რა უნდოდა კახა ასკურავას სარდაფში, სადაც პირადობები იპოვა _ "ეს ჩემთვის მძიმე თემაა"

პოლიტიკა

რა უნდოდა კახა ასკურავას სარდაფში, სადაც პირადობები იპოვა _ "ეს ჩემთვის მძიმე თემაა"

3 დეკ. 2018, 12:00:07

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს კახა ასკურავას, რომლის თქმით, გუშინ, ლანჩხუთში, გადაყრილი პირადობის მოწმობები იპოვა, მთავარ პროკურატურაში დღეს დაკითხავენ.

ასკურავა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ 17 პირადობის მოწმობა ყოფილი სასტუმრო „გურიის“ სარდაფში იპოვა:

ეს არის ადგილი ქალაქის ცენტრში, რომელიც საარჩევნო უბნიდან 200 მეტრით არის დაცილებული და რომელსაც საპირფარეშოდ იყენებენ. სწორედ იქ ვიპოვე პირადობის მოწმობები, რომლებსაც ახალი ლამინირება აქვს“, _ ამბობს ასკურავა.

მისივე თქმით, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მეთოდად ყალბი პირადობები გამოიყენეს, რომელიც, შესაძლებელია, საპირფარეშოდ ქცეულ სარდაფში ყოფილიყო და ამიტომაც ჩავიდა იქ:

ის, რომ არჩევნები გაყალბდა, უცხო არავისთვის არის. ჩვენ გვქონდა გაყალბების რამდენიმე მეთოდის შესახებ ინფორმაცია, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ გაყალბებული პირადობის მოწმობები იყო. მითხრეს, რომ სავარაუდოდ, სარდაფში გადაიყარა და ამიტომაც ჩავედი მოსაძებნად“, _ ამბობს ასკურავა.

კითხვაზე, როგორ გამოიყენებდნენ პირადობის მოწმობებს, რომლებიც გარდაცვლილებს ეკუთვნით და რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გვპასუხობს, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს:

_ ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა, მე მაქვს ჩემი ვარაუდები. ვფიქრობ, რომ ეს პირადობები მხოლოდ საბუთად გამოიყენეს. მმართველ პარტიას ჰყავდა საკუთარი რეგისტრატორი, რომელსაც ჰქონდა ყალბი სია და ეს მოწმობები მხოლოდ და მხოლოდ ხალხის დასანახად, საბუთად სჭირდებოდათ. ამ ყველაფრის გადამოწმება სამაგიდო სიითაა შესაძლებელი, თუმცა, ჩვენ მას არავინ მოგვცემს, _ ამბობს ასკურავა, რომელიც გაკვირვებულია, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ, არც კი დაკავშირებიან:

_ მე ძალიან დიდი პატივს ვცემ ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ობიექტური და მიუკერძოებელია, თუმცა, ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ არც ერთი მათგანი არ შემხმიანებია. არც კი დაინტერესებულან, რა ვიპოვე, სად ვიპოვე. არადა, არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ არჩევნებამდე საუბრობდნენ, რომ ხელისუფლება ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებას აპირებდა, _ აღნიშნავს კახა ასკურავა.

ასკურავა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მის მიერ ნაპოვნი მოწმობები საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების გარდაცვლილ ოჯახის წვერებს ეკუთვნის:

_ მაგალითად ერთ-ერთი მოწმობა ეკუთვნის ააიპ-ებში დასაქმებული მერაბ თურქიას დედას, მეორე არის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილის დედის. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამატებითი ეჭვის საფუძველს იძლევა. ვიღაცეები მეკამათებიან ფეისბუქში, არ გამოუყენებიათ ასეთი მოწმობებიო. ნუთუ სერიოზულად ამბობენ, რომ საარჩევნო უბანთან ახლოს, სარდაფში დაყრილი 17 პირადობის მოწმობა, ეჭვს არ იწვევს? რატომ იყო ერთად ეს პირადობები, რატომ გადაყარეს? ამ კითხვებს რატომ არ სვამენ? თან ყველა დოკუმენტის ლამინატი სუფთაა. ამბობენ, ასეთები არ იბეჭედებაო. მართალია, ახლა აღარ ბეჭდავენ, მაგრამ ასეთების ბეჭდვის აპარატები შენახულია და არსებობს, _ აღნიშნავს ასკურავა, რომელიც თქმით, ლანჩხუთში, არჩევნების გასაყალბებლად ბევრი მეთოდი გამოიყენეს.

_ ეს პირადობის მოწმობები მხოლოდ ერთი დეტალია. ლანჩხუთში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, არჩევნების გაყალბება სხვადასხვა ხერხებით სცადეს. რომ არაფერი ვთქვათ ტოტალურ მოსყიდვაზე, ე. წ. ძველი ბიჭების გამოყენებაზე, ერთ დეტალს გეტყვით _ ლანჩხუთში, მეგობრობის #77-ში ამომრჩეველი ჰყავდათ რეგისტრირებული, მაშინ როცა, მეგობრობის ქუჩის ბოლო მცხოვრების სახლის ნომერი 38-ია და 77 ნომერი, უბრალოდ, არ არსებობს, _ გვითხრა ასკურავამ.

მერაბ თურქია, რომლის გარდაცვლილი დედის პირადობის მოწმობა ერთ-ერთია ასკურავას მიერ ნაპოვნ პირადობებს შორის, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა:

_ „ნაციონალური მოძრაობა“ ცოცხლებს არ სცემს პატივს და სულ არ გამიკვირდება გარდაცვლილს რომ არ სცენ. ეს ჩემთვის მძიმე თემაა და ძალიან გაბრაზებული ვარ. არ ვიცი, საიდან აღმოჩნდა კახა ასკურავასთან დედაჩემის პირადობის მოწმობა და ძალიან მაინტერესებს ამის დადგენა. როგორც მახსოვს, გარდაცვალების მოწმობა რომ გავაკეთეთ, რეესტრში ჩავაბარეთ, _ გვითხრა თუქრიამ.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმაც _ სოსო გიორგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ასკურავას მიერ წარმოდგენილ პირადობის მოწმობებზე ასახული ყველა პირი 2008-2010 წლებში გარდაიცვალნენ.

ნაციონალური მოძრაობიდან” ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ დღეს მორიგი ტყუილი გავრცელდა. სოციალური ქსელის საშუალებით მან გამოაქვეყნა 17 პირადობის მოწმობის ფოტო, რომლებიც, მისივე მტკიცებით, „ლანჩხუთში გადაყრილი“ იპოვა და რომელიც, როგორც თავად ამტკიცებს, არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს.

სერვისების სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ გადამოწმდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ წარმოდგენილი ფოტოზე ასახული ადამიანების პირადი მონაცემები. ყველა ეს პირი გარდაცვლილია 2008 და 2010 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხანაში. ამ მოქალაქეთა მონაცემები არც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაშია აქტიური და ცხადია, არც საარჩევნო სიაში აღარ არსებობს.

კერძოდ: 1. მკერვალი ანიჩქა _ დაბადებული 11.11.1923.წ, პირადი N 26001013390, გარდაიცვალა 10.09.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 30.09.2008 წელს და გაუქმდა N გ 0611230 პირადობის მოწმობა.

2. თავარაშვილი მერი _ დაბადებული 21.03.1939 წ, პირადი N 26001012342. გარდაიცვალა 06.09.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 08.09.2008 წელს და გაუქმდა N დ 0599656.

3. ცინცაძე ნოდარ _ დაბადებული 25.04.1948 წელს, პირადი N 26001013376, გარდაიცვალა 19.07.2008 წელს, გარდაცვალება დარეგისტრირდა 01.08.2008 წელს და გაუქმდა N დ 0611226 პირადობის მოწმობა.

4. ვეტროვი ვასილ _ დაბადებული 23.02.1940, პირადი N 26001022778 გარდაიცვალა 09.10.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 21.10.2008 წელს და გაუქმდა N ა 1149755 პირადობის მოწმობა.

5. გოგუაძე ნანული _ დაბადებული 16.01.1938წელს, პირადი N 26001022640, გარდაიცვალა 30.06.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 26.08.2008 წელს და გაუქმდა N ბ 0807056 პირადობის მოწმობა.

6. ხვიჩია ეთერ _ დაბადებული 07.01.1936 წელს, პირადი N 26001023136, გარდაიცვალა 15.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 09.09.2008 წელს და გაუქმდა N დ 0807199 პირადობის მოწმობა.

7. ბარამიძე ციალა _ დაბადებული 13.12.1934წელს, პირადი N 26001021843, გარდაიცვალა 29.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 09.09.2008 წელს და გაუქმდა N გ 0793084 პირადობის მოწმობა.

8. მგელაძე გური _ დაბადებული 26.07.1935 წელს, პირადი N 26001025041, გარდაიცვალა 25.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 30.10.2008 წელს და გაუქმდა N ა 1149923 პირადობის მოწმობა.

9. ჩხარტიშვილი ნელი _ დაბადებული 23.10.1949 წელს, პირადი N 26001026911, გარდაიცვალა 20.09.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 29.09.2008 წელს და გაუქმდა N დ 0901775 პირადობის მოწმობა.

10. ნაკაშიძე ნაზი _ დაბადებული 01.07.1929 წელს, პირადი N 26001012419, გარდაიცვალა 09.06.2006 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 01.09.2008 წელს და გაუქმდა N დ 0599677 პირადობის მოწმობა.

11. კუკულავა ქეთო _ დაბადებული 16.12.1912 წელს, პირადი N 26001016915, გარდაიცვალა 10.10.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 22.10.2008 წელს და გაუქმდა N გ 0665655 პირადობის მოწმობა.

12. კუკულაძე ზაურ _ დაბადებული 01.09.1935წელს, პირადი N 26001019453, გარდაიცვალა 29.06.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 29.07.2008 წელს და გაუქმდა N ა 0696425 პირადობის მოწმობა.

13. გოგიჩაიშვილი დავით _ დაბადებული 17.01.1957 წელს, პირადი N 26001033324, გარდაიცვალა 26.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 08.09.2008 წელს და გაუქმდა N ა 1167933 პირადობის მოწმობა.

14. გოგინავა ჟანა _ დაბადებული 18.02.1940 წელს, პირადი N 26001021080, მისი გარდაცვალების ფაქტი სსგს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღრიცხულია 06.07.2006 წელს და გაუქმდა N დ 0769872 პირადობის მოწმობა.

15. თურქია მარგალიტა _ დაბადებული 10.03.1934 წელს, პირადი N 26001018403, გარდაიცვალა 14.05.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 20.04.2010 წელს და გაუქმდა N ბ 0696141 პირადობის მოწმობა.

16. მურვანიძე დავით _ დაბადებული 08.07.1940 წელს, პირადი N26001012464, გარდაიცვალა 17.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 01.09.2008 წელს და გაუქმდა N გ 0599689 პირადობის მოწმობა.

17. ვადაჭკორია ნადია _ დაბადებული 05.01.1913 წელს, პირადი N 26001019400, გარდაიცვალა 08.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია გახორციელდა 29.08.2008 წელს და გაუქმდა N ბ 0696410 პირადობის მოწმობა“, _ თქვა გიორგაძემ.

მისივე თქმით, გარდაცვალების ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, პირს უუქმდება პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი, რაც აისახება სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში:

ოჯახის წევრების მიერ გარდაცვლილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მოწმობა ფიზიკურადაც ნადგურდება. თუმცა, პირადობის მოწმობა, იმის მიუხედავად, ის განადგურდება თუ არა, არის უკვე ჩვეულებრივი ქაღალდი და მას არავითარი იურიდიული ძალა აღარ გააჩნია.

გაუქმებული დოკუმენტით შეუძლებელია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ისევე, როგორც რაიმე სახის გარიგების დადება და სხვა.

სწორედ ასეთი გაუქმებული პირადობის მოწმობები წარმოადგინა ბატონმა ასკურავამ. აქვე განვმარტავთ, რომ ყოველდღიურად იკლებს იმ პირთა რიცხვი, ვისაც ძველი – ე. წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა აქვს. მეორე ტურისთვის ცესკოსთვის გადაცემულ მონაცემებში 13 153-ით ნაკლებია იმ პირთა რიცხვი, ვისაც ძველი პირადობის მოწმობა აქვს (პირველი ტურისთვის ცესკოსთვის გადაცემულ სიაში ასეთი 790 484 პირი იყო, ხოლო მეორე ტურისთვის გადაცემულ სიაში 777 331 პირია)“, _ განაცხადა სოსო გიორგაძემ. 




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა, იმის დედა ვატირე - გიორგი კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ რიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...