,,ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება“_ ჭიჭინაძე ბრალდებებს პასუხობს

პოლიტიკა

,,ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება“_ ჭიჭინაძე ბრალდებებს პასუხობს

2018 მაი 24 14:06:45

მმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობდეს. ჭიჭინაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არამართლზომიერია. ჭიჭინაძე სამართალდამცველების მხრიდან  ნარკოტიკების ე.წ. ჩადების პოლიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკები, შესაძლოა, მხოლოდ ისეთ ადამიანს ჩაუდონ, რომელიც კრიმინალად არის მიჩნეული.

,,როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და რომელიმე მაღალჩინოსნის მიმართ ასეთი ბრალდებები გააჟღერო.  ნარკოდანაშაულის მფარველობა არის უდიდესი დანაშაული, ამიტომ ამ თემაზე  კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება. ეს არამართლზომიერი და არაადეკვატური ბრლდებაა. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იცით, რომ ვისაც იჭერენ, იმაზე ამბობენ ჩაუდესო, საზოგადოებაც ძალიან სცოდავს, რადგან სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, თითქოს შს სამინისტროს შეგნებულად  ჩადის დანაშაულს და ვიღცებს უდებს. არ შეიძლება,  შს სამინიტრო, ვისაც  ქუჩაში დაინახავს, ყველას უდებდეს. შესაძლოა, რაღაც მომნტში ჩადება არსებობს, მაგრამ ეს იმ მომენტში შესაძლებელია მოხდეს, როდესაც ადამიანი კრიმინალად არის მიჩნეული. ამერიკა ომს აწყობდა და ისე ებრძოდა ნარკოგამსაღებლებს, თუ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსკენ მივისწრაფით, დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ნარკორეალიზატორებს“,_ გვითხრა ჭიჭინაძემ.




 ახალი ამბები
  • ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროება _ საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდამოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე; თბილისის შემოვლით გზაზე კი იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები,"- აღნიშნულია შსს-ის ... ...
  • ავარია იგოეთთან _ ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა.ავარიის მიზეზად ლიპყინული სახელდება. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ავარია სხვადასხვა წერტილში, მინიმუმ სამ წერტილზე მოხდა.ამ ეტაპისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ... ...
  • შეხვედრა სამინისტროში და ახალი რეგულაციები კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზეკოლხეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა და ამ საკითხთან მიმართებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრა იყო მთავარი  სასაუბრო თემა პედაგოგ სოსო კვაჭაძის მიერ გამართულ ბრიფინგზე. სოსო კვაჭაძე ერთ-ერთია, ვინაც ეროვნული პარკის პრობლემის გაჩენის დღიდან ამ საკითხითაა დაინტერესებული და  საკმაოდ ბევრი რამ იცის არსებული სიტუაციის ირგვლივ. როგორც ბრიფინგზე ითქვა,  ლანჩხუთის მერიასთან მონადირეებისა და ფერმერების მიერ რამდენიმე დღის წინ გამართული ფართომასშტაბიანი აქციის კვალდაკვალ, რომლითაც გააპროტესტეს ის შეზღუდვები, რომლებიც კოლხეთის  ეროვნული პარკის ფუნქციონირების გამო მათ დაუწესდათ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით შეხვედრა შემდგარა სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სწორედ  აღნიშნულ მტკივნეულ საკითხს მოიცავდა მთლიანად. კვაჭაძის თქმით, ამ შეხვედრას მასთან ერთად მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს წევრი გიორგი ჩახვაძე ესწრებოდნენ. „არ შემიძლია, თავიდანვე არ ვთქვა, რომ ძალიან გახარებული ვარ,  ის მრავალწლიანი ომი, რომელიც გვქონდა ეროვნულ პარკთან მიმართებაში, ლანჩხუთელთა სასარგებლოდ დასრულდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდების მიერ მოწყობილი აქციის შემდეგ, დაინტერესდნენ პრობლემით და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა“, _ აღნიშნა სოსო კვაჭაძემ, რომლის თქმითაც,  მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე  მიწვეული იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკთან. როგორც ბრიფინგზე ითქვა, სოფლის მეურეობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა და ყველა იმ საკითხს მოიცავდა, რომელიც დღესდღეობით აქტუალურია ეროვნულ პარკთან მიმართებით. „მთლიანობაში საკმაოდ გულახდილი საუბარი გამოვიდა, ყველა მტკივნეული პრობლემა მიმოვიხილეთ.  მე ყველას შევახსენე ის კანონები თუ კონვენციები, რომლებიც  უბრალო ადამიანებს არ ტოვებდნენ უუფლებოდ, თუნდაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, კანონი დაცული ტერიტორიების სისტემების შესახებ, რომელშიც მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს, გაერთიანებებს და მონადირეებს აქვთ გარკვეული უფლებები, რომელიც რატომღაც სრულიად უგულვებელყოფილია. ასევე წარვადგინე ის ათიათასკაციანი ხელმოწერები, რომელიც თავის დროზე მოსახლეობამ გააკეთა და ეს საპროტესტო მუხტი გამოიწვია იმ მძაფრმა წინააღმდეგობამ, რომელიც ეროვნული პარკიდან მოდის. რატომ ხდება ასე, თავიდანვე მკაცრად დაცულ ზონად გამოცხადებას  გვახვევდნენ თავზე, მაშინ, როცა ადგილობრივი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი ამას არ ეთანხმებოდა, ყველა გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე ერთ აზრზე იყო და დღესაც ასეა. ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ხელს მოაწერს ამ კანონის ამოქმედებაზე. საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციაც მივაწოდეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და ჩვენი მხრიდან  შეკითხვაც დაისვა, რომ მართალია კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან  და განსაკუთრებით გადამფრენი ფრინველების საბინადროდ ვარგის ტერიტორიას, კლასიკური გაგებით ეს არ არის ჭაობიანი ტერიტორია, ეს ტორფიანი ადგილია ზამთრის საძოვრებით, რატომ უნდა აიკრძალოს ნადირობა, თევზაობა, თიბვა, საქონლის ძოვება, სხვა ფერმერული საქმიანობა, მაშინ როცა ეს ხელს არ უშლის ეროვნული პარკის ფუნქციონირებას?! ჩვენ ხომ არ ვითხოვთ ტორფის ამოღებას და სხვა მავნე ეკოლოგიურ ზემოქმედებას, არამედ ვითხოვთ, უბრალოდ, კანონით დადგენილ უფლებებს. მოკლედ დაგპირდნენ, რომ მაქსიმუმ ორ დღეში ქვეყნის პრემიერთან ერთად გაივლიდნენ ამ საკითხს და გამოსავალსაც მონახავდნენ. პირადად ჩემდა გასახარად ძალიან მალე, ანუ ლანჩხუთისკენ გზად მომავალს გვაცნობეს, რომ პრობლემა მოგვარდებოდა.  პირადად მე დამირეკა გუბერნატორმა და მითხრა, რომ  ბახტაძესთან საუბარი უკვე გაიმართა და მიმდინარე წლის პირველ მარტამდე, მოსახლეობას პარკის ტერიტორიაზე ყველა საქმიანობის შეზღუდვა მოეხსნება, ეს იქნება თევზაობა, თიბვა, საქონლის ძოვება თუ სხვა რამ. ანუ ნადირობის სეზონის დასრულებამდე, ნადირობაც დასაშვები იქნება, ოღონდ  მკაცრად იქნება გაკონტროლებული ბრაკონიერობის შემთხვევები და ასეთი მაგალითები უმკაცრესად დაისჯება“, _ აღნიშნა სამინისტროში გამართული შეხვედრის შედეგით კმაყოფილმა  სოსო კვაჭაძემ. მისივე თქმით,  ეს დროებითი რეგულაციებია და  არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამომავლოდ მსჯელობა კვლავაც გაგრძელდება. „რა თქმა უნდა ეს რეგულაციები დროებითია, მაგრამ საქმისადმი ასეთი მიდგომა უდავოდ გამოსარჩევია. პრემიერმა დაგვანახა, რომ უბრალო მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფა დაუშვებელია და ეს პირველი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა ამით არაფერი მთავრდება და შემდგომში  მუშაობა გაგრძელდება. კერძოდ, ვგეგმავთ ადგილზე, ჩვენი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც შეისწავლის ამ ტერიტორიებს, იგივე ტორფის ამოღების საკითხსაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამეთუ იქ არსებული ორგანული სასუქები, მინერალები და ჰუმუსი აღმოაცენებს ჩვენს გამოფიტულ და დაბერწებულ მოსავალს. მთელი მსოფლიო გრამობით ეძებს ასეთ ეკოლოგიურად სუფთა მინერალებს, როცა ჩვენ ასეული ტონობით შეგვიძლია მისი მოპოვება ისე, რომ არ დავაზიანოთ არსებული ეკოსისტემა. თუ არ შეიძლება იქედან ტორფის ამოღება, ესეც მეცნიერულად უნდა იქნას შესწავლილი და დასაბუთებული, რაც გამორიცხავს ამ საკითხით გაჩენილ გაურკვევლობას.  საერთოდაც, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შედგეს ის კონსენსუსი, რომელიც ყველა მხარეს თავის ფუნქციებს მკაცრად და სამართლიანად განუსაზღვრავს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და ამით სარგებელიც მეტი იქნება და ადგილობრივი მოსახლეობაც, ფერმერებიც იხეირებენ.  გადასახედია ისიც, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიების ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი აისახა პარკის საზღვრებში და იქნებ მოხდეს ამის კორექტირება. მოკლედ სამუშაო ძალიან ბევრია და მიხარია, რომ ამ ეტაპზე მიღწეული ეს ცივილური შედეგი, რომელიც მოსახლეობას, უბრალო ადამიანებს აძლევს კანონით მინიჭებულ უფლებას ტერიტორიების ტრადიციული გამოყენების შესახებ მკაცრი გამოყენების ზონაშიც კი, რაც პირდაპირ სამომავლო საქმიანობის ეფექტურობის საწინდარი იქნება უსათუოდ“, - დასძინა ბრიფინგის დასასრულს სოსო ... ...
  • ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ - სერგეენკო სისხლის ბანკის განცხადებას ეხმაურებაჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში არსებული სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ, ეხმაურება.  ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ეს ფაქტი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.  „საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო, მაგრამ როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს. ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის“, _ აღნიშნა დავით ... ...
  • სროლა ვერაზე - გიორგი ადუაშვილს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალი ორი მუხლით, გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში წაუყენეს.  ადუაშვილის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავეს, ბრალს ამ წუთებში აცნობენ. დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გ.ა.-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გ.ა. დააკავა. გ.ა საავადმყოფოშია მოთავსებული და სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით , საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. პოლიციამ დაკავებული გ.ა.-ს მეგობარი კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...

ლუდის რიტუალები საქართველოში

ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას...

როგორი, რასთან, რამდენი

მიღებულია, რომ თეთრი ღვინო თევზეულსა...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

„სექსუალური ურთიერთობა ქმნის ფაზას“_რას ამბობს ახალი კვლევა

წყვილები სქესობრივ ურთიერთობას უფრო ადრე...

ვარსკვლავური შობა–ახალი წელი

ახალი წელი და შობა ის...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...