"პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე არ უნდა იყოს მორგებული"

gurianews.com

პოლიტიკა

"პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე არ უნდა იყოს მორგებული"

2017 აპრ 7 12:38:38

პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მან დაიწყო კამპანია “კონსტიტუცია ყველასია”, რათა ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში.

„იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი, უფრო მკაფიოდ იქნება გაგონილი. ამ შეხვედრებზე ცხადად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია; თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაოობა; მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, სოციალური დაცვის კიდევ უფრო ნათელი და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, რომა ხალხს წაერთვას პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება.

„პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე! ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა. მოვუსმინოთ ხალხს! და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არცერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვნები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

1tv.ge




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა (R)დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა. „დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს საინფორმაციო ოფისის ხემძღვანელის მხრიდან იყო ინტერესი ჩემს ხედვებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები ახალი კონსტიტუციით დადგენილი უფლებების ფარგლებში. ხოლო, ჩემი მხრიდან იყო ინტერესი თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საინფორმაციო კამპანია, ნატოს ქმედებები საქართველოში და ასევე საუბარი იყო საქართველოს წინსვლის შესახებ, რაც მიღწეულია სწორედ ნატოსთან თანამშრომლობით. ჩვენი პერსპექტივის გაძლიერება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობის ფორმა, როცა მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა სალომე ... ...
  • ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს _ საყვარელიძე სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროვებაზერა შეცვალა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში  დღემდე გავრცელებულმა  ფარულმა ჩანაწერებმა? მმართველი პარტია ისევ 9 წელს ახსენებს და ,,ქართული ოცნების“ პერიოდში დაშვებულ შეცდომებს კვლავ ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას უკავშირებს _ რატომ? _ ამ და სხვა საკითხებზე ,,გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა. _ ბატონო რამაზ, ჩანაწერები, რომლებიც ბოლო დროს გავრცელდა, საზოგადოების ნაწილში ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას აჩენს.. პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი  ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ, რბილად რომ ვთქვათ, უნდობლობას იწვევს.. დღეს რა პოლიტიკური რეალობის წინაშე ვდგავართ? ხელისუფლების მისამართით საზოგადოების განწყობა შეიცვალა? _ შესაძლოა, ხელისუფლების მისამართით საზოგადოების განწყობა შეიცვალა. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ჩანაწერები შევიდა და გამოვიდა პენიტენციურ სისტემაში. ისეთ სისტემაში, რომელიც ყველზე  დაცული უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ არის. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, თუკი ერთ შემთხვევაში, მირზა სუბელიანი არის დადგმის თანამონაწილე, მეორე შემთხვევაში რატომ უნდა გამოვრიცხოთ იგივე?!  არც ერთი ჩანაწერი პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი არ არის. ჩემთვის ერთიც მიუღებელია და მეორეც. სამართლებრივი საკითხების მედიაში გადაწყვეტა  კიდევ უფრო მიუღებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს. მაგრამ მეორე მხრივ, არჩევანი რა არის _ ,,ნაციონალური მოძრაობა?! _ ის, რომ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობაა“ არჩევანი, ეს ვისი ბრალია? _ ეს ქართული საზოგადოების ბრალია, რომელმაც უკეთესი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ნახა ამ ხნის განმავლობაში.. _ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო სისტემა  ისე შეცვალა, რომ მოსამართლეებს არ შეხებია და რომ დღეს სისტემაში  9 წელთან შედარებით, რადიკალურად შეცვლილი სიტუაციაა. მაშინ, როცა საზოგადოებას კითხვები ,,ქართულ ოცნებასთან“ აქვს, მუდმივად ცხრა წელზე აპელირება რამდენად სწორია და როგორ ფიქრობთ, საგამოძიებო ორგანო დღეს დანაშაულებრივი სისტემისგან თავისუფალია?  _ ჩანაწერების ომმა ცხადი გახადა, რომ სამართალდამცავი სისტემა  დანაშაულისგან თავისუფალი არ არის. ადრეც იყო ჩანაწერები, რაზეც გამოძიება პასუხს დღემდე არ იძლევა.  დღეს კი გაჩნდა ჩანაწერების ახალი სერია. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სისტემა მთლიანად  არის ხარვეზიანი. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ცხრა წელთან დაკავშირებით, ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ უკეთესობა ყოველთვის არ ნიშნავს სასურველს. უკეთესი, შესაძლოა, ძველთან შედარებით იყოს, მაგრამ მდგომარეობა, რომელიც კმაყოფილებას უნდა იწვევდეს, მეეჭვება რომ იყოს. _ როგორ ფიქრობთ, სისტემაში დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ? ერთ-ერთ ფარულ ნაწერში მირზა სუბელიანი ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს და საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად,  სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაცია და ციხის ბუნტის საქმე, _ - სუბელიანის ჩანაწერებს ნუ მომიყვანთ მაგალითად. თუკი ზოგადად ვისაუბრებთ, შესაძლოა თუ არა, რომ ასეთი რამე ხდებოდეს ქვეყანაში, ბუნებრივია, არაა გამორიცხული. არც ერთ სახელმწიფოში არ არის გამორიცხული, მითუმეტე,ს ისეთ მყიფე სახელმწიფოში, სადაც ისე მოუწესრიგებელია სიტუაცია, რომ ჩანაწერები  მიდიმოდიან ტელევიზიებში, მაგრამ არის მეორე მხარე, მოსახლეობის დონეზე ეს არ იგრძნობა. იმ ცხრა წელში, რომელზეც საყვედურობენ ,,ქართულ ოცნებას“, რატომ იხსენებსო, ქუჩაში ხვრეტნდნენ ახალგაზრდებს. ეს ფაქტი იყო და ცხრა წლის გახსენება იმიტომ არის საჭირო, რომ ახლა ხელისუფლებაში მოსასვლელად  ემზადება ის ძალა, ვინც  იმ ცხრა წილის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში. _ ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნები წლის მთავარი პოლიტიკური თემაა. როგორ აფასებთ წინასაარჩევნო კამპანიას და თქვენი აზრით, ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი? _ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს ვაფასებ ერთ-ერთ ყველაზე ჭუჭყიან კამპანიად, რაც საქართველოში აქამდე მინახავს. ჩანაწერების ფონზე მიდის საპრეზიდენტო კამპანია. აბსოლუტურად დაუდგენელია, ვინ რა თამაშის წესით მოქმედებს. სწორედ იმიტომ, რომ ასე ჭუჭყიანად მიდის საარჩევნო კამპანია, ზურაბიშვილს აქვს გამარჯვების შანსი, იმიტომ, რომ მისი მხარე ამ ჭუჭყს არ იყენებს. _ არც ერთ სოციოლოგიურ კვლევაში მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი არ ლიდერობს. რატომ ფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილი გაიმარჯვებს? _ არ მჯერა სოციოლოგიური გამოკვლევების. „რუსთავი 2“ აქვეყნებს თავისი დაკვეთით გაკეთებულ გამოკვლევას და როგორ გგონიათ, რას ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა (R)დღეს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. შეხვედრისას კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო. ”ეს, იყო ძალიან კარგი საშუალება, რომ წარმედგინა ჩემი „პროგრამა“. მე, პრეზიდენტისთვის არ მიყვარს სიტყვა პროგრამის გამოყენება, რადგან ეს უფრო სამთავრობო სიტყვაა. დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა ჩემი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის ხედვებისა და პრიორიტეტების წარდგენას. ამ შეხვედრაზე წარვადგინე ყველა ის საკითხი, რომლებზეც რეგიონებში გამოსვლის პროცესში ვსაუბრობდი", - განაცხადა სალომე ... ...
  • როგორ იგეგმებოდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა _ ფარული აუდიო ჩანაწერებისაქართველოს პროკურატურის ინფორმაციით ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილია. პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები. "საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა. კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს. რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.; რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან. საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა. ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ", _ განაცხადა კაციტაძემ. მისივე ინფორმაციით, პროკურატურის მიერ მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "რაც შეეხება კუდის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გ.დ.-ს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა. შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს.  ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით", _ აღნიშნა ... ...
  • ვინ და როგორ გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას _ საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაშიბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ დღეს მთავარ პროკურატურაში, საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ ისაუბრა. მისივე თქმით, მოპოვებული ჩანაწერებით დგინდება, რომ კუდ-ის მაღალჩინოსნები გეგმავდნენ პატარკაციშვილის ისეტი ნივთიერებით მოეწამლათ, რომელიც ეჭვებს არ გააჩენდა და ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს შექმნიდა: "საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს  მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია: საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“,  ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული  ექსპერტიზით  დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი,  კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა. კერძოდ, 2007  წლის 4 თებერვლის ჩანაწერში  კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს.  საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი  მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს. რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი  ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.;  რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი  პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ  მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით  მოწამვლაზე, რაც   ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება  კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ  დათა ახალაიასთან. საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი  პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა.  ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის  დაცვის რამდენიმე წევრს,  მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის  სანაცვლოდ,  მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ. პროკურატურის მიერ მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ  თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება კუდის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გ.დ.-ს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ  საქართველოში მისი ექსტრადირება  ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა.  შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის  თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს.  ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით" _ განაცხადა კაციტაძემ საგანგებო ... ...

არქივი

ზაფრანი

ბავშვის სწორად აღზრდა და ასტროლოგია

ამბობენ, "მშობლებს არ ირჩევენ" და...

ქეით მიდლტონის ყოველდღიური დიეტა

კემბრიჯის ჰერცოგინია, სამეფო ოჯახის წევრის...

ასაკობრივი სხვაობა და ცოლქმრული ცხოვრება

ავესტას ტრადიციის თანახმად, ახალი წელი...

როგორ შემოვირიგოთ განაწყენებული ცოლი

ძლიერი სქესის წარმომადგენელთა აზრით, ქალები...

ყველაზე პოპულარული მოდელი მამაკაცები

სამოდელო სფეროში დღემდე უმეტესად ქალბატონები...

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რიცხვების მაგია უხსოვარი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?