რა უთხრა ერთ-ერთი სოფლის გამგებელმა მერობის კანდიდატს


პოლიტიკა

რა უთხრა ერთ-ერთი სოფლის გამგებელმა მერობის კანდიდატს

29 აგვ. 2017, 12:46:13

“ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბმა  წინასაარჩევნო აქტივობები უკვე დაიწყო.  სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრებიც მიმდინარეობს.  გუშინ შტაბმა შეხვედრა ზონის უფროსებთან გამართა.

“გურია  ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ მერიაში გრიგოლ კოსტავამ, უთხრა, რომ ის სიორიძის სასარგებლოდ არჩევნებზე არ იმუშავებდა. “მე ქართულ ოცნებაზე ვიმუშავებ, მაგრამ შენზე და შენს გაყვანაზე არაო“, _ უთქვამს კოსტავას.

როგორც “გურია ნიუსთან“ წყარო ამბობს, ახლა ბეგი სიორიძისთვის ამის თქმა, “გმირობაა“.

“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა მერიის რწმუნებულს გრიგოლ კოსტავას, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა“.

_ ვინ გითხრათ თქვენ ეგ? ასე ახლა ტელეფონში არ მინდა მაგაზე საუბარი, გნახავთ და გეტყვით.

_ რომ გვითხრათ, სად და როგორ მოხდა...

_ ტელეფონში ვერ გეტყვით, გეტყვი, რომ გნახავ.

_ წერთ განცხადებას?

_ ჩვეულებრივად ვარ სამსახურში და არც განცხადების დაწერას ვაპირებ.

"გურია ნიუსი" ბეგლარ სიორიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ აწი ნებისმიერი ინფორმაციისთვის უნდა დავუკავშირდეთ პრესსამსახურს.

"შტაბი ოფიციალურად გაიხსნება და გვექნება პრესსამსახური. ნებისმიერი ინფორმაციისთვის მიმართეთ მას.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას, სიორიძე გვპასუხობს: "საერთოდ არ ვიცი, ვინ არის გრიგოლ კოსტავა, ან რა მჭირს მე ვინმეს გასაყვანი?!"




 ახალი ამბები
  • პაატა იმნაძე: საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ - ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველო „ასტრაზენეკას“ ტიპის ვაქცინების მისაღებად ემზადება. „ძირითადად ვემზადებით, რომ „ასტრაზენეკა“ ტიპის ვაქცინები მივიღოთ, მაგრამ ის ჯერ არ არის „კოვაქს“ პლატფორმაზე. ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია როდის იქნება ეს მოწოდება. „კოვაქს“ პლატფორმასთან მოლაპარაკების პარალელურად ასევე გრძელდება ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. რა რაოდენობის ჩამოვა, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შესაძლებლობები ექნება „კოვაქს“ პლატფორმას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა ... ...
  • ფოტორეპორტაჟი: „სამცხე-ჯავახეთი თოვლის სამოსელშია“დღეს,  საქართველოში, თითქმის, ყველგან თოვს, ოღონდ მეტ-ნაკლებად. ჩვენი მეგობარი, სპარტაკ გვრიტიშვილი სამცხე-ჯავახეთიდან  გვეხმიანება და ქათქათა ფოტორეპორტაჟს ... ...
  • შსს-მ გასულ წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივლისში, ზ.ო.-მ და მისმა თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, ვ.ტ. კლინიკაში გარდაიცვალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, ჯერ სამი პირი, ხოლო მომდევნო დღეებში კიდევ ერთი პირი დააკავა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • "ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია" _ სუს-ი განცხადებას ავრცელებს18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებილ გათავისუფლება. მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა. ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ ... ...
  • "ზვავის წარმოქმნის მხრივ, მაღალი რისკის ლოკაციას სამხედრო გზა წარმოადგენს"ზვავის წარმოქმნის მხრივ, მაღალი რისკის ერთ-ერთ ლოკაციას საქართველოს სამხედრო გზა წარმოადგენს.  ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, გუდაური-კობის გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების დროს, გადაადგილება მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეუძლებელია. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თანამედროვე, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით - თოვლმავალით (ბურანი) განახორციელებენ. „თოვლმავალის დახმარებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ოპერატიულად შეაფასებენ არსებულ ვითარებას. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს სამხედრო გზის მომსახურებას ოპერატიულ რეჟიმში მუდმივად ახორციელებენ, რაც უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს“,_ ნათქვამია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....