რა მოხდა წუხელ "ოცნების" ჩოხატაურის ოფისში _ "პარტიაზე მუშაობას არ აპირებენ"

gurianews.com

პოლიტიკა

რა მოხდა წუხელ "ოცნების" ჩოხატაურის ოფისში _ "პარტიაზე მუშაობას არ აპირებენ"

2017 სექ 20 12:28:14

„ქართული ოცნების“ ჩოხატაურის ოფისში ამ დრომდე ვერ მოხერხდა პარტიულ სიაზე შეჯერება. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, იმ შემთხვევაში, თუკი პარტიული ათეული არ შეიცვლება, მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობას არ აპირებენ:

_ წუხელ, გვიან ღამით, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გაიმართა „ოცნების“ ოფისში. მაჟორიტარები პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან პარტიული ათეულის შეცვლას ითხოვენ. პარტიის თავმჯდომარეს პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ცენტრთან არ გაარკვევს სიტუაციას და სიაში ისევ იქნებიან ყოფილი „ნაციონალები“, ისინი „ქართული ოცნების სასარგებლოდ არ იმუშავებენ, _ ამბობს ჩვენი წყარო.

მისივე ინფორმაციით, მათ ამ პროტესტს სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

_ სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. ის ადამიანები, რომელთა მხრებითაც მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, კატეგორიულად ითხოვენ სიიდან იმ ადამიანების ამოღებას, რომლებიც მათ წინააღმდეგ მუშაობენ. საუბარია შალვა ჩანტლაძეზე, თემურ ხუხუნაიშვილზე _ ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის „ოცნების“ მოწინააღმდეგები იყვნენ და ახლა, „გამზადებულ სუფრაზე“ , იოლად სურთ მოხვედრა, _ გვითხრა წყარომ.

კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის ხელმძღვანელობას იმ რეალობაზეც ესაუბრნენ, რაც დღეს ჩოხატაურშია:

_ გარდა სიისა, პრობლემააა რამდენიმე კანდიდატიც. ჩოხატაური პატარა რაიონია და ყველამ ყველაფერი იცის. თუ მოინდომებენ, ქუჩაში გავლენ და იკითხავენ, ადვილად გაიგებენ, რომ საზოგადოებას ეს ყველაფერი არ მოსწონს და „ქართული ოცნების“ რეიტინგი ყოველდღე ეცემა. გუშინდელ შეხვედრაზე ირაკლი კუჭავას პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ცვლილება არ მოხდება, „ქართული ოცნება“ საკრებულოში 7 კაცის გაყვანასაც კი ვერ შეძლებს, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას წყარო.

მისივე თქმით, შეხვედრაზე პირობა მიიღეს, რომ დეტალებს ცენტრალურ ოფისში გაარკვევდნენ და პარტიის ხელმძღვანელობასაც ჩააყენებდნენ საქმის კურსში, თუმცა, როგორ „გურია ნიუსმა“ გაარკვია, ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ზედა ეშელონებში წუხელ საუბარი არ ყოფილა.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში და აღნიშნავენ, რომ დაზუსტებული პარტიული სიები ხვალ ოფიციალურად გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე: სკანდალი "ქართულ ოცნების" ჩოხატაურის ორგანიზაციაში _ "ვაი, ჩემო დღეო!

ერევა თუ არა დეპუტატი წილოსანის ქმარი საარჩევნო პროცესში _ "თავს ვერ დავდებ"



 ახალი ამბები
  • ხულოში მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვესხულოში, დღეს დილით მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ პირველ არხს ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ განუცხადა. მისი თქმით, მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სუიციდი გახდა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, მე-12 კლასელის ოჯახი სოფელ ვაშლოვანიდან ხულოს სოციალურ სახლში გადმოსახლდა. რესურსცენტრის უფროსი არ გამორიცხავს, რომ მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამხდარიყო. პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმება უნდა ემსახურებოდეს ოპტიმიზაციის ნამდვილ მიზნებს"ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილების მიზანი ნაკლები ბიოროკრატიული ხარჯი უნდა იყოს და არა - დაწესებულებისთვის ქვემდებარეობის შეცვლით არსებული მდგომარეობის შენარჩუნება.  „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2017 წლის ივნისში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის თაობაზე მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნდა და სააგენტოს მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების ხარჯთეფექტურობის საკითხს დასვა.  ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შესწავლილიყო ინფორმაცია, 2014, 2015 და 2016 წლებში სააგენტოში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ და მათი მიზნობრიობა, ასევე, სააგენტოს მხრიდან გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების საკითხი, სააგენტოს კვლევითი საქმიანობა, ურთიერთობების ხარისხი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებლები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა,  საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. ჰყავს 24 თანამშრომელი, რომელის აღმასრულებელ რგოლში გვხდება თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, სამსახურის უფროსები, მთავარი მრჩევლები, წამყვანი სპეციალისტები. სააგენტო 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 5 330 000 ლარით, 2016 წელს - 5 600 000 ლარით, 2015 წელს - 4 200 000 ლარით, ხოლო 2014 წელს - 2 322 200 ლარით.  „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯვითმა ნაწილმა 2014-2016 წლებში, 12 122 000 ლარი შეადგინა, აქედან სხვადასხვა რელიგიური თემების მიმართ გაიცა 9 450 000 ლარი, ხოლო დარჩენილი 2 672 000 ლარი მოხმარდა სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლის შრომით ანაზღაურებას. კერძოდ, სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 23 747 ლარი, პრემიამ 2 950 ლარი,  დანამატმა კი - 15 000 ლარი,  2015 წლის თანამდებობრივმა სარგომ - 35 400 ლარს, პრემიამ - 2 360 ლარი, ხოლო დანამატმა - 27 300 ლარს. რაც შეეხება 2016 წელს, თანამდებობრივი სარგომ შეადგენა - 35 400 ლარი, პრემიამ 2 950, ხოლო დანამატმა 34 100 ლარი. ორგანიზაციამ შეისწავლა თავმჯდომარის მოადგილის შრომითი ანაზღაურების ხარჯები. მოადგილის 2014 წელს თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 18 900 ლარი, პრემიამ - 2 700 ლარი, ხოლო დანამატმა - 10 000 ლარი, 2015 წელს თანამდებობრმა სარგომ შეადგენა - 30 272 ლარი, პრემიამ - 2 160, ხოლო დანამატმა - 13 100 ლარი, 2016 წელს კი თანამდებობრივი სარგო წარმოადგენდა 3 214 ლარს, ხოლო დანამატი 1 100 ლარს.  „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, შრომით ანაზღაურებებზე, 2016 წელს სულ გაიცა 562 217 ლარი, 2015 წელს - 524 395.00 ლარი, 2014 წელს - 310 027.49 ლარი. რაც შეეხება პრემია-დანამატების ოდენობას, 2016 წელს პრემიის სახით გაიცა 59,050 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 191,700 ლარი. 2015 წელს პრემიის სახით გაიცა - 26,240 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 122,450, ხოლო 2014 წელს, პრემია-დანამატმა შეადგინა 89,030 ლარი. ორგანიზაცია, ყოველივე ზემოაღნიშნულდიან გამომდინარე მიიჩნევდა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯთეფექტურობის და მიზნობრიობის საკითხი შესაბამის ანალიზსს მოითხოვს. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სააგენტოში ყოველთვიური ხასიათი გააჩნდა დანამატების გაცემის პროცესს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც სააგენტოს საქმიანობა, მისი მაღალი დანიშნულების მიუხედავად, არ მოითხოვს შრომითი ძალების განსაკუთრებულ მობილიზებას და ... ...
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ... ...
  • ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება„ქართული ოცნების“ ნაცვლად, პარლამენტში სამი ფრაქცია შეიქმნება. იმის შესახებ, რომ მმართველ პარტიაში დაპირისპირება იყო, საპარლამენტო კულუარებში უკვე ერთი თვეა, საუბრობენ, თუმცა ახალი ფრააქციების შექმნის შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ საღამოს დაადასტურა. მისი თქმით, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია "ქართული ოცნება" და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია.  სავარაუდოდ, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ მიდის და ერთ-ერთ ახალ ფრაქციას ბოლო დღეებში პრემიერმინისტრთან დაპირისპირებული გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე შექმნის. ასევე, ფრაქციების შესაძლო ხელმძღვანელებად სახელდებიან ბექა ნაცვლიშვილი და გოჩა ენუქიძე, რომელიც, სავარაუდოდ, მაჟორიტარების გუნდს უხელმძღვანელებს. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში19 დეკემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12-19 გრადუსი, აღმოსვლეთ საქართველოს ბარში კი 6-11 გრადუსი იქნება. 18 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იწვიმოს. 19 დეკემბერს კი, საქართველოში შედარებით აცივდება და იწვიმებს, მთაში მოთოვს. თბილისში 19 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8-11 გრადუსი იქნება. 19 დეკემბრიდან კი საქართველოში შედარებით ცივი და არამდგრადი ამინდია ... ...

არქივი

ზაფრანი

„შეყვარებული“ სპილო

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრძალ "პილანესბერგის"...

"სიენის პალიო"

იტალიის ქალაქ სიენაში XIV საუკუნიდან...

ყურის საწმენდი ჩხირები საშიში ყოფილა

ექიმებმა განგაში ატეხეს  - ყურის...

რაზე მიგვითითებს ენის ფერი

ჩინელი და ევროპელი ექიმების აზრით,...

ბატაგურის გათავისუფლება

ბატაგური მსოფლიოში ყველაზე იშვიათი _...

„ცხენების შემლოცველი“

33 წლის არგენტინელი მარტინ ტეტა...
კარმიდამო ჩემი

სოჭის ზეთის სამკურნალო თვისებები

უძველესი დროიდან არის ცნობილი სოჭის...

ველური ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო,...

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს,...

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად...

ყურძნის სასარგებლო თვისებები

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად,...

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება...

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის...

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების...

ვუშველოთ თხილს _ სოკო, ნაცარი და ფაროსანა ერთობლივად გავანადგუროთ

დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის...

მოვამზადოთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეები

შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების...

აბზინდას ნახარში მავნებლების წინააღმდეგ

აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა...

ჩიფსი მავნებელი ყოფილა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიფსები და...