რა ხარჯები გაწია გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა

პოლიტიკა

რა ხარჯები გაწია გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა

2017 მარ 14 16:17:28

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ (ქ. ზუგდიდი, თემი ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, სენაკი, ფოთი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ და მესტია) 2016 წელს გაწეული ხარჯების შესახებინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ათ მუნიციპალიტეტში სახელფასო ანაზღაურების სახით ჯამში 20,188,742 ლარი გაიცა, მათ შორის გამგეობებში/მერიებში - 14,907,688  ლარი, საკრებულოებში კი 5,281,054  ლარი.

რაც შეეხება პრემიას, სახელფასო დანამატსა და ჯილდოს, 2016 წელს ჯამში 3,736,613 ლარი გაიცა, მათ შორის გამგეობებსა და მერიებში 2,798,532 ლარი, საკრებულოებში კი 938,081 ლარი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ხშირ შემთხვევაში პრემია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს მხოლოდ ერთ სამართლებრივ აქტს, სადაც დასაბუთებული არ არის საჯარო მოხელეთა ფინანსური წახალისების კონკრეტული საფუძველი; თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც - თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში "შრომატევადი, ნაყოფიერი, წარმატებული სამუშაოსა და საპასუხისმგებლო დატვირთვისთვის" პრემია სხვადასხვა პერიოდში გაიცა რამდენიმე თანამშრომელზე; მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემია გაიცა მხოლოდ ერთ თანამშრომელზე "ზეგანაკვეთური შრომისა და სამსახურეობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებისათვის"; ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ზოგიერთ თანამშრომელზე გაიცა პრემია "სამსახურებივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის".

"2016 წელს გამგეობებსა და მერიებს შორის ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - 771 825 ლარის ოდენობით, ყველაზე ნაკლები კი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 52 850 ლარის ოდენობით; რაც შეეხება საკრებულოებს ყველაზე დიდი მოცულობით პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა თემი ზუგდიდის საკრებულოში - 201 445 ლარის ოდენობით, ყველაზე ნაკლები კი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 840 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემია გაიცა მხოლოდ ერთხელ, ერთ თანამშრომელზე 840 ლარის ოდენობით, პრემია ასევე ერთხელ გაიცა წალენჯიხის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე 11 310 ლარის ოდენობით მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის.

2016 წელს პრემია და სახელფასო დანამატი არ აუღიათ აბაშის მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს, აბაშის საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ქურდოვანიძეს, წალენჯიხის ყოფილ გამგებელს გოგა გულორდავას და წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას

საწვავი:

2016 წელს რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების მიერ 927,103 ლარის ღირებულოების 707,125 ლიტრი წასვავი (ბენზინი,დიზელი) იქნა გახარჯული, მათ შორის გამგეობების/მერიების მიერ 545,439 ლაღის ღირებულების 443,681 ლიტრი საწვავი, საკრებულოების მიერ კი - 381,664 ლარის ღიღებულების 263,444 ლიტრი საწვავი.

გამგებელების/მერებისა და საკრებულოების თავმჯდომარეებისათვის განსაზღვრული საწვავის ლიმიტი ერთ თვეზე 500 დან 1000 ლიტრამდე მერყეობს - ერთ თვეზე საწვავის 1000 ლიტრიანი ლიმიტით სარგებლობს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, 900 ლიტრიანი ლიმიტით სარგებლობს წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, 800 ლიტრიანით კი სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე.

აღსანიშნავია, რომ მესტიის გამგეობის მიერ მესტიისა და ზემო სვანეთის მეუფისთვის 2016 წელს 3,600 ლიტრი საწვავი იქნა შესყიდული, რომლის ღირებულებამაც 5,004 ლარი შეადგინა.

 სატელეკომუნკაციო ხარჯები:

სამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალიტეტებმა სატელეფონო კომუნკაციაზე 2016 წელს ჯამში  198,573 ლარი გახარჯეს, მათ შორის  გამგეობებმა/მერიებმა 146,315 ლარი, საკრებულოებმა კი  52,259  ლარი დახარჯეს.

2016 წელს სატელეფონო კომუნიკაციებზე გაწეული ხარჯის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ მოგვაწოდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, შესაბამისად ზემოაღნიშნული მონაცემი კვლევაში არასრულად არის წარმოდგენილი.

სამივლინებო ხარჯები:

თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე ჯამში 177,948 ლარი დაიხარჯა, მათ შორის გამგეობების/მერიების მიერ 141,770 ლარი, საკრებულოების მიერ კი 36,177 ლარი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პოზიციით:

  • დაუშვებელია პრემიის გაცემა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით. პრემია უნდა გაიცეს მხოლოდ მოხელის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისთვის

  • მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტბის უმრავლესობას მიღებული აქვს დადგენილება პრემიის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ, თუმცა ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეს დადგენილებები შეიცავენ მნიშვნელოვან ხარვეზებს და იძლევიან პრემიის დაუსაბუთებლად გაცემის შესაძლებლებას", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...