პრემიერმა თანამდებობა დატოვა _ "პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტოს"

gurianews.com

პოლიტიკა

პრემიერმა თანამდებობა დატოვა _ "პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტოს"

2018 ივნ 13 18:47:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, გუშინ, გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები, სადაც გამოიკვეთა მასსა და მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა.

"დღეს არის ის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მეიცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტოს", _ განაცხადა კვირიკაშვილმა და საკუთარ მოღვაწეობაზე ვრცლად ისაუბრა.

"ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო უდიდესი პასუხიმგბელობა, მე ვეცადე ვყოფილიყავი თითეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი, _ აღნიშნა კვირიკაშვილმა, რომლის თქმით ის გუნდური მოთამაშეა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ნებისმიერს უნდა მიეღო.

 შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსმა“ გუშინ დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობის დატოვებას გეგმავდა.

 ჩვენი წყაროს თქმით, კვირიკაშვილი გადადგომის მიზეზებზე ორშაბათს, საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრებდა, თუმცა, წყარო იმასაც ამბობდა, რომ შესაძლოა სიტუაცია შეცვლილიყო.

სიტუაციის შეცვლა კი ბიძინა ივანიშვილის და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე იყო დამოკიდებული, რომელიც ორშაბათშს, დღის 12 საათისთვის, ავლაბარში, ივანიშვილის რეზიდენციაში შედგა.

გუშინ, ჩვენ ისიც გავარკვიეთ და ვებგვერდის მკითხველს ვამცნეთ, რომ  სამთავრობო გუნდი კვირიკაშვილის  გადადგომის წინააღმდეგი იყო _ ამის მიზეზად  კი, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებს ასახელებდნენ.

პრემიერს გარემოცვა უმტკიცებდა, რომ ოპოზიცია მის წასვლას გამარჯვებად ჩაითვლიდა და ამ ფონზე ამ ნაბიჯის გადადგმა არასწორი იქნება.

_ გიორგი კვირიკაშვილს დიდი ხანია წასვლა უნდა. მან ვერ მოახერხა გუნდის შეკვრა. შიდა ომებმა შეასუსტა და ჯერ კიდევ აპრილში ფიქრობდა თანამდებობის დატოვებას, თუმცა, მაშინ შეაჩერეს. მისთვის, ბოლო წერტილი რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენები იყო _ ბოთლების სროლამ და  საზოგადოების რეაქციამ მიაღებინა გადაწყვეტილება რომ წავიდოდა. ამას ისიც დაემატა, რომ გიორგი გახარიამ პოზიციები გაიმყარა და კვირიკაშვილმა თავი დაუცველად იგრძნო. სწორედ ეს არგუმენტები ჰქონდა მას ბიძინა ივანიშვილთანაც, _ ყვება ჩვენი წყარო, რომელიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირია.

მისივე ინფორმაციით, ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გამართულიყო, რომელზეც ყველა საკითხს ერთად განიხილავდნენ და სწორედ ამის შემდეგ მიიღებდა კვირიკაშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას.

სხდომა იმავე დღეს, სამ საათზე ჩაინიშნა, რომელსაც დეპუტატებთან ერთად მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა და ბიძია ივანიშვილიც დაესწრო.

„გურია ნიუსის“ წყაროს თქმით, 3 საათიან შეხვედრაზე დიდი ნაწილი სწორედ ამ თემაზე საუბარს დაეთმო. ითქვა, რომ ახლა პრემიერის გადადგომა სააკაშვილის გააძლიერებდა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ სანამ უმრავლესობის სხდომა გაიმართებოდა, სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა.

„პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს. ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქართველოს "მთავრობა" აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი (შესაძლებელია უცხოელი იურისტის მოწვევა) და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის და არა ოლიგარქის მიერ”, _ წერდა სააკაშვილი.

წყაროს თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ეს განცხადებაც ხსენდა და ითქვა ისიც, რომ ოპოზიციას სალაპარაკო არ უნდა მისცემოდა.

ამ ყველაფრის პარალელურად კი ხაზი გაესვა სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობასაც.

_ გეთანხმებით, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ დღეს არა, _ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სამთავრობო გუნდს მუშაობა დაუწუნა და არც უმრავლესობის დეპუტატების მიმართ ყოფილა კეთილგანწყობილი.

საბოლოოდ, შეხვედრა იმ მესიჯით დასრულდა, რომ ცვლილებები იქნება, ოღონდ ზაფხულის ბოლოს _ ქვეყანას ახალი მთავრობა უმრავლესობის საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის შემდეგ ეყოლებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე სხდომაზე მყოფი პირები კატეგორიულად გააფრთხილეს, შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არ ესაუბრათ, რაც უმრავლესობამ შეასრულა კიდეც.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმის, შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი და მოვლენები, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა ქვეყანაში, განვიხილეთ გაერო- ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ. ბევრი ადამიანი კვლავ ელოდება ხელისუფლებისგან ქმედით დახმარებას და ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, ეს არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი. ეს საკითხი არ ყოფილა განხილვის საგანი უმრავლესობის სხდომაზე.

შესაძლოა, ზოგიერთ დეპუტატს აქვს მოსაზრება ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა, მე გეუბნებით, უმრავლესობის სხდომის საკითხებთან დაკავშირებით, რომ სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თითქმის იდენტური კომენტარი გააკეთა ლევან კობერიძემაც, რომელსაც მხარი სხვა დეპუტატებმაც აუბეს, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც.

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის თქმით,  ცვლილებებზე საუბარი ნამდვილად შედგა. უფრო მეტიც, ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მთავრობა დროულად უნდა გადადგეს:

„ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით, როდესაც Unicef-ის კვლევები გამოქვეყნდა, იქ არის ძალიან გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ როდესაც შევქმენით კომისია, არ ვენდეთ უმრავლესობას, ვენდეთ ოპოზიციას, რომ თურმე ის დაადგენს სიმართლეს ქვეყანაში და ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს. როდესაც ჩვენ ეკონომიკას ვერ ვზრდით, ბანკებს არანორმალური მოგებები მივეცით, ბანკები კარნახობენ ხელისუფლებას, როგორ უნდა მოვიქცეთ, ყველა კანონს არღვევენ და ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, ხალხში გროვდება უკმაყოფილება. გამოსავალი არის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. კრიზის გახსნის და დაძაბულობის მოხსნის საშუალება არის, როდესაც მთავრობა გადადგება, იქნება ახალი პროგრამა წარმოდგენილი, თუ ამანც არ უშველა პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპები არსებობს,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, რომელმაც კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავი შეიკავა.

უმრავლესობის სხდომა და მიმდინარე მოვლენები შეფასებების გარეშე არ დარჩენიათ პოლიტიკურ პარტიებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის მოსაზრებით, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია.

„ეს ორშაბათმაც დაადასტურა. საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხვდებიან, რომ მინისტრთა კაბინეტს ვეღარ შეინარჩუნებენ და მთავრობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მძიმე პოლიტიკური კრიზისია. სიტუაციას ხელისუფლებაშიც კი ვერ ფლობენ“, – განაცხადა რატიანმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის თქმით, არჩილ თალაკვაძე კომიკურ მდგომარეობაში ჩააყენეს.

ნადირაშვილის განცხადებით, შეხვედრის დაწყებამდე თავად „ოცნების წევრებიც საუბრობდნენ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. მათი შემდგომი კომენტარები კი ზუსტად ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებაში არავინ  არაფერს არ წყვეტს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლება იმის თქმაც, რომ თავად ივანიშვილიც ვეღარ იღებს თამამ გადაწყვეტილებებს, რადგან მას წინა პრემიერ ღარიბაშვილის გადასაყენებლად ნახევარი საათიც კი არ დასჭირდა.

მისივე თქმით, მას ამ შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ გიორგი კვირიკაშვილი ნამდვილად გადადგება, თუმცა, ახლა მმართველი გუნდი ფიქრობს, როგორ შეფუთოს ეს ფაქტი.

„მე არ ვთვლი, რომ კვირიკაშვილის გადადგომა რამეს შეცვლის იმიტომ, რომ ის არის მარიონეტი,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზალიკო უდუმაშვილის თქმით, ორშაბათს „მორიგი ტრაგიკომიკური სპექტაკლი გათამაშდა“

„ ფაქტია, რომ ხელისუფლება არის ძალიან მძიმე კრიზისში შესული იმიტომ, რომ  ჩვენ რაც ვნახეთ, ეს უკვე არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება,“ _ განაცხადა უდუმაშვილმა.

 სწორედ ამ ყველაფრის ფონზე, უმრავლესობის შეხვედრიდან მეორე დღეს პრემიერმა თანამდებობა დატოვა.

 


ნახვა: 488


 ახალი ამბები
  • ძლიერი წვიმის შედეგები თბილისშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 205 შეტყობინება შევიდა, რომელთაგან ყველაზე მეტი გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონიდან იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, ძლიერმა წვიმამ რამდენიმე შენობის სარდაფი, ასევე სავაჭრო ცენტრ „გალერა თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი დატბორა. ძლიერმა ქარმა კი ელექტროსადენები დააზიანა და ხეები წააქცია. სოფელ გიორგიწმინდაში, ხევძმარის ხევის ადიდების გამო  გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა. მაშველები გაწმენდით და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის მანძილზე აწარმოებდნენ. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ კადრებს რა ხდებოდა დედაქალაქში მთელი ღამის ... ...
  • რა საკითხების დაყენებას ითხოვენ “ნაცმოძრაობის“ წევრები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას 21 ივნისს ითხოვენ _ ამის შესახებ ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას.  “ბესიკ ქათამაძეზე დანაშაულებრივ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა საკრებულოს შემდეგი თანამდებობის პირები: გელა აროშიძე _ ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს,, თავმჯდომარე; გენო ჩავლეშვილი _ ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეების,,  თავმჯდომარე; დავით ჭაკნელიძე _ ,,ქართული ოცნება - კონსერვატორების,,  თავმჯდომარე; გოჩა კილაძე ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის,,  თავმჯდომარე;  თავდასხმის ადგილზე იმყოფებოდნენ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გია ჩაგანავა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე, ასევე, მომხდარის შესახებ, ამავდროულად, ცნობილი   გახდა საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიასთვის. ზემოხსენებული ყველა პირი წარმოადგენს პოლიტიკური თანამდებობის პირებს. თავი რომ დავანებოთ ბესიკ ქათამაძეზე თავდასხმას, მათი მოქმედება წარმოადგენს ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ და ზიანს აყენებს, ზოგადად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეპუტაციას. ვინაიდან მომხდარ თავდასხმას შეესწრო თავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე, მისი სამსახურებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უნდა შეესწავლა მომხდარი ინციდენტი და განეხორციელებინა კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება, ასევე ფაქტის შესახებ ცნობილია საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასათვის. ხსენებული თანამდებობის პირების მხრიდან უმოქმედობა ბესიკ ქათამაძეზე თავდასხმის ტოლფასი დანაშაულია და წახალისებაა მომავალი ძალადობისაკენ“, _ აღნიშნულია წერილში, რომელიც საკრებულოს აპარატში უკვე დარეგისტრირებულია. ასევე, წერილში აღნიშნულია თუ რა საკითხების განხილვა უნდა მოხდეს საკრებულოს სხდომაზე. “ისეთ პირობებში, როდესაც საკრებულო თავმჯდომარის და ეთიკის კომისიის თავმჯდო­მარის მხრიდან ხორციელდება მომხდარი ფაქტის სრული იგნორირება მოგმართავთ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით და ვითხოვთ, უმოკლეს ვადაში დაინიშნოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის პირველი ნაწილის ,,დ,, პუნქტი). რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი: საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გია ჩაგანავას უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი კომისიის თავმჯდომარის არჩევა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იური­დიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძისათვის უფლებამისილების  შეწყვეტა და ახალი კომისიის თავმჯდომარის არჩევა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის,, თავმჯდომარის - გოჩა კილაძისათის უფლებამოსილების შეწყვეტა და კომისიის თავმჯდომარის არჩევა.“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე ამბობს, რომ წერილი 18 ივნისს, გვიან შემოვიდა საკრებულოს აპარატში და შესაბამისად, მოხდება მისი შესწავლა. “ჩატარდება თუ არა რიგ გარეშე სხდომა, ეს კანონით არის გათვალისწინებული. “ნაცმოძრაობის“ დეპუტატებისგან, რაც არის მოთხოვნა შემოსული, რიგგარეშე სხდომის ჩატარების დასაბუთებულ აუცილებლობას უნდა შეიცავდეს წერილი. კანონის ფარგლებში, წერილს შვიდი დღის განმავლობაში უნდა გაეცეს პასუხი. შესაბამისად, მოხდა წერილის შესწავლა და ოფიციალურად მოხდება პასუხის გაცემა.“ - გვითხრა გიორგი ... ...
  • ,,აუცილებელია სამინისტროების შიდა რეორგანიზაცია„ _ხუხაშვილი არაეფექტურ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობსპოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ,,გურია ნიუსთან“  სამინისტროების სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე საუბრობს. როგორც ხუხაშვილი გვეუბნება, გარკვეული სამინისტროების გაერთიანება მისასალმებელია, თუმცა, არსებითად მნიშვნელოვანი შიდა რეორგანიზაციის საკითხია, რაც, მისი თქმით, სამინისტროების ეფექტურ ფუნქციონირებაზე გადამწყვეტ როლს თამაშობს. ,,რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში შესამჩნევი იყო მმართველობითი სისტემის კრიზისი, იმისთვის, რომ სისტემა იმართებოდეს,  მართვის სწორი ალგორითმია საჭირო. კერძოდ, მნიშვნელოვანია იმ სტანდარტებთან და ტრადიციებთან დაახლოება, რაც მსოფლიოში არსებობს. ვფიქრობ, რომ სასჯელაღსრულებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები არ არის ტრადიციული სამინისტროები, შესაბამისად, მათი არსებობა ამძიმებს სისტემას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მხოლოდ რაოდენობის შემცირება სერიოზულ შედეგს ვერ მოიტანს. აუცილებელია, მოხდეს სამინისტროების შიდა რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია. წინასწარ თქმა, რომ სამინისტროების გაერთიანება  კონკრეტულ ეფექტს მოიტანს, ძნელია“, _ გვითხრა ხუხაშვილმა. პოლიტოლოგს 2017 წელს  საქართველოს მთავრობაში გახორციელებული სტრუქტურული და  საკადრო ცვლილებები შევახსენეთ და ვკითხეთ, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა აღნიშნული სამთავრობო რეორგანიზაცია? როგორც პოლიტოლოგი გვეუბნება, აღნიშნული ცვლილებები მექანიკური ხასიათის იყო და არანაირი შედეგი მოიტანა. ,,სამწუხარო ის არის, რომ მაშინ მოხდა მექანიკური გაერთიანება, რამაც არანაირი შედეგი მოიტანა. შიდა ოპტიმიზაცია არ მომხდარა. მაგალითად,  ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები მექანიკურად გაერთიანდა და არანაირი ოპტიმიზაცია არ განხორციელებულა, ამიტომ ეს არის ორ ეტაპიანი სამუშაო _ ერთი, რაოდენობის შემცირება და მეორე, სამინისტროში არსებული ამოცანების შესაბამისობაში მოყვანა“, _ განაცხადა ხუხაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14- დან 11-მდე შემცირდება. თუ რომელი სამინისტროების გაერთიანება იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაცია ფორმალური მთავრობის დამტკიცების შემდეგ გახდება ... ...
  • მოშიმშილეთა პირველმა ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზთან "ნაცმოძრაობის" წევრების შიმშილობის პირველმა ღამემ ექსესების გარეშე ჩაიარა. როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ბესო ქათამაძე ამბობს, ოთხი დეპუტატი იშიმშილებს მანამ, სანამ არ მოხდება მისი ცემის ფაქტზე სწორი მიმართულებით გამოძიება. "არანაირ ექსცესებს ადგილი არ ქონია. პოლიციელებს თითქმის მთელი ღამე მუსიკები ჰქონდათ ჩართული და ასე დასრულდა შიმშილობის პირველი ღამე", _ თქვა ბესო ... ...
  • მოშიმშილე დეპუტატს სასწრაფო დახმარება დასჭირდაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისაღებში მოშიმშილე დეპუტატს ბესო ქათამაძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.  როგორც ქათამაძემ გვითხრა, მას თავის არეში ძლიერი ტკივილები აქვს და ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს: _ მიუხედავად იმისა, რომ თავს ცუდად ვგრძნობ, არ ვაპირებ აქედან ადგომას მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ და ყველა ის დეპუტატი არ დაისჯება, რომლებმაც ჩემს ცემაში მონაწილეობა მიიღო, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

ხარები დალტონიკები არიან. ინდოეთში 50...

ზოდიაქოს 4 ყველაზე ძლიერი ნიშანი

თუ ფიქრობთ, რომ ყველაზე ძლიერი...

როგორ უნდა განვსაზღვროთ მომავალი ბავშვის თვალის ფერი

მშობლები ყოველთვის ცდილობენ იმის წარმოდგენას,...

ჭკვიანი ადამიანები მალე გადაშენდებიან

ისლანდიელთა ცხოვრებაზე დაკვირვებითა და მათი...

დინოზავრების რეკორდები

დინოზავრები ყველაზე შთამბეჭდავი ცხოველები იყვნენ,...

„დაუპატიჟებელი სტუმრები“

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მემონტაჟე დალი...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...