რა ხდება ოზურგეთის მერიაში _ ოთახებში გადაადგილება თუ ზეწოლის მორიგი მცდელობა

gurianews.com

პოლიტიკა

რა ხდება ოზურგეთის მერიაში _ ოთახებში გადაადგილება თუ ზეწოლის მორიგი მცდელობა

2018 ივლ 16 16:46:42

ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური და  ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის სამუშაო კაბინეტიდან სოციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს უმცროსი სპეციალისტი, ნინო ნიკოლაიშვილი. ხოლო თამარ დუმბაძე ამჯერად მარტო დარჩა.

„გურია ნიუსის“ წყაროს  ინფორმაციით, ყოველივე ეს თამარ დუმბაძის წინააღმდეგ სამოქმედოდ გადადგმული ნაბიჯია მერის მხრიდან და, ჩვენი წყაროს მტკიცებით,  შესაძლოა,  უახლოეს პერიოდში, დუმბაძის  მიმართ ადგილი ექნეს შანტაჟს, რასაც თვით თამარ დუმბაძეც ადასტურებს „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

სამუშაოს სირთულიდან  გამომდინარე, დუმბაძე აღნიშნავს, რომ მასთან ერთი სპეციალისტი მაინც უნდა იჯდეს, რადგან მასთან მრავალი მოქალაქე  შედის, მათ შორის სოციალურად დაუცველები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება და მარტო მომსახურება რთულია. ამასთანავე, დუმბაძის თქმით, უმეტესობა სამსახურების უფროსებისა, სხედან თანამშრომლებთან ერთად და საკვირველია, ასეთი მნიშვნელობა  რატომ მიენიჭა მისი ოთახიდან ნინო ნიკოლაიშვილის გაყვანის საკითხს.

თამარ დუმბაძე ჩვენთან საუბრისას ღიად ადასტურებს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის  მხრიდან შესაძლო შანტაჟს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როცა ის მარტო იქნება ოთახში.

_მე მირეკავენ და პირისპირაც მეუბნებიან, რომ, შესაძლოა, იგეგმებოდეს შანტაჟი, თუმცა, მსურს, რომ ეს ასე არ იყოს.  ნამდვილად შემეშლება ხელი მუშაობაში. ნინო ნიკოლაიშვილი ჩემი თანამშრომელიცაა დ მეგობარიც, თუმცა, ამაში არაა საქმე.   ნამდვილად სასურველია, სხვა იყოს და მყავდეს ერთი დამხმარე აქ. თუმცა , რაკი გადაწყვიტეს, იყოს ასე. მე ყველანაირად ვეცდები, როგორც ყოველთვის, ვიმუშაო მაქსიმალური ობიექტურობით და მთელი ძალისხმევა მოვახმარო აქ მოსული უამრავი მოქალაქის გასაჭირის მოგვარების საქმეს, _ გვითხრა დუმბაძემ.

რაც შეეხება ოზურგეთის მერის,  კონსტანტინე  შარაშენიძისა და თამარ დუმბაძის სამსახურებრივ დაპირისპირებას, ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ვრცლად წერდა, როცა დუმბაძის სამსახურში მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახური შევიდა  მერის დავალებით.   მაშინ დუმბაძეს მოქალაქეთა წერილებისთვის პასუხების დაგვიანებით გაცემას ედავებოდნენ. თუმცა, როგორც თავად  დუმბაძე ამბობდა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო, რადგან შარაშენიძემ მოსვლისთანავე მოინდომა დუმბაძის გათავისუფლება და უთხრა კიდეც,   თანამდებობიდან წასულიყო. მაშინ დუმბაძეს დეპუტატების უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოუცხადა და ეს პროცესი შეჩერდა.   მას  გაფრთხილება მისცეს, თუმცა თამარ დუმბაძე იმასაც  აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაცდომები  თითქმის ყველა სამსახურში არსებობდა, მაგრამ გაფრთხილება არცერთი სამსახურის უფროსისთვის არ მიუციათ. მხოლოდ დუმბაძე „გააშავეს“.

რაც შეეხება სოციალური დაცვის განყოფილების უმცროს სპეციალისტს, ნინო ნიკოლაიშვილს, ის „გურია ნიუსთან“ ასეთ განმარტებას აკეთებს:

_ გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს სოციალური დაცვის განყოფილებაში. აქ კი ხედავთ, ამდენი თანამშრომელი ზის და თითქმის ადგილი არცაა. ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ დამიბარა და მითხრა, რომ თქვენზე არ არის საუბარი არანაირად, უბრალოდ, მერმა გადაწყვიტა ასე, უნდა გამოხვიდეთ დუმბაძის ოთახიდან, მას ფუნქციურად აქვს ამის უფლებაო. კი, ბატონო, აქვს უფლება, მაგრამ ამ წუთში აქ ამის საჭიროება არანაირად არ იდგა დღის წესრიგში. გარდა ამისა, აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ეს ყველაფერი იგეგმება იმისთვის, რომ თამარ დუმბაძის წინააღმდეგ შანტაჟის მოსაწყობად უფრო ხელსაყრელი გარემო შეიქმნას, _ გვითხრა ნიკოლაიშვილმა.

როგორც „გურია ნიუსმა“ ადგილზე მისვლისას ნახა, ნიკოლაიშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სამუშაო პირობა შექმნილი. კერძოდ, კომპიუტერი არ იყო ჩართული მოუგვარებელი  ტექნიკური მიზეზით. თუმცა, თავად ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, რომ ალბათ, მოგვარდება ეს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება მუშაობას.

აღნიშნული „უმნიშვნელო“ პროცესის, ოთახიდან ოთახში გადაადგილების  შესახებ, „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს ესაუბრა:

მე გეტყვით ასე _ თუკი სხვა სამსახურის უფროსები, მაგალითად, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გოგი ინწკირველი ზის ცალკე, რატომ არ შეიძლება კაბინეტში ცალკე იჯდეს სოციალური სამსახურის უფროსი? კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე ზის განყოფილებასთან ერთად. ის, რომ სამსახურის უფროსი იჯდეს მეოთხე რანგის სპეციალისტთან, ასეთ პრეცედენტი ჩემს საკურატოროში არ მაქვს. სამსახურის ფუნქციონირებისთვის უმჯობესია ერთ განყოფილებაში იყვნენ სპეციალისტები.

_ ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ  უთხარით, სხვა ოთახში მერის დავალებით გადაგყავთ.

_ რაც შეეხება მერს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი. ფუნქციურად ეს ჩემი მოვალეობაა და უბრალოდ, ვთვლი, რომ განყოფილების თანამშრომლები უნდა ისხდნენ ერთად. სამსახურები უნდა განთავსდეს ისე, როგორც უმჯობესია და როგორ ამას ჩვენ ვთვლით საჭიროდ. რა პრობლემაა ამაში? თამარ დუმბაძეს რომ გავაცანი ეს ყველაფერი, მეორე დილით ამოვიდა ჩემთან ნინო ნიკოლაიშვილი და მითხრა, რომ მე არ გავალ იმ ოთახიდანო. რა ნიშნავს ეს? მეოთხე რანგის სპეციალისტი  ეუბნება მერის მოადგილეს, რომ ოთახიდან არ გავა. რანაირი საქციელია? მე ჩავთვალე ასე საჭიროდ და გადავა იქ და იმუშავებს იქ, სადაც ფუნქციურად უფრო გამართლებულია.

_ თამარ დუმბაძე ამბობს, რომ მასთან ერთი სპეციალისტი მაინც უნდა იჯდეს, რომ უფრო გამართულად იმუშაოს. ის აგრეთვე, არ გამორიცხავს შანტაჟის მოწყობის მცდელობას, როგორც ამას „გურია ნიუსის“ წყაროც ადასტურებს.

_რა შანტაჟი? ვინ უწყობს შანტაჟს? იქ არის ვიდეოკამერები. მოძრაობენ ადამიანები. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? თუ თამარ დუმბაძე ამბობს, რომ მას სურს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდეს გვერდით და მთხოვს იქეთ გადასვლას, მე მას აუცილებლად დავუკმაყოფილებ ასეთ განცხადებას. მე და თამარს კი გვაქვს ისეთი ნორმალური და კარგი ურთიერთობა, თუ მას ეს სურდა, შეეძლო ეთქვა.

_გულწრფელად ამბობთ ამას?  ნამდვილად თქვენ მოიფიქრეთ და გადაწყვიტეთ თუ მერმა დაგავალათ?

_მატყობთ რაიმეს ისეთს,  რომ  არ ვარ გულწრფელი ადამიანი?

_შესაძლოა, როგორც ჩინოვნიკი, არ იყოთ...

_ გიმეორებთ, ჩემი აზრი არის ასეთი, რომ განყოფილების უფროსი, მესამე და მეოთხე რანგის სპეციალისტები ისხდნენ და მუშაობდნენ  ერთ ოთახში, ასე ფუნქციურად უფრო გამართული იქნება მუშაობა. ასეთ რეალობასთან გვაქვს საქმე და ასე უფრო სწორად მიგვაჩნია. თუ ვინმე სხვა გაიმარჯვებს 2021 წელს არჩევნებში და მოვა და სხვანაირად გააკეთებს, გააკეთოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. მე კი ასე ვთვლი საჭიროდ, _ გვითხრა ირაკლი სირაძემ.

სირაძის მოსაზრებებს თუ გავყვებით, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ვიდეოკამერა მხოლოდ კორიდორს აკონტროლებს. დუმბაძის კაბინეტში კი არ დგას. ასევე, სოციალური განყოფილების სივრცე  ოთხი თანამშრომლის ადგილს  ძლივს ჰყოფნის. ამიტომაც მოგვიბოდიშა დუმბაძემ, როცა მის იქ შესაძლო გადასვლაზე სირაძის თვალსაზრისი ვუთხარით.

„ბოდიში, მაგრამ სად გადავიდე, იქ თავზე ხომ არ დავაჯდები ვინმეს? უმჯობესია, აქ მყოლოდა ერთი სპეციალისტი და არანაირი საჭიროება მისი ამ ოთახიდან გაყვანისა არ არსებობდა და ყველაფრის მიუხედავად, ეს მუშაობაში და სიმშვიდის შენარჩუნებაში ხელს მაინც ვერ შემიშლის“.

„გურია ნიუსის“  კითხვაზე, რა შეიძლება იყოს, "ზეწოლის მცდელობის" მიზეზი, დუმბაძე ამბობს, რომ არ იცის.   „ერთადერთი  ამის  მიზეზი შეიძლება  იყოს ის, რომ არჩევნებზე  „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების გვერდით  ვიდექი და ვერც წარმომედგინა სხვანაირად“, _ თქვა დუმბაძემ.




 ახალი ამბები
  • კიდევ ერთი სკანდალური ფარული ჩანაწერი სუბელიანის და ჯაფარიძის მონაწილეობით _ დაჭერამდე ავედი მინისტრთანკურიერმა“ ახალი სკანდალური ჩანაწერი მოიპოვა, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება. ახალ აუდიოფაილში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს. მათ შორის პირველია სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სწორედ მისგან მოითხოვდა სუბელიანი პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს და ფარული მასალებით აშანტაჟებდა. სუბელიანის თქმით, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობასა და მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს. მირზა სუბელიანი - „ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ...ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ... ...
  • ჩოხატაურში 33 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩოჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში, 33 წლის შ.დ. ამ დილით გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს. _ შოკირებულები ვართ. მთელი სოფლის დამხარე ბიჭი იყო. ზრდილობიანი, ყურადღებიანი. არავინ იცის ეს ნაბიჯი რატომ გადადგა. გუშინ ახლობელს ყანის აღებაში მიეხმარა, შემდეგ ღორი დაკლეს, იქეიფეს. საღამოს სახლში მივიდა, დედას ესაუბრა და დასაძინებლად დაწვა. დილით კი ნალიაზე იპოვეს ჩამომხრჩვალი, _ გვითხრეს გარდაცვლილის ახლობლებმა. როგორც შ.დ-ს ახლობლებმა გვითხრეს, ახალგაზრდას პრობლემები არ ჰქონია: _ ყოველთვის მხიარული ბიჭი იყო. პრობლემები ნამდვილად არ ჰქონია. გუშინწინ ძმისშვილი შეეძინა და ძალიან ბედნიერი იყო. არ ვიცით, რა ვიფიქროთ, _ აღნიშნავენ მისი ახლობლები. მომხდართან დაკავშირებით ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში უკვე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ... ...
  • “როდესაც იქ არაფერი ხვდებათ, უკმაყოფილებას იწვევს“ _ აკაკი შანიძის არარსებული მუზეუმი (ვიდეო)სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოღაში მდებარე, ქართველი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით არაერთი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში. მუზეუმში სავალალო მდგომარეობაა და მიუხედავად იმისა, ნოღაში არსებობს აბრა, რომელიც მიანიშნებს სახლ-მუზეუმის მიმართულებას, მუზეუმი არ არსებობს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატო მანჯგალაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მუზეუმის სტატუსი არ აქვს იმ ადგილს, სადაც აკაკი შანიძის იუბილესთან დაკავშირებით სახლი ჩაიდგა. _ ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, ამ შენობას არანაირი სტატუსი არ ჰქონდა. ეს შენობა, რომელიც არის დადგმული, ეს არ არის ის ადგილი, სადაც აკაკი შანიძე დაიბადა. ეს სახლი სახელდახელოდ გაკეთდა აკაკი შანიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით და როგორც ვიცი, დიდხანს არ უარსებია. როდესაც კულტურის სამინისტროს მინისტრი მიხეილ გიორგაძე იყო, მას მივწერეთ წერილი და მივიღეთ პასუხი, რომ ადგილობრივი ხარჯებით უნდა მომხდარიყო სარემონტო სამუშაობის ჩატარება, რაც ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ მოხდება, რადგან, სამწუხაროდ, არ არის ამის საშუალება. ჩვენ გვინდა, რომ დაგვეხმარონ და აღდგეს მუზეუმი. ქალბატონი მზექალა შანიძე გვპირდება, რომ შენობის ფუნქციონირების შემთხვევაში, სხვადასხვა ნივთებს, ლიტერატურას გადმოგცემს, მაგრამ ეს როდის მოხდება, ზუსტად არ ვიცი“, _ გვითხრა ნატო მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ორი წლის წინ გურია-იმერეთის საზღვარზე 1084 მეტრი სიმაღლის მთას მიენიჭა აკაკი შანიძის სახელი და ასევე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში  არის გამოყოფილი ადგილი, სადაც აკაკი შანიძის ნივთები, წიგნები ინახება. აკაკი შანიძის შვილის, ლელა შანიძის თქმით, სახელმწიფოსგან არ არის, ალბათ, კეთილი ნება სახლ-მუზეუმს მიხედოს. “მე რომ მქონდეს საშუალება, აუცილებლად გავაკეთებდი, მაგრამ არ მაქვს. არც თუ პატარა თანხები სჭირდება იქ არსებულ სახლს რომ მუზეუმის სახე დაუბრუნდეს. სახლი არის სავალალო მდგომარეობაში. მამაჩემის მუზეუმი არის უყურადღებოდ მიტოვებული, მეტი რა უნდა ვთქვა?!“_ გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს ლელა შანიძემ. პედაგოგ ნათელა ბრეგაძის თქმით, დიდი ხანია სოფლის მცხოვრებთა სურვილია, აღდგეს აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი. “ 12 წელია ვცდილობთ, რომ ის სტატუსი, რაც ჰქონდა აკაკი შანიძის მემორიალურ მუზეუმს, აღუდგეს და ასევე, მოხდეს შენობის რეაბილიტაცია. მაგრამ, არაფერი გამოგვდის და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ეტაპზე მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ამ საკითხით და სხვა არავინ დაინტერესებულა. რაც არის, ის შენობაც ინგრევა, პატრონი არ ჰყავს. იმისი იმედით, რომ ვინმე გამოგვეხმაურებოდა, არ ვხსნით შეგნებულად ამ ტრაფარეტს, მაგრამ ამ ეტაპზე შედეგი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს ყურადღებას მოგვაქცევენ“, _ ამბობს ნათელა ბრეგაძე. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის სოფელ ტოლებში ალექსი ბოცვაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ დიდი ხანია აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი არ ფუნქციონირებს. “მე ნოღაში ვცხოვრობ და ძალიან მძიმეა ამის ყურება. სამტრედიის მერს მივწერე წერილი და ასევე, როგორც ვიცი, უკვე საქმის კურსში არიან სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე, მერმა თქვა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გამონახავენ კონკრეტულ თანხას, რომ რაღაც პროცესი დაიწყოს და სათანადო ყურადღება მიექცეს აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს. შენობა არის, ტრაფარეტი არის, ტურისტები მოდიან, მაგრამ, როდესაც იქ არაფერი ხვდებათ, უკმაყოფილებას იწვევს ეს ფაქტი“, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ალექსი ბოცვაძემ. “გურია ნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით ... ...
  • „ნაციონალების“ ყოფილმა შემომწირველმა „ოცნების“ დეპუტატებმა ზურაბიშვილს სოლიდური თანხები გადაურიცხეს,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მსხვილ დამფინანსებელეთა შორის მმართველი პარტიის დეპუტატებიც არიან, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ საკმაოდ სოლიდური თანხით დააჯილდოვეს.  აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ზურაბიშვილის შემომწირველთა სიაში ირიცხება ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, რომელმაც  სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში  60 ათასი ლარი დაგარიცხა. კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემომწირველია, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, რომელმაც 10 ოქტომბერს მმართველი პარტიის რჩეულ კანდიდატს 50 ათასი ლარი გადაურიცხა. დეპუტატები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მსხვილი შემწირველები არიან, თავის დროზე,  პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელთა რიგებშიც ირიცხებოდნენ. “გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ 10 000 ლარით დააფინანსა, ხოლო იოსებ მაკრახიძემ, ამავე (2012 წელს) წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოწირულობის სახით 25 000 ლარი გადაურიცხა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა (R)დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა. „დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს საინფორმაციო ოფისის ხემძღვანელის მხრიდან იყო ინტერესი ჩემს ხედვებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები ახალი კონსტიტუციით დადგენილი უფლებების ფარგლებში. ხოლო, ჩემი მხრიდან იყო ინტერესი თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საინფორმაციო კამპანია, ნატოს ქმედებები საქართველოში და ასევე საუბარი იყო საქართველოს წინსვლის შესახებ, რაც მიღწეულია სწორედ ნატოსთან თანამშრომლობით. ჩვენი პერსპექტივის გაძლიერება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობის ფორმა, როცა მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა სალომე ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...

მამაკაცები, რომელთა ცოლობასაც არასოდეს ინანებთ

ამბობენ, რომ ქორწინება თავისებური "ლატარიაა",...

ყავა ჭამის მადას ამცირებს

3-4 ფინჯანი ყავის მირთმევა დღის...

ბავშვის სწორად აღზრდა და ასტროლოგია

ამბობენ, "მშობლებს არ ირჩევენ" და...

ქეით მიდლტონის ყოველდღიური დიეტა

კემბრიჯის ჰერცოგინია, სამეფო ოჯახის წევრის...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?