პრემიერი: "გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი" (R)

პოლიტიკა

პრემიერი: "გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი" (R)

2017 სექ 11 11:21:59

"გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი, თქვენ ძალიან კარგად იცით სწორი არჩევანის გაკეთება. 2012 წლიდან მოყოლებული ეს არის მეხუთე არჩევნები და წინა ოთხ არჩევნებში გაიმარჯვა ,,ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“.

ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ გურულებს, კიდევ ერთხელ, აუცილებლად მოუწევთ ჩვენთან ერთად, ყველას ერთად გაერთიანება. ჩვენ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენეთ და მივდივართ იმ გზით, რომელიც ჩვენი მომავალი თაობების, თითოეული ჩვენი ოჯახის, თითოეული აქ მყოფი ადამიანის კეთილდღეობას განაპირობებს.

აუცილებლად, კიდევ ერთხელ გავერთიანდებით და ამ გზას დავუჭერთ მხარს. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით ყველაზე მთავარი - მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანზე ზრუნვა" _ ასე მიმართა ოზურგეთში, გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურულებს და 4 წლის განმავლობაში გახორციელებულ პროექტებზე ისაუბრა:

"ამ ოთხ წელიწადში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით, ადამიანებს აღარ ეშინიათ, რომ უსახსრობის გამო ვერ შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას. თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე, არის ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის.

ჩვენი ბავშვებისთვის მოწესრიგდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა - აშენდა და რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები და სკოლები. ეს პროცესი, ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, და რა თქმა უნდა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. გურიაში, სახელმწიფოს მხრიდან, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობით, ყოველწლიურად სარგებლობდა 50 ათასამდე გლეხი და ფერმერი, რომლებმაც ჯამში, თითქმის 20 მილიონი ლარის სარგებელი მიიღეს. ამ პროგრამების შედეგად, გავააქტიურედ დაუმუშავებელი სასოფლო სამეურნეო მიწები და აქტივად ვაქციეთ ის.

ამას გარდა, დღევანდელი მდგომარეობით, გაცემულია 11 მილიონ ლარზე მეტი სესხი, რაც მოხმარდა მესაქონლეობის, მეფუტკრეობისა და მებაღეობის დარგების ხელშეწყობას. ასევე მნიშვნელოვანია, მიკროგრანტების პროგრამა რომელმაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა ყოფა ჩვენს სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს. პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში, დამტკიცდა 20 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს 100-ზე მეტ ჰექტარზე თხილის, ლურჯი მოცვის, კაკლისა და ვაშლის გაშენებას. ძალას იკრებს ასევე, ჩაის კულტურის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლისთვისაც ამჟამად 300 ათასზე მეტი ლარია გაცემული.

ჩოხატაურსა და ოზურგეთში, გაიხსნა 7 ახალი საწარმო, გაფართოვდა ხილის გადამამუშავებელი 2 საწარმო და გადაიარაღდა 10 არსებული საწარმო.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშნების შემოსვლას ითვალისწინებს. ეს არის: ზარა, მანგო, მასიმო დუტი და სხვა მსოფლიოში ცნობილი ბრენდები. საწარმოში დასაქმდება 300-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა 180-მდე პროექტი, რომლითაც 300-მდე მეწარმემ ისარგებლა.

ამ 5 წლის განმავლობაში, გურიაში 130 კმ გზის საფარი დაიგო. მოწესრიგდა ქალაქების ქუჩებისა და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების დიდი ნაწილი. აღდგა და აშენდა ხიდები, მათ შორის, მერია-ლაითურის 150 მეტრი სიგრძის ხიდი. ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში განხორციელდა წყალმომარაგების ქსელისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები.

დაწყებულია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც იქნება ახალი, კომფორტული, და უსაფრთხო ევროსტანდარტის გზა. ეს გზა უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად დატვირთული, საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას.

ასევე იგეგმება გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სატრანსპორტო ნაკადმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს როგორც ფოთის გავლით, ისე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით.

მეგობრებო, გურიაში, ამ ულამაზეს მიწაზე, ბევრი ბუნებრივი სიმდიდრეა - მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. როდესაც მსოფლიოში ისეთი უნიკალური კურორტები გვაქვს, როგორიცაა ბახმარო და ურეკი, ჩვენ ბოლომდე უნდა ავითვისოთ ეს სიმდიდრე, და ხალხისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. უკვე დავამტკიცეთ ბახმაროს განაშენიანებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. გასულ წელს, პირველად ისტორიაში, ბახმარომ, როგორც ზამთრის კურორტმა, უმასპინძლა ტურისტებს. გერმანელმა ინვესტორებმა, კურორტზე ზამთრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ასევე, იგეგმება სასტუმროს აშენება, რაც 4-ჯერ გაზრდის ზამთრის სეზონზე ტურისტების რაოდენობას.

უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა სამთო კურორტი გომისმთა. კურორტ გომისმთაზე შენდება წყალმომარაგების სისტემა და იგეგმება კურორტის სრული ელექტრიფიკაცია. როდესაც იქ იქნება წყალი და დენი, და ასევე დაიგება გზა, ეს შექმნის პირობას დამსვენებლებისა და ტურისტების გახდება მიმზიდველი ადგილი. დარწმუნებული ვარ, გომისმთაც მალე გახდება დამსვენებლებისათვის ერთ-ერთი საყვარელი და კომფორტული ადგილი.

მეგობრებო!

ყველამ იცით, რომ სულ ახლახან, შეკვეთილში გაიხსნა უნიკალური საკონცერტო დარბაზი, 300-მდე მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. დღეს ეს დარბაზი სრული დატვირთვით მუშაობს, და მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს. აქ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „ჩეკინ ჯორჯიას“ ფარგლებში გამართული არაჩვეულებრივი ღონისძიებები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება, ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, რომ რეგიონის განვითარებისათვის შეეწყო ხელი. ეს დარბაზი სწორედ ბატონი ბიძინას ინიციატივით გადაეცა სახელმწიფოს, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი ამ რეგიონისთვის, გურიისა და გურულებისთვის. იცით, რომ ამ მასშტაბის კონცერტებს თან ახლავს ათასობით მაყურებელი, რომელსაც სათანადო ინფრასტრუქტურა სჭირდება.

ასევე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, აშენდა შეკვეთილში თანამედროვე დიზაინის სარკინიგზო ბაქანი, მოეწყო მუსიკოსების სკვერი, რაც უნიკალურია ჩვენი ქვეყნისთვის. შეკვეთილში აშენდა ისეთი შადრევანი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. აშენდა პარკი, რომელშიც მინიატურების სახით არის წარმოდგენილი ქართული კულტურისა და ისტორიის ძეგლები.

5-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით, თანაინვესტირების ფონდმა ააშენა, უკვე დაიწყო სატესტო რეჟიმში მუშაობა. ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ასევე, შეკვეთილში, განხორციელდა ჩეხურ-სლოვაკური პროექტი, რომელიც სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის ბინებს აერთიანებს.

უკანასკნელ სამ წელიწადში, გურიაში გაიხსნა 26 სასტუმრო, და ორ წელიწადში, მათ კიდევ 35 ახალი სასტუმრო შეემატება.

ასეთი სასტუმროები და ტურისტული ადგილები, რა თქმა უნდა, როგორც ქართველი მნახველების, ისე ტურისტების დაინტერესებას იწვევს, და ზრდის მათ რაოდენობას, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ გურიის მოსახლეობას, კერძო სექტორს მიეცეს საკუთარი ბიზნესის წამოწყების, გაფართოებისა და დამატებითი შემოსავლის მიღების რეალური შესაძლებლობა.

მეგობრებო, დარწმუნებული ვარ ჩვენს ხალხს აქვს ჩვენი რწმენა. ხედავს ძალას, რომელიც გააჩნია ,,ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს“ და თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ აუცილებლად ერთად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას, თითოეული თქვენგანის გამარჯვებას და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობას" _ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა და გურიის კანდიდატები წარადგინა, რომლებსაც, მისივე განცხადებით  „ქართული ოცნება“ სრულ ნდობას უცხადებს.

ოზურგეთში მერობის კანდიდატი - ბეგლარ სიორიძეა; ლანჩხუთის მერობის კანდიდატი - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო  ჩოხატაურის მერობის კანდიდატი - ირაკლი კუჭავა.მ




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...