწყებს უწყვეტ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?