რას ეძებს სუს-ი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში

პოლიტიკა

რას ეძებს სუს-ი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში

2019 მაი 13 18:34:43

ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან.

როგორც გავარკვიეთ, ისინი, ადმინისტრაციულ ორგანოში სოფელ დვაბზუში მშენებარე ხიდის საქმის გამო იმყოფებიან.

ჩვენი წყაროს თქმით, გამომძიებლების დაინტერესება ერთ-ერთმა შესყიდვამ გამოიწვია, რომელიც ამ ხიდს ეხება.

_ სუს-ს სასამართლოს განჩინებით დვაბზუს ხიდის მშენებლობა ჰქონდა შეჩერებული, რადგან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მერიამ შესყიდვა განახორციელა, რის გამოც, სუს-ის თანამშრომლები მერიაში კიდევ ერთხელ შემოვიდნენ და ამ წუთებში დოკუმენტაციას იღებენ, _ გვითხრა წყარომ.

ჩვენ დეტალების გადამოწმება ანტიკორიფციული ბიუროს თანამშრომლებთან ვცადეთ, თუმცა, მათ მედიასთან საუბარი არ ისურვეს.

მათ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მერიაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე, რომელზეც გამოძიებაა დაწყებული "გურია ნიუსი" 2018 წლის დეკემბერში წერდა.

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით გაირკვა, რომ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე საფეხმავლო (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით (ერთ პირთან მოლაპარაკება), ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ს/ს "ხიდმშენს" შორის, 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა #538 ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე საფეხმავალო (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება განისაზღვრა 199 981 ლარით.

ხელშეკრულებას ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან იმდროინდელი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე აწერდა, ხოლო სს „ხიდმშენს“ ჯიმი მამალაძე წარმოადგენდა.

ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 1 აგვისტო იყო, თუმცა, 2014 წლის 31 ივლისის შეთანხმებით, შარაშენიძის გამგებლობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს, რომლის თანახმადაც, ობიექტის ჩაბარების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ოქტომბრით და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 2014 წლის 1 დეკემბრამდე.

ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა კომპანიას, ავანსის სახით, წინასწარ ჰქონდა აღებული 150 000 ლარი _ 2014 წლის 31 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ს/ს "ხიდმშენს" ავანსის სახით ჩაერიცხა 80 000 ლარი, ხოლო 2014 წლის 3 ივნისს _ 70 000 ლარი.

ამავე დროს, 2014 წლის 27 მაისის #538-1 შუალედური ინსპექტირების აქტით დადგენილი იქნა, რომ #538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 31 803 ლარს და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 150 000 ლარის ავანსი უკვე ჰქონდა მიღებული, აქედან _ 70 000 ლარი 3 ივნისს, ორი დღის შემდეგ _ 5 ივნისს შარაშენიძემ „ხიდმშენს“ ეს 31 803 ლარი მაინც ჩაურიცხა.

ეს ყველაფერი კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობისას მოხდა. შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის გამგებლად მერაბ ჭანუყვაძე აირჩიეს. უკვე ჭანუყვაძის ბრძანებით, 2014 წლის 28 აგვისტოს #538-2 შუალედური ინსპექტირება გახორციელდა და აქტით დადგენილი იქნა, რომ #538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 63 421 ლარს, ამ დროს კი „ხიდმშენს“ ოზურგეთის ბიუჯეტიდან უკვე მიღებული ჰქონდა 181 803 ლარი.

ხელშეკრულების ვადა ისე ამოიწურა, რომ ს/ს "ხიდმშენმა" არ შეასრულა #538 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე ვადაგადაცილების პირგასამტეხლო _ 11 998 ლარი და 86 თეთრი უნდა გადაეხადა.

2014 წლის ბოლოს, ს/ს "ხიდმშენს", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, ამ ერთი ხელშეკრულებიდან, საერთო ჯამში 98 577,86 ლარი უნდა გადაეხადა.

ამის პარალელურად არსებობდა მეორე ხელშეკრულებაც, რომელიც შარაშენიძესა და მამალაძეს შორის 2013 წლის 19 სექტემბერს მერია-ლაითურის ხიდის ასაშენებლად გაფორმდა 2 356 225,18 ლარზე. დვაბზუს ხიდის მსგავსად, შარაშენიძემ სს „ხიდმშენს“ თანხები წინასწარ ჩაურიცხა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ “ხიდმშენს“ შარაშენიძის ბრძანებით 700 000 ლარი ჩაურიცხეს.

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე გავარკვიეთ, რომ 2013 წელს, ხიდის მშენებლობაზე ათვისებული იყო 339 816 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 19 აპრილი იყო, რომელიც დაარღვია კომპანიამ და 2014 წლის 30 მაისის შეთანხმების საფუძველზე, მშენებლობის ვადა გადაიწია 2014 წლის 1 სექტემბრამდე; აგრეთვე, კომპანიას დაერიცხა პირგასამტეხლო _ 2014 წლის 19 აპრილიდან 2014 წლის 30 მაისამდე, 40 კალენდარული დღის ვადაგადაცილებაზე 93 340,32 ლარის ოდენობით.

პარალელურად, კომპანიას გაუგრძელეს ხელშეკრულების ვადა, თუმცა, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დვაბზუს ხიდის მშენებლობისას _ „ხიდმშენმა“ შარაშენიძის მიერ წინასწარ ჩარიცხული ბიუჯეტის თანხები გამოიყენა, სამუშაოები არ შეასრულა და არც თანხების დაბრუნებაზე უფიქრია.

არადა, ინსპექტირების ჯგუფმა დაადგინა, რომ ლაითური-მერიის ხიდზე კომპანიას წინასწარ ჩარიცხული 700 000 ლარიდან მხოლოდ 286 471 ლარის სამუშაო ჰქონდა შესრულებული.

მიუხედავად ამ თვალხილული დარღვევებისა, არავის უფიქრია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია აემუშავებინა და ბიუჯეტის თანხა ამ ფორმით მაინც ამოეღო. ეს ვადაც ხელიდან იქნა გაშვებული.

აღსანიშნავია კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი _ დვაბზუს ხიდის მშენებლობა შარაშენიძემ „ხიდმშენს“ ისე დააწყებინა, რომ არც პროექტი არსებობდა და არც შესაბამისი ექპერტიზა, რაც კანონის დარღვევაა. თუმცა, ამ თემით მაშინ არავინ დაინტერესებულა.

ამ ყველაფრის შემდეგ, ახალმა გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ თანხების ამოღების მიზნით სასამართლოს მიმართა, მოიგო კიდეც პროცესი და კომპანიის „შავ სიაში“ შეტანის მოთხოვნით შესყიდვების სააგენტოსაც მისწერა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ხიდმშენს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის თითქმის ნახევარი მილიონი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად. როგორც გავარკვიეთ, კომპანიამ 50 000 ლარამდე ჩარიცხა კიდეც ბიუჯეტში, თუმცა, დანარჩენის გადახდა არ გაუგრძელებია. შესაბამისად, მის ქონებას ყადაღა დაედო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხა მას შემდეგ შევიდოდა, რაც კომპანიის ქონება, რომელიც მილიონებს შეადგენს, აუქციონზე გაიყიდებოდა.

ჩვენ იმის დადგენაც შევძელით, რომ ამ კომპანიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გარდა, ბევრი მევალე ჰყავდა და „ხიდმშენს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო ორგანიზაციებიდან თუ პირებიდან მილიონები ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, მევალეები რიგში იდგნენ.

გავარკვიეთ ისიც, რომ 2016-2017 წლებში, „ხიდმშენის“ პრობლემების მოგვარებას ხელისუფლების მაღალი პირებიც ცდილობდნენ და მევალეებს, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მორიგებას სთხოვდნენ. თუმცა, ოზურგეთის შემთხვევაში ეს არ შედგა _ როგორც იმდროინდელმა ჩინოვნიკებმა გვითხრეს, ამის საშუალებას კანონიც არ აძლევდათ და უფრო მეტიც _ კომპანიამ დვაბზუს ხიდის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილი სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაც კი ვერ შეძლო.

რამდენიმე წყარომ ისიც გვითხრა, რომ 2015-2017 წლებში, მაშინ, როცა კონსტანტინე შარაშენიძე „ქართუში“ მუშაობდა, იგი ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს თხოვდა, რომ „ხიდმშენს“ დვაბზუში ხიდის მშენებლობა გაეგრძელებინა. თანამდებობის პირებთან საუბარში შარაშენიძე იმასაც ამბობდა, რომ „ხიდმშენს“ „ქართუს“ ტექნიკას პირადად დაახმარებდა. უფრო მეტიც, წყაროს თქმით, აღნიშნული თხოვნით „ქართუში“ მომუშავე შარაშენიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძესაც მიმართა:

გიდასტურებთრომ იყო ასეთი შემთხვევებისულ უნდოდა მაგ ხიდის დასრულებარამდენჯერმე მითხრა,იქნებდაიძრას პროექტიო, _ აღნიშნა ‘გურია ნიუსთან“ საუბრისას თალაკვაძემ.

ბატონო არჩილეჭვი არ გაგჩენიათრატომ იყო შარაშენიძე ამ თემით ასე დაინტერესებული და რატომსურდააღნიშნული ხიდი მაინდამაინც „ხიდშმენს“ დაესრულებინა?

არ დავინტერესებულვარ არასდროსმივიჩნიერომ ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, _ გვითხრა თალაკვაძემ.

თუმცა, როგორც ჩანს, შარაშენიძესთვის ეს „ერთი ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული“ პროექტი არ ყოფილა _ 2017 წელს, თანამდებობაზე არჩევიდან მალევე, მან ეს თემა ისევ წამოსწია. რამდენიმე წყაროს თქმით, იურიდიული და ინფრასტრუქტურული სამსახურის თანამშრომლებს პირდაპირ მოთხოვა, რომ მოეძებნათ გზა მშენებლობის გასაგრძელებლად და თან ისე, რომ სამუშაოები ისევ „ხიდმშენს“ შეესრულებინა.

მერიის თანამშრომლებმა ვერა, თუმცა, წყაროს თქმით, ეს გზა თავად „ხიდმშენმა“ მოძებნა _ შარაშენიძეს კომპანიის“ იურისტებმა“ მორიგების აქტი კაბინეტში მიუტანეს და შეთახმებაც შედგა ზედმეტი კითხვების გარეშე.

ამ შეთანხმების საფუძველზე, შარაშენიძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის წარმოების შეწყვეტაც მოითხოვა „ხიდმშენის“ მიმართ. ოღონდ არა მხოლოდ დვაბზუს ხიდის საქმეზე _ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შარაშენიძემ აღსრულების ბიუროს, 2018 წლის ოქტომბერში მიწერა, რომ „ხიდმშენის“ მიმართ ორივე საქმე შეეჩერებინა, რომლითაც ოზურგეთის ბიუჯეტში, თითქმის 400 000 ლარი უნდა შესულიყო და ამ თანხის ამოღების მიზნით, აღსრულების ბიუროს რამდენიმე დღეში „ხიდმშენის“ ქონება აუქციონზე უნდა გაეყიდა.

აღსანიშნავია, რომ, წყაროს თქმით, ეს წერილი ბიუროში აუქციონის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე შევიდა და მასში აღნიშნულია, რომ პროცესი 3 თვით უნდა შეჩერდეს.

ამ სამ თვეში კი კომპანიას დვაბზუს ხიდის მშენებლობა უნდა დაესრულებინა, რის შემდეგაც შარაშენიძე ვალებს გამოუქვითავდა. თუმცა, რამდენს და რის საფუძველზე, უცნობია _ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დრომდე არ არსებობს ხიდის მშენებლობისთვის საჭირო პროექტი, ექპერტიზაგავლილი ხარჯთაღრიცხვა, ჰოდროგეოლოგიური დასკვნა...

ეს რომ ნამდვილად ასე იყო, „გურია ნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელმა გია ნიკოლაიშვილმა. მისი თქმით, კომპანიას ახალი პროექტი არ წარმოუდგენია და მათ არც ექსპერტიზის დასკვნა აქვთ. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას თათბირზე დაუძახეს და შედგა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ დოკუმენტაცია ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მომზადდებოდა(?!).

ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა დაგვიდასტურა ისიც, რომ გაზრდილია ხარჯთაღრიცხვაც, რომელსაც ექსპერტიზა არ ახლავს და მხოლოდ ფურცელზე ჩამოწერილი ციფრებია.

ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი სამსახურის უფროსისგან, თემურ გიორგაძისგან გაგვეგო, მაგრამ უშედეგოდ _ მას შემდეგ, რაც გიორგაძემ გაიგო, ვინ ვიყავით და რისთვის ვურეკავდით, რამდენიმე ზარის მიუხედავად ტელეფონში ჩვენი ხმა ვერ გაიგონა(?!). მას  სმს-იც მივწერეთ, თუმცა, პასუხად ის მივიღეთ, რომ იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა, ტელეფონი კარგად არ იჭერდა. მეორე დღეს გიორგაძემ ჩვენ ზარებს საერთოდ არ უპასუხა.

არადა, კითხვები ბევრია _ საეჭვო კომპანიის მიერ უპროექტო, უექსპერტო, გეოლოგიური დასკვნების გარეშე საეჭვოდ დაწყებული მშენებლობის საქმეში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ შარაშენიძემ „ხიდმშენს“ დვაბზუს ხიდის დასამთავრებლად, სოფელ ლაითურში დანგრეულ ხიდზე გამოყენებული მეორადი კოჭებიც გადასცა, რომლებიც ხიდზე ისე დაამონტაჟეს, რომ ექსპერტიზა არ ჩატარებია. არც არავის დაუსვამს კითხვა, რამდენად გამძლე იქნება, დემონტაჟის დროს ამოღებული, ნახევრად დაშლილი კოჭები ახალ ხიდზე, რომლის სიგრძე 24 მეტრია; აგრეთვე, რამდენად ჰქონდა მერს უფლება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, აუდიტის მიერ შეფასებული კოჭები კომპანიისთვის აუქციონის გარეშე, თანაც უსასყიდლოდ გადაეცა.

ჩვენ შევეცადეთ ყველა დეტალი კონსტანტინე შარაშენიძესთან გაგვერკვია, თუმცა, ჩვენი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა _ შარაშენიძემ არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა.

კითხვებზე პასუხი ვერც პრესსამსახურის საშუალებით მივიღეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა გზა ვცადეთ, თუმცა, ოზურგეთის მერი კონტაქტზე არ გამოვიდა.

ჩვენთან საუბრისას, წყარო, რომელსაც არ სურს ვინაობის დასახელება, ვარაუდობს, რომ შარაშენიძემ „ხიდმშენის“ ხელმძღვანელობისგან ე. წ. „ატკატი“ ჯერ კიდევ 2013 წელს, მაშინ აიღო, როცა თანხა წინასწარ ჩაურიცხა და სწორედ ამიტომ იყო დაინტერესებული 2015-2017 წლებში, რომ კომპანიას მშენებლობა განეახლებინა და ბიუჯეტის ფული უკან არ დაებრუნებინა.

ჩვენი წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ ჯიმი მამალაძე შარაშენიძეს წლების მანძილზე სთხოვდა მიცემული „ატკატის“ უკან დაბრუნებას ან საქმის მოგვარებას. წყაროს თქმით, მაშინ შარაშენიძემ ეს ვერ შეძლო და დღეს, კომპანიას შეთანხმებაც სწორედ ამიტომ გაუკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალებში მყოფ „ხიდმშენთან“, რომელმაც ოზურგეთის ბიუჯეტი თითქმის 400 000 ლარით აზარალა,  საქმეს არ დაიჭერდა.

ეს შეკითხვები შარაშენიძეს მოკვლევის პირველ ეტაპზე სმს-ითაც გავუგზავნეთ, თუმცა, მან მაშინაც დუმილი არჩია.

კონტაქტზე არ გამოვიდა არც ‘ხიდმშენის“ ხელმძღვანელი ჯიმი მამალაძე _ რამდენიმე ზარი და სმს-ი მამალაძემაც უპასუხოდ დატოვა. არადა, კითხვები მასთანაც ბევრი იყო. მით უმეტეს, რომ ჯიმი მამალაძე, 2012 წელს, თითქმის იგივე სქემით, რაც 2013-2014 წლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაახორციელა, სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით გასამართლებული იყო.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ მიუხედავად იმისა, რომ პირველი სტატია რამდენიმე თვეა რაც გამოქვეყნდა და გამოძიებაც დაიწყო, არც კომპანიას და არც შარაშენიძეს საქმესთან დაკავშირებით კომენტარები არ გაუკეთებიათ. “გურია ნიუსი“ მზადაა გამოაქვეყნოს მათი განმარტებები ამ საქმესთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

ოზურგეთის მერიაში სუს-ი შევიდა _ გამომძიებლებმა დოკუმენტაცია ამოიღეს

რატომ გადაურიცხა ოზურგეთის მერმა საკუთარი სიძის ორგანიზაციას 30 000 ლარი

ოზურგეთის მერის მიერ სიძისთვის გადარიცხული ფულის საქმეს სუს-ი იძიებს




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...