რა შენიშვნები აქვთ საკრებულოს წევრებს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით

პოლიტიკა

რა შენიშვნები აქვთ საკრებულოს წევრებს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით

2018 იან 6 16:10:34

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი „ჩაშლილი“ არ არის და გაურკვეველია, სად რა თანხა უნდა დაიხარჯოს.

ჩაშლილი არ იყო ბიუჯეტის პროექტი და ამასთან დაკავშირებით მქონდა შენიშვნა. მაგალითად, ინფრასტრუქტურის და სოციალურის კუთხით როგორ დაიხარჯებოდა თანხა ამის კონკრეტიკა არ იყო და დღემდე ველოდები ბიუჯეტის ჩაშლილ პროექტს“, _ გვითხრა ქათამაძემ.

მისივე თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან იყო წინადადება, რომ სოფლის დღესასწაულები და სხვა ღონისძიებები გაუქმებულიყო და გამოყოფილი თანხა სოციალური პაკეტების გაზრდას მოხმარებოდა.

“ასევე, ითქვა „გომისმთობის“ და  სოფლის დღესასწაულების გაუქმების შესახებ. მერიის წარმომადგენელმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს იყო თანხების დაზოგვა. აღნიშნულ თანხას კი ჯანდაცვის ახალ პროგრამაზე გამოიყენებდნენ. 70 000 ათასი ქულამდე მქონე პირებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, თვეში 100 ლარი მიეცემოდათ ერთი წლის განმავლობაში“, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ბესო ქათამაძემ.

კითხვაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა კულტურული ღონისძიებები? _ ქათამაძე გვპასუხობს, რომ მსგავსი ღონისძიებები ტურისტთა მოზიდვას უნდა ემსახურებოდეს.

“მინდა გითხრათ, რომ კულტურული ღონისძიებები ტურისტების მოსაზიდად უნდა იყოს განკუთვნილი“, _ ამბობს ქათამაძე.

ქათამაძის მსგავსად, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და “ქართული ოცნების“ წევრ მარი ჩხიკვიშვილს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  წარმოდგენილ ბიუჯეტის  პროექტში არ ჩანდა ის კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ბოლო  წლების განმავლობაში დამკვიდრდა და ტრადიციად იქცა მუნიციპალიტეტის სოფლებში. კულტურული პროექტების არსებობა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გახსოვთ, ალბათ, თუ როგორი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა  სოფლებში თითოეული მსგავსი ღონისძიება. მაგალითად: დავიწყებ ჩემი სოფლიდან _ დვაბზუდან.

უკვე მესამე წელია, რაც სოფელი „დვაბზუობას“ აღნიშნავს და ეს არის თითოეული დვაბზუელისთვის, ნამდვილი დღესასწაული, ასევეა,  სხვა სოფლებისთვისაც. ამიტომაც მიმაჩნია და ვთვლი, რომ  მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მსგავსი ტიპის ღონისძიებები.  ჩატარდეს ისინი ადგილობრივი ანსამბლების, არტისტების,  სოფელში მცხოვრები ნიჭიერი  ხელოვანების მონაწილეობით.

ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მითუმეტეს, როცა ჩვენს მუნიციპალიტეტში  მრავლადაა  წარმოდგენილი ფოლკლორული, საესტრადო ანსამბლები, ასე საშუალება მიეცემათ ნიჭიერ ახალგაზრდებსაც წარმოაჩინონ შესაძლებლობები.

ბიუჯეტის პროექტი მსგავსი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით ჩვენ უკვე დავუბრუნეთ აღმასრულებელ ორგანოს,  ველოდებით მათი მხრიდან წინადადებების გათვალიწინებას“, _ თქვა ჩვენთან საუბრისას მარი ჩხიკვიშვილმა.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს “ევროპული საქართველოს“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს მიხეილ გოგოტიშვილს. გოგოტიშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემოტანილი ბიუჯეტი, არ აკმაყოფილებს პროგრამული ბიუჯეტის პარამეტრებს.

„ის წარმოდგენილია მხოლოდ მშრალი ციფრებით, რომლის გაგება სპეციალისტებსაც კი გაუჭირდებათ, არათუ ჩვეულებრივ ამომრჩეველს.

ზოგადად, პროგრამული ბიუჯეტი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ჩაშლილი უნდა იყოს პუნქტებისა და მუხლების მიხედვით ისე, რომ  არასპეციალისტისთვისაც გასაგები უნდა იყოს, თუ სად რა თანხა იხარჯება“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრსა მიხეილ გოგოტიშვილი.

მისივე თქმით, მოკლედ წარმოდგენილი ბიუჯეტი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ასევე, არ ბალანსდება შემოსავალი და ხარჯი, პრიორიტეტებში არ არის მითითებული სოფლის მეურნეობა და გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმ ფონზე, როცა გვახსოვს, გასულ წელს რა სავალალო შედეგი მოგვიტანა მავნე მწერმა ,,ფაროსანამ".

“ასევე, ეკონომიკის განვითარებისათვის არ იკვეთება არანაირი ხელშეწყობა. არ არის მითითებული თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებში იხარჯება თანხა სოცკულტურული და სპორტული ღონისძიებებიდან.

ასევე, არ არის მითითებული თუ რომელ სოფელში ან ქუჩაზე უნდა დაიხარჯოს თანხები ადგილობრივი ინფრასტრუქტურული ხარჯებიდან“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მიხეილ გოგოტიშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი, მაიზერ ცელაძე „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ კულტურული ღონისძიებები არ უქმდება.

“იგეგმება შესაბამისი აპარატურის შეძენა, რომლის მეშვეობით მოხდება კულტურული ღონიძიებების გამართვა. ასევე, მერია აპირებს სცენის შეძენას და ამის შესახებ ყველა დეტალი იქნება ცნობილი.

შიდა ძალებით გაკეთდება ღონისძიებები და არცერთი ღონისძიება, რაც წინა წლებში ტარდებოდა, არ გაუქმდება. სოფლებში დაგეგმილია უფრო მეტი ღონისძიება, რომლებსაც სოფლის სახალხო დღესასწაულები ერქმევა".

ამავე თემაზე: დაამტკიცებენ თუ არა ოზურგეთის ბიუჯეტს 10 იანვარს




 ახალი ამბები
  • გიორგი მარგველაშვილი: „იმედია, როდესაც ეს რაღაც ციებ-ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ“საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე სტუდენტები დაინტერესდნენ: როგორც შეაფასებდა საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს და ამ დარღვევებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხს, პოლიტიკურ პროცესებში მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შესაძლო საკითხებსა და საზოგადოების ორად გაყოფისა და პოლარიზაციის შედეგებს. „ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მე -5 პრეზიდენტი და მე, ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ნათელია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ამ დარღვევების მენიუში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. ეს არის საქართველოში არჩევნების დარღვევების სრული კრებული. მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგად, ჩვენ გვყავს 20 % -ით უფრო მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტიურად კითხვები არ ისმება. თუმცა, კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას ხვალ და ზეგ- როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმის შესახებ, როგორი იქნება ზოგადად, საქართველოს როლი: -ის პრიორიტეტი, რითიც ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვქმნიდით ევროკავშირში, ნატოში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები. კითხვის ნიშნები დაისვა არა აბსტრაქტულად, არამედ რეგიონალურად“,_განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მივედით ამ წერტილამდე, ჩვენ უნდა გავიაზროთ ამ წერტილის შედეგები ამ რეალობაში და ვიყოთ ადეკვატურები, რადგან ჩვენი პრიორიტეტი - დემოკრატიაა - რითიც ჩვენ ჩვენ თავს ვაწონებდით ჩვენი მხარდამჭერების გასამრავლებლად. „სამწუხაროდ, იმ შეცდომებს რაც დავუშვით, ვეღარ გამოვასწორებთ, მაგრამ შეგვიძლია დიალოგში შესვლა და მე საქართველოში ისეთ საარჩევნო სისტემას შევქმნი, რომელიც ცოტა მაინც დამაბრუნებს დემოკრატიული სტანდარტების ლიდერის რანგში. სამწუხაროდ, მე ამ ტენდენციას ვერ ვხედავ. სამწუხაროა, რადგან ეს არის სრული გაუაზრებლობა იმისა, რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და საქართველოში როგორ იქმნება პოლიტიკური პროცესი და როგორ იქმნება პოლიტიკური დინამიკა. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არის შემდეგი. პრეზიდენტი ლეგიტიმურია, მე პირველივე დღეებში გამოვხატე ჩემი პოზიცია ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ და ვთქვი,  რომ მზად ვარ დავიწყო ცივილიზებულად უფლებამოსილების გადაბარების პროცესი, მაგრამ თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამდენი დარღვევა მოუტანა ქართულ საზოგადოებას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, პორტირებულებს ან ექპორტირებულებს, არამედ ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენ ვართ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, ვისაც ამ სტანდარტით აფასებენ. იმედია, როდესაც ინაუგურაცია ჩატარდება და ეს რაღაც ციებ -ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ, რა ქვეყანაში, საზოგადოებაში და რეგიონში ცხოვრობენ, რა გამოწვევები აქვს ამ სახელმწიფოს და რომ ნაბიჯებია გადასადგმელი“,_განაცხადა ... ...
  • ხელფასის სახით 506 778 ლარი_ დეპუტატი 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებიამე-9 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია  პარლამენტის პლენარულ სხდომათა გამცდენ დეპუტატებს შორის, მოწინავე ადგილს იკავებს. დეპუტატის დისციპლინური მოსწრების შესახებ ინფორმაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა და დაადგინა, რომ ნაყოფია 2017 წელს 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებია. ამ დროის განმავლობაში, დეპუტატი არც 73 საკომიტეტო სხდომაზე იმყოფებოდა. „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, რომელმაც დეპუტატის სახელფასო შემოსავლებიც დააჯამა, 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ხალხმა ნაყოფიას, ჯამში, 506 778 ლარი ... ...
  • „დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზად” _ ცისკარიშვილი„საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტართა შორის მომხდარი გაწევ-გამოწევა სამარცხვინო სანახავი იყო. როგორც ჩანს, დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზარდ, ვერ მომწიფდნენ. ჩვენს კანონმდებლებს არ აქვთ ამბიციური ქვეყნისთვის დამახასიათებელი დეპუტატების კულტურა, რაც სამწუხაროა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ცისკარიშვილი „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. „დღეს მთავრობა და პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის პრივატიზებული. სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია. დღემდე არაერთი მაგალითი გვახსოვს იმისა, რომ გუნდმა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა შექმნა, საზოგადოებისთვის დადებითი შედეგი ვერ მოიტანა“, _  აღნიშნა ... ...
  • „ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს“ _ ვახტანგ ძაბირაძე„ათეული წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფალი ერთსა და იმავეს აკეთებდა, კადრებს ცვლიდა, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენდა და თუ ასე გაგრძელდება, არც მომავალში შეიცვლება მდგომარეობა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია აუცილებელია. „მხოლოდ საკადრო ცვლილებების გახორციელებით არაფერი გამოვა, თუ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია არ გახორციელდა და კომპლექტური სამოქმედო გეგმა არ ჩამოყალიბდა. დღეს მმართველობით სისტემაში რეფორმების გახორციელება კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ერთ სამინისტროში გახორციელებული რეფორმა ვერ იმუშავებს“, _ განაცხადა ძაბირაძემ. ექსპერტი „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა კონსტიტუციის მიხედვით არ იმართება. ექსპერტი ივანიშვილს მოუწოდებს, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. „ბიძინა ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. საქართველოს კონსტიტუცია იმისთვის არსებობს, რომ  მისი ძალით იმართებოდეს ქვეყანა. ქვეყანაში ნომერ პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ივანიშვილმა, როცა მოუნდება მაშინ კი არ უნდა დანიშნოს, არამედ, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, თავად უნდა დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. თანამდებობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დღეს იკავებს, კონსტიტუციურად, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს, ამიტომ ან საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან ან მისთვის შესაფერისი ადგილი დაიკავოს“, _ აღნიშნა ... ...
  • „რატომ მაიძულებთ „ნაციონალების“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!“_ ინაშვილი ჟურნალისტებს„რატომ მაიძულებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!  არ მაინტერესებს“, _ განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა  დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებულ აქციას ეხებოდა. ინაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობაში ეჭვი არ ეპარება.   „სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვერავინ იტყვის, რომ ზურაბიშვილს არ აქვს ლეგიტიმაცია. ის მეორე ტურში ნამდვილად გახდა პრეზიდენტი და მოითხოვა ქართველი ხალხის მხარდაჭერა. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს დაიწყოს გამოძიება 780 ათასი ხმის შესახებ, რომლებიც „ნაციონალებმა“ არჩევნებში მიიღეს, რამდენად რეალურია. პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიების, რომელიც ფაქტებს დადებს. არავითარი 700 ათასზე მეტი ხმა „ნაციონალებს არ მიუღიათ, რასაც დავამტკიცებ“, _ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...