„პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია“_ ლია მუხაშავრია

პოლიტიკა

„პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია“_ ლია მუხაშავრია

2019 აპრ 23 15:31:51

იურისტი ლია მუხაშავრია  „გურია ნიუსთან“ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს და პასუხისმგებლობას შს სამინისტროსა და მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს.

მისივე თქმით, „ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე პასუხისმგებელი პირადად გიორგი გახარიაა“.

„პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს“, _ ამბობს იურისტი.

_ ქალბატონო ლია, პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირების მოხდენის მიზნით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამაც ადგილზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. როგორ ფიქრობთ, “ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან  რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება?

_პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი მთლიანად შს სამინისტროა. ის, რაც აღნიშნულ რეგიონში მოხდა, მტრის წისქვილზე ასხამს წყლის.  პანკისელები არიან საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მოქალაქეები, რომლებსაც ისევე შესტკივათ გული საკუთარ მიწა-წყალზე, როგორც საქართველოს  სხვა კუთხის მაცხოვრებელებს. ხელისუფლების მხრიდან პანკისელების დასჯის მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ მათ აიძულონ საქართველო აღარ უყვარდეთ. პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს.

_ შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინფრმაციით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების მობილიზბა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივმა მოსახლეოამ კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელზე, რომლებიც უსაფრთბის უზრუნველყოფის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ადგილზე იქნა გაგზავნლი, თავდასხმა განახორციელა. მინისტრის ამ განცხადებას როგორ აფასებთ?

_ ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე  პირადად გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი. მინისტრს პასუხისმგებლობისგან ვერანაირი განმარტება დაიცავს. მეტიც, ხელისუფლებიდან გახარიას წასვლის შემდეგ, პანკისში განვითარებული მოვლენების შედეგებზე მისი პასუხისმგებლობა არ მოიხსნება.

_არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საქართველოში ჰესების მშენებლობის შესახებ არაობიექტური დასკვნები გაიცემა. მაგალითად,  „დარიალ ჰესის“ მშენებლობის დასკვნაზე, რომელმაც გაუთვლელი პროგნოზების შედეგად ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შენიშვნები არ ჰქონია. როგორ ფიქრობთ, გარემოს დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგნლების პროტესტის მიუხედავად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშრებული პრობლემების მოგვარება რატომ ვერ ხერხდება?

_ ჰესების მშენებლობაში მთავარი პრობლემა კორუფციის არსებობაა. ხელისუფლების სათავეში მოსულ პირებს დიდი სურვილი აქვთ იმისა, რომ ჰესების მშენებლობისა და ამ მშენებლობის ნებართვის გაყიდვის ხარჯზე ძალიან დიდი ფული იშოვონ. ასეთი ქმედებები პროფესიონალი ბუნების დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, სამწუხაროდ, გრძელდება, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოსა და ბუნებას, უფრო მეტად წაადგება ქვეყნის ენერგოგანვითარებას, რაც ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისმინოს. 

_“ოცნებამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შემომწირველი და პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ მსხვილი ბიზნესის ლობისტად მიჩნეული მაღალჩინოსანი ნათია თურნავა განამწესა. ფლობთ ინფორმაციას მსხვილ ბიზნესმენებთან თურნავას საეჭვო კავშირების შესახებ? და ასევე, როგორ შეაფასებდით მინისტრის პორტფელის ჩასაბარების მიზნით  რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი გიორგი ქობულიას გათავისუფლებას?

_არამგონია, რომ ქალბატონი თუნავა კორუფციაში ჩართული იყოს და მისი დაწინაურება აღნიშნულით იყოს განპირობებული. მას ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვა და კვალიფიკაციით არავის ჩამოუვარდება. რაც შეეხება გიორგი ქობულიას, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის სხვა პლანეტაზე მოხვდა. მისი ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც მის არაადეკვატურობას უსვამდა ხაზს, იმაზე მეტყველებდა, რომ ექსმინისტრი საქართველოში არსებულ ვითარებას საერთოდ არ იცნობდა. ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებების პროცესი გაგრძელდება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის შეცვლაც არ არის გამორიცხული, რადგან “ქართული ოცნება“ საზოგადოებაში არსებულ მზარდ უკმაყოფილებას ხედავს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...