“ყველა შემთხვევაში ზუგდიდში ყველაფერი უნდა ადუღდეს" _ "ოცნება" ფარულ ჩანაწერებს ასაჯაროებს

პოლიტიკა

“ყველა შემთხვევაში ზუგდიდში ყველაფერი უნდა ადუღდეს" _ "ოცნება" ფარულ ჩანაწერებს ასაჯაროებს

2019 მაი 19 13:16:51

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგანგებო ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში.

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე აუდიოჩანაწერი წარმოადგინა, რომელიც, მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან მიაწოდეს. ჩანაწერი, მედიასაც გადაეცა.

ჩანაწერი მხოლოდ ზუგდიდის თემას არ ეხება

"საარჩევნო უბნებზე ღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება, არეულობა და დესტაბილიზაციაა.

გუშინაც და ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ დამკვირვებლების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე მოვლენებმა ეს დაადასტურა.

თუმცა, მიუხედავად პოლარიზაციისა, ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშიც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია.

სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს მათ სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიო ჩანაწერი.

ამ ჩანაწერის მონაწილენი სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს.

ბუნებრივია, ეს აუდიო ჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ, შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება.

ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ _ ,,ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ, უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა და შემდგომ კი მთელი საქართველო“.

მთელ ჩვენს ქვეყანას, სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს, რას ნიშნავს ადუღებული ზუგდიდი“ _ გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებაც. გვახსოვს როგორ ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები ერთი წლის წინ აჭარის ადუღებას, როცა გადაწვეს თითქმის ბათუმის ცენტრი", _ აღნიშნა ბრიფინგზე თალაკვაძემ

 უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიცია გააფრთხილა:

"გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება",_ აღნიშნა თალაკვაძემ.

 "იმ ძალას, რომელიც წამოვა ზუგდიდიდან, აუცილებელია, შეუერთდეს დასავლეთ საქართველო მთლიანად. იმიტომ, რომ სამტრედიაში და ზესტაფონში გვყავს ჩვენ.

კიდევ, პლუს ამას, აჭარა უნდა ადუღდეს იმიტომ, რომ ,,პადძერჟკა მისცეს ამ ყველაფერს იმიტომ, რომ აჭარა არის ძალიან დიდი რეგიონი და ვაშალომიძეს ყავს ძალიან ბევრი ადამიანი.

იქ უნდა შეუერთდეს უკვე ქუთაისი, ზესტაფონი, ხონი უნდა შეუერთდეს, გორი უნდა შეუერთდეს და ეს ყველაფერი. აი, ამისთვის თბილისში ვიღაცა-რაღაცა მინიმუმ, 10 000-კაციანი მობილიზებული ჯგუფი, მინიმუმ. ჩვენ რაც გვინდოდა, მაგალითად თელავში.

მობილიზება აქედან იქეთ ნიშნავს რომ გზა გადაიხერგება და უნდა გავწყდეთ შუაზე ამიტომ, პირიქით დედაქალაქში უნდა მოხდეს, რომ ყველა რაიონიდან ჩამოვიდეს. დასავლეთიდან დაიძრას ხალხი, საჭიროა, აღმოსავლეთიდან დაიძრას ხალხი. გვირაბი უნდა იყოს ჩვენი მხრიდან კონტროლირებადი აქედანაც და იქიდანაც. სულ მცირე 200-300 მანქანა მაინც უნდა იდგეს და აკონტროლებდეს პროცესებს, რომ პოლიციამ, ასე თუ ისე, არ დაბლოკოს. გამბედაობა უნდა დაანახო, რომ შენ იბრძვი მართლა, კი არ ხარ ვიღაცა პარტიული, მივა სადღაც და მერე დაატორმუზებს", _ ისმის ჩანაწერში, რომელზეც ოპოზიციაში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...