რა მოხდა გუშინ სასტუმრო "პარაგრაფში" და რაზე არ სურს საუბარი გურიის გუბერნატორს

პოლიტიკა

რა მოხდა გუშინ სასტუმრო "პარაგრაფში" და რაზე არ სურს საუბარი გურიის გუბერნატორს

2019 სექ 27 12:06:38

გუშინ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, სასტუმრო "პარაგრაფში" მმართველი პარტიის გურიის ორგანიზაციების წევრებს შეხვდა.

ჩვენი წყაროს თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა, ოზურგეთის მერის საქმიანობა და მის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასაქმება იყო:

_ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ვფიქრობთ, შედეგი აუცილებლად მოყვება. ბიძინა ივანიშვილს ის რეალობა დავანახეთ, რაც ოზურგეთშია. ვუთხარით, რომ მასიურად ხდება "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დასაქმება, "ქართული ოცნების" წევრების დევნა. არც ის დაგვიმალავს, რომ ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მაგინებელი პირები მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე ჰყავს დასაქმებული, _ გვითხრა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ ივანიშვილს ოზურგეთში არსებული რეალობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა:

_ ძალიან გაკვირვებული დარჩა. არ იცოდა თუ ასეთი სიტუაცია იყო. არ იცოდა, რომ ოზურგეთის მერის შესაძლო დანაშაულზე რამდენიმე უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება, რომ მმართველი პარტიის წევრები იდევნებიან და გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. გულდასმით მოგვისმინა და აღნიშნა, რომ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, _ გვითხრა წყარომ.

მისივე თქმით, ერთადერთი ადამიანი დარბაზში, ვინც ოზურგეთის მერის დაცვა სცადა, გურიის გუბერნატორი იყო, რომელმაც მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს, როცა იგი კონკრეტულ ფაქტებს ჰყვებოდა "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერების შესახებ, სიტყვა შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია:

_ ნასარაიას რეპლიკას, რომ შარაშენიძე "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერებით არაა დაკავებული, დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოზურგეთის აქტივმა, ყველამ, აღნიშნა, რომ გუბერნატორი არ ამბობდა სიმართლეს. არავის დაუხევია უკან და იქვე, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით, ნასარაიას ხმა აღარ ამოაღებინეს. უფრო მეტიც, კონკრეტული გვარები და ფაქტები დაასახელეს, _ გვითხრა წყარომ.

ამ ინფორმაციას ნასარაია ჩვენთან საუბრისას უარყოფს და აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია:

_ რასაც ლაპარაკობენ ისეთი არაფერი მომხდარა, _ გვითხრა გუბერნატორმა.

_ ბატონო ზურაბ, იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ჩვენთან საუბარში თითქმის ყველა მათგანი ადასტურებს, რომ თქვენ ოზურგეთის მერის დაცვას და კონკრეტული ფაქტების უარყოფას შეეცადეთ...

_ მასეთი რამ არ მომხდარა.

_ ანუ, თქვენ არ გითქვამთ, რომ ოზურგეთის მერი "ნაციონალურ მოძრაობას" არ აძლიერებს, რომ მათ წარმომადგენლებს თანამდებობებზე არ ნიშნავს და რომ "ოცნების" წევრების არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ივანიშვილს?

_ არა. არ ყოფილა მსგავსი რამ. შეხვედრაზე ვარ ახლა და ვერ გესაუბრებით.

_ არარსებული მიზეზით კიტხვებზე პასუხს არ გაექცეთ ბატონო ზურაბ და კარგით, დაგიჯერებთ, რომ შეხვედრაზე მსგავსი რამ არ მომხდარა და 20-ზე მეტს ადამიანს შეცდომაში შევყავართ... საინტერესოა თქვენი პოზიცია _ როგორც მხარის პირველმა პირმა იცით იმის შესახებ, რომ ოზურგეთის მერი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს ასაქმებს და "ქართული ოცნების" წევრებს სამსახურიდან უშვებს, რასზეც ღიად საუბრობენ მმართველი პარტიის მხარდამჭერები?

_ არ მინდა ამაზე ლაპარაკი, _ გვითხრა ნასარაიამ და ტელეფონი გაგვითშა.

ამავე თემაზე: "ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს" _ რაზე ესაუბრნენ "ოცნების" წევრები ბიძინა ივანიშვილს და რა დაპირება მიიღეს

 




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?