“პოლიტიკური სარეველა ცეცხლთან თამაშს ნუ გაბედავს!”_ ლადო კახაძე

პოლიტიკა

“პოლიტიკური სარეველა ცეცხლთან თამაშს ნუ გაბედავს!”_ ლადო კახაძე

2019 მარ 26 16:25:21

„რადგან შალვა ნათელაშვილმა ჩემზე თქვა მოღალატეაო, მეც ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკური სარეველაა, რომელსაც მოვლა არ სჭირდება. მასზე ისეთი რაღაცების თქმა შემიძლია, რომ დედამიწაზე თავი არ ექნება გამოსაყოფი, ამიტომ ცეცხლთან თამაშს ნუ გაბედავს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ.

კახაძე პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო.

_ ბატონო ვლადიმერ, პაატა ბურჭულაძის ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლის სახელით 2016 წელს მთაწმინდის ოლქში კენჭი იყარეთ და შემოწირულობის სახით 60 000 გადაურიცხეთ, რატომ დატოვეთ?

_ თავდაპირველად არსებობდა საქართველოს განვითარების ფონდი, სადაც  ვმუშაობდი და ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც პოლიტიკური ანგაჟირების სფეროს არ წარმოადგენდა. შემდეგ აღნიშნულმა მოძრაობამ  ტრანსფორმირება განიცადა, როგორც პოლიტიკუმა ორგანიზაციამ. პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩემი აქტირობა იმ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომლიც წინა ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა, არ ივარგებდა.

_ 2016 წელს მთაწმინდის ოლქში  გამართულ არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა 2.65%-მა დაგიჭირათ, „ქართული ოცნების“ კანდიდაბის პირობებში გაქვთ არჩევნებში გამარჯვების იმედი?

_ რა თქმა უნდა, მაქვს. პაატა ბურჭულაძის ბლოკში ჩემი აქტიურობა აბსოლუტრად ნული იყო, თუმცა ამ პერიოდს ძალიან წარმატებულად ვთვლი. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც მაშინ ჩემი კონკურენტი იყო, ხელი არ შემიშლია. ტელეეთერით მის წარულს, ტორი ღვაწლსა და საგვრეულოს მადლობაც გადავუხადე, რაც პარტიის შიგნით კარგად აღქმლი არ იყო. მიხრია, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ. ჟურნალისტები ხართ ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება განაპირბეთ. იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად დამასახელებდა, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინრე თემებზე ჩემს აზრს ვაფიქსირებდი და ოჯახმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, მოიდომა, რომ ასეთი პოზიციების მქონე ადამიანი მათი გუნდის წევრი გამხდარიყო, რაც დიდი სიხარულით აღვიქვი.

_სალომე ზურაბიშვილმა, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყავით ჩართული, პრეზიდენტის რანგში განაცხადა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ  დაბომბა, ზურაბიშვილის აღნიშნულ პოზიციას იზიარებთ?

_საქართველოს ომი არასდროს დაუწყა. არა მარტო ამ შემთხვვაში, არამედ ისტორი წარსულშიც კი. პირადად სულ სხვა პრეტენზიები მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ _ ცეცხლის ჩასაქრობად წყალი უნდა დაასხა და არა ნავთი.

_ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარგადგინათ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათლაშვილმა გაგაკრიტიკათ და „მოღალატე ლეიბორისტი“ გიწოდათ.  „ყველას გამოექცა და კიდევ გამოექცევა, „ონებას“ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს“, _აღნიშნა ნათელაშვილმა. მის ბრალდებებს რას უპასუხებდით?

_პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ არ ვარ ადამიანი, რომლიც ხალხის გულის ტკენისთვისაა დაბადებული. საკრებულოში შალვა ნათელაშვილი 12 კაცით შევიდა, რაშიც მე და ჩემს მეგობრებს ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის. ნათელაშვილმა თქვა, კახაძე მე დავნიშნე საკრებულოს თავმჯომარედო, სირცხვილი მატყუარას! „ლეიბორისტულ პარტიაში“ არ შევსულვარ, ნება მივეცი, რომ ჩემი თავი სიაში ჩაეწერათ. საკრებულოს თავმჯომარის ასარჩევად შალვა ნათელაშვილი თორმეტკაციან სიას ოპოზიციის არდაჭერაც სჭიდებოდა. ოპოზიციურმა ფლანგმა ჩემი სახით მხარი დაუჭირა იმ კანდიდატს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა. ნათელაშვილს სხვა კანდიდატს არავინ გააყვანინებდა. ასევე, მან თქვა, კახაძე „ლეიბორისტული პარტიიდან“ გაიქცაო, მის 12-კაციან ფრქციაში ორი კაცი დარჩა. პარტიიდან ათი კაცი რომ გავა, ეს ლადო კახაძის ბრალია?! რადგან მან ჩემზე თქვა მოღალატეაო, მეც ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკუ სარეველაა, რომელსაც მოვლა არ სჭირდება. მასზე ისეთი რაღაცების თქმა შემიძლია, რომ დედამიწაზე თავი არ ექნება გამოსაყოფი, ამიტომ ცეცხლთან თამშს ნუ გაბედავს!




 ახალი ამბები
  • შემთხვევა მყინვარწვერზე_ 4 000 მეტრის სიმაღლიდან კაცი ყინულის ნაპრალში ჩავარდამაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მყინვარწვერზე მყოფი ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი.  სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მამაკაცი მაშველებმა ამოიყვანეს და თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა ... ...
  • აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა (R)საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავსებაში ჩართული იყო როგორც  ანგარიშსწორების ბანკი, და ასევე იქნება ამ ობლიგაციებისთვის კალკულაციისა და  საგადამხდელო აგენტი. ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება კი „გალტ ენდ თაგარტმა“ უზრუნველყო. ADB-ის მიერ მსგავსი ორტრანშიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა საქართველოს კაპიტალურ ბაზარზე 2015 წლის შემდეგ მესამედ განხორციელდა. ობლიგაციების გამოშვება ორ ტრანშად მოხდა. მათგან პირველის ვადიანობა - 3 წელი, მეორე ტრანშის ვადიანობა კი 5 წელია. ობლიგაციის განაკვეთი არის ცვლადი და ის საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი დეპოზიტის განაკვეთთან არის ინდექსირებული. ADB პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ობლიგაციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებულ სისტემაში გამოუშვა და განათავსა საჯარო აუქციონის გზით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის დეკემბერში დაინერგა და ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, რისთვისაც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას იყენებს. ADB-ის ფასიანი ქაღალდები ასევე განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდების მფლობელები ქართული ინსტიტუციური ინვესტორები გახდნენ. „ADB ძალისხმევას არ იშურებს, რათა განვითარდეს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები. ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ეროვნულ ვალუტაში გაიცემა თანხები არა მხოლოდ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ ამით ხელს ვუწყობთ განვითარებას, რაც საქართველოს მოწინავე ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობით გამოიხატება“,- განაცხადა „ADB“-ის ხაზინის უფროსმა პიერ ვან პეტეგემმა. „მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკმა ობლიგაციების მასშტაბური განთავსებისთვის პარტნიორად სწორედ საქართველოს ბანკი აირჩია. საქართველოს ბანკი შეასრულებს კალკულაციისა და საგადამხდელო აგენტის როლს და 60-მილიონიან ტრანზაქციაში წარმოადგენს ანგარიშსწორების ბანკს. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ შესამჩნევ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ ენდ თაგარტის“ როლი ამ მნიშვნელოვან გარიგებაში. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ პარტნიორი მსგავსი ტრანზაქციების განხორციელებაში არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ იმ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ,  მოიპოვონ კაპიტალის დამატებითი წყაროები.  მსურს, მივულოცო მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ მნიშვნელოვან გარიგებაზე“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. ... ...
  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენსაქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. წყარო: ... ...
  • ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდებაქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს ... ...
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვალოს„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...